Jan 15, 2011

მაინც ამოვთხარე - შოკოლადის რულეტი მალინის ჯემით!

ჩემი წინა პოსტიდან როგორ ვაქციოთ რულეტი ტორტად, მიგიყევით იმის შესახებ თუ როგორ ვერ გამოვაცხვე რულეტი, მაგრამ მე რის მე ვიქნებოდი ასე ადვილად რომ დავნებებოდი, ხოდა დღეს კიდე ვცადე მეორედ. ამჯერად გამოვიდა, შედეგი ქვევით იხილეთ :)

მოვამზადოთ ცომი - 4 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი რძე ან თბილი წყალი, 100 გრამი შაქარი, 3ს. კ. კაკაო პლიუს დაამატეთ იმდენი ფქვილი რომ მასა ერთად 125 გრამი გამოვიდეს, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, ერთი შეკვრა ვანილის შაქარი. ნაზი ცომი გავაკეთოთ და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ცომი იქნება არაჟანივით, მისი დიდ ჟარუნაზე გაშლა არ გაგიჭირდებათ. თუ ძალიან დიდი ჟარუნა გაქვთ უბრალოდ შუაზე დაასხით და ნაზად გადაანაწილეთ ისე რომ თანაბარი სისქის მასა მიიღოთ, ბოლომდე არ გაშალოთ თორემ ძალიან თელი გამოვა :)

როცა ფირფიტა გამოცხვება რულეტად გადაახვიეთ ტილოში და დატოვეთ მანამ სანამ შეცვდება (თბილი უნდა იყოს) მერე გახსენით, გადაუსვით მალინის ჯემი ან რამე სხვა რაც გინდათ და გადაახვიეთ.

გააცივეთ და ისე მიირთვით :)




7 comments:

Asklypiodota said...

ტკბილეული ყველა ფორმაში ჩემი სისუსტეა,მაგრამ აი მომზადების რა მოგახსენო:)ერთხელ აუცილებლად დავწერ პოსტს ჩემს კულინარიულ მიღწევებზე:)

Gigoli said...

მოკლედ სულ ტორტები და ნამცხვრები რაა. არ გებრალებით ხალხნო? :I

Toma said...

Gigoli - ntu, ar gvebralebi :)

Asklypiodota - momzadeba cdis da shecdomis safudzvelze xdeba :) dascavlas sachiroebs :)

Anonymous said...

ulamazesi tortia!

rogor aswreb amden ragatsas?


shens gamo vegar vwuwuneb :) arada erti researchis mere cudad vxdebodi xolme.

nanakoust said...

ვაიმეე,რა გემრიელად და მადისაღმძვრელად გამოიყურებააა.... :O და წარმომიდგენია ეს საჭმელად რა იქნება... :))) მაგარია!

salolas said...

მართლა რა ყველას ნამცხვრები დაგვიცხია ამ დღეებში :D :D "მე ვხედავ მზეს" კი არა "ნამცხვრისმცხობელთა კლანი" ვართ, როგორც გიგოლი იტყოდა :D

Agasfer said...

რა ლამაზია, უფრო სწრორად, მადისაღმძვრელი :O
ერთხელ მეც ვცდი ))