Dec 31, 2010

კრახი ნამცხვარი წლის ბოლო დღისათვის

ასეთი საშინელი წინა საახალწლო დღე ჯერ არ მქონია.რასაც არ მოვკიდე ხელი არაფერი გამოვიდა, უბრალოდ ყველაფერი კრახით დამთავრდა. მათ შორის ეს ნამცხვარიც. საშინელი, მახინჯი ნამცხვარი, დამიჯერეთ ასეთი რამ ჯერ არ გამომსვლია.

ჩემი ქმარი იცინის - დალმატინელი ნამცხვარიაო. მე კიდე ვბრაზდები.

დღესასწაულების dark side

ვისაც ფსიქიატრიასთან და მენტალურ აშლილობებთან აქვს შეხება ეცოდინებათ, და ვისაც არანაირი შეხება აქვს ვეტყვი რომ დღესასწაულების დროს (ახალი წელი, შობა და ა.შ.) განსაკუთრებით იმატებს თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის რიცხვი. უამრავი ახსნა არსებობს, ბევრი მათგანი სპეკულაციაა და ბევრიც უფრო ახლოსა სინამდვილესთან, რას გაიგებ როცა საქმე ასეთ რთულ მოვლენას ეხება?!

მე დღეს ერთ დასკვნამდე მივედი რაც ჩემთვის ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან (კი ვაღიარებ რომ ჭეშმარიტება ფარდობითია!) - ყველაფერი სადღესასწაულო მოლოდინის ბრალია. ჩვეულებრივ დღეებში ადამიანს აქვს უფლება იყოს მარტო, იტიროს, თავი ურტყას კედელს, იშიმშილოს და უბრალოდ იყოს ცუდად. მაგრამ დღესასწაულებზეეეე?! ნტუ, ნტუ ნურას უკაცრავად! უნდა იყო კარგად, უნდა იღიმო, უნდა გაატარო დრო სხვა ადამიანებთან, უბრალოდ იყო კარგად. რაღაცნაირი სოციალური მოლოდინია რომელსაც ბევრი სუსტი ფსიქიკის ადამიანი ვერ უძლებს და დგავს კიდეც ასეთ ნაბიჯს. მითუმეტეს როცა ხედავ გარშემო ყველა ბედნიერია (მერე რა რომ ბევრი მათგანი უბრალოდ ბედნიერების ნიღას არის მოფარებული) შენ კი გინდა იყო ბედნიერი მაგრამ ელემენტარულად არ შეგიძლია (ბევრი მიზეზის გამო) სხვა გამოსავალი თითქოს არცაა, მხოლოდ ერთი რამ რჩება - წერტილი.

Dec 30, 2010

სახლის ახალი ბინადარი

გაიცანით ჩემი სახლის ახალი ბინადარი ორქიდეა კამბრიას ოჯახობიდან :) ხუთი ევრო ღირდა და თავი ვერ შევიკავე რომ არ მეყიდა თორემ ორიდეას ყიდვას სულ არ ვგეგმავდი.

სილამაზე სილამაზედ მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ძაალიან გრძელია, ასე 80 სანტიმეტრამდე. ხოდა ფანჯარაზე უშნოდ არის აკოწიწებული, არადა არ ვიცი სხვგან სად დავდო.
ისე კი ერთს დავამატებ, ორქიდეაზე ადვილი მოსავლელი მცენარე არ მეგულება, და ყველაზე სასიამოვნო ისაა რომ მინიმალური დანარხარჯით ღებულობ მაქსიმალურ სიამოვნებას- ულამაზეს ყვავილებს 2-7 თვის განმავლობაში :)

Dec 29, 2010

საახალწლო სუფრის ორომტრიალი :D

საახალწლო სუფრა - ყველაზე დიდი თავის ტკივილია რომელიც სუფრასთნ დაკავშირებით მიჩნდება ხოლმე. რა გავაკეთო? რისი გაკეთებაც მინდა იმის გაკეთება რეალურად მეზარება იმიტომ რომ დიიდ დრო მიაქვს და არ მინდა დღის ბოლოს ენა გადმოგდებული ძაღლივით ვიყო. ხოდა ასე ვარ ფიქრებში კვლავ და კვლავ.

ამ მომენტისათვის მხოლოდ ორი რამაა 100%იანი - გოზინაყი და შამპანიური. რადგანაც ღამე მძიმე საჭმლის ჭამა არ მინდა ამიტომ ვფიქრობ ორაგულის გაკეთებას საწებლად ბროწეულის წვენით მინდა რამის მომზადება. ასევე მინდა ერთი სალათა და ალბათ ნიგვზით ამოტენილ სტაფილოს მოვამზადებ. რაც შეეხება ნამცხვარს - არ ვიცი! აუცილებლად მინდა გავაკეთო რამე ნამცხვარი. ჯერ ვფიქრობდი ამ იტალიურ ნამცხვარზე Fondente di cioccolato bianco all'amaretto თეთრი შოკოლადის ნაცვლად შავი რომ გმოვიყენო და პირიქით, მაგრამ ამას იმდენი პაჭიპუჭი უნდა ლამის ჩვეულებრივ ჩიზქეიქს დავყაბულდე.

ხოდა აი ასე ვფქრობ ნამცხვარს და ვერაფერი მომიფიქრებია :(

თქვენ რას აპირებთ?

ტარააააააააააააამ :) 2010 წლის კარგი დასასრული :)

ჩემს რამოდენიმე პოსტში სულ ვწუწუნებდი რომ ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე არ მღებულობდნენ. ხოდა დღეს სახლში რომ შემოვედი დამხვდა წერილი სადაც ეწერაააა რომ ტარაააააააააააამ - თქვენი მონა მორჩილი მიღებულია ჩინური ენის შემსწავლელ ფლექს კურსზე.

რა და როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ მიხარია თან მეშინია როგორ მოვახერხებ ჩინური ენისა და სწავლის შეთავსებას. მაგრამ ვცდი, რაც გამოვა გამოვა. თან ადამიანმა თავს უფლება უნდა მისცეს და ჰობის კვირაში 3-4 საათი მაინც დაუთმოს!

სავალდებულო შემაჯამებელი პოსტი 2010 :)

სულ მქონდა მაგრამ ამ ბოლო დროს გადაწყვეტილების მიღების პრობლემა გამიჩნდა. ტიპა - ვიყიდო - არ ვიყიდო, დავწერო -არ დავწერო, წავიდე - არ წავიდე, ვჭამო -არ ვჭამო და უამრავი მსგავსი კითხვა რომელიც ყოველდღიურად მჭამს. ხოდა ეს პოტიც იგივე სერიიდანაა, მთელი კვირა ვფიქრობდი და ვერ გადამეწყვიტა დამეწერა თუ არა წლის შემაჯამებელი პოსტი, ბოლოს მანეტკა ავაგდე და დაეცა რომ უნდა დამეწერა, შესაბამისად ვწერ.

ისევე როგორც ყველა წელს, 2010 წელსაც მოხდა კარგი და ცუდი ამბები. ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო იტყვიან და მეც ცუდი ამბებით დავიწყებ - ბებიების გარდაცვალება. ამ წელს ჩემი და ჩემი ქმრის ბებია გარდაიცვალა. ორივე ერთიდაიგივე მიზეზის გამო.ძალიან იმოქმედა და ძალიან შემეშინდა. ამ ორი მოვლენის ფონზე ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა ამიტომ აღარ დავკონკრეტდები.

კარგები - მოგზაურობა - ძალიან პროდუქტიული წელი იყო. ბევრი ვიმოგზაურეთ და ძალიან კარგად დავისვენეთ. სწავლა -ასევე ძალიან კარგი წელი იყო. ბოლოსდაბოლოს ანატომიაც კი ჩავაბარე. დანარჩენი საგნებიც კარგად დავძლიე და რამოდენიმე - Excellent - იც კი მივიღე და გავიბღინძე სიხარულით. ჯანმრთელობა - კააარგი. ერთი გაცივებული ვიყავი თორემ დანარჩენის მხრივ - ხარივით ჯანმრთელი (ნეტა მომავალ წელსაც ასე იყოს :D)

ერთი სიტყვით რომ შევაჯამო - 2010 წელს ვუწოდებდი მოძრაობას. სულ დვიჟენიებში ვიყავი, ხულ გადარბენაზე და სულ მოსწრებაზე. არაფერი მაქვს საწინამღდეგო მომავალი წელიც ასე თუ იქნება :)

ხოდა აი ასეთი სკრომნი წელი იყო :)

Dec 27, 2010

მოდი და ნუ გეყვარება საშობაოდ უნგრეთში ჩამოსვლა :)

რატომ მიყვარს საშობაოდ უნგრეთში ჩამოსვლა? ბევრი მიზეზის გამო! ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა რომ მეგობრებს და ნათესავებს ვნახულობთ და იგივე მიზეზის გამო საქართველოშიც მიყვარს ჩასვლა მაგრამ მეორე და არცთუ ნაკლები მიზეზი გემრილი საჭმელებია. კერძოდ კი ეს გემრიელობები!

1. უნგრული თევზის სუფი! ოჯახში მომზადებული, სუფი 4-5 საათი მზადდება და საბოლოოო შედეგიიიიი, უუუუუუუუუუ აგაყმუვლებს ადამიანს ისეთია :) თევზის სუფი ანუ ჰალაშლე (სურათი დავგუგლე, ჩემი გადაღებული არაა)

2. ბატის/იხვის შემწვარი ღვიძლი. ეს არის ექსკლუზიური პროდუქტი რომელიც ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაში მზადდება - უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია. ამ ფრინველებს სპეციალური წესით ზრდიან რომ ღვიძლი გაუდიდდეთ, ფაქტიურად ღვიძლი ცეროზდება. ვიცი ბარბაროსობააა მაგრამ დამიჯერეთ ამ ყველაფერზე ნაკლებად იფიქრებთ კერძის გასინჯვის დროს :) ტრადიციულად კერძი უნგრულ ტკბილ ღვინოსთან ერთად მიირთმევა (ტოკაი)

ბატის ღვიძლი :) არც კი იფიქროთ მისი ქათმის, ძროხის ან რაიმე სხვა ცხოველის ღვიძლთან შედარება. ეს სულ სხვა რამეა! დამიჯერეთ!

უნგრული ტკბილი ღვინო ტოკაი. ეს ღვინო ძალიან სპეციფიკურია და თუ არ დამეზარა პოსტს დავწერ.

3. უნგრული საშობაო კოლაჩი. ნიგვზით აკეთებენ. უუუუუუუუგემრიელესიიი! ჩვენი ნათესავები ჩემთვის აკეთებენ ხოლმე ერთ სპეციალურ კოლაჩს და პერსონალურად მე გადმომცემენ ხოლმე. მეც ვიფერებ დიდის ამბით და ერთ დღეში ვუღებ ბოლოს :D ნიგვზიანი კოლაჩები მარცხნივ ზედა კუთხეში.
ხოდა ასე :) ახალი სურათებით და პოსტებით კვლავ დავბრუნდები :)

Dec 25, 2010

U Have Used Me as a Fish Long Enough

ყბა მაქვს ჩამოვარდნილი. იდეაში გამოდის რომ ყველაფერი რაც კოგნიტურ ფსიქოლოგიაზე ვიცით, ყველაფერი რაც ხელევნური ინტელექტის შექმნასთან არის დაკავშირებული ძირითადად CIA და КГБ - ს წყალობითაა.

U Have Used Me as a Fish Long Enough - დოკუმენტურ ფილმთა სამი სერიაა სადაც საუბრობენ თუ როგორ ხდებოდა ადამიანების გადა/დაპროგრამების მცდელობა მათ მეხსიერებაზე მანიპულირებით. უამრავი ექსპერიმეტი რომელიც სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ცნობილ უნიერსიტეტებში ტარდებოდა სწორედ CIA-ის დაკვეთით, რადგან სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დაინტერესებული ადამიანების მართვით, სწორედ ამ ორგანიზაციას ქონდა ფული და ძალაუფლება რომ საკმაოდ რთული და სარისკო ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და რაც მთავარია ვინმე რამეს თუ იყტოდა გემრიელად გაეჩუმებინათ. აიღეთ ნებისმიერი ცნობილი ფსიქოლოგი რომელიც კოგნითური ფსიქოლოიგიის სფეროში მუშაობდა 60-70 წლებში და თავს დავდებ რომ ის CIA-თან თანამშრომლობდა!

როგორც ფილმში ამბობენ ადამიანის მეხსიერების წაშლა საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს, მაგრამ ახალი მეხსიერების ჩადება და შექმნა არ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს ხელოვნურ იტელექტის შემუშავება. მანქანები რომლებიც თავიდანვე სპეციფიკური მეხსიერებით იქნებოდნენ აღჭურვილნი. ის თუ რისთვის იყო მსგავსი მანქანები საჭირო თქვენი ფანტაზიისათვის მიმინდვია, ერთს კი ვიტყვი დიდი ხნის წინ წავიკითხე წიგნი Ender's Game რომელიც ფანტასტიკის ჟანრიდან მეგონა ამ დოკუმენტური ფილმების შემდეგ კი დავრწმუნდი რომ ის რაც ფანტასტიკა მეგონა სინამდვილეში რეალობაა!


Dec 24, 2010

საშობაო სურათები :)

ესეც დღეს გადაღებული საშობაო სურათები




Dec 22, 2010

მგონი ამოვისუნთქე :D

არ მჯერავს რომ სემესტრი დამთავრდა! უსაშველოდ რთული სემესტრი რომლის განმავლობაში სულის მოთქმაც კი ვერ მოვახერხე და გუშინ მასწავლებელმაც კი მითხრა - ამოისუნთქეო! რაც მთავარია ყველა საგანი ჩავაბარე, ზოგი ძალიან კარგად, ზოგი შედარებით კარგად. ხოდა ახლა ვისვენებ :) კი დამავიწყდა როგორ უნდა დასვენება მაგრამ მაინც ვცდილობ დავისვენო :)

საშობაო საჩუქრები უკვე ვიყიდე ყველასათვის. ჩემთვის არაფერი მიყიდია მაგრამ ვფიქრობ ანდროიდი ვიყიდო ეს აურზაური რომ გადაივლის. ძალიან მენანება ჩემ ძველ ტელეფონთან გამომშვიდობება მაგრამ ცალკ ცალკე პალმის და ტელეფონის ქონას მირჩევნია ისევ ერთი ანდროიდი მქონდეს. აი ამ Samsung Galaxy 551 ზე ვფიქრობ. ახლა 270 ევრო ღირს მაგრამ ასე მგონია შობა რომ ჩაივლის გააფდება.

Dec 18, 2010

ხორცის ფარშის მორი სოკოთი - ძალიან გემრიელი კერძი შეფ-პოვარისაგან

პრაქტიკაზე რომ ვიყავი ჩვენს დაწესებულებაში ერთი შეფპოვარი გადიოდა რეაბილიტაციას. ხოდა ამ შეფმა ერთ დღეს ძააალიან გემრიელი ლანჩი შემოგვთავაზა, ისეთი გემრილი იყო რომ რეცეპტი ვთხოვე და მანაც გამიზიარა. შესაბამისად დღეს ამ გემრიელი კერძის მომზადებას გასწავლით :)


ხორცის ფარშის მორი სოკოთი:)
ერთმანეთში მომდევრობით აურიეთ:
1 კგ. ხორცის ფარში
3. ცალი კვერცხი
1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 ცალი გახეხილი სტაფილო
200 გრამი საშუალო ნაჭრებად დაჭრილი სოკო (1)
1 დეცილიტრი სუხარი
1 დეცილიტრი წყალი
2 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. პილპილი
2 ჩ.კ. გრილის სუნელი / სვანური მარილი წავა.

ეს ყველაფერი კარგად გადაზილეთ ერთმანეთში, მიეცით მორის ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელის შუა ნაწილში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

საწებელა - დააბლენდერეთ 100 გრამი სოკო, 1 ცალი ხახვი და 1 კბილი ნიორი 500 მლ რძესთან ერთად. ქვაბში ჩააგდეთ 50 გრამი კაქარქი, დააყარეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ნელ ცეცხლზე შუშეთ. შემდეგ დაამატეთ დაბლენდერებული მასა და ურიეთ. დაამატეთ ამრილი და პილპილი გემოვნებით.

გარნირად - მოხარშული კარტოფილი გავაკეთე მე :)

შენიშვნები:
  1. კერძის გემო სოკოს ხარისხზეა დამოკიდებული. თეთრი შამპინიონებით ნუ გექნებათ იმედი რომ გემრიელი კერძი გამოვა. კანტარელები, ნიყვი და ა.შ. ძალიან კარგი იქნება.
  2. თუ თქვენ გაქვთ მორის ფორმა, მაშინ შეგიძლიათ ფარში მასში ჩადოთ და ისე გამოაცხოთ, თუმც გაითვალიწინეთ რომ ფორმა წინასწარ უნდა დაამუშაოთ - გვერდებზე წაუსვით კარაქი და მერე სუხარიკები მოაყარეთ.
  3. თუ თქვენ არ გაქვთ ფორმა მაშინ ჩვეულებრივ ჟარუნაზე დადეთ ხორცის მასა, მიეცით მორის ფორმა ზემოდან გადაუსვით თხევადი მარგარინი და გვერდებზე მსხვილად დაჭრილი ხახვი შემოუწყვეთ.

Dec 16, 2010

უპატრონო ბავშვები და იდიოტი წამყვანი!

პრომო რომ ვნახე თავს პირობა მივეცი რომ არ ვუყურებდი პროფილს, მაგრამ ვერ მოვითმინე და მაინც ვუყურე, ბავშვების ნახვა მინდოდა.

ნეტა არ მეყურებინა :( წამყვანის უაზრო ქცევებსა და არაპროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ. ასე მგონია ეს ქალი მხოლოდ ერთ ჩახვეულ კასეტაზე მუშაობს და რესპოდენტებს მნიშვნელობა არ აქვს. გულის ამრევია მისი ყოველი ქცევა და მისი ყოველი სიტყვა!!

ახლა მიზეზი რის გამოც ამ გადაცემას ვუყურე - უპატრონო ბავშვები! საშინელებაა პატარა ბავშვები ამხელა სევდის მატარებლები იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა რატომ დატოვეს მშობლებმა, მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა - ასეთი მშობლები მიტოვებული ბავშვების ერთი ცრემლის ღირსებიც კი არ არიან, ერთ წამიანი ფიქრის ღირსებიც კი.

Dec 11, 2010

შაფრანიანი ლუსიკატები :)

ორ დღეში ანუ 13 დეკემბერს ლუსია იქნება, მეც წინასწარ დავიჭირე თადარიგი და ახალი რეცეპტით შაფრანიანი ფუნთუშები გამოვაცხვე. ფუნთუშები ისეთი გემრიელი გამოვიდა რომ გადავწყვიტე მისი გაზიარება :)

ჩვენ საბოლოოდ აი ასეთი 30 ფუნთუშა გამოგვივა :)
ხალი რეცეპტის მიხედვით გვჭირდება ორი ცომი :)
ცომი 1. 50 გრამი კარქი/მარგარინი დავადნოთ, დავამატოთ 500მლ რძე და შევათბოთ ხელის ტემპერატურამდე. დავამატოთ 50 გრამი ცოცხალი დროჟი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი და 1.25 ლიტრი ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად მოვზილოთ დიდ თასში, გადავახუროთ ხელსახოცი და დავტოვოთ ამოსაფუვებლად დაახლოებით ერთი საათი.

ცომი 2. კარგად დარბილებული 125 გრამი კარაქი/მარგარინი ძალიან კარგად ათქვიფეთ 2 დეცილიტრ შაქართან ერთად, ისე რომ თეთრი ფაფუკი მასა მიიღოთ. შეათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი, 1 გრამი შაფრანი. კარგად აურიეთ.
თანმიმდევრობა
  1. მას შემდეგ რაც ცომი ნომერი 1 კარგად ამოფუვდება, ნელ ნელა შეაზილეთ ცომი ნომერი
  2. ერთიან მასას ნელ ნელა შეაზილეთ 5 დეცილიტრი ფქვილი. ცომი ძააალიან კარგად დაამუშავეთ.
  3. მოაგლიჯეთ ცომს პატარა ბურთულა, გააკეთეთ მისგან S ფორმის ფუნთუშა. ნაოჭებში ჩაუდეთ ქიშმიში, თხილი, ნუში ა.შ.
  4. საცხობ ფურცელიან ჟარუნაზე დააწყვეთ ფუნთუშები და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ თავზე გადაუსვით კვერცხი.
  5. ფუნთუშები გამოაცხვეთ 225-250 გრადუსზე 7-9 წუთის განმავლობაში.
სურათზე ხედავთ ერთ ჟარუნა გამომცხვარ და მეორე ჟარუნა გამოუცხობ ლუსიკატებს :)

შენიშვნები:
გირჩევთ რომ ცომში აურიოთ ერთი საშუალო ზომის ფორთოხლის ცედრა. საშინლად გემრიელი არომატი გამოდის, და ძალიან უხდება შაფრნს :)

ფუნთუშებს ჯერ კვერცხი გადაუსვით და მხოლოდ მერე მორთეთ ქიშმიშითა და ნუშით :)

გემრიელად მიირთვით :)

ოცნებობთ ნობელის ლაურეანტობაზე?!

აჰააააააააა, ნობელის პრიზის აღებაზე ფიქრობთ? მაშინ წაიკითხეთ ერთ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული რჩევები! :D

1. იკითხე Selma Lagerlöfი, აღმოჩნდა რომ ბევრი ნობელის ლაურეანტი სწორედ ამ წიგნს კითხულობდა ბავშვობაში :)

2. იმეცადინე და იყოლიე ჭკვიანი/გენიოსი მეგობრები. ძალიან ხშირად ნობელის პრიზს ჯგუფი ღებულობს ხოდა მეგობრებთან ერთად მისი აღება უფრო გაგიადვილდებათ :)

3.ისწავლე და იკვლიე აშშ-ში :) ბოლო 100 წლის განმავლობაში 235 ამერიკელმა მიიღო პრიზი, აქედან 24 პრიზი ჰარვარდის უნივერსიტეტელებმა.

4. ისწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები :)

და ბოლო :D :D

5. დაიბადე მამაკაცად :D ბოლო ასი წლის განმავლობაში მხოლოდ 38 ქალმა აიღო ნობელის პრიზი, დანარჩენი 723 კი მამაკაცი ლაურეანტია :)

Dec 9, 2010

თუ გავიჭედები და აი დარდი!

ისეთი თოვლია მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - ნეტა ტრამვაი და მატარებელი როგორ იმუშავებს.

ჯერ კიდე ვერ ვხვდები როგორ ახერხებენ რომ ზემოთხსენებულ ტრანსპორტს ყოველწლიურად ერიდაიგივე პრობლემა უჩნდებათ, თოვლთან დაკავშირებული პრობლემა. ხან სიგნალი არ არის, ხან თოვლში ეჩხირებიან, ხანაც დენი არ არის და საწყალი მგზავრები ზიან და იყინებიან. თან იაფი მაინც ღირდეს მგზავრობა. ფულს რასაც ვიხდით რაღაცას მიზანმიმართულად რაღაცას ხომ მაინც უმდა მოხმარდეს?

ხოდა ასე, იმედით რომ სადმე არ გავიჭედები ვტოვებ სახლს. თუ გავიჭედები და აი დარდი, ხილიც მქვს და წყალიც, თბილი კურტკაც და გავუძლებ როგორმე. დავიძინებ ბოლოსდაბოლოს. თან დღეს სრულიად ჩემი ინიციატივით მივდივარ პრაქტიკაზე, იმიტომ რომ რეალურად თავისუფალი დღე გვაქვს და გამოცდასთან დაკავშირებულ ლექციაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ხო იცით პრიორიტეტს რა მნიშვნელობა აქვს, ხოდა მეც კლიენტები ვამჯობინე გამოცდას.

გამოცდაზე კი, რაც იქნება იქნება. თუ ვერ ჩავაბარე გადავაბარებ. ამ შემთვევაში გამოცდის ჩაბარება ნამდვილად არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანი ნამდვილად საგნის კარგად დაუფლებაა. ხოდა წავალ ვიპახავებ.

Dec 8, 2010

ცუდი სიტყვა კარგად ითქმის

დღეს ძალიან გავბრაზდი.
იმდენად გავბრაზდი რომ თავი ვეღარ შევიკავე და "ლამაზი" მონოლოგი შევასრულე, სხვა ადამიანს ხასიათი და დღე გავუფუჭე.

ახლა ვზივარ დანაშაულის გრძნობით.
ის კი არ მადარდებს რომ ვთქვი რასაც ვფიქრობდი, არამეს ის თუ როგორ ვთქვი.
უფრო ადამიანურად შემეძლო მეთქვა, მაგრამ იმდენდ აღელვებული ვიყავი ვერ მოვზომე.

შაირებით უნდა დავიწყო საუბარი, თორემ ყველას მოვიმდურებ. ან კიდევ სანამ არ დავწყნარდები უნდა გავეცალო სიტუაციას.

Dec 7, 2010

ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავავრცელოთ!

წყარო - ნეტგაზეთი

ძაღლების თავშესაფრის ორმოცამდე ბინადარი უპატრონოდ დარჩა. თავშესაფარს მათი შენახვის რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ხელმძღვანელობამ მათი გაჩუქება გადაწყვიტა, თუმცა, ჯერჯერობით, მსურველები არ გამოჩენილან. თავშესაფრის დამფუძნებელი, თამაზ ელიზბარაშვილი რამდენიმე თვის წინათ სამართალდამცველებმა დააკავეს. ძაღლებს პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ შეექმნათ.

ზაფხულამდე ძაღლების მოვლაზე შვიდი ადამიანი ზრუნავდა, დღეს კი თავშესაფარს მხოლოდ ორი მათგანი შემორჩა. თავშესაფარს ვებგვერდიც აქვს– doghome.ge, სადაც ძაღლების ფოტოებია გამოქვეყნებული. მიუხედავად აქტიური ინტერნეტ კამპანისაა, ძაღლებს დახმარება, ჯერჯერობით, არავისგან არ მიუღიათ. თავშესაფრის დირექტორმა, თემურ მამოევმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ძაღლებს იქამდე მიხედავენ, სანამ პატრონი არ გამოუჩნდებათ, თუმცა თავშესაფრის დახურვა უკვე გადაწყვეტილია. აბსოლუტურად ყველა ძაღლი ჯანმრთელია და ვეტერინარის მიერ შემოწმებული.

ქართული, გერმანული და აზიური ნაგაზი, მეტისი, დალმატინი, პიტი, როტვეილერი, ქართული მეცხვარე-ეს არის იმ ჯიშების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც თავშესაფარში ახალ პატრონს ელოდებიან.


Dec 5, 2010

As Technology Surges, Radiation Safeguards Lag

რადგანაც ძალიან დიდი სტატიააა, მისი გდმოთარგმნა სიმართლე რომ გითხრათ დამეზარა, მაგრამ ასევე სიმართლე რომ გითხრათ მისი წკითვა ნამდივლად ღირს. სტატიაში საუბარია რადიაციული ტექნოლოგიების გამოყენების ორ მხარეზე As Technology Surges, Radiation Safeguards Lag

მოკლეთ კი სტატიაში საუბარია რადიაციულ თერპიაზე სიმსივნის მკურნალობის დროს. წერენ რომ ხშირად ხდება რადიაციის ოვერდოზირება რასაც სავალალო შედეგები მოაქვს. წერენ რომ რეგულაციები რომელიც აუცილებლად დასაცველია ამ მანქნაებთან დაკავშირებით დაცული არააა და ესაა სწორედ ამდენი შეცდომის შედეგი.

In New Jersey, 36 cancer patients at a veterans hospital in East Orange were overradiated — and 20 more received substandard treatment — by a medical team that lacked experience in using a machine that generated high-powered beams of radiation. The mistakes, which have not been publicly reported, continued for months because the hospital had no system in place to catch the errors.

In Louisiana, Landreaux A. Donaldson received 38 straight overdoses of radiation, each nearly twice the prescribed amount, while undergoing treatment for prostate cancer. He was treated with a machine so new that the hospital made a miscalculation even with training instructors still on site.

In Texas, George Garst now wears two external bags — one for urine and one for fecal matter — because of severe radiation injuries he suffered after a medical physicist who said he was overworked failed to detect a mistake. The overdose was never reported to the authorities because rules did not require it.

These mistakes and the failure of hospitals to quickly identify them offer a rare look into the vulnerability of patient safeguards at a time when increasingly complex, computer-controlled devices are fundamentally changing medical radiation, delivering higher doses in less time with greater precision than ever before.

Serious radiation injuries are still infrequent, and the new equipment is undeniably successful in diagnosing and fighting disease. But the technology introduces its own risks: it has created new avenues for error in software and operation, and those mistakes can be more difficult to detect. As a result, a single error that becomes embedded in a treatment plan can be repeated in multiple radiation sessions.

Many of these mistakes could have been caught had basic checking protocols been followed, accident reports show. But there is also a growing realization among those who work with this new technology that some safety procedures are outdated.

“Scientific societies haven’t been able to keep up with the rapid pace of technical improvements,” said Jeffrey F. Williamson, a professor of radiation oncology, who leads the medical physics division at the Massey Cancer Center at Virginia Commonwealth University in Richmond.

Hospitals, too, are lagging, sometimes failing to provide the necessary financial support to operate the sophisticated devices safely, according to accident reports and medical physicists, who set up and monitor radiological devices. And manufacturers sometimes sell machines before all the software bugs are identified and removed, records show.

At a 2007 conference on radiation safety, medical physicists went so far as to warn that radiation oncology “does indeed face a crisis.” The gap between advancing technology and outdated safety protocols leaves “physicists and radiation oncologists without a clear strategy for maintaining the quality and safety of treatment,” the group reported.

Government regulators have been slow to respond. Radiation accidents are chronically underreported, and a patchwork of laws to protect patients from harm are weak or unevenly applied, creating an environment where the new technology has outpaced its oversight, where hospitals that violate safety rules, injure patients and fail to report mistakes often face little or no punishment, The New York Times has found.

In this largely unregulated marketplace, manufacturers compete by offering the latest in technology, with only a cursory review by the government, and hospitals buy the equipment to lure patients and treat them more quickly. Radiation-generating machines are so ubiquitous that used ones are even sold on eBay.

“Vendors are selling to anyone,” said Eric E. Klein, a medical physicist and professor of radiation oncology at Washington University in St. Louis. “New technologies were coming into the clinics without people thinking through from Step 1 to Step 112 to make sure everything is going to be done right.”

A national testing service recently found unacceptable variations in doses delivered by a now common form of machine-generated radiation called Intensity Modulated Radiation Therapy, or I.M.R.T. To help institutions achieve more consistency, an association of medical physicists issued new I.M.R.T. guidelines in November.

The problems also extend to equipment used to diagnose disease.

More than 300 patients in four hospitals — and possibly many more — were overradiated by powerful CT scans used to detect strokes, government health officials announced late last year. The overdoses were first discovered at Cedars-Sinai Medical Center, a major Los Angeles hospital, where 260 patients received up to eight times as much radiation as intended.

Those errors continued for 18 months and were detected only after patients started losing their hair. The federal Food and Drug Administration is still struggling to understand and untangle the physics underlying the flawed protocols. The F.D.A. has issued a nationwide alert for hospitals to be especially careful when using CT scans on possible stroke victims.

Although the overdoses at Cedars-Sinai were displayed on computer screens, technicians administering the scans did not notice. In New York City, technologists who also did not watch their treatment computers contributed to two devastating radiation injuries documented in an article in The Times on Sunday.

The incidents not only highlight the peril of placing too much trust in computers, they also raise questions about the training and oversight of medical physicists and radiation therapists.

Despite the pivotal role medical physicists play in ensuring patient safety, at least 16 states and the District of Columbia do not require licensing or registration. “States can be either very tough or very lax,” said Dr. Paul E. Wallner, a director of the American Board of Radiology.

Eight states allow technologists to perform medical imaging other than mammographies with no credentials or educational requirements.

In those states, said Robert Pizzutiello, a medical physicist in New York who is part of a movement to license all medical physicists, “you could drive a truck in the morning and operate an X-ray in the afternoon.”

Turmoil at the V.A.

Frederick Stein, an Army veteran from New Jersey, was already suffering from a delayed diagnosis of laryngeal cancer when he began radiation treatments in late September 2006 at the Veterans Affairs Medical Center in East Orange. Within weeks of starting radiotherapy, his sore throat worsened and a rash appeared along with other skin problems, according to Mr. Stein’s family.

Swallowing became more difficult, causing him to lose weight. His skin eruptions worsened. Mr. Stein’s pain became so severe, he needed an injection of morphine. More painkillers followed. The hospital stopped chemotherapy, figuring it was causing his problems. But his condition continued to deteriorate.

გაგრძელება - As Technology Surges, Radiation Safeguards Lag



ესეც მეორე სტატია იგივე თემაზე
- Radiation Offers New Cures, and Ways to Do Harm


წყარო - New York Times

თოვლიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Dec 2, 2010

My very first hand made Bag :D :D

ხოდააააააააააა, ეს ჩანთა პრაქტიკის პირველ კვირაში გავაკეთე :)
აქამდე საკერავი მანქანა არც კი მქონია გამოყენებული და იქ მასწავლეს ხალხმა. ასევე მასწავლეს ღილების გაკეთება. ყვავილები ჩემი გაკეთებულია, რამე სხვა მინდოდა მაგრამ გდავიფიქრე იმიტომ რომ 1. ჯერ ტყავის ფიგურების დაკერება მოვიფიქრე, მაგრამ მითხრეს რომ ვერ გავკერავდი და მანქანის ნემსი შეიძლება გატეხილიყო. ერთი ნემსი უკვე გატეხილი მქონდა ამიტომ ტყავის ფიგურები გადავიფიქრე. 2. ტყავის ფიგურების შემდეგ ყვავილების გარდა არც არაფერი მომფიქრებია. :D

ჩანთა გამძლეობაში უკვე დავატესტირე. გუშინ 5 კილომდე ხილი ვიყიდე და ძალიან ამაყად მოვაპროწიალე სახლში :D
I have never done something similar before. I have never used sewing-machine or smth. like this. So how could I make this bag? Well very easy - some very nice people taught me how to use a sowing machine, and believe me I am a good student if it is needed to be good :D

And don't u date to laugh at my flowers!!! :P :P Unfortunately I do not know how to make other decorations :D :D I wanted to put leather figures, but they said that the sowing machine could be week for such strong material. I had to change my mind, especially when I had already broken one needle :D

The green buttons are also made by me :P :P
I am so handy :P :P Can not believe it :D