Apr 8, 2011

უგემრიელესი ალუბლის ჩიზქეიქი :)

მოვედი და მოგიტანეთ უგემრიელესი ალუბლის ჩიზქეიქი :) მისი მომზადება არის უადვილესი, საჭიროებს ინგრიდიენტების მცირე რაოდენობას და რაც მთავარია - უგემრიელესია და გამოცხობაც კი არ სჭირდება!!!

პირველ რიგში აიღეთ ალუბლის კომპოტი (ცოცხალი ალუბლები მთლად გადასარევი იქნებოდა მაგრამ მეეჭვება ადვილი მოსაპოვებელი იყოს ამ პერიოდში, შესაბამისად ერთი ქილა ერთ ლიტრიანი კომპოტი საკმარისი იქნება), გადაწურეთ წვენი, ალუბლები გამოკურკეთ და ფრთხილად გაწურეთ წვენი რომ გამოუვიდეს, დაახლოებით 200 გრამი ალუბალი დაგჭირდებათ.

მოამზადეთ ჟელატინი (სურვილისამებრ) - ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩასხმულ 400 მლ. ცივ ალუბლის წვენში ჩაალბეთ ჟელატინის 4 ფურცელი და 5 წუთის შემდეგ ნელ ცეცხლზე შეათბეთ წვენი, თან კარგად ურიეთ რომ ჟელატინი გადნეს. როცა ჟელატინი გადნება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და შედგით მაცივარში.

მოამზადეთ ჩიზის ბაზა - 300 გრამი უბრალო პეჩენია დაფშხვენით, აურიეთ 50 გრამ დამდნარ კარაქში და დაყარეთ საცხობ ფრცელიან მრგვალ ფორმაში. ფორმა გვერდებზე უნდა იხსნებოდეს. პეჩენი კარგად დაპრესეთ. შედგით მაცივარში. ფორმის დიამეტრი 25-28 სმ.

მოამზადეთ ჩიზქეიქის მასა: წყლის აბაზანაზე დაადნეთ 300 გრამი თეთრი შოკოლადი. სანამ შოკოლადი დნება ძალიან კარგად ათქვიფეთ 200 გრამი ფილადელფია (cream cheese), თუ ვერ იშოვეთ მაშინ ხაჭოთი შევალეთ და 500 გრამი წმინდა, უწყლო ხაჭო (რიკოტა). დაამატეთ 1 ჩ.კ. ვანილი (ერთი შეკვრა), მწიკვი ლიმონის ცედრა. დაამატეთ დამდნარი შოკოლადი და კარგად ამოურიეთ. დაამატეთ ალუბლები და ნაზად ამოურიეთ, ალუბალი რომ არ დაიწყლიტოს. მასა ჩადეთ ფორმაში, თანაბრად გადაანაწილეთ და შედგით მაცივარში.

ჟელატინი - ახლა დროა შელატინის კონსისტენცია ნახოთ. იმისათვის რომ შესძლოთ მისი ნამცხვარზე მოსხმა, ის არ უნდა იყოს წყალივით, მაგრამ არც მთლად გამაგრებული. დაახლობით არაჟნის კონსისტენციის სიმაგრე საუკეთესოა. მოასხით ჯელატინი ნამცხვარს და ისევ შედეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

გემრიელად მიირთვით :)

5 comments:

dato beshkenashili said...

რა საყვარელი პოსტები გაქვს :))))

Toma said...

madloba :)
imedi gemrielic :P :P

dato beshkenashili said...

namdvilad :)

ჭიამაია said...

მინდა ჩიზქეიქი :(

Keti said...

რა გემრიელი რამ ჩანს... :)