Feb 3, 2011

რატომ მიყვარს ოკუპაციური თერაპია? ანუ მე ვხედავ მზეს 03-02-2011

კარგად მახსოვს როცა ოკუპაციური თერაპიის სწავლა დავიწყეთ მეორევე კვირას Field Study გვაჯახეს და სხვადასხვა დაწესებულებებში გაგვაგზავნეს. ჩემი დაწესებულებას ერქვა ელდორადო, ეს იყო სპეცილური რეაბილიტაციური ცენტრი უნარშეზღუდული ადამიანებისათვს. (ელდორადოს კლიენტებს აქვთ ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები, ბევრი საერთოდ ვერ გადააადგილდება, ბევრი ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ საუბრობს. ზოგიც მოძრაობს მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დონე 2 წლის ბავშვის აქვს.) ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული შოკი - რა უნდა გავაკეთო ადამიანთან რომელსაც მხოლოდ ერთი კუნთი უმუშავებს და გარდა ამისა ინტელექტუალური განვითრების დონე დაახლოებით 2 წლის ბავშვის ან უფრო ნაკლები აქვს?

სიმართლე გითხრათ დავფიქრდი ღირს კი ამ პროფესიის სწავლა? ვფიქრობდი კიდეც იქნებ ჯობია პროგრამა გამოვიცვალო სანამ დროა? მაგრამ პირველ ემოციას არ ავყევი და კიდევ კარგი რომ ასე მოვიქეცი. თუ რატომ ვფიქორბ ასე, შევეცდები ახლანდელი საგნიდან გამომდინარე მოგიყვეთ.

იმისათვის რომ ბავშვთან წარმატებულად ვიმუშაო, მხოლოდ ოკუპაციური თერაპიის თეორიის და პრაქტიკის ცოდნა არ მყოფნის, საჭიროა შევავსო ჩემი პროფესიოული ინსტრუმენტების ყუთი რომელიც ოთხი განყოფილებისაგან შედეგბა. იმისათვის რომ გავიგო, გავაანალიზო და დავგეგმო თერაპიის პროცესი საჭიროა თითოეული "უჯრა" გამოვიყენო. ჩვენი თერაპიული პროცესი კი ქცევაზე/ატივობაზე/შესრულებაზეა დაფუძნებული.


1. ოკუპაცური თერაპიის თეორიები - აქ ვიყენებ რამდოენიმე თეორიას როგორიცაა KAWA, CMOP, IMOD, PEO, etc.

2. ზოგადი თეორიები -თეორიები ფსიქოლოგიიდან (ოჯახის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია), ფიზიოლოგია, ანატომია, დასწავლის თეორიები, ფსიქიატრია, ნევროლოგია, სენსორული ინტეგრაციის თეორია, Flow Theory, პედაგოგიკა etc.

3. ოკუპაციური თერაპიის პრაქტიკული ინსტრუმენტები - ამ ნწილში ვიყენებთ სხვადასხვა პროცეს და პრაქტიკულ მოდელებს, ასევე ტესტებს, კითხვარებს და ა.შ. ის რაც უნიკალურია ამ ყველაფრისათვის არის ის რომ თითოეული მოდელი მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტების მიერ არის შექმნილი და მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტები იყენებენ.

4. ზოგადი პრაქტიკული ინტრუმენები - ძალიან ბევრი რამ შედის ამ განყოფილებაში, მათ შორის სენსორული ინტეგრაციის თერაპია, თამაშის თერაპია, კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია, კლიენტთან მუშაობის ჰუმანისტური მიდგომა, ოჯახზე ცენტრირებული თერაპია, ICF, GAS etc.

....და ყველაფერი კიდევ არ დამიწერია (გრძელი პოსტი რომ არ გამოსულიყო). ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ კლიენტების ასაკიდან და პრობლემიდან გამომდინარე ჩვენი ინსტრუმენტების ყუთის შემცველობა იცვლება :)

ხოდა მიხარია და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ასეთ მრავალფეროვან და ძალიან მოქნილ პროფესიას ვეუფლები, რაც მთავარია ეს პროფესია ვარ მე, იმიტომ რომ ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ და ჩემი ბაგაჟი სხვადასხვა სფეროებიდან შემიძლია სულ თავისუფლად გამოვიყენო კლიენტთან მუშაობისას :)

The post is about occupational therapy. I try to explain why do i like it so much and why it suits me well. Occupational therapy is relatively new profession and it covers many different fields, i can say that it is extremely flexible profession and one with bright head and crazy ideas can do a lot. What i like most, is this flexibility, there are not boundaries and for the successful work I have to use the knowledge from different subjects and fields such as Neurology, anatomy, physiology, psychology, sociology etc. And this suits me just perfect, becasue as a person I am quiet curious, and for the job the curiosity is just perfect :)

4 comments:

Anonymous said...

საინტერესოა, რომელ ქვეყანაში სწავლობ?
მეც ოკუპაციური თერაპევტი ვარ :)

Anonymous said...

საინტერესოა, რომელ ქვეყანაში სწავლობ?
მეც ოკუპაციური თერაპევტი ვარ :)

Toma said...

ra magariaa :)
dzlivs erti qartveli OT gamomexmaura.

sad mushaob?

ნინო said...

საქართველოში, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში :) [ამასობაში ბევრი დრო გასულა...]