Feb 13, 2011

მე, ჯგუფი და მუშაობა - თვითანალიზი

რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე სათქმელი. თითქოს რამდენი მაქვს დასაწერი, მაგრამ არ ვიცი მინდა კი ყველაფრის ბლოგზე გამოჭიმვა?! ამიტომ ვიკავებ თავს და კიდევ ერთხელ ვფიქრობ რა და როგორ დავწერო.

პირველი რაზეც დიდი ხანია მეფიქრება არის ის რომ ჯგუფში ვერ ვმუშაობ. ყველანაირ ჯგუფს არ ეხება ესა. თუ ჩემს გარშემო ის ადამიანები არიან რომლებისგანაც ბევრი ახალი რამის გაგება შემიძლია მაშინ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ როცა ჯგუფში ჩემნაირ ადამიანებთან ერთად ვარ ძალიან მიჭირს, :( განსაკუთრებით კი მაშინ როცა ჩემი მუშაობის ტემპი სხვებისას ბევრად აღემატება.

ხადანახან მეშინია რომ ჯგუფის სხვა წევრებმა შეიძლება შემცვალონ. მეშინია, იმიტომ რომ არ მინდა გავხდე ისეთი როგორებიც ისინი არიან - ნელი, ამბიციების გარეშე. ამავდროულად არ შემიძლია საკუთარ თავზე ლიდერობის აღება იმიტომ რომ ის ტიპი არ ვარ ვინც ერთიდაიგივეს 100 ჯერ გაიმეორებს და ვინც სხვას "გარეკავს" იმისათვის რომ სასურველი შედეგი მიიღოს. ის ტიპი ვარ რომელიც აცნობიერებს მოვალეობებს და ერთდროულად ბევრ რამეზე შეუძლია თვალი ეჭიროს, გარდა ამისა ყველაფერს ან დროზე ან დროზე ადრე ვაკეთებ, შესაბამისად ჩემთან მუშაობა ძნელია და მოსაწყენი.

ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა სამსახური ჯგუფურ მუშაობაზეა აგებული და არ ვიცი რა მეშველება :( აპრილიდან კი პრაქტიკა ფიზითერაპევტებთან ერთად მექნება და მათთან ურთიერთობას ხეს ველაპარაკო მირჩევნია.

7 comments:

ნინ გოგ said...

მოკლედ, შენ ხარ ოდინოკი ვოლკ. თავს მაგრად იქებ, მაგრამ არაფერს აზვიადებ, სიმართლეს ამბობ.
მე ზუსტად ამ ბოლო დროს ვიხსენებდი ერთ ამბავს. მე და შენ ერთად წავედით პატარა სუფრის მოსაწყობად ინსტიტუტისთვის, რაღაცეებს ვყიდულობდით, ვამზადებდით.. ეს იყო ფანტასტიური სიურპრიზი. ვნახე, როგორი მიდგომით აკეთებდი საქმეს. და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან არასდროს მანამდე (არც მერე) არავისთან თანამშრომლობაში მსგავსი არაფერი შემხვედრია.
ისე, თვითონ ის ივენთი კარგი არ გამოვიდა, რადგან ლიდერი მართლა არ ყავდა... თუმცა მე და შენ რაც შეიძლებოდა იმ ეტაპზე, მაქსიმალური ჩავდეთ. პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ჩემთვის ხატოვანი. ეს უკვე შენს მიერ დასმულ პრობლემას პასუხობს - ან ძლიერი ლიდერი უნდა გყავდეს და მასზე იმუშაო, ან თვითონ ილიდერო. კატეგორიულად ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ? იქნებ სცადო... კარგი კი იქნებოდა,- საქმე და ადამიანები მოიგებდნენ, და შენც.

Anonymous said...

mgoni dzalian ambitsiuri xar,tsota daeshvi grublebidan, mgoni es shents gagiadvilebs sakmes da sxvebistvisats upro sasiamovnos gaxdis shentan urtiertobas.ikneb martlats sjobixar jgups,magram etsade es ar tsarmoachino,sxvebistvis mgoni es arts dzalian sasiamovnoa albat. es varaudia ubralod

Toma said...

ნინ გოგ - ver shevdzleb liderobas. arc minda da chemi tipi araa.

Anonymous- grublebidan rom ar viko dashvebuli tvitkritikis posts ar davcerdi. davcerdi rom kvelaferi lamazadaa da mshvenivrad rom me var gadasarevi da kvela cudia.

dashvebulic var da danarcxebulic, imitom vdardob torem ise mekideboda.

Anonymous said...

toma, mec igive mchirs chems jgufshi, me magat temps vyvebi xolme da roca martos miwevs raime tema, raporti tu sxva rameze mushaoba mashin mivqrivar chemi tempit. mec myavs jgufshi1-2 iseti romelsac ar undat xolme chems jgufshi moxvedra imitom rom sanam moifiqreben me ukve 10 idea maqvs ra sheidzleba gavaketot. bodishi tu azri ver gadmoveci qartulad sworad. ubralod moeshvi da jguftan mushaobis dros mat ayevi.


p.s. mec mezizgeba tu lideris rols mtenian xolme, miuxedavad imisa rom sul amisken miviswrafvi. :)))

Anonymous said...

ambiciuroba marto saqartveloshi goniat cudi sityva. jansagi ambicia sachiroa :)

Toma said...

jansagi ambicia namdvilad sachiroa da chemi azrit profesionaluri zrdis ert erti umtavresi nacilia.

me tu rogorc profesionals ar mqvs ganvitarebis, ufro metis codnis ambicia, mashin gavikinebi ert adgilze da aranairi profesiouli zrda ar moxdeba.

Keti said...

არც მე მიყვარს ჯგუფური მუშაობა. თითქმის მარტო ვარ ჩემს საქმეშიც :) ასე აეწყო...

არ მიყვარს, რადგან სადაც ვმუშაობ, თითქმის ყველას პრეტენზია აქვს დიდ გამოცდილებაზე და რეალურად – არც იდეები, არც შესრულება და თან ყველაფერი შეიძლება შენ "შემოგტენონ" გასაკეთებლად, თან მაინც იტყვიან, რომ დიდი გამოცდილება აქვთ და რომ არა ისინი... ან მეორე ვარიანტია: შენი აქტიურობა არ მოსწონთ, რადგან შენს ფონზე ნაკლებად შრომისუნარიანები და მცოდნეები ჩანან.
ლიდერობა ძალიან დამღლელია, თუ შენნაირი ტემპის ადამიანები არ შემოიკრიბე.