Apr 11, 2011

პირველი საზაფხულო სამსახური :)

ვერ ვარ ექპერტი სამსახურის შესახებ რჩევების მიცემაში, მაგრამ ამ პოსტში შევეცდები დავწერო თუ როგორ ვიშოვე ჩემი პირველი საზაფხულო სამუშაო, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

თავიდანვე დავწერ რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლობით 400 ადგილზე მაქვს სივი გაგზავნილი. სამწუხაროდ მხოლოდ ვაგზავნიდი და დებილი ბავშვივით პასუხს ველოდებოდი. ამ წელს ტაქტიკა შევიცვალე - ჯერ დავაგზავნე ჩემი სივი, მერე კი რეკვა დავიწყე ყველგან სადაც კი გავაგზავნე სივი, ან სადაც უბრალოდ დამეზარა გაგზავნა.

ბოლო 6 კვირის განმავლობაში 80 ადგილზე მეტგან მაქვს დარეკილი და სივი გაგზავნილი (არ გაგიკვირდეთ ასე ზუსტად რომ ვიცი რიცხვები, იმიტომ რომ სადაც ვაგზავნი სივის ან ვრეკავ, ყოველთვის ვიწერ თარიღს და საკონტაქტო ინფორმაციას), და მხოლოდ ერთმა მიპასუხა ჩემს წერილზე - აპრილიდან ახალ სამსახურში გადავდივარ და დაგიკავშირდები შუა რიცხვებშიო. სიმართლე რომ გითხრათ ვიფიქრე თავიდან მომიცილათქო, მაგრამ არა, მართლა დამირეკა, დღეს გასაუბრებაზე მივედი და ეგრევე მიმიღო.

დიდი არაფერი სამუშაოა, და არც ვიმუშავებდი რომ არა ის გამოცდილება რომელსაც იქ დავაგროვებ. ეს არის სპეციალურის საცხოვრებელი მოხუცებისათვის რომელებსაც აქვთ ფსიქიკური და სომატური პრობლემები. დამბლიდან დაწყებული, დიაბეტით და დემენციით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ რომ იქ მიღებული გამოცდილება, სწავლას რომ დავმთავრებ სამსახურის მიღებაში დამეხმარება!!!

4 comments:

Keti said...

გილოცავ! :)
ისე გამიხარდა, რომ იპოვნე სამსახური. თან კარგია, რომ გამოცდილებას დააგროვებ. წარმატებები!

ჭიამაია said...

მაგარია! გილოცავ, წარმატებებს გისურვებ

രമേശ്‌ അരൂര്‍ said...

which language is this ?

Toma said...

didi madloba gogoebo :*

Georgian :)