Jan 9, 2011

პარალელური სამყაროები :)

ყოველთვის როცა დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებთ ფიზიკის სფეროდან, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ამა თუ იმ ექსპერიმენტის მიმართ, ჩემი ქმარი კი ფართოდ გახელილი თვალებით მეკითხება ხოლმე - სკოლაში არ ატრებდით ფიზიკურ ცდებს? პასუხი არის- არა, არ ვატარებდით, და მიუხედავად იმისა რომ ფიზიკა ძალიან მიყვარდა და კარგი სტუდენტიც ვიყავი, ამ საგნის პრიორიტეტს ვერ ვხედავდი.

დღეს ვწერ პოსტს ერთ ერთ ცდაზე რომელმაც ჩემი მორიგი აღფრთოვანება გამოიწვია, და რომელმაც ფაქტიურად საფუძველი დაუდო "მრავალი (პარალელური) სამყაროების ინტერპრეტაციის თეორიას", ავტორი - Hugh Everett III.

ახლა კი თავად ცდაზე რომელიც იუნგის ცდის სახელით არის ცნობილი. წარმოიდგინეთ გვაქვს შავი ყუთი რომელშიც მოთავსებულია ლაზერი. ლაზერი მიმართულია ეკრანისაკენ მაგრამ მას და ეკრანს შორის არის "კედელი" რომელზეც ორი ხვრელია დატანილი, ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.
ლაზერის მეშვეობით ხდება ფოტონების "გაგზავნა" რომლის დაცემის ადგილი ეკრანზე აისახება. თქვენი აზრით, როგორ მოხდება ამ ფოტობების გადანაწილება ეკრანზე - 1. ეკრანზე ხვრელების შესაბამის ადგილას თუ 2. მთელ ეკრანზე? საქმე ესაა რომ არც ერთი და არც მეორე პასუხი არაა სწორი, ფოტონების დაცემის სურათი ეკრანზე დაახლოებით აი ასე გამოიყურება:
საინტერესოა არააა - რატომ გვაქვს ფოტონების დაცემის ყველაზე დიდი რაოდენობა ცენტრში? ამის ახსნა ცოტა უცნაური ჩანს მაგრამ როგორც გავიგე (თავს ვერ დავდებ რომ სწორედ გავიგე) ერთი ფოტონი კედელზე დაცემისას იყოფა ორ ნაწილად, გადის ორ ხვრელს და ეკრანზეც ასე იმიტომ აისახება. რატომ ხდება ასე?

როგორც ჩანს სინათლეს (და ელექტრონებს) ორმაგი ბუნება აქვთ, ისინი იქცევიან როგორც ტალღები და როგორც ელემენტები, მაგრამ არასდროს ორივე ერთად. პარალელური სამყაროების შემთხვევაში ყურადღება ეთმობა ელექტრონების ნაწილაკების ბუნებას, კერძოდ იმას რომ ერთი ნაწილაკი შეიძლება ორა მსგავს ნაწილაკად გაიყოს. ახლა გაგახსენებთ რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენს გარშემო არსებული სამყარო სხვა არაფერია თუ არა მიკროსკოპული ნაწილაკებისაგან რთული სხეულები და პარალელურის სამყაროების ალბათობით ალბათ თქვენც აღფრთოვანდებით :)

ხოდა, ვინც ფიზიკის ამ სფეროში კარგად ერკვევა, მადლობელო დავრჩები თუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე აგვიხსნის ამ მოვლენას.

No comments: