Jan 29, 2011

5+3

ჩაათავეს ქალებმა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში და ალბათ გაინტერესებთ რა შედეგით დამთავრდა ის, პირველ რიგში კი ჩვენი მოციგურავე ელენე გედევანიშვილისათვის.

დღეს სავარჯიშო ოთახში რომ აჩვენეს ელენე ეგრევე გავიფიქრე, რაღაც ვერ არის ეს მთლად თავის თავში დარწმუნებულითქო, მერე ყინულზეც რომ გამოვიდა ძალიან "შეშინებული" სახე ქონდა. თავიდან პროგრამა თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მერე აურია როგორც იცის ხოლმე. დაუმთავრებელი ნახტომები, მერე დავარდა, მერე ელემენტები სუფთათ არ შეასრულა.. არადა რა კარგი შანსი გვქონდა, ელენეს წინ მოციგურავეები ვინც იყვნენ ყველა დავარდა, თან რამოდენიმეჯერ. ელენეს რომ თავისი პროგრამა სუფთათ ეკატავა მედალს ნამდვილად აიღებდა. სამწუხაროდ პირველი დღის მეხუთე ადგილიდან, დღეს ელენე მერვე ადგილზე ჩავიდა :(

გამარჯვებული სამეული კი ასე გამოიყურება
პირველი ადგილი - შვეიცარიელი სარა მეირი. ამ მოციგურავისათვის ევროპის ჩემპიონატი პირველი შეჯიბრება იყო სეზონზე, არავინ იცოდა რა ფორმაში იყო. არც სურდა ჩემპიონატზე გამოსვლა, მაგრამ რადგან შვეიცარიას ქალებიდან სხვა არავინ ყავდა, სარა ბევრი მოლაპარაკებების შემდეგ დაითანხმეს. როგორც თქვეს ეს მოციგურავე თავს ანებებს სპორტს, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ მეეჭვება მსოფლიო ჩემპიონატში რომ არ მიიღოს მონაწილეობა.


მეორე ადგილი- იტალიელი კაროლინა კოსტნერი. მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი დავარდნების მიუხედავად იმდენი ქულა მოაგროვა რომ მეორე ადგილი აეღო. ჩემი აზრით კაროლინა კოსტნერი ძალიან ლამაზია ყინულზე.

მესამე ადგილი - კიირა კორპი ფინეთიდან. ის რაც ამ მოციგურავეს შეემთხვა იყო ტრაგედია. მოკლე პროგრამის შემდეგ დამაჯერებლად პირველ ადგილზე იყო. თავისუფალი პროგრამაც დამაჯერებლად დაიწყო, პროგრამის მეთხუთმეტე წამზე კი შეცდომა დაუშვა, ამის შემდეგ მისი თვითდაჯერებულობა სადღაც გაქრა, და სტაბილური პირველი ადგილი მესამე ადგილით შეიცვალა.


Eng:
I have written just a small resume about the European championship in figure skating. Today we saw the in Ladies' free skating and the results are follow:
Sarah MEIER - first place, Carolina KOSTNER - second place, Kiira KORPI - third place :)

Can't wait to Word Championship in Tokyo 22-29 march :)

No comments: