დევნილთა გამოსახლება, წყარო - ლიბერალი
ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორია პოლიციამ დილით 7 საათისთვის გადაკეტა. სტუდქალაქის სამ კორპუსს შემოვლებული რკინის ღობის შიგნით შესვლის უფლება არავის აქვს. ტერიტორიას მხოლოდ ავეჯით დატვირთული საბარგო მანქანები ტოვებენ. 20 იანვარს სტუდქალაქი მთლიანად უნდა დაიცალოს დევნილებისგან, რომლებიც წლებია აქ ცხოვრობენ. თბილისში სულ დევნილთა 22 დასახლება და დაახლოებით 5ათასი ადამიანია დარჩნილი.
ორხევის დასახლების ტერიტორიას დროგამოშვებით ავეჯით დატვირთული მანქანები ტოვებს. მანქანებში სხედან დევნილებიც. დევნილებს კახეთს სოფელ ბაკურციხეში ასახლებენ. მათ გამოსახლების შესახებ წინასწარი გაფრთხილება კი მიიღეს, თუმცა არასოდეს უნახავთ ის სახლები სადაც მოუწევთ ცხოვრება.
"კახეთის რომელიღაც სოფელში მივდივარ, არც კი ვიცი სად. მე და ჩემმა ერთადერთმა შვილმა, რომელიც სკოლის მოსწავლეა მატრო უნდა ვიცხოვროთ. რას მოვახერხებ წარმოადგენა არ მაქვს" - აცხადებს ელენე ოთინაშვილი.
ორხევის ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან კომპენსაცია - 10 ათასი ლარი მხოლოდ ერთმა 12 სულიანმა ოჯახმა აიღი. მათ გორში კოტეჯი იყიდეს, თუმცა ოჯახის უფროსი სოსო კასრაძე აცხადებს, რომ ეს შენობა არ ყოფნით, და ოჯახის ზოგიერთმა წევრმა თბილისში ნაქირავებ ბინაში უნდა იცხოვროს.
0 comments:
Post a Comment