Feb 25, 2011

შეჯამება

დღეს ბავშვთა ოკუპაციური თერაპიის ბოლო დღე გვქონდა, შესაბამისად მთელი დღე განვლილი კურსის შეჯამებასა და ჩვენი პრაქტიკის მიმოხილვას დავუთმეთ.

ეს კურსი იმით იყო საინტერესო რომ ჩვენი თვალთახედვა ძალიან გაფართოვდა, აღმოვაჩინეთ უამრავი სფერო სადაც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ, ან სადაც არ მუშაობენ მაგრამ საჭიროა ჩვენი ყოფნა. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვყევით იმ ადგილის შესახებ სადაც ვიყავით და ვისაუბრობდით რას აკეთებენ ოკუპაციური თერაპევტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, როგორ ადგენენ ინდივიდუალური თუ ჯგუფური თერაპიის გეგმებს.

ერთმანეთის ნაამბობებიდან ყველაზე მეტად იმან გაგვაკვირვა თუ რა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ ამჟამად მომუშავე ოკუპაციური თერაპევტები. ასევე ვერ დავიჯერებ რომ ეს ადამიანები სტუდენტობის პერიოდში ისევე არ ფიქრობდნენ როგორც ჩვენ, ფაქტია მუშაობის პროცესში მოხდა რაღაც, მაგრამ რა?! შეიცვალენენ? მოდუნდნენ? როგორ მეშინია რომ ჩვენც რომ დავიწყებთ მუშაობას იგივენაირად ვიმოქმედებთ როგორც ის თერაპევტები რომლებიც დღეს მიწასთან გავასწორეთ.

No comments: