Mar 2, 2011

ბარძაყის ლუქსაცია - ჩემი პირველი ორთოპედიული "პაციენტი"

ვახ, რა ძალიან საინტერესო პროფესია მაქვს პირდაპირ გული მისკდება სიხარულით.
დღეს გვქონდა პრაქტიკული დღე, ანუ გვქონდა ჯგუფი ერთი ავადმყოფი და ორი ოტ. ხოდა ძირითადად ჩვენი მიზანი იყო ტანსაცმლის ჩაცმა გახდის ვარჯიში, ლოგინზე წამოჯდომის ვარჯიში და ლოგინიდან სკამზე გადაჯდომის ვარჯიში.

გვყავდა ორი კატეგორიის პაციენტები - პირველი კატეგორია დამბლით, მერე კატეგორია კი ბარძაყის პროტეზით. რადგან ჩემი პრაქტიკა ორთოპედიულ განყოფილებაში იქნება, ბარძაყპროთეზიან პაციენტთანაც ვიმუშავე და არც მეტი არც ნაკლები, ჩემ პირველ პაციენტს დავმართე "ბარძაყის ლუქსაცია". გული გამიკდა :D ასე თუ გავაგრძელე ჩემ საწყალ პაციენტებს დახმარების ნაცვლად საქმეს გავუფუჭებ!


No comments: