May 16, 2011

სხვადასხვა დემენციური დაავადებები, დემენცია 2

როგორც წინა პოსტში ვწერდი, დემენციური დაავადებები სამ კატეგორიად ერთიანდება - პირველადი დეგენერატიული, ვასკულარული და მეორადი დემენცია. მინდა შეგახსნოთ რომ დემენცია არ არის ნორმალური სიბერე, ეს არის ავადმყოფობა რომელიც ტვინის უჯრედების დაზიანების შედეგად არის გამოწვეული!

წერას დავიწყებ პირველადი დეგენერატიული დემენციით. ამ ჯგუფში ერთიანდება შემდეგი დაავადებები:
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ფრონტოტემპორალური დემენცია
  • ლევი ბოდის დემენცია
  • დემენცია პარკინსონიზმის შედეგად.
საეთო ამ დაავადებებ შორის - ნეირონების სიკვდილი, სიმპტომები ნელა ჩნდება და მდგომარეობაც თანდათან უარესდება ტვინის დაზიანებასთან ერთად.

ალცჰეიმერის დაავადება - წარმოადგენს დაავადებათა კრებულს და დემენციით დაავადებულთა 60-70% ში გვხვდება. სად - ტვინის ტემპორალური და პარიეტალური ნაწილები. როდის - დაავადება იწყება 65 წლის ასაკიდან, თუმცა შეიძლება უფრო ადრეულ ასაკშიც განვითარდეს (გენეტიკური ალცჰეიმერი). სიმპტომები - მეხსიერების პრობლემები, ადამიანს უჭირს ტელევიზორის ყურება იმიტომ რომ არ აქვს მთლიანობის შეგრძნება, უჭირს სიტყვების მოძებნა - ენაზე მადგას ფენომენი, დროის ცუდი აღქმა, სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება, დაავადებული შფოთავს, არის ცუდ ხასითზე და ძალიან ადვილად ბრაზდება. მკურნალობა- დღესდღეობით მკურნალობა არ არსებობს, შეიძლება წამლების მიღება სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ).

ლევი ბოდის დემენცია - 80იან წლებში აღმოაჩინეს და ჯერ ჯერობით არ იციან რამდენად ხშირია ეს დაავადება. ლევის სხეულები (Lewy body) არიან მიკროსკოპული ზომის მავნე პროტეინები რომლებიც ტვინში გროვდებიან და უჯრედებს აზიანებენ. სად - ტვინის ნებისმიერ ადგილში. როდის - ჩვეულებრივ 65 წლის ზემოთ. სიმპტომები - მხედველობითი ჰალუცინაციები, უყურადღებობდა, ადვილად იღლება, უჭრს მანძილის განსაზღვრა, ნელი მოძრაობები, მეხსიერების პრობლემები. მკურნალობა -პარკინსონის დროს გამოყენებად ლ-დოპას შეუძლია მოტორული სიმპტომების შემსუბუქება. სიმპტომების შემამსუბუქებელ სამედიცნო პრეპარატებს შეიძლება კარგი ეფექტი ქონდეს დაავადების დასაწყიში.

ფრონტოტემპორალური დემენცია - არის დაავადება რომელსაც არანაირი საერთო აქვს ალცჰეიმერთან. დაავდების რამოდენიმე ფორმა არსებობს მაგრამ ძირითადი ის არის რომ ამ დაავდების დროს ხდება ნერვიული უჯრედების დეგენერაცია და სიკვდილი ტვინის ფრონტალურ და ტემპორალურ ნაწილში, ეს კი პირველ რიგში ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათისა და სოციალური ქცევაზე. დროის განმავლობაში ადმაიანი ხდება ძალიან ჩაკეტილი და უჭირს კომუნიკაცია. სად - ტვინის ფრონტოტემპორალური ნაწილი. როდის - იწყება 50-60 წლიდან. სიმპტომი - პრობლემა დასკვნების გამოტანაში, მსჯელობაში. შეცვლილი ხასიათი, უცაბედი გაღიზინებადობა, რიგიდული სახის გამომეტყველება. მეხსიერების სირთულეები და სივრცეში ორიენტაცის სირთულეები უფრო გვიან ვითარდება ვიდრე ალცჰეიმერის დროს. მკურნალობა - არ არსებობს. ხდება სიმტომების შემსუბუქება სხვადასხვა მედიკამენტების მეშვეობით. წამლების გამოყენება შეიძლება იყოს სახიფათო რადგან პირვონებას ბიეფექტები შეიძლება განუვითარდეს.

დემეცია პარკინსონიზმის დროს - დემენციით დაავადებულთა 2% აღენიშნება. დემენცია პარკინსონიზმის შედეგად იშვიათი დაავადებაა, და პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს მხოლოდ გვიან ეტაპებზე შეიძლება განუვითარდეთ. სად - პარკინსონი ტვინის სიღრმეში იწყება (სუბსტანცია ნიგრა), თუ დემენცია ვითარდება ეს ნიშნას რომ უჯრედების კვდომა კორტიკალურ დონეზე ხდება. როდის - პარკინსონის დაავდების გვიანდელ ეტაპებზე. სიმპტომი - პარკინსონის დაავადების სიმპტომებთან ერთად კონცენტრაციის და მეხსიერბის პრობლემები, ენერგიის ნაკლებობა, ადამიანი არის პასიური, არ იღებს ინიციატივას, ჰალუცინაციები, ქცევის დარღვევები. მკურნალობა - როგორც ალცჰეიმერის დროს.

ვასკულარული დემენცია ტვინში სისხლძარღვების დაზიანების შედეგად ვითარდება და მოიცავს შედეგ მდგომარეობებს: დემენცია დამბლის შემდეგ, კაპილარების დემენცია. პირველადი დეგენერატიული დემენციისაგან განსხვავდევით სიმპტომები უცაბედად ვითარდება. თავად ის თუ რა სიმპრომებია სახეზე დამოკიდებულია ტვინის დაზიანების კერაზე. ისევე როგორც სხვა დემენციური დაავდებების დროს არ არსებობს მკურნალობის ფორმები, მაგრამ მედიკამენტები გამოიყენება იმისათვის რომ ტვინის სხვა დგილებიც არ დაზიანდეს.

რისკ ფაქტორები - ასაკი, 90 წელს გადცილებულ ადამიანთა შორის 50% აქვს დემენცია. 60 წლამდე კი მხოლოდ 1%. გენეტიკური ფაქტირები, მაღალი წნევა 40-50 წლის ასაკში.
დამცავი ფაქტორები - უმაღლესი განათლება. სოციალური და მენტალური აქტივბა. თუ ადამიანს აქვს მაღალი წნევა საჭიროა სწრაფი მკურნალობა.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან საინტერესო პოსტია. რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, ალცჰაიმერით დაავადებულს, განვიცდი ძალიან მათ გამო.
რა უბედურებაა, რომ ვერაფრით კურნავენ :(

Toma said...

საშინელი დაავადებაა. ბებიაჩემს ქონდა ალცჰაიმერი. თვლიან რომ მკურნალობა არაეფექტურია იმიტომ რომ დიაგნოზირება უკვე გვიან ეტაპებზე ხდება.

ჩემი ფაკულტეტის ლაბორატორიულ ბაზაზე უკვე გააკეთეს ექსპერიმენტები რომელიც ადრეული დიაგნოზირების საშუალებას იძლევა(მომავალ კვირაში დავდებ ამაზე პოსტს). ხოდა იმედი აქვთ რომ ადრეული დაგნოზი მკურნალობას შედარებით ეფექტურს გახდის, სრულიად განკურნებაზე არც მათ აქვთ პრეტენზია ჯერჯერობით.