Apr 13, 2011

ამბები ესე საავადმყოფოსანი

რომ მახსენდება სულ რაღაც ერთ კვირაში პრაქტიკა დამთავრდება და სკოლაში დავბრუნდებით "გული მიმდის სული მეხუთება". საავადმყოფოში ისე კარგდ ვგრძნობ თავს, თითქოს წლებია იქ მემუშავოს. კი ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი, და ამ დროისათვის ჩემი ცოდნა ძალიან მწირეა, მაგრამ საავადმყოფოში, რეალში სწვლა სულ სხვა რამეა ვიდრე უნივერსიტეტში ლექციებზე ჯდომა და სწავლა.

ამ სამი კვირის განმავლობაში მართლა ბევრი რამ მოხდა. ერთის მხირივ არ გამიმართლა რომ ჩემი ხემძღვანელი ავად იყო, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ სხვა თერაპევტებს "შევეკედლე თუ შემიკედლეს" და ცოტა მივედ მოვედე იქურობას. ამ კვირაში კი ორი ხემძღვანელი მყავს - ერთი ლანჩამდე და მეორე ლანჩის შემდეგ. დამიჯერეთ ასეთი ხელმძღვანელებით მდიდარი სტუდენტი არ არსებობს.

კი პოზიტიური ბევრი რამ არის, მაგრამ არ გეგონოთ რომ ყველაფერი მართლა ასე გადასარევია. მაგალითად დღეს დამბლის განყოფილებაში ჩავედი რჩევა მინდოდა მეკითა ერთი ჩემი პაციენტის შესახებ და ერთმა თერაპევტმა მეჩხუბა - შენ ხემძღვანელს რატომ არ ეკითებიო, არადა ჩემ ხემძღვანელს ვკითხე მანამდე, თუმცა ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ მათაც გავესაუბრებოდი. მოკეთ უცნაური ქალი იყო. დასკვნა - ყველა ისეთი ანგელოზი და სტუდენტების დახმარებაზე ორიენტირებული არ არის, როგორც მეგონა!!!

პარასკევს "განვითარების დიალოგი" გვაქვს, და იმედია ერთიანებს არ მივიღებ, დანარჩენი არ მადარდებს.

1 comment:

Keti said...

როგორ იციან ხოლმე, მოკლედ, არსად გიჟდებიან პრაქტიკანტებზე :)
მე კიდევ ისე მომწონს ასეთი ინიციატივიანი და მონდომებული რომ ხარ. ძალიან ბევრს ნიშნავს პროფესიის შესწავლისას...