Apr 3, 2011

კომბოსტოს პოგაჩკები :)

დღეს გთავაზობთ უგემრიელესი კომბოსტოს პოგაჩკების რეცეპტს. პოგაჩა ერთგვარი ტრადიციული უნგრული პურია, რომელიც სხვადასხვა შიგთავსით მზადდება და სუპთან ერთდ მიირთმევა. როგორც წესი ტრადიციული რეცეპტი ძალიან კალორიულია, ამიტომ მოვახდინე რეცეპტის "განკალორიზაცია" და შედეგად შემდეგი გემრიელობა მივიღე :)


ცომისათვის:
თასში მოთავსებულ 500 გრამი ფქვილში აურიეთ 25 გრამი მშრალი დროჟი და 1 ს.კ. მარილი. დაამატეთ 500 მლ. არაჟანი ან მაწონი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. (თუ ცომი ძალიან თხელი გამოვიდა შეაზილეთ ოდნავ ფქვილი). ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და დადგით თბილ ადგილას - 2-3 საათი.

შიგთავსისათვის:
ტაფაში ჩაასხით 5 ს.კ. ზეთი, ჩაყარეთ 2 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, 250 გრამი წვრილად დაჭრილი კომბოსტო. ამოურიეთ, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შენიშვნა: შეიძლება შიგდაშიგ 100 მლ წყლის დამატება დაგჭირდეთ რომ კომბოსტომ არ მიიკრას. როცა კომბოსტო კარგად მოიხარშება დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. ცეცხლს აუწიეთ რომ წყალმა მთლიანად დაიშროს.

მომზადება:
1. დროის გასვლის შემდეგ, ცომი მთლიანად გააბრტყელეთ და ზემოდან დააყარეთ უკვე კარგად ცივი კომბოსტოს შიგთავსი. ასევე ზემოდან მოაყარეთ 100 გრამი დაფშხვნილი ყველი. გადაკეცეთ ცომი ჯერ სიგანეზე, მერე სიგრძეზე. დატოვეთ ასე გადაკეცილი ასე 10 წუთი.

2. ცომი კიდევ ერთელ გააბრტყელეთ, ისე რომ სისქე დაახლოებით 1 -2 სანტიმეტრი იყოს. დაჭერით კუბიკებად, დააწყვეთ საცხობ ფურცლიან ჟარუნაზე, გადააფარეთ ტილო და დაივიწყეთ 30 წუთით.

3. 30 წუთის გასვლის შედეგ, ჟარუნაზე დაწყობილ პოგაჩკებს გადაუსვით კვერცხი და შედგით შუა დონეზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. ღუმლის ტემპერატურა 200 გრადუსი.


პოგაჩკები მზადაა როცა ისინი თავზე შეიბრაწებიან :)

6 comments:

Clown said...

თომა, რა მადისაღმძვრელად გამოიყურება:შ

ჭიამაია said...

რა სიგემრიელეა ^^

Toma said...

მოგახსენებთ რომ არა მხოლოდ გამოიყურება, არამედ გემრიელიცააა :)

კატიე said...

მმ რა გემრიელად გამოიყურება და როგორ მშია!
უნდა ვცადო, მაგრამ ეს დადება-დალოდებები არ მხიბლავს :|
დიდი დრო უნდა :|

Anonymous said...

magaria tom,unda vtsado mets. sheni prasis/pamidoris supi movamzade adre. iseti gemrieli gamovida da imdeni mivirtvi ertbashad,rom lamis tsudad gavxdi:-)Nanuka

Tamara said...

katie + mec amse var. dalodebebi gadmolodebebi kveaze metad mdzuls da amitom arc ise xshirad vaketeb msgavs rameebs.

nanuka + rogor mixaria rom mogewona supi. mominda axla dzaalian da albat movamzadeb kidec!! tan ra uadvilesi ramaaa!