Apr 14, 2011

გამომააშკარავეს :)

დღეს გამომააშკარავეს!!!
ერთი ფიზიოთერაპევტი მეუბნევა "მიხარია რომ მომავალში ქართველი კოლეგა მეყოლებაო" . ვახ, მეთქი საიდან მიხვდა რომ ქართველი ვარ, ვკითხე და ასე მითხრა პოლონელი ვარ და შენ გვარზე მივხვდი ქართველი რომ ხარო :) მერე ჩემ ხელმძღვანელს მოვუყევით პოლონელებისა და ქართველების მეგობრების შესახებ :)

მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი, გუშინდელი დიალოგი დამბლის განყფილების თერაპევტთან ჯერ კდიევ ვერ მომინელებია. არ ვიცი შეიძლება ნამეტანს ვიღებ ჩემ თავზე?! ხვალ გავარკვევ.

დღეს დილას ჩემ ორ პაციენტს შევპირდი შუადღის მერე მისვლა, როცა მოვიცალე ავედი მაგრამ მნახველები ყავდათ. არ შევწუხე. ახლა ვდარდობ, შეპირდი და ვერ შევასრულე, მეშინია მათი ნდობა არ დავკარგო. ხვალ დილას ადრეულად ავალ და ვეტყვი რომ არ მინდოდა მათი შეწუხება, ამიტომ არ მივედი საღამოს.

პრაქტიკა დასასრულს უახლოვდება, საგამოცდო მასალა კი მხოლოდ 40% მაქვს დაწერილი.

3 comments:

Keti said...

მე მგონია, სასიამოვნო იქნებოდა ეს გამოაშკარავება :)

და როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს..

Toma said...

ნამდვილად სასიამოვნო იყო.
პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მეც ვიფიქრე მაგაზე. ეროვნების გარეშე თუ ეროვნებით ზუსტად ერთნაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობ პაციენტების და პროფესიის მიმართ :)

Keti said...

და ძალიან კარგია ეს! :)