May 1, 2011

ინდივიდუალური პრეზენტაცია, შეფუთვა.

სემესტრის დასასრული ახლოვდება, ეს კი ნიშნავს უამრავ გამოცდას, ჩათვლას და პრეზენტაციას. ამ პოსტში მინდა გასწავლოთ ერთი კარგი მეთოდი, რომელიც თქვენს პრეზენტაციას ინდივიდუალურობას შესძენს და თქვენს ხელწერას დაატყობს :)

თავიდანვე შევთანხმდეთ რომ პრეზენტაციას ვაკეთებთ PowerPoint ში, ჩემი არის 2007 (მგონი :D )წლის ვერსია შესაბამისად მაგალითებიც ამ ვერსიიდან გამომდინარე იქნება, მაგალითების განხილვა ბოლო პრეზენტაციიდან.

პრეზენტაციის შეფუთვა - გაფორმება
პირველ რიგში რაზეც უნდა ვიფიქროთ არის თემა! რა თემაზეა თქვენი პრეზენტაცია?! როცა ამას განსაზღვრავთ უფრო ადვილია სასურველი სურათების მოძებნა.
(შენ. თემისდა მიუხედავად პრეზენტაციის თითოეული სლაიდი უნდა იყოს მარტივი, მოძრავი ასოების და წინადადებების გარეშე. თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ იმაში რასაც საუბრობთ, მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ მოძრაობა იმიტომ რომ ყველა მას მიაქცევს ყურადღებას და თქვენ აღარავინ მოგისმენთ )

ჩემი პრეზენტაციის თემიდან გამომდონარე ბევრი სურათის მოძებნა არ დამჭირდა, და დარწმუნებული ვარ ახლა სურათებს რომ ავტვირთავ მიხვდებით კიდეც რაზე იყო თავად პრეზენტაცია. მარცხნივ რომ არის ის სურათი შესავალ სლაიდზე მედო, ხოლო მარჯვნივ რომ არის ის სურათი თიოეული სლაიდის გაფორმება იყო. რადგან თავად პრეზენტაციის თემა მძიმე იყო, ვიფიქრე კარგი იქნებოდა მისი სახუმარო სურათით დაწყება.
მსგავსი სურათის (ვიდეოებს, მუსიკას და ა.შ. იგივე პრიციპი აქვთ) ჩასმა კი შემდეგნაირად ძალიან მარტივად შეგიძლიათ :
ახალი პროდუქტების დიდი დადებითი მხარე ისაა რომ შესაძებელია მათით მანიპულირება. თუ მე ვერ ვნახე ის რაც მინდა, შემიძლია თავად შევქმნა და ისევ და ისევ ჩემი პრეზენტაცია გავხადო ინდივიდუალური. ასეც მოვიქეცი. მოძებნე ლუმბარული მალა და ის გამოვიყენე ჩამოსათვლელად. როგორ ხდება ეს?!!! აი ასე!

=> ეძებთ სასურველ სურათს, შეინახავთ სადმე (ეკრანზე მაგალითად), დაამუშავებთ მას, მოაცლით ყოველგვარ ნაწერებს და ზედმეტ ნაგავს. შემდეგ კი სურათს შეხედეთ. მეოთხე ეტაპზე კი სურათს აქაჩავთ. ასე გექნებათ ინდივიდუალური ჩამოსათვლელი ლამაზუნები,
პირადად მე მარტივი და თემასთან კარგ კავშირში მყოფი სლაიდები მიყვარს. მშვიდი და ადვილად დასანახი ფერებით ყოველგვარი სპეც ეფექტების გარეშე, რადგან ვფიქრობ რომ სპეც ეფექტი ჩვენმა ნათქვამმა უნდა გამოიწვიოს და არა თანამედროვე ტექნიკამ.

No comments: