May 9, 2011

ფაქტები დემენციის შესახებ, დემენცია 1.

დემენცია არ არის ერთი დაავადება, არამედ წარმოადგენს დაავადებათ ჯგუფს რომელიც გამოწვეულია ტვინიზე სხვადასხვა დაზიანებების შედეგად. არსებობს დააახლობით 100 სხვადასხვა დაავადება და ტრამვა რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია. დაავადებები ტვინის სხვადასხვა ნაწილს აზიანებენ და შედეგად სხვადასხვა სიმპტომები გვაქვს, მაგრამ ძირითადი რაც ამ დაავადებათა ჯგუფს ახასიათებს არის - ცუდი მეხსიერება, შენელებული კოგნიტური ფუნქციები, სირტულეები გარემოცვის აღქმასა და ინტერპრეტაციაში.

სად გადის ზღვარი ნორმალურ დავიწყებას და დემენციას შორის?! ეს არის ძალიან რთული კითხვა ექსპერტებისთვისაც კი. ისინი ფიქრობენ რომ ზღვარი გადის ე.წ. Mild Cognitive Impairment -ზე რომელიც 65 წლის გადაცილებული ადამიანების 15% აღენიშნება. ეს არ არის დემენცია, მაგრამ შეიძლება დმენციის დასაწყისი იყოს. როგორც წესი დაავადების საწყის ეტაპზე ადამიანს აქვს დაავადების აღქმის უნარი, ხვდება რომ რაღაც არაა ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ შემდგომ ეტაპზე ეს უნრი ქრება და ამიტომ ითვლება დემენცია სამუშაოდ ძალიან რთულ დაავადებად.

დემენციური დაავადებები რამოდენიმე კატეგორიაში ერთიანდება.
  • პირველადი დეგენერატიული
  • ვასკულარული
  • მეორადი.
პირველ ორ ჯგუფში დემენციური დაავადებების 90% -ია გაერთანებული, ამიტომ ძირითადად მათზე მოვახდენ კონცენტრაციის გამახვილებას.

მომდევნო პოსტში დავწერ სხვადასხვა დემენციური დაავადებების შეასხებ.

No comments: