Feb 21, 2011

ეს ნორმალურია?

ჰმ, არ მესმის ამდენს ვვარჯიშობ და წონაში დავიწყე მომატება.
ვარჯიში რომ დავიწყე, წონაში დაკლებაზე არც მიფიქრია, მაგრამ მომატებაა? მომატება ნამდვილად არ ყოფილა ჩემი მიზანი.
არ ვიცი რატომ ხდება ასე.

მგონი კარგი იქნებოდა ვარჯიშის დროს თუ დავარეგულირებდი და მაგალითად მხოლოდ საღამოს ხუთ საათზე ვივარჯიშებდი, მერე კიდე არაფერს შევჭამდი?! მაგრამ რომ ვერ ვახერხებ ყოველ დღე ზუსტად ერთი და იგივე დროს ვარჯიშს?

3 comments:

Keti said...

ტომუშკა, ეს იმის ბრალი მგონია, რომ ვარჯიშამდე და ვარჯშის მერე კვებას უნდა მიექცეს ყურადღება. 1,5-2 სთ არაფერი უნდა ჭამო. თუ გვიან ვარჯიშობ, შეიძლება 1,5-ი მერერ მსუბუქად (ხილი, ბოსტნეული) მიირთვა.

აუცილებლად მოიმატებ, თუ ნოყიერად დანაყრდები... რადგან შიმშილის გრძნობა ემატება ადამიანს დამწვარი ცხიმების ხარჯზე

AnnA said...

ეხლა აგიხსნა ყველაფერი, როგორც ძალიან სტაჟიანმა "მოვარჯიშემ" და გათვითცნობიერებულმა პირმა ამ საკითხში (სპეციალისტებთან მაქვს კონსულტაციები გავლილი :)): წონაში მომატება შედეგია კუნთოვანი მასის გაზრდისა, რაც აუცილებლად მოხდება ვარჯიშიშ შედეგად, თუნდაც ვიზუალურად არ დაგაჯდეს კუნთები, როგორც ასეთი. კუნთოვანი მასა ბევრად ბევრს იწონის, ვიდრე ცხიმი, და ნემისმიერი ცხიმოვანი მასა გარდაიქმნება კუნთოვნად როცა ვარჯიშობ. ამიტომ, თუ სარკეში იყურები და "ქონები არ დაგეკიდა" მარა სასწორი მეტ წონას უჩვენებს, ზუსტად ისაა, რაც ზემოთ დავწერე :) დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდება და დარეგულირდება, როცა ორგანიზმი მიეჩვევა იმ ნფორმაციას, რომ რეგულარულად ვარჯიშობ - ხაზს ვუსვამ სიტყვას "რეგულარულად". თუ შეწყვეტ ვარჯიშს, მთელი ეს ინფო დაკარგულად ჩათვალე...

არანაირად არ შეიძლება საღამოს 5 საათის მერე არ ჭამო!!! არ გაბედო ესეთი რამის გაკეთება. მრავალი ჯანსაღი კვებს დროების გადანაწილება არ სებობს, დღეში 5-ჯერ, 4-ჯერ, 3 - ჯერ... მთავარია საათობრივი ინტერვალები დაიცვა. მე პირადად დღეში 3 - ჯერ ვაკეთებ და ჩემს რეჟიმთან შეფერებით ოპტიმალურია, და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. დილით საუზმე აუცილებელია, ხანძარი რომ იყოს და სახლი იწვოდეს, საუზმე არ უნდა გამოტოვო. შემდეგ მე პირადად ხილს ვჭამ 4 საათის მერე დაახლოებით, და ბოლოს მსუბუქ ვახშამს (საუზმესა და ვახშამს შორის დაახლოებით 8 საათია განსხვავება.

ვარჯიში ნებისმიერ დროს შეგიძლია , დილა, შუადღე ტუ საღამო, მე გვიან ღამითაც მივარჯიშია, და ყველაფერი გენიალურად მიმდის. ერთადერთი და აუცილებელი პირობაა - არავითარი მიზეზის ვარჯიშის არ ჩასატარებლად! მინიმუმ 30 წუთი, თუნდაც როცა ტვ უყურებ საღამოს, შეგიძლია პარალელურად ივარჯიშო.

მოკლედ, უკვე დაახლოებით 9 წელია ვვარჯიშობ და სწორად ვიკვებები და უკვე ჩვევად მექცა, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. და მინდა გითხრა, შედეგებით აღფრთოვანებული ვარ. არც კი ვიცი, მანამდე როგორ ვცხოვრობდი სხვანაირად!

ნებისმიერი კითხვა თუ გაგიჩნდა, მომწერე :)

Natosha said...

კი.
როგორც აქამდე პოსტებით მივხვდი, ინტენსიურად ვარჯიშობ, წონებით. კუნთები იზრდება :)))
ასე რომ ბუნებრივია, წონაც იმატებს.