Apr 21, 2011

ემოციებით სავსე დღე

იეპ, დასრულდა ჩემი პრაქტიკა.
დასრულდა ემოციებით სავსე დღით და მიკვირს როგორ შეიძლება ამდენი სხვადასხვა ემოცია ერთმა ადამიანმა დაიტიოს.

ერთის მხირივ პაციენტი რომელიც ძალიან გავახარეთ, ისე გავახარეთ რომ დღეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაიწუწუნა - საჭმელი აღარ მოაქვთ, მშიაო. მეორეს მხირივ კი გვერდზე ოთახში მყოფი პაციენტი რომელსაც ალბათ სულ რამოდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენია და ძალიან ცუდად გრძნობს თავს.

მინდა გითხრთ რომ პაციენტის მდგომარეობა პერსონალზე გადადის. პირველი პაციენტის მდგომარეობა იმდენად რთული იყო რომ არც კი ვიცოდით შევძლებდით თუ არა მის დახმარებას. როცა საქმე მოვაგვარეთ თითქოს მთელმა განყოფილებამ ამოისუნთქა. ყველა იღიმებოდა, ყველას უხაროდა და ყველა გვილოცავდა. თავად პაციენტზე აღარაფერს ვამბობ. დღეს პერსონალს ეზოშიც კი ჩააყვანინა თავი და მზეს ეფიცხებოდა :)

მეორე პაციენტი - მარტოსული ადამიანი რომელსაც არავინ ყავს. სულ მარტოა თავის თავთან და პროგრედირებად დაავადებასთან ერთად. რაც ყველაზე სამწუხაროა ეს ის შემთვხვევაა როცა ბევრს ვერაფერს გავაკეთებდით, და ძალიან გული მწყდება. მისი მდგომარეობა ძალიან დამთრგუნველია ყველასათვის ვინც მასთან მუშაობს/მუშაობდა.

მომენატრებიან პაციენტებიც და პერსონლიც :)

2 comments:

Anonymous said...

is meore patsienti shemetsoda dzalian toma,tan rom tkvi martosuli adamianiao,anu axloblebits ar kavs vints bolo dgeebshi gverdze daudgebian.albat ra dznelia aset patsientebtan imushao da gultan ar miitano mati satkivari...Nanuka

Toma said...

nanuka - meore pacienti martla mecodeboda, da axlac mecodeba dzalian. :(