Nov 30, 2010

ადვილად მოსამზადებელი შოკოლადის ჩიზქეიქი :)

ჩემი მორიგი რეცეპტი Cooking therapy -ის სერიიდან დღეს ვისწავლე.სადაც პრაქტიკას გავდივარ იქ აქვთ პატარა კაფე, ხოდა ეს ჩიზიკი იქ მოვამზადეთ, გავალამაზეთ და დავაგემოვნეთ, სხვებსაც დავაგემოვნებთ. დესერტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მეც მცირე სახეცვლილებით გთავაზობთ :)

შოკოლადის ჩიზქეიქი :)


4 პორციისათვის (4 გამჭირვალე ჭიქაში ვდებთ) გვჭირდება:
100 მლ 40% ნაღები ან ძალიან სქელი არაჟანი
250 გრამი მდნარი ყველი, ფილადელფია ან უმარილო კარგი ხარისხის ხაჭო.
4 ს.კ. შაქარის პუდრა (მთლიან მასას რომ მიიღებთ ჭიქებში ჩადებამდე შაქარზე გასინჯეთ, თუ უფრო ტკბილი გინდათ ოდნავ დაამატეთ 1-2 კოვზი შაქრის პუდრა)
2 ს.კ. კაკაო
1 შეკვრა ვანილი
ოდნავ ლიმონის ცედრა

მოსართავად
3 -3 კუბიკი თეთრი და შავი შოკოლადი დანით დაჭერით თხლად.

მომზადება
მდნარ ყველში აურიეთ შაქრის პუდრა, კაკაო, ვაინლი და ძალიან კარგად ათქვიფეთ. ნელ ნელა დაამატეთ ნაღები და თქვიფეთ კარგად. მაგრამ ფრთხილად იყავით არ აგეჭრათ მასა. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და წინასწარ მომზადებულ 4 ჭიქაში მასა თანაბრად გადაანაწილეთ. თავზე მოაყარეთ შოკოლადი და შედეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

გამოგივათ ძალიან მსუბუქი და სასიმოვნო დესერტი :)

Nov 26, 2010

პირველმა კვირამაც ჩაიარა

ჩაირა ჩვენი პრაქტიკის პირველმა კვირამ. არ ვიცი კარგად თუ ცუდად მაგრამ ერთი ვიცი - ძალიან სტერსული სიტუაცია იყო. ამის გაცნობიერება მხოლოდ დღეს მოვახერხე, როცა მატარებელში ვიჯექი და თოვლიან პეიზაჟს ვიყურებდი.

საქმე იმაშია რომ მთელი კვირის განმავლობაში რაღაც ვერც ვფიქრობდი კარგად, აქტივობის ხარისხიც ცოტა დაბალი იყო. თავიდან ვიფიქრე რომ ცუდი ძილის ბრალი იყო, ვისზე არ იმოქმედებს 4.30 -ისთვის გაღვიძება და საღამოს კი გვიან დაწოლა?! ამის გარდა სხვა მიზეზი არც კი მიფიქრია.

დღეს კი ხემძღვანელთან საუბრის დროს ამოვწიეთ ერთი ფენომენი რომელსაც ოკუპაციურ თერაპიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ესაა გარემოს სიმბოლური დატვირთვა, ხოდა მაშინ მივხვდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი.

თვალწინ მიდგას ბებია საკერავ მანქანასთან, როგორ გვიკერავს ქვედაბოლოებს და უვლის ხეებზე ძრომიალით დაგლეჯილ ტანსაცმელს. გადაყრა რომც გვდომებოდა გვეტყოდა ხოლმე "მომეცით ბებია ხელათში გაგილამაზებთო" და მართლა ალამაზებდა. მახსოვს ერთ ზაფხულს ამოჩემებული მქონდა ჯინსის "ფოჩებიანი" შორტები. ბებიამ კი იფიქრა გავულამაზებ ბავშვს შორტებსო, შემოაჭრა ფოჩები და შემოუკეცა. სულ ვეხუმრებოდით მერე თამუნას შორტები როგორ გაულამაზეო.

მოკლეთ მთელი გასული კვირის განმავლობაში სამკერვალო სადგურში ვიყავი, სადაც წევრები ძველ ტანსაცმელს ალამაზებდნენ. ამ ყველაფერმა კი აშკარად იმოქმედა. თან მსიამოვნებდა იქ ყოფნა, იმიტომ რომ იმ წუთას ყველაზე ახლოს ვიყავი იმ დროსთან, და თან ძააალიან ცუდად მოქმედებდა იმიტომ რომ ბებიაჩემის დაკრძალვაზე ვერ თუ არ წავედი. არ ვიცი ...

Snow in Trollhätten

It has been snowing for five days now and to be honest I have never seen such deep snow here :)

Is not this beautiful? :) :)

The central street :) All in snow :)
Flower pots covered with snow :)

Morning in Trollhätten - around 8.00 AM. Just the street :)

Morning in Trollhätten - around 8.00 AM. Just the street :)

Color of the morning :)Morning in Trollhätten
Central station :)
Just a beautiful tree :) I love the color and smell of the morning :)
Cars under the snow cover :)

Nov 24, 2010

ჩემი საქმე გამაკეთებინეთ თქვე ოხრებო

მანიურ ფაზაში ვარ!
იდეები მაწუხებს მაგრამ გასაქანს არ მაძლევენ რომ განვახორციელო

მიყვარს ასეთი მდგომარეობა,
როცა ენერგიით ვარ სავსე და 24 საათში 4-5 საათი ძილიც კი მყოფნის
მაგრამ რომ ვერ ვაკეთებ იმას რაც მინდა ძალიან მაღიზიანებს.

Nov 23, 2010

უცნაური ადამიანები

ხანდახან ადამიანების არ მესმის.

დღეს საღამოს მატარებლის ჰოლში იდგა ახალგაზრდა მამაკაცი დიიიიიიდ ეტლში ჩასკუპებული ბავშვით, მანქანის ბავშვის სავარძელით და ზურგჩანთით. მატარებელი გაჩერებული იყო და ჩავდიოდით, ყველა მას ველოდებოდით რადგან ფაქტიურად გადაკეტილი ქონდა გასასვლელი. ჯერ ეცადა სავარძელი თავზე დაედო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა რადგან სავარძელს თუ თავზე დაიდებდა მაშინ ბავშვიან ეტლს ვერ ჩაიტანდა მატარებლიდან.

მოკლეთ მართლა ბევრი იწვალა მეც ვითმინე და ბოლოს ვკითხე დახმარება თუ სჭირდებოდა და გამოიცანით პასუხი - არაო! გადავირიე, და კიდევ ერთხელ გავუმეორე დახმარება თუ სჭირდებოდა. ბოლოს ალბათ იფიქრა ამას მართლა უნდა დახმარეობაო და კიო დამთახმდა. როგორც იქნა ჩამოვლაგდით მატარებლიდან და მე ისევ ვკითხე - კიდევ თუ სჭირდებოდა დახმარება და თუ გაართმევდა თავს ამ ყველაფერს, და კიო. რა მექნა ავდექი და წამოვედი. არადა არც ისე დაღლილი ვიყავი, შემეძლო ტრამვაიმდე მაინც მიმეცილებინა.

Nov 22, 2010

I wish it was the week 46

I do not want my parents to read this post, that's why it is written in english.

I am writing this post, becasue I do not want to talk about it, even with my husband, siblings or somebody else. the fact is that I could not even imagine that my grandmother's death would have such a strong effect on me. I know she was very sick, i know she was going to die soon, but emotionally I was not really ready for it, and when I saw her last time, did not ever think that it was the last :( ...

The truth is that as a child we hated to visit her, it was like a prison for us. There were not children in the neighborhood and we were alone, during summer vacations we were completely alone there... She was working so we had to take care of chickens and sheep and we hated it, and we blamed my grandma. But we were children and could not understand anything.

She lost her husband when she was 4 month pregnant, raised my father alone becasue as she said "how could I have other man, how could your father have a step father?!". She was so beautiful but so alone, alone than anybody else who I know. She was working and saving, wanted to have a house, big house...but she lost her money after "perestroika" and was left with nothing :(. We were children and could not understand her feelings... we were children until the day she died.

I feel bad... I did not even call and tell how much I loved her, i just could not jump over my egoistic feeling...selfish bitch.

i can not even cry, i do not know where are my tears :(

Nov 21, 2010

EXAM

აშკარაა ხვალ გამოცდას ვერ ჩავაბარებ და მომიწევს გადაბარება სადღაც დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. მთელი დღე ვეცადე წამეკითხა მაგრამ თავში არც არაფერი რჩებოდა, ის კი არა ქვეთავის ბოლოს რა ქვეთავს ვკითხულობდი ისიც კი არ მახსოვდა. შესაბამისად ნაკლებად საბრძოლო ხასიათზე ვარ და დაახლოებით ვიცი როგორც დასრულდება ეს ყველაფერი.

ერთი იმედი მაქვს მხოლოდ- ბოლო დღემდე არასდროს მიმაქვს სასწავლი, და დღევანდელი დღის მიზანი მხოლოდ გადამეორება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად თავში თუ რამე მაქვს ხვალ უნდა ამოტივტივდეს. ისევ და ისევ თუ ასე გამოშტერებულ მდგომარეობაში არ ვიქენი.

There is no way I can make it tomorrow. My mind is far away from everything and I can not concentrate on reading or something else. I have to give the way to the feeling otherwise it will destroy me. Cry, jogging, arguing etc. just get rid of these fucking emotions.

შეფასების დილემა

პროფესიულ დილემას გადავაწყდი:

თუ თავად ვაკეთებ კლიენტის შეფასებას (ფსიქო, მოტორ, სოციალურ და ა.შ. სფეროებში) ეჭვი მღღრნის - საიდან ვიცი რომ ის რასაც მე ვხედავ ჭეშმარიტებაა?

კლიენტს ვაკეთებინებ თვითშეფასებას იგივე სფეროებში და საიდან ვიცი რომ მას შეუძლია საკუთარი თავის რეალურად შეფასება, როცა აგერ ჯანმრთელ ადამიანებსაც არ შეგვიძლია ამ საქმის გაკეთება.


Nov 20, 2010

Grandma

ყველასგან შორს ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მხარე
ყველა ისე მახსოვს როგორც დავტოვე.
ახალგაზრდები,
ლამაზები,
სიცოცხლით სავსეები.
და მიუხედავად იმისა ჩემი ბებია ცოცხალი აღარაა,
მე ის მუდამ ისეთი მემახსოვრება როგორიც ბევრი წლის წინ იყი -სიცოცხლით სავსე.

Nov 18, 2010

ორშაბათამდე

ეს ორშაბათამდე :)

ეს ფოტო კი ჩემი განწყობისათვის - "კურდღელი" ნახეთ როგორ წვიმაში ცეკვავდა ყინულზე, და ჩვენ მაყურებელი კიდევ იმავე წვიმაშ ვიდექით და ვამხნევებდით მოციგურავეებს :) საბოლოოდ კი ყველა თავიდან ბოლომდე სველი ვიყავით :D

Nov 16, 2010

Wooden Spoon :)

My very, very first wooden "creation" :)

U do not see all the problems what this wooden spoon have, u are just proud of me that I could make it during 3 hours :P :P

Everything u see down, I made from a peace of wood, some special tools and colors :)

I did not let the color dry, so blue went around :P:P:P Crazy blue color :P

Nov 15, 2010

ერთგული მეგობრის მოლოდინში ^..^

ძვირფასო ადამიანებო ახლა, როგორც არასდროს საჭიროა გვერდით დავუდგეთ ძაღლების თავშესაფარს. ვიცი რა უმრავლესობის მატერილური მდგომარეობა ვერ გთხოვთ მატერიალურ დახმარებას, ერთადერდი რასაც გთხოვთ არის გაავრცელოთ ინფორმაცია თავშესაფარის შესახებ რომ თავშესაფარში მყოფი ძაღლები კარგ ხელში უდნა მოხვდნენ.

ძაღლების თავშესაფარის ვებ გვერდია http://www.doghome.ge/
მისამართი მისამართი: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30

შეგახსენებთ რომ ძაღლების აყვანა არის უფასო და ერთადერთი მოთხოვნა არის ძაღლების სიყვარული.

ასე მგონია რომ რაიონებში უფრო ენდომებათ ძაღლები და გთხოვთ გაიკითხ-გამოიკითხეთ.




კითხვები

1. სად არის ჩვენს მიერ დაწერილი საშინაო გამოცდის პასუხები და ფიდბექი?
2. რატომ არის რომ ასეთი ტრაკი ამინდია?
3. რატომ მტიკვა ბაშკა ასე ძალიან?
4. როდემდე გავუძლებთ ამ ტემპს?
5. როდის მოვა შობა ბოლოსდბოლოს კაცო?

Nov 12, 2010

Creativity à la Occupational Therapists :)

ჰეჰეეე, მძიმე კვირის შემდეგ მხიარული Workshop -ი გვქონდა დღეს. სამი საათის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფური დავალებები უნდა შეგვესრულებინა - დაგვეხატა ერთად სახლი, ხე და ძაღლი, გაგვეკეთებინა ერთიდაიგივე ზომის კვადრატები (უძნელესი დავალებაა!) და ა.შ. მთელი სამი საათის განმავლობაში ჯგუფში ბლომად იყო ისტერიული სიცილი და სხვადასხვა ნივთის გამოყენების "გენიალური იდეა" და კიდევ ბევრი რამ რაც მხოლოდ ოკუპაციური თერაპევტის თავში შეიძლება დაიბადოს :). კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ სიცილი საუკეთესო საშუალებაა სტრესის დასაძლევად :).

სურათებს რომლებსაც ამ პოსტში გთავაზობთ ჩემი ჯგუფელი ულრიკას გადაღებულია (მისგან ნებართვა მაქვს რომ შემიძლია ბლოგზე სურათების დადება.) ხოდა ამ დავალების მიზანი იყო ადამიანებთან დაკაშირებული გარემოს და სიტუაციის შექმნა. ჩემ ჯგუფში ჯერ პლანეტა მარსის იდეა განვიხილეთ (გამოიცანით ვისი იდეა იქნებოდა), მერე ლუქს ჰოტელის აუზზე ვფიქროდით, ბოლოს კი შევჩერდით უბრალო მაგრამ მშვიდ მოტივზე - მინდორი (ესეც ერთი ცდით გამოიცანით ვის მოუვიდა თავში :D ), ბალახით და ყვავილებით, მზე და პატარა თეთრი ღრუბლები, იდეა - განტვირთვა, რელაქსაცია და სიმშვიდე.

ამ იდეის არსი პარასკევი საღამოა. პარასკევის საღამო ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა შვედეთში, და ყველფერი ისე ხდება როგორც სურათზე ჩანს. ოჯახის წევრები უყურებენ ტელევიზორს, მიირთმევენ ღვინოს, გემრიელ საჭმელს, ჩიფს და ა.შ.
ესეც ტელევიზორი თემიდან "პარასკევი საღამო"
ამ ჯგუფმა შექმნა იდეა დასვენებაზე, წყვილი ზის მდინარის ნაპირას და ისვენებს :)
ეს კი უკუპაციური თერაპევტია რომელიც პარკში მისეირნობს :)
ეს გოგონა ისვენებს :) მთლად მედიტაცია არაა უბრალოდ ისვენებს :)
ეს კი ჩემი ჯგუფის მინდორი :)
ამ დავალების მიზანი მხოლოდ შექმნა არ იყო, თითოეულ ჩვენთაგანს მოცემული გვქონდა სპეციალური როლი, რომელიც დავალების შესრულების განმავლობაში უნდა გვეთამაშა. ჩემი როლი კრიტიკოსი იყო. სამწუხაროდ ცუდი მსახიობი გამოვდექი :D :D

And of course, we thank Ulrika for these nice photos :)

När Do ville bli den viktigaste :D

სხვა სასაცილო მოთხრობა ჩემი შვედურის სწავლის პერიოდიდან :D :D

"Musik - är allting i mitt liv och är själv livet för mig. Min mor brukade säga "Du kunde inte prata och skriva än, men du kunde spela på flera musikinstrument och läsa noter. Jag visste att du skulle bli världens bästa kompositör ".

I skolan tänkte alla att jag var ett "svårt" barn. Jag ville inte läsa några andra ämnen än musik. Det var mitt favorit ämne! Jag hade inte vänner och jag behövde inte det. Jag var ensam bland människor, de förstod mig inte och jag förstod inte dem.

När jag fyllde 8 år, började jag studera på Musikhögskolan i staden B. Hela dagarna läste jag musikteori, lyssnade på musik och skrev egen. Musik var den enda verkliga oceanen där jag ville simma. På musikskolan fick jag vänner, som kunde förstå mig. Vi diskuterade musik, komposition och slutligen kunde jag verkligen skriva vacker musik.

På konservatoriet hade jag studerat 10 år och var den bästa studenten. Jag gav många konserter och min musik var känd i hela värden. Efter flera år hade jag min egen orkester som spelade min musik. Alla biljetter var utsålda till mina föreställningar 2-3 år förväg. Journalister skrev bra recensioner i tidningar. Javisst var jag mycket liklig, jag gjorde mitt äskade jobb, hade lycklig de bästa vänner som hjälpte mig och alltid var nära.

En dag, när jag gav en konsert i staden B, var min musik inte vacker. Plötslig fick jag dåliga recensioner. Jag blev ledsen och visste inte vad som hände. Min musik var alltid så skön men den dagen var det bara allt utom musik. Jag tittade på noterna och blev förvånad: det var inte mina noter! På alla platser där noten "Do" skulle vara, var bara en stor rymd. "Vad konstigt" - tänkte jag och bestämde mig för att prata med mina vänner. Oh, jag har inte sagt deras namn ännu. Deras namn var: Do, Re, Mi, Fa, Sol, La, Si.

Alla var på mötet. Som jag förstod var Do arg på alla. Hon trodde sig vara den viktigaste noten i hela musiken bara hon och inga andra. "Du måste välja mellan mig och alla andra" sade hon till mig. "Hur kan musiken skrivas bara med en not? "tänkte jag. Det skulle inte vara musik, utan bara ett ljud. Jag fortsatte skriva musiken med 6 noter, men den tappade sin charm. Det var inte så vackert som brukade vara. Så småningom bestämde sig mina andra vänner för att lämna mig. De sade sig vara trötta. "Vi har gjort så mycket för dig. Vi har alltid varit exakt i den ordning som du placerade oss på pappret och det måste sluta av! Vi vill vara i fred och göra vad vi vill! "Då förstod jag att jag var förlorad. "Hur kan jag skriva musik om alla noter har lämnat mig?" Jag har försökt utan noten, musik var i mitt huvud och hjärta.

Vänta lite, någon öppnar dörren till mitt rum. Oh, jag har glömt, det är dags för min Electrohock behandling. Min läkare har lovat mig att om jag gör den behandlingen ska mina vänner komma tillbaka och jag kan skriva musik.

Konstigt, ibland kan jag inte komma ihåg deras namn …."

Nov 10, 2010

სად არის La logique? :D

ბლოგზე ვაფიქსირებ რომ ამ მომენტისთვის 23:54 ლექციების მასალის ზუსტად ნახევარი წავიკითხე, დამრჩა მეორე ნახევრი და კიდევ ლექციებზე გაკეთებულ ჩანაწერებს უნდა გადავავლო თვალი.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს- ეს ნორმალურია?!
ლოგიკური პასუხია- არა! Well, სტუდენტური ლოგიკური პასუხი, თორემ მასწავლებლებს აშკარად სხვაგვარი ლოგიკა აქვთ.

ჩვენი მასწავლებლები გვეუბნევიან - "ერთმანეთი გამოიყენეთ და ისე ისწავლეთ", კი მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთი როცა დღის ბოლოს მკვდრები ვართ? ვისღა აქვს მასალის განხილვის თავი 7 საათიანი სალექციო დღის შემდეგ?!

მამაჩემის შვილი

ჩემ MP players რაღაც სჭირდა, არ მუშაობდა. არადა კარგია ხანდახან მუსიკის მოსმენა.
ხოდა მე ავდექი და დავშალე.
ერთი "შემოვარტყი"
ავაწყე,
და ავამუშავე.

ჩემი ქმარი იქვე იდგა და გაკვირვებული მიყურებდა. ხოდა მე ვუთხარი - "ბოლოსდაბოლოს მამაჩემის შვილი ვარ!"

BF from PC :)

ეს სასაცილო ისტორია მაშინ დავწერე როცა შვედურს ვსწავლობდი. დამერწმუნეთ მაშინ უფრო კარგად ვიცოდი შვედური ვიდრე ახლა ვიცი :D. ხოდა რადგან ბლოგზე წუწუნის აგრდა არაფერი მაქვს დასაწერი, ვიფიქრე ამ ისტორის დაშეარება :). იმისათვის რომ ტექსტი გაიგოთ კი იცით რა უნდა გამოიყენოთ :)

"Trots att jag känner många människor, är ingen av dem min riktiga vän. Jag kan säga att vi bara är kompisar. En riktig vän som jag har är min dator. Kan du tro att även nu, när jag är gift och har en älskad man, ägnar jag mig åt den 12 timmar av 24 möjliga och innan dess även mer.

För ungefär 4 år sedan fick jag min dator. Jag hade sparat pengar till den i 2 år och när jag åtminstone köpte den, blev jag mycket lycklig. Det var en vanlig svart HP med 1 GB minne. Men det var inte viktigt utan att jag fick min vän som jag hade saknat så mycket. Jag gav honom namnet - "Knopka".

Om man har en vanlig dator betyder det att man är en vanlig användare. Så var jag. Internet, Office-paketet och e-brev var allting jag behövde. Genom Internet hade jag kontakter överallt på jorden. Jag och Knopka snackade hela tiden, läste böcker, tittade på filmer och spelade ibland olika datorspel. Jag kände mig bra med en sådan vän. Han var alltid med mig, gjorde allting som jag ville. Skrattade med mig, grät med mig, han var lycklig och ledsen när jag gjorde det. Det som var viktigast var att vi hade samma smak. Vi tyckte om likadana människor, webbsidor, böcker, musik och filmer. Vi trivdes bra med varandra och jag ville inte ha någon annan. Jag hade ett virtuellt liv och jag var lycklig. Jag kunde honom och han kände mig och get var allting vad jag ville!

Plötsligt hade något börjat hända. Varje morgon hade min dator ett pussel på monitorn. Om jag inte lade det pusslet kunde jag inte använda Knopka. Jag visste inte varför. Kanske min dator inte ville vara vän med mig mer och han hade blivit trött på mig? Jag visste inte. Varje dag lade jag pusslet och för varje dag blev de svårare och svårare.

Då förstod jag att det inte var min dator som spelade sådana spratt med mig, det var någon som var inne i Knopka. Så jag började tänka. Jag hade bara två viktiga frågor -Vem var inne? Hur kunde jag lösa problemet. Dialogen! Jag skulle prata med den som var inne och jag hade rätt. Inne var en kille som ville prata med mig. Han sade sig tycka om datorer och människor som använde dem (vad roligt, det gjorde jag också). Jag bad honom lämna min Knopka och kom ut. Plötsligt hoppade siffran " ett " genom monitorn sedan "två", "tre", "fyra" ….. "million" , "trillion". Alla siffror och tal gjorde sfären av en människas form. Formen hade fått färgen, huden och slutligen blev han den riktiga människan som jag blev vän med, sedan älskade och till slut gifte mig flera år efter vårt första möte"

:(

Helt Slut.

(puke)
(bzzz)

Nov 9, 2010

საინტერესო ექსპერიმენტი :)

ნეიროფსიქოლოგიის წიგნში ერთ ძალიან საინტერესო ექსპერიმეტს გადავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მკვლევარებმა (Hicks, R. och Kinsbourne, M ) შეკრიბეს უმუშევარ პიანისტთა ჯგუფი და სთხოვეს მათ ყოველ დღე მისულიყვნენ ლაბორატორიაში და დაეკრათ პიანინოზე. მათი ამოცანა იყო ესწავლათ ორი სხვადასხვა ნაწარმოები რომლის შესრულებასაც სხვადასხვა ხელით შესძლებდნენ. ანუ იმავდროულად უნდა დაეკრათ ერთი ნაწარმოები ერთი ხელით და მეორე ნაწარმოები მეორე ხელით. მას შემდეგ რაც პიანისტებმა ეს ძალიან რთული დავალება დაამხეცეს, მკვლევარებმა დავალება კიდევ უფრო გაართულეს და მათ სთხოვეს დაკვრის დროს 1. გამოეცათ Bzzzzzzzzzzzzzzz მაგვარი ხმა 2. ესაუბრათ. თქვენი აზრით როგორ აისახა ეს შესრულების ხარისხზე?!

როგორ და ძალიან საინტერესოდ. როცა პიანისტები ნაწამოებების სესრულების დროს საუბრობდნენ, დაკვრის ხარისხი საგრძნობლად მცირდებოდა მარჯვენა ხელში, ხოლო როცა Bzzzzzzzzzzzzzzz ხმას გამოცემდნენ მარცხენა ხელში.

დასკვნები თავად გამოიტანეთ, თუ არადა დავწერ მერე მე :)
პ.ს. წესით ჭკუა უნდა ვისწავლო მაგრამ მეეჭვება ჩემს "ყველაფერს ვასწრებ" განწყობას მხოლოდ ამ ექსპერიმენტის შედეგბი შეცვლიდეს.

ხანდახან

ხანდახან ვოცნებობ გავიგო როგორ ფიქრობს კურსის შემდგენელი.
ხანდახნ კი ვერ გამირკვევია რა "გამოვალთ" - ოკუპაცური თერაპევტები თუ კანტორის მუშები
.

Nov 6, 2010

Ellora Caves- JUST AMAZING!

ელორას მღვიმეები -ერთ -ერთი ულამაზესი ადგილი მთელს მსოფლიოში, მდებარეობს უძველესი ინდური სოფლის ელორას მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მღვიმეები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. თითოეული მღვიმე ხელითაა მოჩუქურთმებული, მღვიმეები 1-12 ბუდისტური ხასიათისააა, და მღვიმეები 13-39 ჰინდუს ხასიათის.

მღვიმეები რელიგიური ხასიათი, კარგად უჩვენებს ინდოეთის ტოლერანტობას სხვადასვა აღმსარებლობის და რელიგიის მიმართ, რაც ჩემი აზრით მართლაც სასწაულად საინტერესო ფაქტია, რადგან ასეთივე ტოლერანტობა ინდოელებს კლასების მიმართ არ ჰქონიათ.

წყარო - WebUrbanist













Ellora Caves in India is an archeological site near the ancient Indian village of Ellora. It is most well known for its magnificent caves. Ellora is a World Heritage Site and the “epitome of Indian rock-cut architecture.” There are 34 caves which were excavated and hand-carved out of high basalt cliffs between the 5th century and 10th century. Caves 1-12 are the Buddhist Caves. Caves 13-39 are the Hindu Caves. Caves 30-34 are Jain Caves. The mixture of religious cultures dug out side by side shows that ancient India had a terrific spirit of tolerance. The intricate and exquisite temples, shrines and caves are some of the oldest rock-cut architecture in the world.

Source - WebUrbanist

Singing for the Brain

ბებიაჩემი რომ არა ალბათ ამ პრობლემაზე არც დავფიქრდებოდი. არა ვიტყუები, როგორ არ დავფიქრდებოდი მაგრამ მას საქართველოსთან არ დავაკავშირებდი. დღეს ისეთ საინტერესო ინფოს გავეცანი, ისეთ საინტერესოს რომ პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. თან რაც მთავარია როგორი მარტივი გასაკეთებელია. ძალიან დიდ თანხებს არ მოითხოვს და შენობაც არაა საჭირო საუკეთესოდ აღჭურვილი იყოს. საუბარი მაქვს ალცჰეიმერის საზოგადოების ერთ ერთ პროექტზე Singing for the Brain.

ცნობილია რომ ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ განვითარების ადრეულ სტადიებზე შესალებელია პროგრესის შენელება და Singing for the Brain ადასტურებს კიდეც ამას. ესეიგი რა ხდება იქმნება 30-40 კაციანი ავადმყოფებითა და მეურვეებით დაპროექტებული ჯგუფები. ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა სიმღერებს მღერიან. გაგიკვირდებათ და სიმღერის დროს თითქმის შეუძლებელია მიხვდეთ ვის აქვს ავადმყოფობა. არ ვიცი რა მოქმედებს ასე კარგად მელოდია, ტექსტის დასწავლა, სოციალური გარემო თუ ფიზიკური აქტივობა, ფაქტია რომ მათი კვლევების მიხედვით ალცჰეიმერის განვითარება შედარებით ნელდება.

აი ნახეთ ერთ ერთი ვიდეო :)


ხოდა ვფიქრობ რომ ასეთი რამის გაკეთება ძალიან ადვილია ჩვენს ქვეყანაშიც. მხოლოდ პატარა მონდომებაა საჭირო და თანხები სულ ცოტა, გინდაც ვინმე პიანისტი რომ დაიქირაონ, ან თუნდაც მუსიკალურის სტუდენტები რომ დაიქირაონ.

Singing for the Brain' is a service provided by Alzheimer's Society in approximately 30 locations, all of which use singing to bring people together in a friendly and stimulating social environment.

Singing is not only an enjoyable activity, it can also provide a way for people with dementia, along with their carers, to express themselves and socialize with others in a fun and supportive group.Hidden in the fun are activities which build on the well-known preserved memory for song and music in the brain. Even when many memories are hard to retrieve, music is especially easy to recall.

I think this is quiet an interesting project and very easy to do and start. It could be a good research field for the people with demesne and their take givers.

შობის მოლოდინში

ვინაიდან და რადგანაც ზომა/წონა არაფერში ვიცი, ამიტომ გადავწვიტე სანამ ახლიდან შევჩვეულვარ ბფ-ს გამოვიდე. ასე ჯობია ჩემთვის! განსაკუთრებით ახლა როცა სემესტრის ყველაზე ძნელი და საპასუხისმგებლო საგანი გვეწყება, ძალიან ბევრი საწერ-საკითხით და რაც მთავარია პრაქტიკით.

რაღაც ორი თვე დარჩა საშობაო არდადეგებამდე და უნდა გავუძლო ამ მართლა ძაალიან რთულ პერიოდს (დამატებითი საგანი რომ მაქვს იქაც გამოცდების პერიოდი გვეწყება). მერე კი წავალთ ბუდაპეშტში და არც წიგნებზე ვიფიქრებ (იმედი არაფერი შემეტენება), არც დავალებებზე, არც გამოცდებზე! მხოლოდ გავერთობი, დავლევ, გემრიელ უნგრულ საჭმელებს დავაგემოვნებ, მეგობრებს მოვინახულებ და ვისეირნებ!!!

პ.ს. ისე არ მესმის ჩვენი პროგრამის შემდგენელების. თუ სტუდენტი ლექციებზეა 9 დან 16.00 საათამდე, ლექციებზე განხილული მასალის სწავლა როდის უნდა მოასწროს? ან ის უამრავი სემინარი და საგამოცდო მომენტი რომელიც ზოლად გასდევს მთელ კურსს როდის უნდა მოამზადოს? არა რა. სწავლა აქ ბევრად უფრო ძნელია ვიდრე მუშაობა! ბევრად, ბევრად ძნელი.

Nov 4, 2010

Love them!

ვიცი ჩამქოლავთ მაგრამ მაინც უნდა დავდო ეს სურათები!
დღეს ფბ-ზე ერთმა მეგობარმა დაააშეარა ეს ბმული, შევედი და მომეწონა მათი პროდუქცია. არადა აზრზე არ ვარ სად ჩავიცმევდი ამ ტანსაცმელს :D :D მომწონს დიზაინი,რაღაც განსხვავებულია იმისაგან რასაც ყოველდღიურად ვხედავ და რასაც მაღაზიებში ყიდიან.

აი მაგალითად ამ კაბას უნივერშიც კი ჩავიცმევდი :)
ამასაც ჩავიცმევდი ჯინსზე!
ამას არ ვიცი რას ვუზავდი. დავკიდებდი და ვუყურებდი ალბათ! :D
ესეც ძალიან მომწონს, ხელებზე ნამეტანია მაგრამ მაინც ლამაზია ასე მგონია!
ამ კაბასაც ჩავიცმევდი, გოგოების საღამო რომ გვაქვს ხოლმე იქა :D გოგოები ეგრევე იფიქრებდნენ რომ გავგიჟდი :D
I do not really know where i could where everything this, but the truth is that I LOVE THEM!!!

Nov 3, 2010

The House of my dream!

ამ სახლზე ვოცნებობ! დიდი არაფერი, ჩვეულებრივი სახლია შეიძლება ითქვას მაგრამ იმდენად ჩემია ვათვალიერებ ად ვათვალიერებ თითქმის ყოველ დღე. მაგრამ ისეთი ძვირია მეეჭვება როდესმე ამ ფასიანი სახლი ვიყიდოთ, გინდაც იმიტომ რომ კრედიტის გადახდას არ მინდა შეეწიროს ყველა მომავალი მოგზაურობა და ელემენტარული ცხოვრებისეული სიამოვნება.

სახლი ტყის პირას :)
ლამაზი ხის ინტერიერით :)
ლამაზი თემატური საძინებლით
ლამაზი სასადილო ოთახით და თბილი ბუხრით

ამ აივანზე სუსხიან დილას რომ დაჯდები და მზის სხივებზე რომ გათბები ფინჯან ყავასა და დარიჩინიანი ფუნთუშების დაგემოვნების ფონზე, დატკბები ხედით და სიწყნარით. მითხარით ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
პატარა მაგრამ ფუნქციონალური სამზარეულო.
ხის სახში თანამედროვე კიბე, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ინტერიერში.

და ბოლოს სხვენი. მე შევცვლიდი დანიშნულებას და სხვენში კომპიუტერების ოთახს მოვაწყობდი.
ხოდა მითხარით ახლა ამ სახლის დამპროექტებელს ხომ ჰქონდა კარგი გემოვნება? რა მარტივია ყველაფერი და რა ლამაზი. ახლოს ბუნებასთან და სახლის ბუნების გაგრძელებაა. ძალიან მომწონს!

This house has became my dream, I'm in love with it. My husband jokes at me "U can dream about it, but I am not going to buy such an expensive one ", and I understand him very well.

ესე ამბავი ჰაუზობანასაი :P

წინა პოსტში მოგახსენეთ იმის შესახებ თუ როგორ ვაპირებდით ჰაუზობანას. ამ პოსტში კი დავწერ როგორ წარიმართა პროცესი და სინამდვილეში რა სჭირდა "ჩვენ ტრავმიან გოგონას".

როგორც აღმოჩნდა თითოეუელი ჩვენთაგანი სწორი იყო. გოგონას ჰქონდა ფრონტალული, პარიეტალური და ტვინის ღეროს დაზიანება (ტემპორალური ნაწილი როგორ გადარჩა არ ვიცი). დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ტვნის ღერომაც კი მიიღო დაზიანება და გამოიწვია ასეთი ძლიერი კომა. ჩვენმა მასწავლებელმა სთქვა რომ ასეთი ხანგრძლივი კომები როგორც წესი მთლიანად ტვინის დაზიანების დროს ხდება, მაგრამ მე უცებ ვიშიშვლე ჩემი ხმალი - ინფო დაზიანების კერისა და კომის ხანგრძლივობის შესახებ ხოდა მასწავლებელმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ხანგრძლივი კომა როგორც წესი მასიური დაზიანების შედეგია. ალბათ იმიტომ რომ რაც უფრო დიდია დაზიანების კერა მით უფრო დიდია შეშუპების ზონა და ეს ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა სტრუქტურებზე და ჩვენ შემთხვევაში ტვინის ღერო იყო დაზიანებული.

ხოდა ასე მხიარულად ჩაიარა გამოცდამ. დანარჩენმა ჯგუფებმა განიხილეს - სისხლჩაქცევის, ასპერგერის, ალცჰეიმერის შემთხვევები. კარგი გამოცდა იყო, ნეტა სულ ასეთი ადვილი და საფიქრებელი გამოცდები გვქონდეს ხოლმე.

ორშაბათიდან ახალი და როგორც იქნა სპეციალობასთან დაკავშირებული საგანი დაიწყება. თავისი პრაქტიკით და ძააალიან ბევრი ჯგუფური სამუშაოთი. კი ძალიან არ მიყვარს ჯგუფური მუშაობა მაგრამ ფაქტია ხშირ შემთხვევაში ასე მუშაობა შედეგიანია.

Nov 2, 2010

ჰაუზობანა

ჩემი ტვინი იმდენად აქტიურ მდგომარეობაშია ვერ ვახერხებ დაძინებას არადა ხვალ გამოცდა მაქვს. ეს გამოცდა ჩვეულებრვი გამოცდა არ გეგგონოთ, ესააა ჰაუზობანა გამოცდა ანუ მოცემული გავქვს პაციენტების შემთხვევები რამოდენიმე სიმპტომით და ჩვენ უნდა ავაგოთ თეორიები რა შეიძლება იყოს დაზიანებული, რეაბილიტაციის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები.

ჩემი ჯგუფის შემთხვევა ასეთია - თინეიჯერი პაციენტი ავარიაში მოყოლის შემდეგ 3 კვირა
კომაში იმყოფებოდა. კომის შემდეგ მას შემდეგი სიმტომები აქვს - სუსტი მეტყველება სუსტი ხმით, პრობლემა ბალანსში და ჰემიპლეგია. როცა ამ პაციენტის შემთხვევას ვიხილავდით მხოლოდ ორი ვარიანტი ტივტივებდა 1. დაზიანება ფრონტალურ ტვინზე, მოტორული ნაწილი და 2. დაზიანება პარიეტალურ ტვინზე სენსორული ნაწილი. მაგრამ!!! დღეს მივხვდი რომ ერთადერთი 90% მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანება ტვინის ღეროზე Brain stem, პატარა ტვინზე და ბაზალურ განგლიებზე. არ ვიცი ეს თეორია არც კი წამოჭრილა ჯგუფში და ხვალე გამოცდამდე ვაპირებ განხილვას, თუ არ დამეთანხმებიან მაშინ პასუხისმგბლობას საკუთარ თავზე ავიღებ და ჩემივე თეორიის ადვოკატი გავხდები.

ახლა რატომ ვფიქრობ ასე:
კომა- რას შეეძლო გამოეწვია ასეთი ძლიერი 3 კვირიანი კომა? პირველი რაც თავში მომივიდა იყო ტვინის ღერო იმიტომ რომ ეს ნაწილი მეტწილად აკონტროლებს ჩვენი სიფხიზლის დონეს. ჰემიპლეგია - დავძებნე და ორი მიზეზი შეიძლება იყოს - დაზიანება ბაზალურ განგლიებზე/ტვინის ღერო და ასევე დაზიანება ნეოკორტექსზე. ჩემი ყურადღება პირველმა მიიქცია რადგან 3 კვირიან კომას უფრო უკავშირდება. ბალანსი -პრობლემა ბალანსში გამოწვეული შეიძლება იქნას ტვინის ღერო და პატარა ტვინზე მიღებული ტრავმის შედეგად (სხვა მიზეზებიც არის მაგრამ იქ მეორადი სიმპტომია) და ბოლოს სუსტი მეტყველება (week speech) - რადგან დაზუსტებული არაა მეტყველების რა დარღვევაზეა საუბარი ამიტომ მე ვიფიქრე რომ საქმე გვაქვს დისართრიასთან - ეს არის არტიკულაციის პრობლემა და სახეზე გვაქვს პატარა ტვინისა და ტვინის ღეროზე დაზიანების დროს. ყველა სიმპტომი ტვინის ღეროზე -ს მიუთითებს და რატომღაც მგონია რომ მანდ უნდა იყოს დამარხული ძაღლის თავი!! ხვალ გამოცდის მერე გეტყვით პასუხს.


პ.ს. ნეტა ვინმე თუ წაიკითხავს ამას? :D :D

The God Plays Dice with the Universe

არ მიყვარს მასებზე გათვლილი უაზრო აგდაცემების ყურება, მაგრამ ხანდახან ისე ხდება რომ ეს მასებზე გათვლილი უაზროდ გაკეთებული გადაცემა ჩემთვის საინტერესო თემაზეა მომზადებული. აი ახლაც ტელევიზორია ჩართული სასადილო ოთახში და მე კიდევ აქედან ვუსმენ გადაცემას კვანტური ფიზიკის შესახებ. ამ გადაცემის ყურება სამწუხაროდ შეუძლებელია, იმიტომ რომ საშინლად არის გაკეთებული სხვადასხვა ვიზუალური გამაღიზიანებელით დატვირთული, ტექსტზე რომ ვერ ახდენ კონცენტრაციას.

ახლა იტყვით თუ გაინტერესებს მაშინ რატომ უყურებ/უსმენ მაგ შტერობა გადაცემას და რატომ თავად არ ეძებ ინფორმაციასო. საქმე ისაა რომ ძირითადად რაც იბეჭდება იმდენად პროფესიონალურ ენაზეა რომ მე ვერ ვგებულობ :(. ხოლო ის რაც შედარბით იოლ ენაზეა ნაბეჭდი არ ვიცი სად მოვიძიო :( ხოდა ვარ აი ასე ცუდ მდგომარეობაში.

Instead of preparing for the exam, I am watching a very badly made film about very interesting subject and I feel how much I miss all discussions about the physics. Quantum mechanics, Bing bang theory etc. everything what has something to do with the universe.

I am not very good at this subject but unfortunately I love to listen, watch and discuss, ask my stupid questions and give very naive theories. And here I have nobody who I can discuss with. I used to do it with my uncle who was always aware about new theories etc and he was sharing the experience and knowledge with me. Maybe I can ask my husband when he comes?!

Einstein said "God does not play dice with the universe" but it seems that the "dice playing" is quiet possible and I want to understand how the experiments were made. Unfortunately I can not understand the professional physics and can not find easier papers for such tugadums as i am.

Nov 1, 2010

Quick Silver Child and Chinese Course

ვბრუნდები ჩემი ტრამვაისეული ამბებით :)

1.დღეს ტრამვაიში ერთი ოჯახი ვნახე, ძაააალიან, ძააააალიან მძიმე ოჯახი. და-ძმა და მშობლები. 120 კილოგრამზე ნაკლები არცერთი იქნებოდა. ძალიან გამიკვირდაიმიტომ რომ ასეთ რამეს აქამდე არ შევხვედრივარ, ეს იყო შემთხვევა როცა სიმსუქნის მიზეზი გენეტიკა შეიძლება ყოფილიყო.

2. ისევ ტრამვაი. ძალიან გადაღლილი დედა ორი შვილით.გოგო 9-10 წლის, პატარა ბიჭი ასე 4 წლის მოუსვენარი, საუბრობდა, მღეროდა, ყვიროდა ადგილზე არ ისვენებდა. დედა კი ყოველ წუთს შენიშვნას აძლევდა წყნარად იჯექიო. ბავშვი ხმას ამოიღებდა თუ არა დედის პირდაპირი რეაქცია იყო "წყნარად იჯექი". მესმის რომ ძალიან გამაღიზიანებელია შვილის ასეთი ქცევა როცა ძალიან დაღლილი ხარ, და მიზეზად იდებ საზოგადოებას ვითომ ხმაურიანი შვილი ხალხს აწუხებს, მაგრამ მინდა სიმართლე გითხრათ - ასეთ შემთვევებში დედა უფრო გამაღიზიანებლად იქცევა!

3. არა ტრამვაი :D :D გუშინ აპლიკაცია გავაგზავნე ჩინური ენის შემსწავლელ ფლექს კურსზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეორედაც არ დამბრაკავენ :D.


1. First case :P - I saw a family with weight problems. Mom, father, son and girl each of them was not less than 120 kg. It is the very first case in my experience when the weight problem can be related with genetics.

2. Second case - There was mom with two children in the tram, the girl 9-10 years old and the boy 4 years old (well i think so). He was sooo cute, he was singing, crying :P talking non stop! He could not stay still, he was like a quick silver :D :D Unfortunately mom did not like her child's "quick silver" behavior and was giving remarks each time he was moving. I do not know what was more annoying mom's or child's behavior :D :D

3. I have applied for the Chinese course. I hope this time they will accept my application!