Jan 31, 2011

Mobile phone - როგორც დამხმარე საშუალება

გადავწყვიტე პატარა პოსტი დავწერო მობულრ ტელეფონებთან დაკავშირებით, იმედია თქვენც გამოგადგებათ ან ურჩევთ ვინმეს ვისაც სჭირდება მსგავსი ფუნქციების გამოყენება.

თავდაპირველად მობილური ტელეფონის ფუნქცია მხოლოდ ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება/გაშვება იყო. ტექნოლოგიბის დახვეწასთან ერთად მობილური ტელეფონების ფუნქციები უფრო დაიხვეწა, გართულდა და გახდა ძალიან მრავალფეროვანი. რათქმაუნდა ეს მოვლენა ოკუპაცურმა თერაპევტებმა უყურადღებოდ არ დატოვეს და გადაწყვიტეს მობილური ტელეფონების იმ კლიენტების სასარგებლოდ გამოყენება რომლებთაც დაქვეითებული აქვთ ექზეკუტიური ფუნქციები.

ძირითადად რა ფუნქციებს ვიყნებეთ?
1. თაიმერი - იმ ადამიანებისათვის რომლებსაც უჭირთ დროის აღქმა და კონტროლი. მალითად ბავშვები რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტი, კომპიუტერთან თამაშობენ 3-4 საათი იმიტომ რომ ვერ აღიქვამენ დროის მსვლელობას.

2. მაღვიძარა - ძალიან კარგი ფუნქციაა რომელსაც ასევე ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის ვიყენებთ. იგივე ფუნქცია გამოყენება იმისათვის რომ კლიენტი მიხვდეს- ძილის დროს.

3.დიქტოფონი - ძალიან კარგი ფუნქცია როცა ადამიანს აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა, და ეშინია მაგალითად რომ სახლიდან გასვლის შემდეგ სახლის კარები არ დაუკეტავს ან შუქი არ ჩაუქრია. ყოველი აქტივობის შემდეგ ადამიანი იწერს თავის ხმას -"26 იანვარი, სახლიდან გამოვედი და სახლის კარები დავკეტე".

4. კალენდარი - საუკეთესო რამ რაც კი შეიძლება მობილურს ქონდეს. თანამედროვე ტელეფონები Google calender თან ახდენენ. ადამიანს შეუძლია დღის განრიგის დაწერა ტელეფონში ან Google calender-ში. ამ დღის განრიგის ეკრანზე გამოტანა ა.შ. მოკლეთ უამრავი ოპერაცია რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ რამე დაგვავიწყდეს.

5. აქტივოების სია - ხშირად ხდება ისე რომ ადამიანს დაქვეითებული აქვს ექზეკუტიური ფუნქციები. მობილურის დახმარებით შესაძლებელია ერთი აქტივობის თითოეული მომენტის გაწერა და გეგმის მიდევნება. როგორც წესი ეს ფუნქცია ძალიან საჭიროა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისათვის :)

ესაა ის მოკლე სია რაშიც მობილურ ტელეფონს როგორც დამხმარე საშუალებას ვიყენებთ, ამის გარდა არსებობს სპეციალური პროგრამები მობილურისათვის, მაგრამ ისინი ძალიან სპეციფიკურები არიან და არ ვწერ მათზე.

English:
This is a small post about how mobile phones can compensate problems in executive functions. Personally i believe that if a person has problems with memory, concentration, planing etc, it is best to train these function, but training takes much time and results can be seen only after several month, years of training so as a compensation it could be good to use some nice functions which are in mobile phones.

Such can be - timer, alarm clock, voice recorder, calender, the list for each moment of activity etc. Besides, almost all modern mobiles can be synchronized with our a Google account which makes some applications even easier for use.

Who needs such devises - usually children with ADHD, people with different mental disease, stroke patents and even we "normal" people who does no have mental health issues.

4 comments:

Clown said...

პირადად მე კლენდარი ძალიან მეხმარება, მაგრამ მემგონი გონებას მიჩლუნგებს :დ

Tomushka said...

sxvatashoris mag idea camovakene mec rom sheidzleba msgvsi rameebi gonebas "azarmacebdes".

retrospective memory - qvia funqcias romelisac kalendari anacvlebs, da janmrtel adamianebshi daxmarebis nacvlad uaryofit shedegs idlev ase mgonia.

გვირილა said...

მე ვიყენებ ტელეფონის აბსოლიტურად ყველა ფუნქციას, გარდა მესამე თაობისა, არ მხიბლავს ეს ვიდეოზარები და რა ვქნა... იმის გამო, რომ ტელეფონს ეს ფუნქცია ჰქონდა, კინარამ უარი ვთქვი მასზე, არადა ძალიან მომწონდა... მარა მაინც ვიყიდე ბოლოს და მუდამ მხარსი მიდგას ცემი სონი ერიქსონი :-)
კალენდარი, მაღვიძარა, დიქტოფონი (ხშირად პროფესიული თვალსაზრისითაც - ჟურნალისტიკაში), ფოტო-ვიდეო კამერა (ესეც ხშირად პროფესიულ საქმიანობაში), კალკულატორი და ა.შ. კომპ-თან არ ვყოფილვარ და სტატია მესიჯში ჩამიწერია... ტელეფონი ჩემი საუკეთესო მეგობარია მოკლედ, ერთხელ დავაფორმატე შემთხვევით და გაგიჟებას ცოტა მაკლდა :-( სტატიების იდეებსაც კი იქ ვწერდი და მერე აღარ მახსოვდა არაფერი...
მოკლედ, შესანიშნავი საშუალებაა, მთავარია მხოლოდ მას არ დავეყრდნოთ და ტვინი გავანძრიოთ, თორემ დავრჩებით ერთ დღესაც დაფორმატებულები :-)

Keti said...

ჩამოთვლილებიდან კალენდარსა და დიქტოფონს ვიყენებ :)
დიქტოფონს სულ სხვა საქმისთვის – ლექსებს ვიწერ ხოლმე და ვუსმენ – არა სიამოვნებისთვის, არამედ რიტმის შესამოწმებლად – როგორ ისმინება/იკითხება. მივეჩვიე :)

მაღვიძარა ჩვეულებრივი საათისა მირჩევნია – თვალის გაუხელად ვრთავ და ძილს ვაგრძელებ :)