Apr 1, 2011

ნამდვილად ვიმსახურებთ ცუდ რეპუტაციას!

ძნელია ამის აღიარება მაგრამ აუცილებელია - სამწუხაროდ ოკუპაციურ თერაპევტებს საავადმყოფოში ცუდი რეპუტაცია აქვთ, ცუდი რა ალბათ სანიტარს უფრო აქვს რეპუტაცია ვიდრე ჩვენ, და იცით რატომ?! იმიტომ რომ ყველამ იცის რას აკეთებს სანიტარი, მაგრამ ვერავინ ხვდება რას აკეთებს ოკუპციური თერაპევტი.

სიმართლე რომ გითხრათ - ვიმსახურებ ასეთ რეპუტაციას! იმის ნაცვლად რომ მტკიცებულებებზე ვიმუშავოთ, ვიკვლიოთ, ვაჩვენოთ რომ ის რასაც ვაკეთებთ შედეგიანი და მიზანმიმართულია პირიქით ვაკეთებთ უკვე მტკიცებულებებზე დაფუნებულ მიდგომებს არ ვიყენებთ, ვიყენებთ დამახინჯებულად, ან ისე როგორც საჭიროა მაგრამ კდიევ ერთხელ შედეგის კონტროლი არ ხდება. მოკლეთ როგორც ხვდებით სრული ქაოსია, და ძალიან გული მწყდება.

ჩემი აზრით შედეგის კონტროლი/კვლევა/მონიტორინგი აუცილებელია, და ეს არის ის რაც ქმნის მეცნიერებას! შედეგის კოტროლი ვერ მოხდება თუ პიროვნების კვლევა შესაბამსიად არ მოხდება და თუ ინტერვენციის გეგმაც შესაბამისად არ აიგება. როგორც ვხვდები, საავადმყოფოში არავს აქვს ამდენი ჩხირკედელაობის დრო და შესაბამისად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ოკუპაციური თერაპია სადღაც ტრაკშია. უბრალოდ ვერ გეტყვით როგორ გული მტკივა ამის გამო. ჩემ ამხანაგებს (5 სხვა სტუდენტი) სულ კიდიათ, მაგრამ მე ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მე მჭირდება მტკიცებულება - იმას რასაც ვაკეთებ აზრი აქვს!!!

ოკუპაციურ თერაპევტებთან გსაუბრების შემდეგ, ყველა ამბობს რომ ეს შედეგი მათ თავში უდევთ, ისინი ყოველდღიურად ხედავენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ინდივიდუალური გამოცდილება არ ქმნის მეცნიერებას!!! მე თუ განცდაში მეძლევბა რაღაც თერაპიული მიდგომის სიკარგე, სულ არ ნიშნავს რომ ის რეალურად კარგია. იმისათვის რომ დავამტკიცო თერაპიული მიდგომის სიკარგე უნდა შევქმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა, და მხოლოდ მაშინ შევძლებ ჩემი პოზიციის დაცვას. ისე ყველაფერი წყლის ნაყვაა!!!

ერთი სული მაქვს როდის შევძლებ "ფრთების გაშლას", და ამავდროულად კიდევ ერთხელ მეშინია - არ გავხდე მასა!


2 comments:

Anonymous said...

tomachka,getanxmebi im sakitxshi,rats ekimebis natsilobriv arapropesionalizms exeba. sakartveloshi dzalian kargi reputatsia akvt europel ekimebs,magram akats aris gamonaklisebi uarkopiti tvalsazrisit. me piradad ar mkonia negatiuri shemtxveva,magram isetebi msmenia!ver davijerebdi albat paktebi rom ar adasturebdes kvelapers.tumtsa arian kargebits akats da sakartveloshits,Nanuka

Keti said...

მე მგონი შენ არ გემუქრება – გახდე მასა, რადგან ამდენს ფიქრობ და აანალიზებ.
წარმატებები შენს საქმიანობაში!