Jan 8, 2011

როგორ ვაქციოთ რულეტი ტორტად? :)

დღეს გიამბობთ ამბავს იმის შესახებ თუ როგორ გარდაიქმნა ერთი უწყინარი რულეტი იტალიური ტორტის მაგვარ ნამცხვრად :)რულეტის რეცეპტი ჩემმა მეგობარმა ნინომ ჩამაწერინა. მე პატარა ჟარუნაზე გამოვაცხვე (20/23) და გამომივიდა სქელი. ვერ მოვახერხე რულეტად გადახვევა და ჩემმა ტვინმაც ამუშავება დაიწყო - რა მოვუხერხო რულეტის ფუმფულა მაგრამ სქელ ფირფიტას, ხოდა ის თუ რა მოვუხერხე ქემოთ იხილეთ :)

მოვამზადოთ ცომი - 4 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი რძე ან თბილი წყალი, 125 გრამი შაქარი, 125 გრამი ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, ერთი შეკვრა ვანილის შაქარი, 40 გრამი დაფშხვნილი შავი შოკოლადი. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ და დაასხით სახობ ფურცელიან ჟარუნაზე (20/23 თუ იტალიური სტილის ნამცხვარი გინდათ). გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 15 -10 წუთის განმავლობაში. (თავი შეუწითლდება და მიხვდებით)

მოვამზადოთ კრემი
1. ორი ფურცელი ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში.
2. 250 მლ ძალიან სქელი არაჟანი/ან კრემივით რომ არის ის ხაჭო ავთქვიფოთ 3 ცალ ბანანის პიურეში, დავამატოთ 50 გრამი შაქრის პუდრა და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (ბანანი რომ არ გაშავდეს).
3. დალბობილი ჟელატინი გავწუროთ, და გავხსნათ 20 მლ ძალიან თბილ რძეში. შემდეგ ეს რძე აურიეთ ძირითად მასას.
4.რაიმე მრგვალ ჭურჭელში ჩააფინეთ პოლიეტილნის ფურცელი, ჩაასხით ჟელატინიანი მასა და შედეთ საყინულეში 40 წუთით!

ბისკვიტის დამუშავება (მრგვალი ჭურჭელი თუ არ გაქვთ, ოთხკუთხედშიც კარგი გამოვა):
1. აიღეთ ღრმა მრგვალი ჭირჭელი ისე როგორც მოცემულია სურათზე.

2. ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი დაჭერით ისე როგორც ქვემოთ სურათზე ჩანს. შემდეგ თოთოეული ნაჭერი გაჭერით სიგანეზე თხელი მოქნილი ფირფიტები რომ გამოვიდეს.

3. ფირფიტები ჩააფინეთ მრგვალ ძირიან ჭურჭელში ისე როგორც პირველ სურათზეა მოცემული.
4. მაცივრიდან გამოიღეთ კრემი ბისკვიტს დაასხით კრემის ნახევარი, ზედ დააწყვეთ პატარა ბისკვიტები მერე მოასხით მეორე ნახევარი შიგნით ჩაარჭეთ თხლად დაჭრილი ბანანები და კიდევ ერთხელ კარგად მოაწყვეთ დაჭრილი ფირფიტები. ეს თავი უნდა დაიფაროს იმიტომ რომ ლანგარზე გადატანისას ის გახდება ძირი.
5.ნამცხვარი მაცივარში დატოვეთ მთელი ღამით.

დილას გადმოიღეთ სასურველ ლანგარზე - ლანგარი დაადეთ თასს და გადმოატრიალეთ. თუ გადმოსვლა იუარა წაუთაქეთ ერთი- ორი. მორთეთ სურვილისამებრ :)
მე ასე მოვრთე :)
დეფექტებს არ ვიმჩნევთ, ბოლოსდაბოლოს პირველად ავაწყვე მსგავსი რამ :)

შენიშვნები:
1. კრემი - შეგიძლიათ ისეთი მოამზადოთ როგორიც გინდათ. გინდაც ჩვეულებრივი ნაღებიანი!
2. გაფრთხილებთ რომ ნამცხვარი ძალიან გემრიელია და დღეს ოთხ კაცს ერთი ასეთი შემოგვეჭამა :)


4 comments:

Keti said...

აი, შენ ნამდვილად ხარ კულინარიის ნიჭით დაჯილდოვებული, შეგიძლია მოიფიქრო და დაწერილი წესების გარეშეც ამზადო – ჰოდა, ეს პოსტი ამის დასტურია :)
ძალიან ლამაზია!

Clown said...

@keti
მართალი ხარ ქეთი ^_^

ელენე said...

წავიკითხე, აღვფრთოვანდი ამ არაორდინალური გადაწყვეტილებით და დამესივნენ ჩემი შვილები: "ჩვენც გაგვიკეთე, დეე!"

აუფ, შევძლებ?!

Toma said...

Keti, Clown :* madloba :)

ელენე - namdviald Sedzleb da ufro meti, saqmes gagiadvileb. kremad atqvefili nagebi gamoikene.. ufro advili mosamzadebelia da droc naklebi miavs!