Feb 3, 2011

მიმიფურთხებია ყრუ საზოგადოებისათვის!

"საშინელი მკვლელობა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მოხდა. დედამ 5 წლის ბიჭუნა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დედამ 5 წლის შაკო საშინლად სცემა, მერე კი თავში შეშის დიდი ნაჭერი ჩაარტყა. მეზობლები ამბობენ...." სტატიის გაგრძელება იხილეთ პრესა.გე- ზე. მე კი მხოლოდ რამოდენიმე ციტატას მოვიყვან რათა ნათელი გახდეს რატომ ვამბობ იმას რის დაწერასაც ვაპირებ.
  • "...მეზობლები ამბობენ, რომ ინეზა წიკლაური ბავშვს ხშირად სცემდა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სამი შვილიდან დედა სწორედ 5 წლის შაკოს ექცეოდა ყველაზე სასტიკად...."
  • "..ოჯახში სულ სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ერთ–ერთი მათგანი მეტყველებისა და სმენის უნარდაკარგულია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვის ეს ნაკლი თანდაყოლილი არ არის და ის სწორედ დედისგან ხშირად და სასტიკად ცემის გამო გახდა ყრუ–მუნჯი.."
  • მეზობლის სიტყვებით "..რამდენჯერმე მინახავს სასტიკად ნაცემი, თანაც, ეს ქალი, ეტყობა, სულ სახეში ურტყამდა. ერთხელ მოვიდა და თვალი საშინლად ჩალურჯებული ჰქონდა. როცა ვკითხე, შაკო, რა მოგივიდა – მეთქი, საცოდავად მითხრა – წავიქეციო. როცა ჩავეძიე, შაკო, მართალი მითხარი, წაიქეცი თუ დედამ გცემა – მეთქი, მითხრა – სკამი გადმომივარდა, დედას მაგიდაზე ჰქონდა შემოდგმული და მცემაო...“"
დედაზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი აზრით დედაც და მამაც ორივე ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები არიან. მაგრამ მეზობლებს ვერ ვამართლებ, იმ მეზობლებს რომლებიც ყოველ დღე თუ ყოველ კვირა მოწმეები იყვნენ იმისა თუ როგორ სასტიკად ექცეოდა დედა შვილებს, თუ როგორ საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები და ხმას არ იღებდნენ. არადა სად? ქვეყანაში სადაც ხალხი ერთმანეთის საცვალშიც კი დაუკითხავად ცხვირს ყოფს, და მაშინ როცა საჭიროა მოქმედებ სირაქლემასავით იქცევა და "ყრუ ვარ, ბრმა ვარ, მუნჯი ვარ" პიზიცია უჭირავს.

განა დედას არ სჭირდებოდა შველა? დედას რომელიც შვილებს ასე სასტიკად ექცევა თქვენი აზრით დახმარება არ სჭირდება? მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვინ მისცა საზოგადოებას, ისინი მხოლოდ დალურჯებულ ბავშვს და "სეირს" ხედავენ. მერე საჭორაო მასალა რომ ქოდეთ. მიმიფურთხებია ასეთი საზოგადოებისათვის, ბავშვის სიკვდილში თითოეული მეზობელი რომლემაც სიტუაცია იცოდა და არაფერი გააკეთა ისეთივე დამნაშავეა როგორც დედა!

ვინც ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა, და იცნო სიტუაცია, გთხოვთ დაფიქრდით და გადადგით საჭირო ნაბიჯები, ვინ იცის იქნებ თქვენ ბავშვს სიცოცხელს უნარჩუნებთ!

7 comments:

Tjorven said...

martali xar Tom. yvela uklebliv yvela vinc icoda situacia isetive mkvlelia rogorc is deda!! ar ajobebda tundac is deda daechirat bavshvebs tavshesafarshi ar scemdnen da achemvdnen mainc . arc mokvdeboda is ubeduri bavshvi

გვირილა said...

გეთანხმები აბსოლიტურად, მეტსაც გეტყვი, მეზობლები იმ დედაზე მეტად არიან დამნაშავეები. იმ ქალს თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რაღაც გამართლება არის ეს მისთვის, მაგრამ წესით ”ნორმალური” მეზობლები რა ჯანდაბას აკეთებდნენ?! საქართველოში ასეა საერთოდ ალბათ, ყველაფერზე ჭორაობენ, მაგრამ რომ უთხრა ახლა მაგათ, რატრომ არ თქვით არაფერიაო, გიპასუხებენ რა ჩვენი საქმეაო...

მესმის შენი პროტესტი და გეთანხმები... ეგ კიარა, ქუჩაში რომ ნახონ კაცს ურტყამენ ან კლავენ, ყურს არ გააბარტყუნებენ, რა ჩვენი საქმეაო...
და ჩვენ უნდა გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოება?!

Anonymous said...

gamarjoba toma, martlats sashineli shemtxvevaa da mets sruliad viziaeb shens azrs.
axla ki minda gansxvavebul shemtxvevaze mogtseo,minda gkitxo gagigia tu ara David Mardianis shemtxvevaze.Tu ara gtxov rom ukuro rustavi 2-ze 02.02.-is sainpormatsio gamoshvebis am natsils. sashineli shemtxvevaa...es bichi savaraudod gemaniis savadmkoposhi(hamburg) mokles da shemeg misi organoebi gakides,ai aset mdgomareobashi daubrunda misi gvami ojaxs.
dzalian gtxov datsero shen blogze amis shesaxeb. ikneb tsaikitxon hamburgelma kartvelebma da mommarton misamartze nanukasmail@yahoo.com me tavad ar vtsxovob hamburgshi,aramed germaniis sxva kalakshi,am ambis shesaxeb sul 2 dgea rats gavige,es pirovneba ar aris chemi natsnobi an axlobeli.ukve mivmarte ramodenime adamianis uplebata datsvis organizatsias,male mivmartav presasats vnaxot ra shedegebi ikneba...brdzolas gavagrdzeleb,magram amastanave minda ak mkopma kartvelebma ertad avimaglot xma da damnashaveebi daisajon,dzalian minda vinme gamomexmauros hamburgshi mtsxovrebi,Nanuka

Anonymous said...

Toma dzalian guli mtskdeba,rom chem tsina commentarze reagireba ar moaxdine.imedia tsaikitxe... mgoni chven tavad viknebit "kru sazogadoeba" tu arapers gavaketebt aset shemtxvevebshi.Nanuka

Toma said...

rame ckaros momcom rom cavikitxo? rustavi ors ver vukureb da ase haerze ra davcero? tu gunda shen dacere da gamovaqvekneb me chemtan.

p.s. komentarebshi ar shemixedavs da mitom ver movaxdine reagireba aqamde.

Anonymous said...

kargi Toma,gasagebia,madlob pasuxistvis. samtsuxarod sxva tskaroebshi araperia bevri,tu ar chavtvlit ramdenime organizatsias,sadats zemot moxseniebuli pirovneba tsixeshi dagupul patimarta siashia. rustavi 2-is web gverdzets sheidzleba naxva,tu ver shedixar am gverdze? kargad ver mivxvdi da isev imitom gimeoreb.sakartveloshi mgoni kvelam itsis am ambis shesaxeb,mets chemi disgan shevitkve.im gadatsemis natsili rom naxo namdvilad shegdzravs es pakti.mets ase damemarta...tu ver shedzleb naxvas shevetsdebi me tviton chamovakalibo es ambavi da mogtsero rogorts ki shevdzleb.minda es ambavi germaniis mediashits ise gaxmaurdes rogorts sakartveloshi,radgan albat marto es gamoigebs rame shedegs. dzalian braziani vxdebi rotsa sakme adamianta uplebebis datsvas exeba...madlob

Toma said...

modi shen momcere roca shesdzleb.