Feb 16, 2011

მზეები :)

მზიანი ამინდი არ გვაქვს, მზე კი არა ზამთარი მეორედ მოვიდა მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობაზე ვარ.

ჩემი ჯგუფის სამუშაო მეტ ნაკლებად კარგად მიდის. ერთი კომენტატორის რჩევა გავითვალისწინე - ჯგუფის რიტმს მიყევიო, ხოდა ასეც ვქენი. საკვირველია აქამდე რატომ არ მომაფიქრდა ამის გაკეთება :) რიტმს მივყვები და შიგდაშიგ ვაჩქარებ მას, შესაბამისად მშვიდად ვარ :D :D თუმცა დღეს ცოტა კი გადავირიე მაგრამ მაინც რა შედარებაა. სტატისტიკაზე ვინ არ გადაირევა ეგ მითხარით მე თქვენ :D :D

კიდევ დღეს იმდენი ვივარჯიშე, იმდენი რომ დარბაზიდან ფეხები ძლივს გამოვიტანე. ეგ კი არა ბოლოს მუხლის გვერდითი ლიგამენტები მტკიოდა :D. ერთი-ერთი ტრენაჟორის წინ სარკე დგას და ხელს რომ ვავარჯიშებდი დავაფიქსირე ჩემი კუნთები და ისე მომეწონააააააააააააააააა :) თუ ხელი დაძაბული არ მაქვს არ ჩანან კუნთები და დისტროფიკი ხელი მიჩანს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება თურმე :).მოკლეთ მიხარია რომ ჩემ ვარჯიშს რაღაც შედეგი უკვე აქვს. ბევრი გოგოსა და მამაკაცისაგან განსხვავებით მე ძალიან მომწონს ქალს კუნთიანი სხეული რომ აქვს. ლამაზია და ჯანმრთელი (ბატიბუტებივით რომ აზით კუნთები იმაზე არ ვსაუბრობ).

კიდევ ერთი ამბავი რომელიც ძალიან გამეხარდა. გავიგე რომ ჩემი მეგობარი ბავშვს ელოდება. 40 წლისაა და მისთვის პირველი შვილი იქნება. ძალიან უნდოდათ ბავშვი და ჩვენ მის მეგობრებს მასთან ერთად გვიხარია :)

3 comments:

Keti said...

აუ, რა კარგია ასე აქტიურად რომ ვარჯიშობ. მეც მინდა, მალე გავაგრძელო...
ბოლოს რომ დავდიოდი, ხელებზე კუნთები დამეტყო და მაშინვე გირების წონა შევამცირე. მეც არ მომწონს, რომ ეტყობათ კუნთები :)

kanario said...

შენც დაგავიწყდა, ჰო? ^_^ აღარ მახსოვდა, რომ ერთი თვით გადავწყვიტეთ "მზეების" მოგროვება... ^_^

გმადლობ ამ სითბოსთვის, თომ... :*

Toma said...

hooo :)
da ra vici mewerineba mainc. miuxedavad imsia rom tamashi dasrulebulia fiqrs mainc agrdzeleb en minda rom gavagrdzelo :)

Keti- kuntebiii, deltiodeus kunti rom chans xelze iseee momcoona vaimeee :)