Apr 25, 2011

რატომ ?! გაბრაზებული პოსტი!

ოკ, რატომ არის ცუდი თუ სამიანების ნაცვლად ოთხიანები მინდოდა? და თუ ჩემს თავს უფრო მეტს ვთხოვ ვიდრე სხვა სთხოვს თავის თავს? ზოგადად ჩემი ჯგუფელები რას და როგორ აკეთებენ სულ არ მადარდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად მაინტერესებდა მხოლოდ მე ვიყავის ვისაც "არ გაუმართლა" და ერთი ოთხიანი მიიღო (მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე სულაც არ იყო მოლოდინი ოთხიანის, მხოლოდ ორიანები და სამიანები უნდა მიგვეღო) თუ სხვებსაც ასევე არ გაუმართლათ.

მგონი ჩემი გულის წუხილი არასწორედ გაიგეს, და აღიქვეს როგორც შეჯიბრის მცდელობა. კი ესეც არ მადარდებს, მაგრამ არ ვიცი რატომ არის ძნელი მისახვედრი რომ მე ჩემ თავს უფრო მეტს ვთხოვ ვიდრე სხვა სტუდენტები. ბოლოსდაბოლოს ასპირანტურიდან სადღაც ტრაკში, "უკან დავბრუნდი" და დამერწმუნეთ ასპირატურის მოთხოვნები და უნარები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ვიდრე ამ პროგრამისა რასაც ახლა გავდივარ - რაპორტების წერას, მონაცემტა მოკრებას, დამუშავებას და ანალიზს რაც შეეხება იმ მხრივ ვამბობ, თორემ ოკუპაციური თერაპია ახალი საგანი რომაა ჩემთვის მეც კი ვიცი! თუმცა სწორედ თეორიულ ცოდნაში მივიღე უმაღლესი შეფასება!!!

რატომ არის ასე ძნელი გასაგები ჩემი საკუთარი თავისადმი წაყენებული ულტიმატუმები როცა ჩემი სადიპლომო ნაშრომი 200 მშობლის გამოკლევას ეხებოდა, ასპირანტურის ნახევრად ჩატრებული კვლევა კი 135 ბავშვზე იყო გაკეთებული სამი სხვადსხვა საკვლევი ინსტრუმენტით - ლუშერის ადაპტირებული ფერთა ტესტი, კეტელის კითხვარი და ღირებულებათა საკვლევი ინსტრუმენტი. და ეს ყველაფერი გავაკეთე აქტიური მუშაობის ფონზე. როცა სადიპლომოს ვწერდი მაშინ მაღაზიაში ვმუშაობდი 6 საათი 16-22, სახლში 11 საათზე ვიყავი. ასპირანტურაში როცა ვსწავლობდი კი მაშინ მინიმუმ 9 საათი ვმუშაობდი, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო ადგილი მეკავა და ერთადერთი ვიყავი კომპანიაში ვისაც ევალა იმ საქმის გაკეთება რასაც ვაკეთებდი, და რაც მთავარია ამ ყველაფერს თავს ვართმევდი.

ახლა მითხარით მეორე კურსელ ბაკალავრის სტუდენტს, რაგორ არ უნდა მქონდეს პრეტენზია ჩემი თავისადმი?!!! თუ მე ვგიჟდები და მართლა ნამეტანს ვთხოვ საკუთარ თავს?!

1 comment:

khatia said...

nu brazdebi chemo kargo :) jgufelebi zogadad mtkivneuli temaa :) ufros waored egrea sxvis warmatebas cotaariyos mtkivneulad agiqvamen xome zogadad...
sruli sisulelea imat "gausworo" da dabal nishanze iswavlo :) isini rom shen adgilas yofiliyvnen, nebismieri, chemi azriT mag 4 ianze arcerti ityodauars :)))