Jan 24, 2011

მე ვხედავ მზეს, 24-01-2011

როგორც წინა პოსტში ვამბობდი დღეიდან ახალი საგანი დაგვეწყო, საგნის სახელია Enabling occupational development for children, adolescents and young adults. ეს არის პირველი შემთხვევა როცა ბავშვებთან მომიწევს საქმის დაჭერა და მესამე შემთხვევა როცა ბავშვებზე ვსწავლობ რაღაცას - განვითარების ფსიქოლოგიას და ბავშვის ფსიქოლოგიასთან ერთად.

სიმართლე რომ გითხრათ ბავშვებთან მუშაობას არ ვგეგმავ, იმიტომ რომ ჯერ ერთი მძიმეა და მერე კიდევ ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა - თავად ბავშვთან და მის მშობლებთან. ხშირად ჩნდება მორალური დილემები, ის რაც კარგია და აუცილებელია ბავშვისათვის მშობლისათვის მიუღებელია იმიტომ რომ ამ რაღაცას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა რომ ინვალიდის სავარძლის შეთავაზება ერთ ერთი ყველაზე მძიმე მომენტია ოკუპაციური თერაპევტისათვის, რადგან მშობლისათვის ინვალიდის სავარძელს აქვს უარყოფითი სიმბოლური დატვირთვა - ჩემი შვილი არის ხეიბარი.

რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა, ისეთი კარგი მასწავლებელი გვყავს, ისეთი კარგი რომ ასე მგონია ამ საგანს "შემაყვარებს". ძალიან მეთოდური და ორგანიზებული ქალია (ადრეც შევხვედრივარ). დღევანდელ ლექციაზე მოვიდა კარგი ვიდეომასალით და მართლაც მშვენიერი ლექცია ჩაგვიტარა. მერე კიდევ სპეციალურად ჩვენთვის იპოვა პრაქტიკის ადგილები და ჩვენ მინიმუმ 2 ჯერ შევხვდებით ფუნქცია და განვითარება დაქვეითებულ ბავშვებს, ვნახავთ როგორ მუშაობენ მათთან ოკუპაციური თერაპევტები და მონაწილეობას მივირებთ თერაპიის პროცესში. დამიჯერეთ ასეთი რამ ჯერ არცერთ მასწავლებელს გაუკეთებია. ოფიციალურად პრაქტიკა სემეტრში ერთხელ გვაქვს 4 კვირით, ამ ქალმა კი "არაოფიციალური" პატარა პრაქტიკა "გაჩითა" ჩვენთვის :)

ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მასწავლებელს - ლენას მართლა სურს საგანი სერიოზულად და ღრმად რომ ვისწავლოთ, და ხუთ კვირიანი კურსისაგან მაქსიმუმი მივიღოთ. ხოდა მახარებს ესა :)


1 comment:

Keti said...

რა კარგია ასეთი პედაგოგი. მართლა რომ აინტერესებს საგანი და სტუდენტებისთვის სწავლება.
წარმატებები აბა! :)