Jan 7, 2011

ღორმუცელა და ფუმფულა ჭიები :)

დღემდე დარწმუნებული ვარ რომ სოფელში გატარებულმა წლებმა, თვეებმა და საერთოდ ბავშვობის პერიოდმა ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე. ბუნებასთან უფრო ახლოს ვიყავი და საკმაოდ კარგი ცოდნა შევიძინე ცხოველებთან და მცენარეებთან დაკავშირებით. ახლაც კი ხის მერქანის მიხედვით შემიძლია გამოვიცნო ხილი... უფ მივედ-მოვედები ისევ, ხეებზე წერას არ ვაპირებ, ჩემი დღევანდელი პოსტი ეძღვნება აბრეშუმის ჭიას :)

სულ პატარები ვიყავით მამას ბიცოლას რომ აბრეშუმის ჭიით სავსე დიდი ჩელტები ქონდა სახლში :) ვინც არ იცის გეტყვით რომ აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთის ფოთოლს მიირთმევს და ჩვენც მამას ბიცოლასთან ერთად ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერ დავდიოდით ფოთლის საკრეფად. რადგან ჭიები ზაფხულის პირველ თვეში ყავდა ხოლმე, ფოთლის კრეფასთან ერთად თუთის ჭამასაც ვახერხებდით :) ხოდა თამამად შემიძლია ვთქვა - რაც ჩვენ სოფელში თუთის ხეები იყო, ყველას ხილი გვქონდა გასინჯული :)

მართლა საოცარი პერიოდი იყო, რადგან ვისწავლე და საკუთარი თვალით დავინახე რომ ხდება მეტამორფოზი - კვერცხი, ჭია, ჭუპრი, პეპელა, კვერცი. მართლა სასწაული იყო ჩემთვის, ალბათ ყველაზე პირველი სასწაული რომელიც მახსოვს :) ის თუ რას აკეთებდნენ მას შემდეგ რაც ჭია თავის ლამაზად მოქსოვილ სახლში ძვრებოდა, არ ვიცოდი. მამას ბიცოლა კრიფავდა ხოლმე და აბარებდა სადღაც. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ ამ ჭუპრებს ხარშავდნენ :(.

გაგიკვირდებათ ალბათ რამ ან ვინ გამახსენა აბრეშუმის ჭიები. ვინ და ერთმა კარგმა გოგონამ რომელსაც დღეს ფეისბუქზე ვესაუბრებოდი, სწორედ მან ახსენა აბრეშუმის ჭიები და უცებ იმხელა სითბო ვიგრძენი, იგივე სითბო რასაც ჩვენი აბრეშუმის ჭიების დაპურების დროს ვგრძნობდი ხოლმე :). ფოთოლს რომ დაუყრი, იწყებენ ცმაცუნს და ოთახში ისეთი ხმაურია გეგონება 100 კაცი ჭამდეს საჭმელს :) :*

ფუმფულა, გატიკნული და ხავერდოვანი აბრეშუმის ჭიები :)


7 comments:

Keti said...

ეს ჭიები ისე მიყვარს – როგორი შრაშუნი იციან ჭამის დროს! და როგორი სუნი აქვთ... ჩემს დეიდაშვილს ჰყავდა ხოლმე და ისე მიყვარდა, საათობით შემეძლო მეცქირა, როგორ ჭამდნენ :))

ისე მიყვარს, ბუნების მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ ადამიანებს...

Keti said...

რომ ხარშავდნენ არ ვიცოდი :( ჩემს დეიდაშვილს სკოლაში ავალებდნენ მათ ყოლას, რაღაც ნორმასავით იყო ხოლმე..

Toma said...

xoooo, zuustad shrashuni :)
tan rogori gormucelebi ariaaan :)
chamen da chamen :)

keti - ratom avalebdnen xolme? rame specialuri skola iyo?

Keti said...

არა, ჩვეულებრივი სკოლა. მაგრამ შრომის გაკვეთილისთვის თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინ, საბჭოთა დროს :) რომ ჩავდიოდი, სულ სარდაფში გავრბოდი – მენახა :)

Toma said...

ra magariaa :)
neta axlac avalebdnen bavshvebs msgavs rameebs :)

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Keti said...

კარგი იქნებოდა, მართლა :)