Jan 30, 2011

მე ვხედავ მზეს - 30-01-2011

ხოდა ასე, დღეს ვარჯიშის პირველი დღე მქონდა. აბონემენტი ვიყიდე პარასკვეს, სავარჯიშო შარვალი გუშინ და დღეს დილის 10 საათზე უკვე დარჭობილი ვიყავი სპორტ დარბაზში. დიდი ხანი ვარჯიში ვერ მოვახერხე იმიტომ რომ ძალიან დავიღალე, სულ მაქსიმუმ 40 წუთი ვივარჯიშე და ყველაზე მეტი სარბენ ბილიკზე. მიყვარს სირბილი, ძალიან მიყვარს.

ახლა ასეთი გეგმა შევიმუშავე - მირჩევნია ყოველ დღე ვიარო დარბაზში და 30-40 წუთი ვივარჯიშო ვიდრე კვირაში ორჯერ და თავი მოვიკლა. ხოდა ვნახოთ აბა რა გამოვა. ჩემ მიზანს არ წარმოადგენს წონის დაკლება, მინდა რომ ფიზიკურად ვიყო ამტანი და ძლიერი, ხოდა ძირითადად ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. ხვალ იმედია პერსონალი დამხვდება დარბაზში და დაველაპარაკები რომ ინდივიდუალური გეგმა შევიმუშავო.

Eng:
I have finally started going to the gym but after the morning's training, I found out that my physical condition is quiet poor which surprised me a lot to be honest. I will be going to the gym regularly during next month and I hope for the best :)

8 comments:

Keti said...

ძალიან კარგი ამბავია! თუ ყოველდღე მოახერხებ, უკეთესი...

babisa said...

rakargia, rom daiwye varjishi, mec sul minda da ai jerac ver movabi tavi :)

mara, me rogorc vici, instruqtorebi amjobineben kvirashi samjer varjishs.. vnaxot ras getyvian :)

Anya said...

I think I will need it also going to the gym !!!
Not for my figure ...... LOLS
because i´m thin
but for my health its always better
you can there relax 100 %

Lets do it this new year !!!

Tomushka said...

mec mixaria rom davicke da gavargvie chaketili cre. tumca mainc vfiqorb rom garet sirbili ketesia vidre darbazshi :D

babisa- xo ai eg tavis mobmaa yvelaze didi problema torem mere ki advilia.

Anya - yes, i think gym is a good idea for increasing the stamina and for having just good condition.
my goal is to be strong! :D :D I do not know how I will it, but I am going to work over the subject :D

Keti said...

გარეთ სირბილი კარგია, მაგრამ ამ ორს რომ ვადარებ, კლუბი მირჩევნია – იქ უფრო კომპლექსურად ვვარჯიშობ, ყველა კუნთი და სხეულის ყველა ნაწილია ხოლმე ჩართული. ამიტომ მინდა მალე დათბეს, რომ ისევ იქ მივიდე :)

Keti said...

პირიქით კი გამომდის სეზონების მიხედვით არჩევანის გაკეთება :) მაგრამ ზამთარში გვიან საღამოს კლუბიდან გამოსული ადვილად ვცივდები, რადგან ფეხით მიწევს სახლამდე წასვლა

Toma said...

Keti - კომპლექსურ ვარჯიშებზე გეთანხმები, კლუბი ბევრად ჯობია უფრო მეტი შესაძლებლობებია.


რამდენი ხანი გჭიდება სახლამდე მისასვლელად? მეც ფეხით მივდი-მოვდივარ მაგრამ 5 წუთი მჭირდება, თან ძალიან ჩაფუთნული დავდივარ :D

Keti said...

7-10 წუთი, მაგრამ მაინც :(
ასე რომ, ნოემბრიდან თავს ვანებებ ხოლმე