Jan 20, 2011

მე ვხედავ მზეს 20 -01-2011

მე ვხედავ მზეს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ისეთი ჭყეტია მზე გვქონდა რომ მგონი ზაგარი მივიღე. ადრეც დამიწერია როცა მზე ანათებს და კარგი სიცივეა უკვე კარგ ხასიათზე ვარ ხოდა დღესაც ასე იყო.

მზეს უნდა ვუმადლოდე რომ:
  • ჩემმა საწყალმა ორქიდეებმა წყალი მიიღეს, აგერ უკვე მეორე თვეა უწყლოდ იყვნენ.
  • გავედი გარეთ და ვისეირნე. სეირნობიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი გზად შევიარე აუზზე. ეს ადგილი ჩემი სახლიდან 5 წუთის სავალზეა. თავად აუზზე სიარულისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ იგივე შენობაში აქვთ სპორტდარბაზი და ფასებიც მისაღებია. ვიფიქრე 2 თვე სანამ ამინდები გამოვა ვიარო?! ჯერ არ ვიცი.
  • წავედი ფოსტაში და მიღებული წიგნი გამოვიტანე. მწვანეა, ჩემი საყვარელი ფერი. ეს უკვე კარგის ნიშანია. წიგნი თავად იმხელაა რომ ადამიანს მოკლავ ან კიდევ ამ ქირურგიული ოპერაციისთვის გამოდგება (ბიბლიის ნაცვლად).



  • წინა პოსტებში გამოცდაზე კი ვწუწუნებდი, მართალია ბევრი სასწავლი მაქვს მაგრამ ფაქტია ამ მოკლე კურსით ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე. საინტერესოა ამ ცოდნას როგორ და როდის გამოვიყენებ.

6 comments:

გვირილა said...

ცოდნას კი გამოიყენებ რამეში ;-)
სპორტდარბაზი მაგარია, მართლა :-)
აი, ორქიდეებს რაც შეეხება, ერთი კაი ბლოგი ვიცი www.LIFEstylebatumelebi.blogspot.com
ხოდა, შედი აქ და ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ნახავ ბევრ მცენარეზე, მათ შორის ორქიდეაზეც ;) აი, ლინკს მოგცემ პირდაპირ.
http://lifestylebatumelebi.blogspot.com/2010/11/blog-post_1508.html

Toma said...

madlobaa bmulisatvis :)

orqideebi ukve meotxe celia rac maqvs da minda vtqva rom amatze advili mosavleli mcenare ar arsebobs :)

shen tviton sheidzleba sheurchio morckvis da a.s. rejimi, magalita me tveshi ertxel vdeb ckalshi 1 saatit da mere kovel dilit vnamav xolme. jer jerobit moscont imitom rom sul kvavian :)

erti oqris cesi arsebobs - mze arnda moxvdet :)

kanario said...

მეც მინდა სპორტ-დარბაზში სიარული, მაგრამ დრო 0.

Toma said...

fasi - 50-90 ლ. dzalian gadacharbebulia!

Toma said...

kanario - shabat- kvirras vapireb me siaruls. leqciebis mere meechveba movaxerxo. 4 ze vamtavrebt da mere ide sascavlic maqvs.

tumca rogorc chemma mascavlebelnma tqva - tu dros ver gamonaxav varjisatvis, mashin ipovi dros avadmyofobisatvis :D :D xoda vetanxmebi ragacashi.

tavidan mxolod erti tve unda avigo, vnaxav rogor cava da mere gadavckvitav ra vqna.

Keti said...

იარე იარე იარე :)
სპორტდარბაზში ანუ :)