Jan 23, 2011

თქვენს წინაშეააააააა .... მოცეკვავე ოფოფები კი არა, სტაფილოს ნამცხვარი :)

დღეს ძალიან ადვილ და სასარგებლო ნამცხვარს გთავაზობთ. სასარგებლოა ბავშვებისათვის და დიდებისთვისაც. ადვილია იმიტომ რომ ნამცხვრის ყოველი ინგრიდიენტი ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება ნებისმიერ დროს :)


მაშ ასე, თქვენს წინაშეა - სტაფილოს ნამცხვარი :)

გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსამდე!

მოვზილოთ ცომი: 2 კვერცხი გავთქვიფოთ 150 გრამ შაქართან ერთად, დავამატოთ 50 გრამი გახეხილი ნუში ან ნიგოზი, 200 გრამი წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო (დაახლოებით სამი ცალი), 60 გრ. დამდნარი კარაქი, 1ჩ.კ. დარიჩინი, 1 ჩ.კ. ვანილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით + 200 გრამი ფქვილი. ცომი გამოვა არაჟნის მასის მაგვარი. ცომი ჩავასხათ საცხობ ფურცლიან ფორმაში (20/22), ან კიდევ მრგვალ ფორმაში რომლის დიამეტრი არ არემატება 25 სანტიმეტრს.


ნამცხვარი გამოაცხვეთ 175 გრადუსზე, გაზქურის შუა ნაწილში დაახლობით 40 წუთს განმავლობაში.


კრემი - კრემის გამოყენება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. მაგრამ გირჩევთ რომ კრემიანი მოამზადოთ.  200 გრამი ფილადელფია (მასკარპონე და რიკოტაც ძალიან კარგია) ავთქვიფე 50 გრამ შაქრის პუდრასთან ერთად, დავამატე 2 ჩ.კ. ვანილი და მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. შემდეგ ეს კრემი სრულიად გაციებულ ნამცხვარს გადავუსვი :)




მორთულობა: მას შემდეგ რაც ნამცხვარს კრემს გადაუსმევთ, შეგიძიათ მისი მორთვა. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ ნიგოზი ან ნუში :)


ესეც ნამცხვრის შიგნეულობა. ბისკვიტი არის ძალიან ფუმფულა და ამავე დროს სველი :)


გემრიელად მიირთვით :)

5 comments:

Tjorven said...

au me zalian miyvars stafilos kexi da esec zalian kai unda iyos <3

კოპალა said...

dzalian gemrielad gamoiyureba :))

babisa said...

უმმ ერთხელ ვცდი აუცილებლად :)

Keti said...

ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, ძალიან! :)

Keti said...

თან სტაფილო მიყვარს ძალიან და ნამცხვარიც მაინტერესებს :))