Jan 7, 2011

რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მონოზიგოტური ტყუპები?!

ამ წუთას მოვრჩი ტყუპებზე დოკუმენტური ფილმის ყურებას ხოდა სასწრაფოდ შემოვარდი რომ დამეწერა ერთი ძალიან საინტერესო დისციპლინის შესახებ რომელსაც ეპიგენეტიკა ჰქვია.

იმისათვის რომ ჩვენ მაყურებელს გაგვეგო რა არის ეპიგენეტიკა, გააკეთეს შემდეგი შედარება: ფურცელზე დაწერილია ნოტები (გენები) მაგრამ დირიჟორი არის ადამიანი რომელიც ახორციელება ნოტების მუსიკად გადაქცევას (გარემო). ეპიგენეტიკის მიხედვით იმ უამრავ გენს შორის რომელიც ჩვენ გვაქვს ყველა არ არის აქტიური. არიან გენები რომელბიც მუშა მდგომარეობაში არიან და არიან გენები რომლებიც "ისვენებენ". ეპიგენეტიკური ფაქტორები ახლდენენ მიძინებული გენების ამუშავებას, გაღვიძებას და შესაბამისად გენის სტრუქტურის შეცვლის გარეშე ხდება ცვლილებები :). ეპიგენეტიკური ფაქტორები მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

დოკუმენტურ ფილმში რომელსაც დღეს საღამოს ვუყურე, ცდილობდნენ აეხსნათ თუ რატომ გვხვდება მონოზიგოტურ ტყუპებში ძალიან დიდი განსხვავებები მათ შორის სექსუალური ორიენტაცია, სხვადასხვა დაავადებები (დიაბეტი, ლეიკემია) და ა.შ.

პირადად მე ვფიქრობ რომ ეპიგენეტიკა არის ძალიან საინტერესო სფერო, და ვნანობ რატომ არ ვარ უფრო ახალგაზრდა მაგრამ ჩემი ამ მომენტის გამოცდილებით და ცოდნით. ამ სფეროს ნამდვილად სიამოვნებით შევალევდი დროს და ენერგიას :)

2 comments:

lasharela said...

ახლა მივხვდი თამო. შენ უნდა სემოიღო ტაგები.

შენს ბოგზე არის პეროგების რეცეპტები (რომელიც მე არ მაინტერესებს არასოდეს) არის შენი პირადი ისტორიები (გამოცდა როგორ ჩააბარე) კიდევ ბევრი რამე და არის ძალიან ბევრი ინფორმაციული და შემეცნეითი პოსტი - რომელიც მე მაინტერესებს...

ხოდა დაყავი გთხოვ თემატურად :)

Toma said...

kargi azria. magi arc ki mifiqria.
aci davyoof xolme. magram rogor? ubralod tagebshi davcero piradi, shemecnebiti da a.s.?

shen aci naxe postebi :D
orshabatidan chinurs vickeb da chinris gakvetilebs davcer xolme :D