Jan 17, 2011

მე ვხედავ მზეს 17-01-2011

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი როცა დილას შედგენილ გეგმას საღამოს თვალს გადავავლებ და ვიტყვი რომ ყველაფრის გაკეთება მოვასწარი?! მართლა ყველაფრის და ეს ყველაფერი ის საქმე იყო რომლის კეთებაც ჩვეულებრივ მეზარება.

რა გავაკეთე?!
  • სახლის საქმეები - დავალაგე, დავრეცხე, საჭმელი მოვამზადე.
  • სწავლის საქმეები- შევეცადე მესწავლა, შევუკვეთე მომავალი კურსის წიგნები.
  • კომუნიკაცია - პასუხი გავეცი და გადავაგზავნე ბევრი წერილი :)

ხოდა როგორ მოვასწარი ამდენი ? სულ ადვილად, მთელი დღე სახლში ვიყავი რადგან იმ საგანში რომელშიც ლექცია იყო დღესა უკვე მაქვს გამოცდა ჩაბარებული :) ხვალ კი მივდივარ და ვცდილობ პოზიტიური განწყობა შევიმუშაო იმიტომ რომ ორი საგანი გვეწყება რომლებიც მთლად გულზე არ მეხატებიან :D :D

დადებითი განწობის სმაილიკი :)

3 comments:

Gigoli said...

დიასახლისო შენ ნამცხვრის გამოცხობასაც მოასწრებდი?

Clown said...

^_^
მაგარია ^_^

ხოდა, წარმატებები :*

dato beshkenashili said...

გამარჯობა, შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით კითხვების მაქვს და ხომ არ შეგიძლია რომ დამეხმარო? :)