Jan 8, 2011

ინდური კინოს ჩახლართული ისტორიები

ამჯერადაც ისევ და ისევ შთაბეჭდილებებით დატვირთული ვწერ ამ პოსტს რომელიც ინდურ კინოს ეხება. სამწუხაროდ ბევრ ადამიანში ინდური კინო ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს - გრძელი და დაუსრულებელი სიმღერები, უაზრო სიყვარულის ისტორიები, ადგილები და მოვლენები რომლებიც ერთმანეთთან არ არის კავშირში. მეც ზუსტად ასე ვიყავი, ალბათ ასეც ვიქნებოდი რომ არა დოკუმენტალურ ფილმთა სერია რომელიც ინდურ კინოს ეხება.

პირველი მიგნება - ინდოეთი დიდი ქვეყანაა და მის თითოეულ კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფილმები კეთდება. ისევე როგორც ინდოეთის თითოეული კუთხისათვის მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო არსებობს, ასევე თითოეულ კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფილმები კეთდება.
მეორე მიგნება - ინდური ფილმი სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
  1. ტრადიციული ფილმები 12/13 სიმღერით, აქვე გავაერთიანებ ბოლივუდურ ფილმებს რომელთა უმრავლესობასაც დიდი შინაარსობრივი სიღრმე არ გააჩნია. როგორც დოკუმენტურ ფილმებში თქვეს, მსგავსი ფილმები ყველაზე მეტად არიან პოპულარულები მთელ ქვეყანაში, და ალბათ არცაა გასაკვირი რადგან კინო ღარიბი ხალხის რეალობიდან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა და როცა ისინი ფილმს უყურებენ, უნდათ რომ ეს ფილმი იყოს ლამაზი, სიმღერებით, ცეკვებით და ბედნიერებით გაჯერებული. მსგავს ფილმები გამოსვლისთანავე პოპულარულები ხდებიან, და თუ მათში ისეთი პუპულარული მსახიოები მონაწილეობენ როგორებიც აიშვაირა რაი და ა.შ. მათ 50% მოგება მოაქვთ.
  2. რეალობის ამსახველი ფილმები. ესენი მცირებიუჯეტიანი ფილმები არიან და როგორც წესი არავინ დადის მათ სანახავად. პირადად მე ვფიქრობ რომ ასეთი ფილმები ყველაზე საინტერესოა რადგან ასახავენ ინდოეთის სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და ტრადიციულ მხარეს. ასევე სამწუხაროდ მინდა ვთქვა რომ დანარჩენ მსოფლიოშიც ამ ფილმებს არ უკეთდება დიდი რეკლამა. Adoor Gopalakrishnan - ერთ ერთი რეჟისორია რომელზეც ძალან ბევრი ისაუბრეს დღევადელ დოკუმენტურ ფილმში და ძალიან დავინტერესდი, შევეცდები ბიბლიოთეკაში დავძებნო მისი ფილმები.
  3. მესამე კატეგორიის ფილმები ძალიან ჭკვიანი და მოქნილი რეჟისორების მიერ იქმნება. მათი ძირითადი თემა პოლიტიკა და სოციალური წყობაა, მაგრამ ეს რეჟისორები მიხვდნენ რომ იმისათვის რომ მათმა მესიჯმა მაყურებლამდე მიაღწიოს, ფილმი უნდა ნახოს მაყურებელმა. ანუ ფილმი უნდა იყოს დაახლოებით პირველი კატეგორიის ეფექტებით, მარტივ ენაზე დაწერილი, ქალი და მამაკაცი გმირებით, მაგრამ პირველი კატეგორიის ფილმებისაგან განსხვავებით ძირითადი სასიყვარულო ისტორიის ფონზე ყოველთვის არის პოლიტიკური მომენტები. ამ კატეგორიის ერთ ერთი ცნობილი რეჟისორია Mani Ratnam.
ხოდა ასე ჩემო მკითხველო, იმედია ცოტათი მაინც გავაქარწყლე ინდურ კინოსთან დაკავშირებული სტერეოტიპები და იმედია თქვენც დაინტერესდით ნახოთ ინდური რეალობის ამსახველი ფილმები - გინდაც მხატვრული და გინდაც დოკუმენტალური :)


No comments: