Mar 19, 2011

ეს ოხერი ხელი!

ორშაბათი "დიდი დღეა". მე და ორი სხვა ჯგუფელი ვხვდებით პაციენტს რომელსაც თითების სახსრების პრობლემა აქვს. ჩვენი მიზანია ინტერვიუს და სხვადასხვა ტესტების შედეგად შევარჩიოთ მკურნალობის ფორმა რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია რომ შედეგი აქვს. ინტერვიუ და ტესტებიც თავისთავად ჩვენ უნდა ჩავატაროთ.

მახსოვს ხელთან შეხება პირველად პირველ კურსზე მქონდა. მაშინ დამბლის რეაბილიტაციის ცენტრში გავდიოდი პრქტიკას და პაციენტების 99%-ს ყველაფერთან ერთად ხელის რეაბილიტაციაც სჭირდებოდათ. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი რეაქციაც - "ხელის რეაბილიტაციის განხრით არასდროს ვიმუშავებ". სიმართლე რომ გითხრათ დღესაც იგივე ჭკუაზე ვარ, ოკუპაციური თერაპიის ეს განხრა არ მაინტერესებს ისევე როგორც ორთოპედია, მაგრამ იძულებული ვარ გავაკეთო ის რასაც პროგრამა მოითხოვს.

რატომ არის ხელი ასეთი მნიშვნელოვანი რომ ოკუპაცირ თერაპიაში ცალკე განხრა არის?! ადამიანის ტვინის მოტორ კორტექსში ხელის მტევნის ზონაზე დაახლობით 50% მოდის (ზემოთ რომ დევს იმ სურათს დააკვირდით). ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხელის ფუნქციას ადამიანისათვის. ეს არის სხეულის ნაწილი რომელსაც ფაქტიურად მხედველობის/ორიენტაციის ფუნქციის აღებაც შეუძლია. მაგალითად უსინათლო ადამიანები სწორედ ხელის მეშვეობით კითხულობენ ან კიდევ როცა ბნელ ოთახში შევდივართ სწორედ ხელის მეშვეობით ვახდენთ სივრცეში ორიენტაციას და ა.შ. მოკლეთ რომ მოვჭრა რეაბილიტაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელის ფუნქცია რაც შეიძლება კარგად აღდგეს, ან აღდგენის საშუალება თუ არ არის მაშინ მოხდეს ფუნქციის კომპენსაცია.

ვხვდები რა ოკუპაციური თერაპიის მნიშვნელობას ხელის რეაბილიტაციაში, მაინც ვერ ვითავისებ და მაინც ვერ ვარწმუნებ ჩემ თავს რომ ეს სფერო არის საინტერესო და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. არადა ხელი ის სფეროა სადაც სამუშაო ყოველთვის იქნება და ჩემი პროფესიის ადამიანებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა.

3 comments:

Giochi said...

ცოტათი დავიბენი მაგრამ მომეწონა ძალიან <3

Toma said...

ratom daibeni?
gaugebari teqstia xo? :(

ragac mchirs am bolo dros, arc naceri arc natqvami sxvis mier ise ar agiqmba rogorc me vgulisxmob :(

ნინ გოგ said...

მე ყველაფერი კარგად გავიგე! გადასარევად წერ!