Feb 26, 2011

დღევანდლი დღის გემრიელობა - შოკოლადის ჩიზქეიქი ნუშით :)

ეს რეცეპტი მსოფლიო სამზარეულომ დადო თავის ფეისბუქის გვერდზე და რომ არ გამესინჯა უბრალოდ არ შეიძლებოდა. თავიდანვე ვამბობ რომ მისი მომზადება არის უადვილესი, შედეგად კი მიიღებთ უგემრიელეს ჩიზის :)


აიღეთ მრგვალი ფორმა 26-28 სანტიმეტრი დიამეტრით და ჩააფინეთ მასში საცხობი ქაღალდი.

ბაზა
200 გრამ დაფშხვნილ პეჩენიაში აურიეთ 80 გრამი კარგად დამდნარი კარაქი, გადაზილეთ კარგად, ჩაყარეთ ფორმაში და ხელით გააბრტყელეთ. შედეთ მაცივარში :)

მოვამზადოთ ყველის კრემი
1. წყლის აბაზანაზე დაადნეთ 350 გრამი შავი შოკოლადი.
2. სანამ შოკოლადი დნება კარგად ათქვიფეთ 500 გრამი ხაჭო (ან რიკოტა ყველი), 250 გრამი მდნარი ყველი (მაგალითად ფილადელფია), 100 გრამი შაქრის პუდრა.
3. შოკოლადი რომ სრულიად დადნება დააცადეთ ოდნავ შეგრილდეს და მერე ნელ ნელა ჩაამატეთ ყველის მასაში, თან თქვიფეთ. შოკოლადიანი ყველის მასა გამოვა ძალიან სქელი.
4. გამოიღეთ მაცივრიდან ფორმა და შოკოლადის ყველიანი მასა ჩადეთ ქოვზით, შეეცადეთ კოვზით ზედაპირის მოსწორება, თუ არ გამოგივათ მაშინ თბილ წყალში დასველებული ხელით სცადეთ.

ნუშიანი მორთულობა
100 გრამი ნუში დაჭერით შუაზე ან ოთხად (როგორც გინდათ) დაყარეთ გაზქურაზე შემოდგმულ ტაფაზე, დაამატეთ 3-4 კოვზი კონიაკი (აუცილებელი არაა), ერთი სუფრის კოვზი შაქარი და ჩქარ ჩქარა ურიეთ. სითხე რომ ამოშრება და შაქარიც გადნება, გადმოდგით ტაფა გაზქურიდან, ნუშს დააცადეთ შეგრილება და მერე ჩიზიკს ზემოდან მოაყარეთ.

შენიშვნა- ნამცხვარი შედეთ საყინულეში 3 საათით, ან მაცივარში დატოვეთ მთელი ღამით :)

გემრიელად მიირთვით :)

3 comments:

Anonymous said...

Toma amas tsinad gtserdi ert adamianta uplebebis dargvevis paktze da gtxovdi am shemtxvevaze gamogekveknebina.mere mindoda datsvrilebit mometsera am ambavze.
mgoni ar girs,shens blogze sul sxva gantskobaa,shents sul sxva ragatseebit xar dakavebuli da dainteresebats sheni mxridan dzalian mtsire iko,an me gtxovdi zedmets.piradad ar gitsnob da ase virtualurad albat sxvanairi tsarmogidgine...
mokled am sakmit aktiurad davkavdi da imedia tavad gavxdebi rames da agar shegatsuxeb da agarts mogtser amitom datsvrilebit.ase gadavtskvite,tan imashits ar var tan dartsmunebuli rom am ambis blogze datseras rame didi shedegi ekneba.Nanuka

Toma said...

ნანუკა, ჩემთვის გასაგებია შენი აღელვება იმ ფაქტის მიმართ რაც მოხდა. მეც ხშირად მემართება მასე როცა ვიგებ ოჯხური ძალადობის შესახებ, როცა ავადმყოფი ვერ ღებულობს შესაბამის დახმარებას, როცა ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები გარიყულები არიან სოციუმიდან, ან კიდევ როცა ჩემი პროფესიის ადამიანები გულცივად უდგებიან საქმეს. მიუხედავად ამისა რომ ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, სხვა ბლოგერებს ვერ ვავალდებულებ ამ თემებზე წერას, ასევე ვერ ვავალდებულებ ჩემს კოლეგებს ამ თემებზე ფიქრს და რამის შეცვლას.

მე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩემ ქმედებებზე ვარ. ვისწავლო და შემდეგ ადამიანებს გავუწიო რაც შეიძლება კვალიფიციური დახმარება, და თუ ძალა შემწევს როგორმე უკეთესობისაკენ შევცვალო რეალობა.

შენ რაზეც მწერ, მე ადრევე გითხარი - არ ვიცი რაზე საუბრობ, არ მინახავს მე სიუჟეტი და ამიტომ შემოგთავაზე სტატიის დაწერა და შენივე სახელით გამოქვეყნება. დარწმუნებული ვარ არც სხვა ბლოგერები იტყოდნენ უარს იგივე სტატიის გამოქვეყნებაზე, მაგრამ მე ნუ დამავალდებულებ გავაკეთო ის რის შესახებაც არ მაქვს ინფორმაცია, და რაც მთავარია არ ვარ დაინტერესებული. მე მაქვს ჩემი საქმე და მთელ დროს და ენერგიას მას ვახმარ, იმედი შედეგიც მექნება.

როგორც მივხვდი, შენ სერიოზულად ხარ დაინტერესებული მაგ საქმით და თუ სერიოზული სივრცე გინდა დარწმუნებული ვარ ბევრად სერიოზული ონლაინ გაზეთები და ბლოგები დაინტერესებულნი იქნებიან მასალების გამოქვეყნებით. ასეთი გვერდებია მაგ. ნეტგაზეტი, პრესა.გე, ლიბერალი და ა.შ.

babisa said...

auh mominda rogor
chizqeiqebis mona var <3