Jan 14, 2011

მე ვხედავ მზეს 14-01-2011

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე და იმედია გამომადგება მომავალშიც. მე დავასკვენი რომ ცხელ თავზე და გულზე ყინვა ყველაზე კარგად მოქმედებს, ყინვაში სეირნობა კიდევ მთლად უკეთესია.

მივხდი რომ ჩემთვის დადებითი ფაქტების წერა ძალიან ძნელია. ნეგატივს ჩამოგიწერთ ტონას ამ წუთას, მაგრამ დადებითის მიფიქრება ჭირს, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ვფიქრობდი ყურადღება გამემახვილებინა მხოლოდ კარგ რამეებზე.

პრინციპში კარგი დღე იყო, განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩემ გადარეულ დისშვილებს ველაპარაკე. მერე კიდევ ტრამვაიში ორი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი ბავშვი ამოვიდა. ერთი გარმონზე უკრავდა მეორე კიდე მის დაკრულზე აჯაზებდა. 8-9 წლისები იქნებოდნენ. მათი სახეები კარგად დავიმახსოვრე, იმიტომ რომ ის ბავშვები თავის გზას იპოვნიან მუსიკაში!!!





5 comments:

xissunianisaxli said...

მეც საშინლად მიჭირს.

იმედია თვის ბოლოს ბევრ დადებით დავაგროვებ )

Toma said...

sashilad gamouscorebeli optimisti var da mgonia rom "gavvarjishdebit" . jer tavs unda davatanot dzala da mere tavsit mova.

ase mgonia me!

salolas said...

მე კი სულ ვფიქრობდი რომ ცარიელი პოზიტივი ვიყავი :| ახლა კი მკვდარი სეზონი მაქვს.. თითქმის მთელ დღეს სახლში ვატარებ და ემოციები და სიახლეები ნაკლებია.. სხვა თუ არაფერი იმიტომ ამინც კარგია ეს წამოწყება, რომ ყურადღების გამახვილებას დადებითებზე ვცდილობთ და არა უარყოფითზე! :)

Toma said...

salolas - kiiii, ki namdvilad magia mizani, da imedia rm ertmanets gavamxnevebt. ar aris sachiro komentarebis datoveba, mxolod is rom tqvens postebs vkitxulb ukve karg xasitze makenebs.

Gigoli said...

ეჰ წუწუნი არ გავიგო ახლა!