ამ წუთას მოვრჩი ერთი ფრიად საინტერესო დოკუმენტური ფილმის ყურებას ასევე ერთი ფრიად საინტერესო ფსიქოდელიკური ნივთიერების DMT და მისი ეფექტის შესახებ. (სიმართლე რომ გითხრათ ასეთი დოკუმენტური ფილმები ძალიან მიზიდავს, მაგრამ ამავროულად ვხვდები რომ მათ დიდი უარყოფითი ზემოქმედება აქვს ჩემზე - ცნობისმოყვარეობას მიღვივებს.)
რა არის დმთ? ეს არის ალკოლოიდი, ფსიქოდელიკური ნივთიერება რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმში გვხვედება. ადამიანიდან დაწყებული მცენარეებით დამთავრებული. მისი აქტიური შესწავლა 50-იან წლებში ხორციელდებოდა. ცდები ვალანტიორებზე ხდებოდა. ნივთიერების მიღების შემდეგ ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ვარიაბელის გაზომვას. ცდისპირთა გამოცდილება ძალიან მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა თითქმის ყველა სფეროს - რელიგია, უცხოპლანეტელები, მეცნიერება, ტექნოლოგია და.ა.შ. თუმცა ერთი საერთო ყველა ცდისპირს ქონდა - ისინი ამბობდნენ რომ დმთ-ის მიღების შემდეგ ისინი გახდნენ სამყაროს ნაწილები, გახდნენ მასთან შერწყმულნი. ალბათ ამიტომაც არის რომ დმთ-ის სულიერ/სპირიტუალ მოლეკულასაც ეძახიან.

დმთ -ის როგორც ჩანს ძველი ერები იყენებდნენ, და ამ ნარკოტიკის ზემოქმედება ხსნის უამრავ უცნაურ სურათს რომელსაც ძველ შენობებსა თუ ჩანაწერებში ვხვდებით. კიდევ ბევრ რამეს აბრალებენ დმთის მაგრამ არ დავწერ, უყურეთ ფილმსა და ნახავთ თავად :)დმთ ხელოვნება

ფიზიოლოგიურად, როგორც ჩანს დმთ მოქმედებს ეპიფიზზე (ე.წ. მესამე თვალი), რომელიც ტვინის შიდა სტრუქტურებში მდებარეობს. ესეც თავად დოკუმენტური ფილმი. იმედია ისიამოვნებთ :)
5 comments:
სხვათაშორის, როგორც ვიცი, საქართველოში დმტ ლეგალურია :))
ასე რომ ცნობისმოყვარეობა შეგიძლია აქ დაიკმაყოფილო
piccolina - რომელი მცენარიდან ამზადებენ?
ეს დმტ იგივე ელ ეს დეა ხომ, თუ მეშლება?
LSD sintezirebuli nivtierebaa, DMT ki kvela cocxal organizmshi bunebrivad arsebobs.
არ არის ლეგალური საქართველოში ზუსტად ვიცი
Post a Comment