Feb 13, 2011

მე ვხედავ მზეს - შემაჯამებელი პოსტი.

მე ვხედავ მზეს დაახლობით ერთი თვის წინ დაიწყო, უფრო ზუსტად კი 12 იანვარს. ახლა დროა შემაჯამებელი პოსტით დავაგვირგვინო ეს ერთი თვე.

რა ვისწავლე? ის რომ ძალიან ძნელია პოზიტივის დანახვა. ხშირად წამიკითხია - ადამიანს ცოტაც კი უხარია ბედნიერებისთვისო, მაგრამ მე რაც დავინახე არ შეესაბამება ამ მოსაზრებას. ყოველ დღე ვცდილობდი რამე კარგი დამენახა, და მხოლოდ კარგზე გამემახვილებინა ყურადღება, ხანდახან გამომდიოდა, ხანდახან არა. პოსტებს ძალიან ხშირად ვწერდი, მაგრამ უმრავლესობა არ გამომიქვეყნებია.

კიდევ რა ვისწავლე - ბევრი ადამიანი ადვილად ჟიტირდება, და რაც უფრო მალე ჟიტირდება მით უფრო მალევე უქრება ენთუზიაზმი. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი მუშაობის დროს.

რას ვაპირებ - რათქმაუნდა პროექტის გაგრძელებას, მაგრამ წინა პროექტისაგან განსხვავებით როცა მოთამაშეთა ბლოგები ჩამოვწერე და სია შევადგინე, ახლა ასე აღარ მოვიქცევი. ჩემ ბლოგზე გმოქვეყნდება მორიგი პროექტის თემა, ვისაც უნდა მიიღებს მონაწილეობას ვისაც არ უნდა არა, შესაბამისად არანირი ვალდებულება აღარ იქნება. (ხანდახან ის თუ როგორ ასრულებს ადამიანი პატარა ვალდებულებებს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.)

2 comments:

salolas said...

ხოო... რაღაც ბრაზი თუ წყენისმაგვარი იგრძნობა შენ სიტყვებში, მაგრამ არ ღირს...
თავიდანვე ვიკავებდი თავს მეც ჩავრთულიყავი თუ არა ამ თამაშში, იმ მიზეზით რომ ვიცოდი ყოველდღIურად ვერ მვოახერხებდი პოსტების წერას, მაგრამ მერე მაინც გავრისკე.. და თუ ასე ჩვენმა "უპასუხსმგებლობამ" გაგანაწყეენა, მე ვიხდი ბოდიშს ყველას მაგივრად...
მე მიყვარს "მე ვხედავ მზეს!"
მადლობ! :*

გვირილა said...

არა სალო, მე მახსოვს, რომ ვისაც რა ინტენსივობით უნდოდა წერა, ისე წერდა. მიზანი იყო პოზიტივის დანახვა. კი უწერია თომას აგერ - ”ის თუ რამდენ პოსტს დავწერთ ჩვენზეა დამოკიდებული.”
ხოდა, მე ახლა ვაპირებ შემაჯამებელი პოსტის დაწერას ;-)