Apr 17, 2011

პაწაწინა კურიოზები საავადმყოფოდან :)

11 წლის პაციენტს თამაშში "ჩათრევას " შემდეგ ვარჯიშს ვუპირებდით, ხოდა შევთავაზეთ პრინცესობა, რაზეც მივიღეთ პასუხი- "მე პრინცესა კი არ უნდა გამოვიდე, არამედ დედოფალი". იგივე პაციენტი, ხელით დამშვიდობების ნაცვლად, ფეხის თითებით გვემშვიდობება :D

70 წლის პაციენტი, რომელიც სახლში უნდა წავიდეს მალე, მაგრამ მის შვილს ეშინია რადგან სახლში კიბეებია და არ სჯერავს დედას შეუძლია კიბეებზე სიარული. პაციენტი მეუბნევა -".. მესმის ჩემი შვილის რომ ეშინია, მან ხომ არ იცის რომ ორჯეს გაპარული ვიყავი პალატიდან და კიბეებზეც ვიარე".

მე - ინვალიდის სავარძლის ტარების ვარჯიშზე გვყავდა პაცინეტი ხოდა ერთ გაჩერებაზე ვთქვი - რა კარგია როც გაჩერებას ასეთი სახელი ჰქვია - პოზიტივის ქუჩა. აღმოჩნდა რომ პოზიტივი პოზიტივი კი არა, არამედ მუსიკალური ინსტრუმენტი ყოფილა :D :D ესეც ჩემი ენის ცოდნა :D

ახლა რომ ვწერ, სასაცილო სულაც არ არის, მაგრამ მაშინ როცა ეს მოხდა მართლა სასაცილო იუო :)

1 comment:

ნინ გოგ said...

ახლაც სასაცილოა და ძალიან სასიამოვნო წასაკითხად და წარმოსადგენად