Mar 17, 2011

მაქსიმუმი მაგრამ რისი?!

რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ - "ჩემი მიზანია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და გამოვავლინო"?!

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, საიდან ვიცი რა არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი? ან კიდე რომელ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ? ფიზიკურზე? აქტივობაზე? ინტელექტუალურზე? კოგნიტურზე? თუ ოთხივეზე ერთდროულად? როგორ ვზომავთ ამ შესაძლებლობებს?! კი შეიძება ფიზიკური შესაზლებლობების გაზომვა, და მერე მაქსიმუმზეც საუბარი (ანატომიურ, ფიზიოლოგიური ამბები) მაგრამ როგორ შეიძლება მაქსიმუმის განსაზღვრა კოგნიტურ, ინტელექტუალურ, აქტივობის სფეროში?

კოგნიტური ფუნქციების გაზმოვა და შესწავლა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ შედეგი რომელსაც მივიღებთ მხოლოდ აღწერითი იქნება, ასევეა ინტელექტუალური ტესტებით მიღებული შედეგები. ჩვენ ვერასდროს ვიტყვით რომ ადამიანს რომლის აიქიუ არის 120 ორჯერ მეტი ინტელექტი აქვს ვიდრე იმ ადამიანს რომელსაც აქვს 60. აქტივობას რაც შეეხება, აქაც ჩახლართულია საქმე. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სია სადაც ჩამოწერილი გვაქვს სხვადასხვა გასაკეთებელი საქმეების გეგმა. მას შემდეგ რაც ყველაფერი გავაკეთეთ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი?!

ხოდა კიდევ ერთხელ ვკითხულობ- საიდან ვიცით რა არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი?!

4 comments:

Biedronka said...

ჩემი მოკრაძალებული აზრით.. ეს უნდა იყოს დაუღალავი სწრაფვა მიზნისკენ, მანამ სანამ არ იტყვი : მორჩა მეტი აღარ შემიძლია!... მე პირადად როცა ვამბობ გავაკეთებ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვგლისხმობ სწორედ ამას, ვიმუშავო იქამდე სანამ ძლა არ გამომელევა. ანუ გონებრივი და ფიზიკური მაქსიმუმია ეს ჩემს შემთხვევაში

Keti said...

ასე ზოგადად მართლა ძნელია განსაზღღვრო, სად არის შესაძლებლობების ზღვარი

კონკრეტულ საქმეში კი შეგიძლია თქვა, ყველაფერი სცადე თუ არა, რაც შეგეძლო. მაგრამ ესაც ინდივიდუალურია – ეს შენ გგონია, რომ ყველაფერი გააკეთე, თუმცა ხომ გააჩნია, როგორ გადაანაწილე შესაძლებლობები? იქნებ მათი უფრო რაციონალურად გამოყენებისას მეტის გაკეთება შეგეძლო? ან სხვა გარემოპირობებში.
მოკლედ, ჩახლართული ამბავია :)

Clown said...

ქეთი-გეთანხმები :))

babisa said...

ეს მხოლოდ წარმოდგენაა იმაზე, რაც შეგვიძლია.
საერთოდ ყველაფერი წარმოდგენაა. ჩვენი წარმოდგენა დანარჩენ ყველაფერზე.
ასეთივე წარმატებით შეგვიძლია თქვათ, რომ არაფერი ვიცით :)