Mar 6, 2011

Desigual -Wish list!

ტანსაცმლის ხამი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძნელია არ გავხდე ხამი მას შემდეგ რაც ეს მაღაზია აღმოვაჩინე შოპინგ ცენტრში (ჩემ ქმარს ველოდებოდი და დრო რომ გამეტარებინა შევიჭყიტე, ნეტა არ შემეჭყიტა!!!). მაღაზიის სახელია Desigual და არის ერთადერთი მაღაზია რომლის თითოეულ პროდუქტსაც სიამოვნებით ჩავიცმევდი-მაისურებიდან დაწყებული, პალტოებით დამთავარებული.

ეს კი ჩემი პატარა ვიშ ლისტი რომელიც დღეს დილას გავაკეთე
პალტო
პალტო
სატინის კაბა
ესეც კიდევ ერთი კაბა :)
კიდევ ერთი კაბა :)
პერანგი :)
კიდევ ერთი ფისიქოდელიკური პერანგი :)
დიიიდი ხელჩანთა :)
ცოტა პატარა ხელჩანთა :)
და კიდევ უფრო მატარა ხელჩანთა :)
ხედავთ ფასები სტუდენტებისათვის სრულიად მიუღებელია, შესაბამისად ველოდებით მზიან დღეებს როცა მუშაობს დავიწყებ, ან როცა გზაზე 100 000 ევროს ვიპოვი :)

2 comments:

Keti said...

პირველი პალტო მომეწონა ძალიან. თან როგორი თხელი ქსოვილის შეხედულება აქვს. ძალიან საგაზაფხულო სურვილებია :) ჰოდა, გისურვებ მუშაობის მალე დაწყებას :)

JoKey said...

ძალიან ცნობილი ბრენდია, ესპანურ-შვეიცარული და მეც მიყვარს. ჩანთა და პერანგი მაქვს. ჭრელია, მაგრამ ძალიან გემოვნებიანი