Mar 23, 2011

My Kawai Orthotics :)

მიყვარს ვორკშოპები! კი ძალიან დამღლელია, კი ყოველთვის ალიაქოთია მაგრამ ვორკშოპის შედეგად მიღებულ ინფორმაციას და გამოცდილებას არაფერი შეედრება! ეს ორი დღეა ოკუპაციური თერაპიის ერთ ერთ მნიშვნელოვან სფეროს გავდივართ, კერძოდ კი ხელის არტახების და არტაშანების დამზადებას ვსწავლობთ.


რატომ არის ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის ოკუპაციური თერაპევტებისათვის?! არსებობს უამრავი კვლევა რომლის შედეგიც მიუთითებს რომ პაციენტებს რომლებსაც აქვთ ართროზი, რევმატიზმი, სპასტიკური ხელი და ა.შ. არტაშანის გამოყენება პოზიტიურ შედეგს იძლევა - კლებულბს ტკივილი, ხდება სახსრების სტაბილიზაცია და ადამიანს მეტ ნაკლებად უმტკივნეულოდ შეუძლია სხვადასხვა საქმის გაკეთება. რადგნაც ჩვენ ოკუპაციური თერაპევტები სწორედ საქმის კეთებაზე ვართ ორიენტირებულნი, ვიყენებთ ხელის არტაშანს იმისათვის რომ შევამციროთ ტკივილი, გავზარდოთ ხელის სახსრების სტაბილურობა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე არტაშნებთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს, უმრავლესობა მათ პოზიტიურ ეფექტზე მიუთითებს, თუმცა არ უნდა დავგვავიწყდეს რომ მხოლოდ არტშანი ფუნქციონალური ვარჯიშის გარეშე არაფრის მაქნისია. ასევე აუცილებელია ვიცოდეთ რომ არსებობს არტაშანის რამოდენიმე სახეობა. ზემოთ სურათზე რომ არტაშანია ის ხელის დასასვენებლად გამიყენება. როცა პაციენტი მას ატარებს საქმის შესრულება შეუძლებელია. მაგრამ არტაშანი რომეცლი ქვევით სურათებზეა მოცემული ფუნქციონალურია, მისი მიზანია ცერა თითის სახსრების სტაბილიზაცია და ტკივილის შემსუბუქება სხვადასხვა საქმიანობის დროს.ესეც იგივე არტაშანის ზედხედი
ზემოთ ჩემს მიერ მომზადებული არტაშნების გარდა კიდევ ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, მათი მომზადება როგორც წესი ხდება ინდივიდუალურად ოკუპაციური თერაპევტების ან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ. სიმართლე რომ გითხრათ დამზადება ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესია, უნდა გაითვალისწინო ხელის თითოეული კუნთი და სახსარი, ისევე როგორც ფუნქციონალური დარღვევა, არტახის მიზანი და ის თუ რამდენი ხნის განმავლობაში აპირებს პაციენტი მის ტარებას.

ჯერ ჯერობით ჩემი ცოდნა ამ სფეროში მიზერულია და იმედია პრაქტიკის დროს გაღრმავდება, თუმცა უკვე მეცოდებიან ჩემი საწყალი პაციენტები. მთლიანი ხელის არტაშანის დამზადებას დღეს ორ საათზე მეტი ხანი მოვუნდი, და წარმოიდგინეთ როგორია ამდენი ხანი თანამშრომლობა პაციენტებისათვის.

No comments: