Jan 27, 2011

I See the SUN /მე ვხედავ მზეს 27-01-2011

ეს ვაკანსია ჩემმა მეგობარმა მაჩვენა გუშინ და იქნებ დაინტერესდეთ -ბლოგერი საინტერესო და მხიარული რამ ჩანს :)

დღეს ბევრი ყოყმანის გარეშე გავაცდინე ლექციები. სულ ორი საათი ლექცია გვქონდა და ლექციებს შორის 3 საათიანი შესვენება. ხოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ყურყუტს სახლში ჯდომა და მუშაობა ვამჯობინე :) ამ დროისათვის ხუთიდან ერთი საშინაო დავალება უკვე დავწერე :) დღის მეორე ნახევარს კი თეორიას მოვანდომებ :)

კარგი ამბები - ბავშვთა საავდმყოფოში ვივლი პრაქტიკაზე :) სახლიდან ახლოს არის და რაც მთავარია ჯგუფი თამაშის თერაპიას ეხება :) თამაშის თერაპიაში ჩემი ცოდნა უდრის ნოლს, ამიტომ მიხარია რომ იქ ვიყნები :)


Eng:
Couple weeks ago, i have started a project "I See the SUN". The goal of this game is to write positive post about our everyday life. There are 13 members and we try to cheer each other and say positive things to each other :) Next game will start by the end, the goal is secret so far, but you can start thinking about joining us :)

Language - can not be an issue, we can use Google translator. Blog - it is not so important as well, u can write a diary or use Word.

So think about joining the project
"I See the SUN" :)

6 comments:

ელენე said...

შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ თქვენი სწავლის პროცესებს და საკითხებს...მართლა საინტერესოა (და შრომატევადია) თქვენი მუშაობა...

სიამოვნებით გავიზიარებდი თქვენს ცოდნას თამაშის თერაპიაზე...როგორც ადამიანი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს და ათასგვარ პრობლემებს აწყდება. არადა არანაირი (თვითგანათლების გარდა)ცოდნა არ გამაჩნია ფსიქოლოგიის...(ვფიქრობ ეს თამაშის თერაპია ახლოსაა ფსიქოლოგიასთან)

Toma said...

კი, თამაშის თერაპია ახლოსაა ფისქოლოგიასთან, მაგრამ ოკუპაციურ თერაპიაში ის გამოიყენება სავარჯიშოდ - სოციალური, მოტორული და კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად. შესაბამსიად თამაშიც ისე აგებული რომ ესა თუ ის ფუნქცია რაც შეიძლება კარგად განვთარდეს.

ბავშვებთან რა მხრივ მუშაობ? რა ასაკის ბავშვები არიან?

პ.ს. გთხოვ თქვენობით ნუ მომმართავ :)

xissunianisaxli said...

vaime me ukve gavzavne mand cv DD

Toma said...

xissunianisaxli - ძალიან კარგი!!!

ელენე said...

მასწავლებელი ვარ და ამჟამად ჩემი მოსწავლეები 9-10 წლისები არიან. პარალელურად ვარ მათი დამრიგებელიც და პრობლემების გადაჭრაც გვიწევს და ხშირად ვწუხვარ ხოლმე, როცა პროფესიონალი ფსიქოლოგი მჭირდება ...

http://chemiklasi2008.blogspot.com/

Anonymous said...

ra saintereso gancxadebaa :))