Feb 27, 2011

მეტი პოზიტივი!

ესეც ასეეეეეეეეეე :) ახალი 13.5 ქულიანი კურსი დაიწყო, ხანგრძლივობა არც მეტი არც ნაკლები 9 კვირა! რაც მთავარია - არანაირი დარბაზის გამოცდა. ის რომ სხვა სახის უამრავი გამოცდა და სემინარი გვექნება არ ვიმჩნევ :D :D

ეს კურსი სომატიკაშია, ძირითადად იმ ავადმყოფებთან გვექნება ურთიერთობა რომლებსაც სომატური პრობლემები აქვთ, ძირითადად მოხუცები, მაგრამ ასევე ადამიანები დამბლით, კუნთებისა და ძვლების დაავადბებით, MS, ALS და ა.შ. ჩემ დიდ ინტერეს ორი სფერო წარმოადგენს დამბლა და ALS, ეს უკანასკნელი რატომ მიზიდავს არც კი ვიცი, ფაქტიურად საშველი არ არის და ერთადერთი რაც ჩემს მოვალეობებში შედის არის ავადმყოფისათვის ინტელექტუალური სტიმულის მიცემა და სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოწერა.

ხოდა ასე, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე კურსი იქნება (ჩვენმა მასწავლებელმა აღნიშნა კიდეც ბავშვები გათანგულები ბრუნდებიან პრაქტიკის შემდეგო) რაღაცნაირად პოზიტიურად დავიწყე ფიქრი! უნდა შევეშვა იმაზე ფიქრს რომ რაღაც არ გამომივა, იმიტომ რომ ასე თუ ვფიქრობ უკვე ვუშვებ "რაღაცის არ გამოსვლის" ალბათობას!

ადრე ერთი სამხრეთ აფრიკელი ქალის ინტერვიუს ვუსმინე - ადამიანები რომლებიც ამბობენ არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ და ა.ს. ჩემთან ვერ იმუშავებენო, იმიტომ რომ ისინი უკე უშვებენ არ/ვერ გაკეთების ალბათობასო. ამბობდა ადამიანმა შეიძლება ვერ გააკეთოს რამე, მაგრამ სანამ რამის გაკეთებას დაიწყებს, ნეგატიური ფიქრები საერთოდ უნდა ამოიგდოსო თავიდან. ხოდა გამახსენდა ახლა ეს ქალი და შევეცდები მხოლოდ პოზიტივზე ვიფიქრო, მზის დანახვა კი ამაში ძალიან დამეხმარება!

No comments: