Oct 30, 2010

Constructive day = Brand new Scarf :)



ხო მაგარი ვარ? ეს შარფი ამ საღამოს მოვქსოვე. ისე ნეტა რამდენად გაიყიდებოდა? :P:P

sooooooo my friends :D here comes my new scarf which I knitted this evening :)

I was very lazy and did not read anything, but as person who needs to have constructive days I decided to make this scarf :) Well, the flowers and the end of the scarf is done with another technique which I am not familiar with, so it looks quiet clumsy :D :D

Some flowers :)
U can see, it is not very long, but I like the size as it is :)
And one more photo :)

Oct 29, 2010

SOS - იძებნება

ვეძებ იუდა ბენეშაის.
ძალიან მჭირდება ამ კაცის სტატიები ან რამე ვებ გვერდი რომ ვნახო რას წერს და რაზე წერს.
სამწუხაროდ მხოლოდ ყური მოვკარი სახლეს და გვარს და მთელი საღამოა უშედეგოდ ვეძებ მის სტატიებს. მხოლოდ ის ვიცი რომ მოღვაწეობს ნიუიორკში, რეჰაბილიტაციის სფეროში. მუშაობს პაციენტებთან რომლებსაც ტვინის ფრონტალური ნაწილის დაზიანება აქვთ.

ვინც მიპოვის დიდ საჯარო ბლოგურ მადლობას გადვუხდი.

აი ასე შეგიძლია გაიგიჟო თავი!

ჩემი მეგობრის დაბადების დღე რომ არა არ ვიცი შევძლებდი თუ არა ამ პოსტის დაწერას.
საქმე იმაშია რომ უზომოდ და უაზროდ ვიცი ყველაფრის კეთება. ნორმალური ადამიანი დღეს საერთოდ არ იფიქრებდა რამის დაწერაზე მე კიდევ დასვენების ნაცვლად თვალები დავითხარე. ბოლოს ისე ცუდად გავხდი რომ ლამის სკამიდან გადავარდი. აი თვალები და მის უკან მდებარე არეა რომ გიფეთქავს ტკივილით ხო იცით, რაღაც მაგდაგვარი, და ეს ყველაფერი რატომ? იმიტომ რომ რაღაც იდიოტური საშინაო დავალება დავწერო.

ხანდახან ვფიქორობ რომ ჩვეულებრივი გამოცდა უფრო კარგია ვიდრე ეს საშინაო დავალებები, იმიტომ რომ საშინაო დავალება პირდაპირ იწვევს ჩემს გაგიჟებას. შე კაი ადამიანო მოცემული გაქვს ლიტერატურა 3 წიგნი, რას იკლავ თავს და ეძებს სტატიებს, კითხულობ, არჩევ, აჯამებ და მერე წერ?! არავინ გვთხოვს ამ ყველაფერს მაგრამ სამწუხაროდ მე ვთხოვ ჩემ თავს და იმდენად ვიღლები რომ აღარაფრის თავი არ მაქვს ხოლმე, საჭმლის მომზადების თავიც კი, იმიტომ რომ მთელი შემოქმედებითი ენერგია საშინაო დავალების წერაში მიდის :(. თუ თქვენ ფიქრობთ რომ ამდენს იმიტომ ვწვალობ რომ მასწავლებელს თავი მოვაწონო ძალიან ცდებით, რადგან ამ მასწავლებლებს მხოლოდ ერთხელ ვხვდებით, ამდენს იმიტომ ვწვალობ რომ არასდროს ვარ კმაყოფილი იმით რაც მაქვს მოცემული. წიგნებით წერა საშინაო დავალებების საშინლად არ მომწონს, ჩემი აზრით სტატიები ყველაზე კარგია გასაკუთრებით ბოლო 2-1 წლის, რადგან ახალი სტატია ახალი შედეგია, წიგნებში კი უფრო ძველი ინფორმაციაა მოცემული. ხოდა აი ამ ყველაფერს ჩიხში შევყავარ.

ხოდა რას ვამბობდი, კიდევ კარგი ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო და ავცილდი კომპიუტერს თორემ არ ვიცი რა მომივიდოდა.

Tired! So tired.
I wish I knew how to manage my time better, well not time but activities, becasue I drive myself like a spot car, and this can not last to long.
Home works are kilning me :( I would rather take 6 exams during 7 weeks than write one home work :( not becasue i am lazy, but becasue i can not stop myself to search for new information, and as my reader know, I do never like the result so everything this makes me CRAZY!!! :( It is like a running on the circle, there is not end.

Oct 28, 2010

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები

დღეს ლოკალურ გაზეთში მსოფლიოს ყველაზე ლამაზია დგილების სია გამოაქვეყნეს.
სამწუხაროდ არ ვიცი რის საფუძველზეა ის შედგენილი, მაგრამ მაინც გთავაზობთ ფოტოებს და ადგილებს :)

1. The Plitvice Lakes - ნაციონალური პარკი ხორვატიაში. ეს არის რამოდენიმე ტბათა სისტემა რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
2. Angel Falls - მსოფლიოს ყველაზე დიდი მაღალი, რომელიც მდებარეობს ვენესუელაში.
3. Milford Sound - ყველაზე დიდი ფიორდი ახალ ზელანდიაში :) მისი სიგრძე 15 კილომეტრია :)
4. Atacama Desert - ჩილე :) ეს უდაბნო ზღვის პირას მდებარეობს და მისი ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია. პლანეტა მარსს გავს ეს უდაბნო :)
5. Canadian Rockies - ჩემი აზრით მართლაც ულამაზესი ადგილი

ძალიან მომეწონა კანადის კლდეები და კიდევ ერთ სურათს დავდებ თქვენის ნებართვით :)

ამ სიაში ასევე შედიოდა უდაბნო ნამბიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი დუინებით, ბრინატენთში ერთ ერთი ტბა, გრანდ კანიონი და ა.შ. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ კიდევ სისულელეა მსგავსი ათეულების შედგენა :)

ყველაზე მეტად სად მოგინდათ წასვლა? მე ახალ ზელანდიაში, ჩილეში და კანადაში :) რაღა დარჩა :P:P

ფორმა, ფერი, მოძრაობა - ტვინის ეშმაკობები :)

სანამ ნეიროფსიქოლოგიას დავიწყებდით მანამდე სულ მიკვირდა რატომ არის რომ მხედველობითი იპულსები თვალიდან ასე შორის თითქმის კისერთან (occipital lobe) მუშავდებიან. განა ბევრად ადვილი და ლოგიკური არაა იმპულსების გადამუშავება ტვინის ფრონტალურ ნაწილში? ამ კითხვაზე პასუხი დღეს ვიპოვე :) მიხარია და კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული ვარ ისეთი გენიალური ორგანოთი როგორიც ტვინია.

ფაქტია, ჩვენს მიერ სამყაროს აღქმა მხედველობაზეა დამოკიდებული, ამ ძვირფასი ფუნქციის შესანარჩუნებლად და დასაცავად კი ტვინმა შემდეგი გენიალური გზა შეიმუშავა :).

იმისათვის რომ თვალიდან შემოსულმა იმპულსმა ოსიპიტალური ნაწილის კორტექსამდე მიაღწიოს, "დიდი გზა" უნდა გაიაროს, და ეს გზა გადის 1. პარიეტალურ ნაწილზე და 2. ტემპორალურ ნაწილზე. მართალი ხართ - რა ჯანდაბა უნდათ იმპულსებს ტვინის ამ ნაწილებში?! თუ გაინტერესებთ მაშინ გააგრძელეთ კითხვა :)თვალის მეშვეობით სამი სახის ინფორმაციას ვღებულობთ - ფორმა, ფერი, მოძრაობა. ეს ინფორმაცია საბოლოოდ კი მიდის ოსიპიტალურ ნაწილამდე, მაგრამ გზაზე იყოფა და ინფორმაცია ფორმისის შესახებ გაივლის - ტემპორალურ ნაწილს, ხოლო ინფორმაცია მოძრაობის და ფერის შესახებ (იგივეა რაც საგნის ადგილი სივრცეში) პარიეტალურ ნაწილს.

ახლა ხომ ხვდებით ტვინის ეშმაკობას? არა? მაშინ აგიხსნით :) იმპულსების გადასამუშავებლად მხოლოდ ერთი გზა რომ არსებობდეს ანუ პირდაპირი გზა თვალიდან ოსიპიტალურ ნაწილამდე, მაშინ ამ გზაზე მიღებული ტრავმის შედეგად მხედველობის დარღვევის რისკი დაახლობით 50% იქნებოდა (ორი თვალი გვაქვს და მიტომ 50 %). მაგრამ რადგან ეს გზა ტვინის ორ სხვა ნაწილზე გადის რისკი დაახლობით 25% დადის. თუ ტრავმა თვად ოსიპიტალურ ნაწილზეა მაშინ სამწუხაროდ სხვა უფრო სერიოზულ სიმტომებს მივიღებთ.

p.s. მხედველობის სისტემა ძალიან რთულია და კიდევ უამრავ გზას გადის მანამ სანამ ოსიპიტალურ ნაწილამდე გაივლის. ზემოთ რაც დავწერე ყველაზე ამრტივი ახსნაა რაც კი ადმაინმა შეიძლება მოიფიქროს. :)

Oct 27, 2010

Four languages with same problems :D :D

მგონი რაღაც ახალ დაავადებას მივაგენი, კარგი იქნებოდა ჩემი ტვინის სკანირება რომ ჩაეტარებინათ და ეპოვათ სად ზის ამ დაავადების მიზეზი :D :D :D ახლა გამაგებინეთ ეს თუ რამე ფინქციური დარღვეა არაა მაშ რაა? როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდეს რამოდენიმე ენა და თითოეულ მათგანში ერთიდაიგივე "ბუნების" შეცდომას უშვებდეს? :D ან როგორ შეიძლება ადამიანი სწავლობდეს ამ ენებს დიდი ხნის განამავლობაში და მაინც იგივე შეცდომას უშვებდეს რასაც სწავლის დასაწყისში უშვებდა.

აი ავიღოთ ყველაზე ელემენტარული მშობლიური ენა - ქართული. სკოლაში მქონდა პრობლემა, გრამატიკაში ვიყავი სრული ნოლი, თემებს კი კარგად ვწერდი მაგრამ რად გინდა თემა სადაც წინადადების წყობა არის სრული კატასტროფა?! :D იგივე რუსულში, იგივე ინგლისურში, იგივე შვედურში. თუმცა ამ ორ უკანასკნელ ენაში პრობლემა არტიკლთანაც მაქვს. რად უნდა ენას არტიკლი? არც არაფრად, ქართულში რომ არ გვაქვს რა ვერ ვსაუბრობთ თუ რა?!

მოკლეთ ასე! ვაპროტესტებ - ოღონდ არ ვიცი რას :D:D
ისე იქნებ ამ ყველაფრის მიზეზი დელატებისადმი უყურადღებობაა? გრამატიკა ხომ სუფთა დეტალია და მეტი არაფერი?!

თქვენ თუ გაქვთ ენებთან დაკავშირებული სირთულეები და ძირითადად რა სახის?

How it is possible to "know" several languages and make exactly the same mistakes? Mistakes which are not even changing and are the same from the very first year of "language knowing":D. I say- this is a very serious problem for me and I think there is something wrong with my brain functions :D :D (we know I have memory problems, so this one comes together with it :P like a hamburger and sauce :D ).

Ja, When the exam in forgotten

დღეს არც მეტი არც ნაკლები გამახსენდა რომ გუშინ გამოცდა მქონდა ფსიქოლოგიაში.გამახსენდათქო იმიტომ ვამბობ რომ გუშინ არ მახსოვდა და გავაცდინე გამოცდა :(. შუალედური გამოცდაა და არც კი ვიცი რამდნად პრობლემური გამიხდება მისი გაცდენა, მაგრამ ძააალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა. გამოცდას ისე არ ვდარდობ როგორც იმ ფაქტს რომ მეხსერების პრობლემები დამეწყო :(

ya, today I realized that I forgot about the exam which I had yesterday evening in psychology. I do not know how it will be with the subject and at this moment I do not mind it. Memory problem scares me a lot, and believe me this is not the first thing what i have forgotten :(

Oct 26, 2010

Octopus Paul

მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილი რვაფეხა პოლი წუხელ ღამე გარდაცვლილა :(
არადა რა მაგარი რვაფეხა იყო, ერთი მატჩიც კი არ გაუმაზია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა გამოიცნო :(

Is there something wrong with the subject? With me? With teacher?

მგონი ცუდადაა საქმე :D
ნეიროფსიქოლოგიის ამბები ისე ვითარდება რომ დიდი შანსია გამოცდა ვერ ჩავაბარო, და ვყელაფერი იმის ბრალია რომ გულს ვერ ვუდებ ამ კურსლიტერატურას. წასაკითხად კარგი რამეა მაგრამ თავს ვერ ვაძალებ რომ ვისწავლო. არადა როგორ კარგად ვიაზრებ ამ საგნის აუცილებლობას რომ იცოდეთ.

იშ, ერთი შემოლაწუნება მინდა აზრზე რომ მივიდე და ტვინი გაინძრეს თორემ სოკოები ამომივა უკვე თავში :D :D

Every day I am asking to myself - how is it possible that such an interesting subject as neuropsychology is perceived as very boring?! Maybe there is something wrong with the subject? With me? Or with teacher? Does not matter because the result going to be only one - I might fail the exam. Yes the writing part I find very interesting but reading the course literature is so boring :( bluf hate this.

Oct 25, 2010

სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა უნივერსიტეტში :D

დღეს უნივერისტეტში ლამის "დავხოცეთ" ერთმანეთი და მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ორგანიზაციული უვიცობა იყო. ეს ორგანიზაციული უვიცობა კი ჩვენს პრაქტიკულ ადგილებს ეხებოდა.

წინა წლისაგან განსხვავებით, როცა პრაქტიკის ადგილები ჩხუბისა და პრობლემის გარეშე გავინაწილეთ, ამ წელს პირიქით ყველა ერთმანეთზე ვართ ნაწყენი :D. საქმე იმაში არის რომ ამ წლის ადგილები ძირითადად ქალაქგარეთ იყო (ერთი 500 კილომენტრი აქედან) და მითხარით ვის უნდა შორს მგზავრობა? ფული ფულად და რამდენი დრო იხარჯება გზაში აღარ მინდა ვისაუბრო.

პირადად მე ერთი ადგილი მომეწონა, (ჩემი სახლიდან 40 წუთის სამგზავრო იყო) ფსიქოტური პაციენტების მიმღები განყოფილება, მაგრამ ის ადგილი კიდევ ერთ გოგონას უნდოდა და ასე ვთქვათ ადგილი გავათამაშეთ. მე რათქმაუნდა ვერ მოვიგე (საერთოდ ვერ ვიგებ თამაშებში და ამიტომ არც არაფერს ვთამაშობ, არც ხუმრობით არც სერიოზულად). შესაბამისად მომიწია სხვა ადგილის არჩევა და იქამდე მისასვლელად მჭირდება 2 საათი. ესეიგი მთელი დღის განმავლობაში 4 საათი მომიწევს მგზავრობა. ერთი დადებითი მხარე ამ ყველაფერს ის აქვს რომ თავად რეაბილიტაციის ცენტრი სადაც ვიქნები თავიდანვე მომეწონა, მაგრამ სიშორის გამო არ ვირჩევდი.

მოკლეთ ვნახოთ რა იქნება და როგორ შევძლებ 05:30 - 20:00 რეჟიმში ცხოვრებას.

პ.ს. კიდევ კარგი ლეპტოპი მაქვს და სტუდენტებს უფასოდ შეგვიძლია მატარებელში და ავტობუსში ინტერნეტის გამოყენება. გზაში დავალებებს მაინც დავწერ.

Fondente di cioccolato bianco all'amaretto -Complicated but very tasty

ნამცხვარი რომელსაც დღეს გთავაზობთ ყველაზე სერიოზული "პროექტია" რაც კი აქამდე გაგვიკეთებია. რეცეპტი იტალიური ტკბილეულის წინგში შევარჩიეთ SADLER "Le ricette per il DOLCE", ნამცხვარს კი ჰქვია Fondente di cioccolato bianco all'amaretto. მოკლეთ გავრისკეთ და მოვამზადეთ. აბა ვისაც არ გეზარებთად და არ გეშინიათ დიდი გამოწვევების, აიკაპიწეთ მკლავები და შეუდექით ამ ბლოგზე ჯერ ჯერობით საუკეთესო ნამცხვრის მომზადებას.

გვჭირდება მორის ფორმა, ისე რომ 2.5 ლირტი სითხე ეტეოდეს. მორის ფორმაში კარგად ჩააფინეთ ალუმინის ქაღალდი.

გრილიაჟი:
100 გრამი შაქარისაგან მოამზადეთ კარამელი, ჩააქარეთ წვრილად დაჭილი 100 გრამი ნუში და 100 გრამი თხილი. კარგად ამოურიეთ მერე რამე თეფშზე გადაიტანეთ და გააცივეთ. ეს მასა თხლად უნდა დაამტვრიოთ გაცივების შემდეგ.

თეთრი შოკოლადის მასა:
1. 300 გრამი ნაღები გათქვიფეთ და შედეთ მაცივარში 20 წუთით.
2.12 გრამი ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში (მინ. 5 წუთი).
3. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 600 გრამი თეთრი შოკოლადი და 100 გრამი ნაღები.
4. სანამ შოკოლადი დნება კარგად ათქვიფეთ 5 კვერცხის გული და 100 გრამი ამარეტო.
5. თეთრი შოკოლადის მასა რომ კარგად დადნება (30 გრადუსი ტემპერატურა) დაამატეთ გაწურული ჟელატინი, კვერცხის გულები და ძაააალიან კარგად ათქვიფეთ. შეაგრილეთ 20 გრადუსამდე.
6. მასას ნომერი 5 დაამატეთ მაცივარში შედებული ნაღები, კარგად ამოურიეთ ისე რომ ნაღებმა არ დაკარგოს სიფაფუკე.
7. მასის ნახევარი ჩაასხით ფორმაში და შედეთ საყინულეში 20 წუთით. მეორე ნახევარი სადმე თბილ ადგილას დადგით.

ორთქლზე დამდნარი თეთრი შოკოლადი ნაღებით.

შავი შოკოლადის მასა:
1. 5 გრამი ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში (მინ. 5 წუთი)
2. 150 გრამი ნაღები გათქვიფეთ და შედეთ მაცივარში 20 წუთით.
3. ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ 150 გრამი შავი შოკოლადი 100 გრამ ნაღებთან ერთად.
4. როცა მასა # 3 იქნება 30 გრადუსი, დაამატეთ გაწურული ჟელატინი და ძალიან კარგად ამოურიეთ, ჟელატინი რომ სულ გაიხსნას. შემდეგ დაამტეთ 50 გ. ამარეტო.
5. როცა მასა #4 იქნება თბილი დაამატეთ გათქვეფილი ნაღები, კარგად ამოურიეთ. საყინყლიდან გამოიღეთ ფორმა (რომელშიც უკვე თეთრი მასის ნახევარი) და ჩაასხით ეს მასა მთლიანად. კიდევ შედეთ საყინულეში 20 წუთით.
6. 20 წუთის გასვლის შემდეგ ფორმაში ჩაასხით დარჩენილი თეთრი მასა, მოაყარეთ თხილი და შედეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

ესეც ჩვენი ნამცხვარი :) აქვს ძალიან ნაზი კონსისტენცია და ძლიერად გამოხატული ნუშის არომატი.
პ.ს. შოკოლადის მოყვარულებს შეიგიძლიათ თეთრი მასის პროპორციით შავი მასა მოამზადოთ :)

Oct 24, 2010

James Oliver - The Naked Chef

ჩემი "მუზა"!!! :D
James Oliver 1975 წელს დაბადებული, ცნობილი გახდა პროგრამების სერიიდან The Naked Chef. მე როგორც კულინარიის ჰობის დონეზე მოყვარული ადამიანი მის გადაცემებს შეძლებისდაგვარად ვუყურებ და მინდა გითრათ რომ ეს არის შეფი რომლის რეცეპტებიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ნებისმიერ ადმიანს შეუძლია მოამზადოს. მაგრამ რა იწვევს ჩემ აღფრთოვანებას? რა და ის რომ ჯეიმსმა უკვე მოასწრო 15 რესტორნის გახსნა ბრიტანეთში და სადაცაა ახალ რესტორანს გახსნის დუბაიში!!!

მერე რაოო, რა მოხდა ახლა თუ 35 წლის ასაკში კაცს 16 რესტორიანი აქვს?!
არც არაფერი მხოლოდ ის რომ ჯეიმსის სიტყვებით მას ძალიან დიდი სირთულეები ჰქონდა სკოლაში, რადგან თავისივე სიტყვების ის არის დისლექსიკი. დანარჩენი თავად დაასკვენით.

ეს ჯეიმსი ცოლუკასთან და ორ შვილთან ერთად, დანარჩენი ორი ბავშვი სურათზე არაა :) (სულ ოთხი შვილი ყავსთ)

Oct 23, 2010

ასიმეტრია და ჯანდაბა ამას!

ტვინის ფუნქციონალურმა და ანატომიურმა ასიმეტრიამ ბოლო მომიღო. ასეთი რთულად დასაწერი რამ ჯერ არ შემხვედრია :( არადა იმდენად მნიშვნელოვანი კითხვაა რომ ვერ გავახალტურებ.

ხალხს ვისაც შეხება გაქვთ ნეიროფისქოლოგიასთან და ამ თემაზე რამე აზრიანი სტატიები გეგულებათ იქნებ დამილინკოთ სახელი და მერე მოვძებნი მე.

უფეისბუქოდ ცოტა ძნელია, საჭირბოროტო საკითხებს ვეღარ ვიხილავ ჯგუფელებთან ერთად :( მაგრამ უნდა გავუძლო ნოემბრის პირველ რიცხვამდე :)

Wine In Land - How it is Possible?

Gonna write some more about qvevri and Marani. I did not know that the land where one can put qvevri in the land and have marani should be special. According to Levan Jordjadze's book, the land where one can put qvevri must be sandy black. It is very important becasue:
  • If there is much water in the land, than the wine loose the taste. It gonna have more water like rotten taste.
  • If qvevri is in red clay or lime land, than the wine gonna be bitter.
  • If the land is yellow clay type, the wine gonna be smelly.
Does not matter how good qvevry one has, if the land is not proper it will always affect the wine quality and taste that's why it is VITAL to put qvevri in black sandy like land. However there are not so many places with black sandy land, people are doing this : they dig big pit, put inside special black sandy land and only after put qvevri inside. (not. one can not use sea sand!!!!).

For building marani, there are also several vital musts!!! There should not be high humidity, the place should be well winnowed but with few sun light in it.

Picture from Vinoge
At the picture, marani with qvevries :)
Picture from Vinoge
Qvevri with red wine in it :)

მარნის აშენება
ლევან ჯორჯაძის წიგნის მიხედვით

სამარნე ადგილის შერჩევა და მარნის აშენება: ქვევრების ჩასაყრელი ადგილი მიწა უნდა იყოს შავი ქვიშიანი. თუ ქვევრები იქნება ჩაყრილი ჭაობ ადგილას, ღვინოს სიმაგრე და ძალა დაეკარგება და სიდამპლის გემოს მისცემს ქვევრი. ფიცხი წითელი თიხა მიწა, ან მოთეთრო კირის მსგავსი მიწა, ღვინოს დასწომს, გაამწარებს, ან დააჭანკებს. წმინდა ალიზის მიწა, ე. ი. მოყვითალო ფერის თიხამიწა ღვინოს მიწის სუნს მისცემს. რაც უნდა რომ კარგი ქვევრი იყოს, მიწის ძალა მაინც შეუვა შიგ ქვევრში, რომლის გამო თუ შეგიმჩნევიათ, ზოგიერთ კხურ ღვინოს აქვს ხოლმე განსხვავებული მიწის, ან ალიზის სუნი, რომელიც არის წარმომდგარი ალიზიანი მიწის მარნისაგან.თუ სამარნე ადგილი არ შეგხვდებათ შავი ქვიშიანი, მაშინ ადგილი უნდა მოთხაროთ ღრმათ, რომელსაც ჯერ ძირში უნდა ჩაუყაროთ ქვიშა, შემდეგ ქვევრები ჩადგათ და ისე ამოავსოთ ქვიშით. ქვიშა კარგია ხევის, გარეცხილი წყლისაგან, უნდა იყოს შავი ქვიშა, იმისათვის, რომ მოთეთრო ქვიშა არის კირის თვისების და ჯიშის, მოყვითალო ქვიშა ალიზის თვისების, სხვა გვარი ქვიშები ღვინოს არ შეინახავს ქვევრში კარგათ. ტალა ქვიშაც კარგია მარნისათვის.

მარანი უნდა აშენდეს იმგვარად, რომ არ იყოს მარანში მომეტებული ნოტიო, ყოველთვის სიგრილე უნდა იყოს შიგნით. არ უნდა იყოს ზამთარში სიცივე, ან ყინვა და თუ ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ჰაერი და ჰავა იქნება მარანში, რაც კარგია ღვინისათვის, ამისათვის ზაფხულში უნდა გრილათა გქონდეთ მარანი, რომ ზამთრის ჰავას უთანასწორდებოდეს. მარანში მზე არ უნდა შედიოდეს, შიგნით ყოველთვის ერთნაირი ტემპერატურის ჰაერი უნდა ტრიალებდეს.

მარნის კარები უნდა იყოს გაკეთებული ჩრდილოეთის მხარეს. ამავე მხარეს უნდა ჰქონდეს პატარა ფანჯრები, რომლების კედლები შიგნიდან უნდა იყოს განივრათ ნახევარ არშინამდის და გარეთა კედლების პირიდან ისე ვიწრო, როგორც თოფის სასროლი ფანჯრებია, იმისათვის, რომ მარანი არ იყოს ძალიან განათებული და ამასთან ჩრდილოეთის მხრიდან მზე ვერ შეხედავს მარანს კარ-ფანჯრიდან.

მარანში სინათლე საჭირო არის იმისათვის, რომ წმინდა ჰაერი შევიდეს ხოლმე და რომ ქვევრების რეცხვაში და გაბზარული ქვევრის გახიზვაში უსანთლოთ ხედავდეს კაცი შიგნით ქვევრის კედლებს, რომ კარგათ გარეცხოს და სიბნელისაგან არ დარჩეს ქვევრში სადმე გაუხიზავი ადგილი. გარეცხვისა და გახიზვის დროს ქვევრის სანთელს ხმარობენ, ეწვალებიან, იმისათვის რომ რეცხვაში ნოტიოსაგან და წყლის ნამისაგან და აგრეთვე ნიავისაგან, რომელიც დაჰბერავს ქვევრის ზევიდან სანთელი მალე უქრებათ და ვერც კარგათ ხედავენ ყველგან ქვევრის კედლებს, ამასთან ბნელმა მარანმა ღვინის დაჭანკება იცის.

ცხელ ადგილებში მარანი კეთდება დახურული კრამიტით. საჭიროა, რომ მარანს სახურავის გარდა, აგრეთვე ჰქონდეს ფიცრის სხვენი, იმისათვის რომ სიცხე კრამიტს ძალიან გაახურებს, რომლის სიცხელე ჩავა დაბლა მარანში და მიწას გაახურებს როცა სხვენი არ ექნება.
თუ მარანი მაჭრის დუღილის დროს ყრუდ იქნება დაკეტილი, ისე რომ ჰაერი არსაიდან შედიოდეს და იმ დროს თუ კაცი შევიდა შიგ უეჭველი წააქცევს კაცსა და დაახრჩობს, რადგან ძლიერი სუნი იქნება დატრიალებული მაჭრის დუღილისას, ნახშირორჟანგის გაზი წარმოიქმნება. ამისათვის მაჭრის დუღილის დროს ყოველთვის სიფრთხილე უნდა იქონიოს კაცმა. არ უნდა შეუშვან შიგ შინაური ფრინველი, თორემ იმათ უფრო მალე დაახრჩობს.
მარანს ახლო არ უნდა იყოს: გომური, ზანული ან სხვა ამგვარი უწმინდურობა. მარანში არ უნდა იყოს შენახული ძმარი, რისამე წნილი, კომბოსტო, რისამე ტყავები, ყველი, ერბო, ქონი, თევზი, ზეთი და სხვა ამგვარები, ვიჩინა ან ძეხვები, თორემ სუნი დატრიალდება მარანში და უთუოდ ღვინოს წაახდენს.

მცირედი რამ ცუდი სუნი რომ შეიტანოს მარანში ჰაერმა ღვინოს უთუოდ ავნებს, მარანმა ჩაისავით მალე იცის ცუდი სუნის მიზიდვა, ამისათვის ყოველთვის დიდი სისუფთავე უნდა იქონიოთ მარანში.ღვინო იქამდის ნაზი არის, რომ თუ ღვინის ქვევრს სარქველის მოხდაში ელვამ დახედა, მაშინვე ღვინო შეიცვლება. თუ ქვევრი ღრმათ არ ზის მიწაში და ბევრი მიწა არ აყრია გარშემო, თუ ქუხილის ხმა ესმა ღვინოს ქვევრში, წახდება ღვინო. ეს მიზეზები ბევრჯერ არის გამოცდილი.

მარანი ისე უნდა ააშენოთ, რომ მზის შუქი ან სიცხე, ან ცუდი რამ სუნი რისამე არ შედიოდეს შიგ და ამასთან ქვევრს ელვა არ უნდა უდგებოდეს და ქუხილის ხმა არ ესმოდეს. მაშასადამე არ უნდა ახადოთ ქვევრი ელვიანსა და ქუხილიანს ამინდში, ან ღამეში ამოსაღებათ ღვინისა.

წყარო

Qvevri, Marani - Georgia :)

Do not know why, but i have decided to upload some summer pictures. This ones are from the region where my grandma lives. Quiet interesting historical region of Georgia - Shida Kartli. She lives in a small village with many old and beautiful churches.


This church might be small but it has long history on it, history which is dated from the VI century. Do u see the small "vessel like" thing beside? Do u want to know what is it? Than keep reading my post :)
The view if the monastery complex.
So here we come :) This is Qvevri (made by clay)- the traditional Georgian vessel for kipping wine. How do we keep wine in it? Well, Quevri is vertically placed in the land, usually the top is covered by wooden cover and after we put some land on it and press it well. Qvevri can have different size from 100 liters up to 2 tones.

You can see Quevri in churches (like in this case) as well as in families. F.ex. my father's family owns 4-5 small Quevri, they are placed under the open sky and surrounded by fig and bay trees. In some parts of Georgia, there are special places for Qvevri and they're called Marani.
Wine in Qvevri is always cold and has same temperature during the year :)

Other posts about Georgia :)
The proper place/land for qvevri

Oct 22, 2010

დამაფიქრებლი კოეფიციენტები

დღეს ლოკალურ გაზეთში ვკითხულობდი რაღაც დანიური კვლევის შედეგებს შობადობის შესახებ. ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ 2007 წელს, 35 წლის ქალების დაახლოებით 19% უშვილო იყო და არც გეგმავდა მამავალში შვილის გაჩენას. 1980 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10% იყო.

ასეთი სიტუაცია არა მხოლოდ დანიაშია არამედ აქაც. სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი ყოველ წელს იზრდება. ამჟამად ქალებისათვის 83 წელია და მამაკაცებისათვი 78 წელი, ეს კი იმას ნიშნავს რომ რაც დრო გავა მით უფრო მეტი პენსიონერი იქნება. გერიატრიკის წიგნში ვკითხულობდი,
იმისათვის რომ მოხუცებულთა და ახალგაზრდათა რაოდენობა ბალანში მოვიდეს, შობადობის კოეფიციენტი უნდა იყოს 2.2 %. ახლა არის მაქსიმუმ 1.9% და ყოველ წელს კლებულობს.

დამაფიქრებელი ციფრებია ხო?! თან ასეთი სიტუაცია არის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, განუვითარებელ ქვეყნებში პირიქით ძალიან მაღალია შობადობის დონე და შესაბამისად ერებს დაბერების საფრთხე არ ემუქრებათ.

ამ საღამოს რატომღაც ამ თემაზე დავფიქრდი, რატომ არის ასე? იმიტომ რომ განუვითარებელ ქვეყნებში ქალებს თავის დაცვა არ შეუძლიათ? თუ მათი დანიშნულება ბავშვების ჩენის გარდა არაფერში გამოიხატება? ადრე რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, რომელიღაც აფრიკული ქვეყანა იყო და იქ ქალები ამბობდნენ -
კაცებს არაფერში ვჭირდებით ბავშვის გაჩენას თუ ვერ შევძლებთო. შესაბამისად უშვილობა და ფერტილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა სიკვდილის ფასად აღიქმებოდა.

გავითრებულ ქვეყნებში კი სხვაგვარადაა საქმე. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბევრი საშუალება შვილის ყოლისა რატომრაც ბევრი იხევს უკან. და ამ კითვხვაზე მაინტერესებდა პასუხი. რატომღაც მგონია რომ დღევანდელი ქალისათვის თავისუფლება ძალიან ღირებლი გახდა და ეს არის მიზეზი შვილის არ ყოლისა. რათქმაუნდა ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა მხოლოდ ეს მიზეზი მომდის თავში.

კითხვები

როგორ ხვდებით რომ ის რასაც აკეთებთ არის თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი? ან რა გაძლევთ იმის საშუალებას რომ კმაყოფილი იყოთ საკუთარი ნაშრომით და საკუთარი თავით? როგორ აფასებთ საკუთარი ნაშრომის შედეგს მანამ სანამ სხვა შეაფასებს მას?


Little Guest :)

ეს სულელუნია ჩიტი შემოფრინდა დღეს სტუმრად. ბევრი იფრთხიალა, ბევრი იჭყიპინა მაგრამ სანამ სურათი არ გადავუღე არ გავუშვი :) ამ ორი კადრის გადაღების შემდეგ კი აივნის კარი გავუღე და ჩიტიც გაფრინდა :) (ჭუჭყიან ფანჯრებს ვერ ვიმჩნევთ :D )

ორქიდეებზეც კი დასკუპდა :) ნახეთ რა ცქნაფაა ორქიდეას ყვავილთან შედარებით :)


Yep, this bird was my little guest today :) It observed the apartment, tried to sit on bookshelves, computers, printer, chairs, bed and even curtains :D :D. It checked the kitchen as well, but did not find any food and that's why it decided to fly away, very desperately I want to tell you.

p.s. I let it out after taking some photos :)

Oct 21, 2010

Yes, There was Snow :)

დილას ბავშვების ყიჟინამ გამაღვიძა, კი ვიფიქრე ამ დილაუთენია რამ გააგიჟა ეს ბავშვებითქო, გავიხედე ფანჯარაში და აი ეს ამბავი დამხვდა :)
სამწუხაროდ სულ ცოტა ხანი თოვდა, ასე 15-20 წუთი. მერე მზე გამოვიდა, თოვლი დაადნო და იმის შუადღეს თოვლის ნაკვალევი საერთოდ გამქრალი იყო :)

ეს კიდევ საავდმყოფოს "პეპელა" :) გამიმართლა, აპარატი მქონდა წაღებული უნივერში, და აფრენისას იქვე საავადმყოფოსთან ვიყავი :)

Good bye FB :)

4.5 ქულა დამაკლდა და მთელ 100 % -ს ავიღებდი ნევროლოგიაში :) მაგრამ არაუშავს მაინც მიხარია, იმიტომ რომ ეს ქულები უცოდინარობის გამო კი არ დამაკლდა არამედ იმიტომ რომ კითხვები გავიგე არასწორად. მიუხედავად იმისა რომ შვედურს აგერ უკვე 2.5 წელია ვსწავლობ მაინც მაქვს ხოლმე პრობლემები, განსაკუთრებით კი გამოცდების დროს, რადგან ლექსიკონის გამოყენების უფლება არ მაქვს.

გამოცდას რომ ვაბარებდი ჩემ თავს პირობა მივეცი რომ თუ 90% ავიღებდი მაშინ ერთი კვირით მოვშორდებოდი სოციალურ ქსელებს, თუ 100% მაშინ 2 კვირით, რადგან რაღაც შუალედურია ვიღე ამიტომ 10 დღით ვემშვიდობები სოციალურ ქსელებს და მხოლოდ ბლოგს ვიტოვებ. ხოდა მთელ დანრჩენილ დროს დავუთმობ ნეიროფსიქოლოგიას, ბევრი გვაქვს საწერ საკითხი :)

პ.ს. დღეს დილას თოვდა, სურათები გადავიღე და საღამოს ავტვირთავ ბლოგზე :)
p.s. 2. ახლა შევამოწმე, გერიატრიკაც ჩამიბარებია. ღმერთო ჩემო რა ჭკვიანი გოგო ვარ და რა კარგი მასწავლებელი გვყავს გერიატრიკაში გამოცდის შემდეგ 1 კვირაში გაასწორა ტესტები :D


Eng:
Before taking the exam in Neurology, I promised to myself: with 90% positive result to block all social sites for a week, 100% - 2 weeks. My result was 93 %, so I am going to be away for 10 days. This time gonna be used for neuropsychology which I find quiet difficult and complicated.
So if something u can find me here on the blog or via mail and telephone.

p.s. I know it is crazy but it is better than what i was doing before :D Not eating cakes during 1 -2 weeks is more difficult than block social sites :D :D

Oct 18, 2010

ნეიროფსიქოლოგია - ამას თუ გადავურჩი რაღა მიჭირს :D

ნეიროფსიქოლოგიის ცხრილი რომ ვნახე ლამის გული გამისკდა - მეთქი ვსიო, უსაქმურობისაგან მოვკვდებით, რადგან კვირაში მხოლოდ 2 ლექცია ეწერა, ისიც სამ სამი საათი. მაგრამ თურმე სად ვყვინთავ!

დღეს, პირველ ლექციაზე მისვლისთანავე უცებ გაგვიიასნეს ყველაფერი. ლიტერატურა რომელი წიგნი უფრო ძნელია ვერ გავიგე ჯერა, ყველაზე მეტად რა მიჭირს იცით სხვადასხვა ენაზე სწავლა. თუ მხოლოდ ინგლისური ან მხოლოდ შვედური წიგნები გვაქვს არ მიჭირს ხოლმე, მაგრამ ერთდროულად შვედური და ინგლისური ლიტერატურა დიდ ბაზარს იწვევს ჩემს თავში. გამოცდა - სამ ეტაპად: 1. საშინაო დავალება 8 კითხვა რომელზეც პასუხები უნდა გავცეთ. 2. პაციენტის შემთხვევა რომელიც ჯგუფურად უნდა განვიხილოთ და რეაბილიტაციის გეგმა შევიმუშაოთ და 3. მოკლე შეკითხვები რომლებზეც ზეპირად უნდა გავცეთ პასუხი. ეს უკანასკნელი მკლავს :(

მოკლეთ ისევ გრძელდება აურზაური, არ ვწუწუნებ მიყვარს მე აურზაური მაგრამ ვეჭვობ ამ საგანთან გამიჭირდება იმიტომ რომ მასწავლებლის მთლად კარგად არ მესმის :(

Oct 17, 2010

Salmon with Leek

სიმართლე გითხრათ სანამ ამ კერძს მოვამზადებდი აზრზე არ ვიყავი რა გამოვიდოდა. ჩემი მიზანი იყო: 1. რაც შეიძლება მეტი საარგებლო პროდუქტები გამომეყენებოდა და 2. კერძი თიხის ქოთნებში მინდოდა მომემზადებინა. ხოდა სასარგებლო პროდუქტებიდან მქონდა ორაგულის ცხიმიანი ნაჭრები, ლიმონი და პრასი ხოდა ასეთი რამ მოვიფიქრე.

მომზადება: ჩემების მიერ ნაჩუქარ კეცში ჩავაწყვე პრასის ფოთლები, ზედ დავალაგე ორაგულის ნაჭრები (შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ფორმაზე დაჭრილი ნებისმიერი თევზი), მოვაყარე მარილი და ბლომად პიპლპილი. თავზე მოვაწურე ნახევარი ლიმონის წვენი, ნახევარი კი დავჭერი და აქა-იქ დავაწყვე. როგორც სურათზე ხედავთ.

მერე ეს კეცი შევდგი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30 წუთის შემდეგ აი ეგ გემრიელობა გამოვიღე :) ფერმა არ შეგაშინოთ, პილპილის და მარილის ფენის ქვეშ, ორაგულის ნაზი და ვარდისფერი რბილობი იმალება :)

საწებელად კი თევზისაგან და ბოსტნეულისაგან გამოსული წვენი :)

გემრიელად მიირთვით ჭიქა მშრალ თეთრ ღვინოსთან ერთად :)


ბოსტნეული რომაულ ქოთანში

ჩვენ ერთ ლექტორს თუ დავეყრდნობი ადამიანმა დღეში მინიმუმ 500 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს იმისათვის რომ სხეულის დაბერება შეანელოს. ხოდაა რა უნდა ახლა ბოსტნეული მომზადებას მითხარით? არც არაფერი მხოლოდ ბოსტნეული და რამე ისეთი ტექნიკა რომელიც ამ ბოსტნეულს გემოს მისცემს. ხოდა შემდეგი კერძი მოვიფიქრე :

შენიშვნა: კერძი მზადდება რომაულ ქოთანში, თუ თიხის ქოთანი არ გაქვთ მაშინ ისეთ ჭურჭელში მოამზადეთ რომელიც ღრმაა და ღუმელში შეიდგება.

მომზადება:
ქოთანში ჩავასხათ ზეითუნის/მზესუმზირის ზეთი 4-5 ს.კ. ზედ მოვაყაროთ 0.5 ჩ.კ. შავი პილპილი, 1 ჩ.კ. ბაზილიკა, 1 ჩ.კ. ტარხუნა, 1 ჩ.კ. უცხო სუნელი. ზემოდან კი დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ბოსტნეული. მე შემდეგი სახის ბოსტნეული გამოვიყენე: პატარა თავი ყვავილოვანი კომპოსტო, 4 საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ცალი პრასის მწვანე ფოთლები, 2 ცალი ცუკინი, 3 ღერი ნიახური და 3 ღერი მწვანე ხახვი. ეს ყველაფერი ჩავაწყვე ქოთანში, ისე რომ ზემოდან პრასი და ხახვი მოვაქციე, ზემოდან მოვასხი ნივრიანი ზეითუნის ზეთი და მოვაყარე იგივე რაოდენობის სუნელები რაც ზემოთ დავწერე.

შევდგი ღმელში 250 გრადუსზე და ვხარშე 50 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ მომზადების შემდეგ ბოსტნეულს ნატურალური ფერი აქვს შენარჩუნებული :)

მსგავსი კერძი შეგიძიათ გამოიყენოთ სტარტერად ან გარნირად :)
გემრიელად მიირთვით :)



Oct 16, 2010

Beef Wellington

ვიფიქრე, ვიფიქრე და გავრისკე Beef Wellington მომზადება. ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი კერძია და მხოლოდ კაფეებში მიჭიამია. სახლში არც მომიზადებია და არც სხვის მიერ მომზადებული დამიგემოვნებია ხოდა აი დადგა ჭეშმარიდების მომენტი,ს ევიძინე ინგრიდიენტები დააააა შევუდექი საქმეს. თუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს რეცეპტი არის რთული, მაინც გირჩევთ სინჯოთ იმიტომ რომ 1. არ არის რთული :P 2. ძაააალიან გემრიელი კერძია :)

შენიშვნები: წინასწარ გაითვალისწინეთ რომ დაგჭირდებათ 4 ფირფიტა თხელი ბლინი ან 6-ფირფიტა თხელი ბეკონი. თუ ეს ინგრიდიენტები არ გაქვთ მაშინ არ გამოიყენოთ სოკოს შიგთავსი.

აბაააააააა წავიდააა :)
ცომი: 50 გრამი რბილი კარაქი აზილეთ 300 გრამ ფქვილსა და ოდნავ მარილში, დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა (გული გადაინახეთ). თუ ხედავთ რომ წყალი აკლია დაამატეთ იმდენი ცივი წყალი რა მდენიც საჭიროა ადვილად გასაბრტყელებელი ცომის მოსამზადებლად. ეს ცომი შედეთ მაცივარში მანამ სანამ მას არ გამოიყენებთ.

ხორცის წინასწარი დამუშავება: 500-600 გრამი ხბოს ხორცი, ტრუბისმაგვარი ფორმა უნდა ქონდეს, აჭრილი მხოლოდ მჭლე ნაჭერი. ხორცის ეს ნაჭერი გარგად გავრეცხოთ, კარგად გავამშრალოთ და დავაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ ზეთში მაღალ ცეცხლზე. 1 წუთი ერთ მხარეს. ყველა მხარეს უნდა შევწვათ ჩვენი "ტრუბა". როცა ხორცი ყველა მხარეზე იქნება შემწვარი გადავდოთ გვერდზე და დავივიწყოთ.

სოკოს შიგთავსის მოზადება: 1 დიდი ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად და მოშუშეთ 20 გრამ კარქში. დაამატეთ 300 გრამი ძაალიან თხლად დაჭრილი სოკო, 2 კბილი ნიორი, პილპილი მარილი გემოვნებით. 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ქინძი, 1 ს.კ წვირლად დაჭრილი ოხრახუში. შუშეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, თან გამოუდმები ურიეთ. სოკოს წვენი მთლიანად უნდა ამოშრეს. როცა წვენი ამოშრება გადმოდგით სოკო ცეცხლიდან.

გაითვალისწინეთ სანამ ველინგტონის აწყობას დავიწყებთ ყველა ინგრიდიენტი უნდა იყოს ცივი, არა თბილი არამედ კარგად გაცივებული.

ახლა კი დავიწყოთ აწყობა:

1. გავახუროთ გაზქურა 225 გრადუსზე.

2. თხელ პოლიეთილენის პარკზე დავაფინოთ ბეკონის ნაჭრები ან ბლინების ფირფიტები, მასზე თანაბრად გადავანაწილოთ სოკო, შუაში დავდოთ ხორცის ნაჭერი და კარგად შევახვიოთ. პლიეთილენისვე პარკში კარგად გადავახვიოთ და შევდოთ მაცივარში.
3. მაცივარიდან გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ იმ ზომაზე რომ ხორცის ნაჭრის მთლიანი ჰერმეტული გადახვევა მოვახერხოთ. გვერდებზე ასე 5 სმ ზე წავუსვათ კევრცხი ან წყალი. მაცივრიდან გამოვიღოთ ხორცი დავადოთ ცომზე და გადავახვიოთ კარგად. ნაჭერი დავდოთ საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან წავუვათ კვერცხი და შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.
4 ვაცხოთ 1 საათის განმავლობაში. თუ ხედავთ რომ თავი წივება მაშინ ზემოდან ალუმინის ქარალდი დააფარეთ ან რამე სხვა. იმიტომ რომ კვერცხინი თავი მალე იწვება ხოლო ხორცი შიგნით არაა ზპლმე მოზადებული.

გარნირი: მოხარშული კარტოფილი ქინძით ან ღუმელში შემწვარი კრტოფილი.

გემრიელად მიირთვით წითელ მშრალ ან ნახევრად მშრალ ღვინოსთან ერთად :)

ყაყაჩო :)

ტრამვაის გაჩერებაზე აი ეს სიურპრიზი დამხვდა :)
არც კი ველოდი :)

Oct 14, 2010

მეზობელი, ტრამვაი და არ შემდგარი სემინარი

მე თქვენ გეუბნევით - ჩემი ჩინელი მეზობელს რაღაც სჭირს!!! ადრეც ვწერდი, რომ მხედავს წრეებს ურტყავს ადგილებს ოღონდაც მე არ შემეჩეხოს, ტრამვაიში თუ შემხვდა კურიზულია მისი ქცევა. დღესაც ასე იყო, არ შემდგარი სემინარიდან სახლში რომ მოვდიოდი, ერთ გაჩერებაზე დამინხა რომ ტრამვაიში ვიჯექი და ადამიანს რომ ცივი წყალი გადაასხა ისეთი სახე მიიღო. ჩვენ გაჩერებაზე რომ ჩამოვედით ჯერ დამელოდა რომელი კარებიდან ჩამოვედი და მერე უკან ჩამომყვა. ერთადერთი დასკვნა გამომაქვს - ან მას სჭირს რაღაც ან მე!

თუმცა, სახლში სანამ მოვიდოდი ხილის მაღაზიაში შევიარე და ჰოი საოცრებააავ- წაბლი არ დამხვდაააააააა!!! ვიყიდე ბევრი წაბლი, ყურძენი და კმაყოფილი წამოვედი სახლში.

ცოტა გადავახვიოთ უკან: სანამ სემინარზე წავიდოდი კიდე, ასეე ტრამვაის გაჩერებაზე ერთი კაცი საშინლად უყვიროდა მის ცოლს. მერე იმხელა სთხლიშა ეს გაკნაჭული ქალი თუ არ დავადებოდა არ მეგონა. მიიკუჭა საწყლად კედელთან და ტირილი დაიწყო. გადავირიე, ის მათხოვარი სადაც ხალხის თვალწინ ასეთ რამეს უშვება ცოლსა, სახლში რა დღეს აყრის ხომ წარმომიდგენია. მთელი გზა იმ ქალზე ვფიქრობდი, და ახლაც მასზე ვფიქრობ. როგორ უნდა მოიქცე მსგავს შემთვევებში? ძნელია გატარება, თან არ ვარ ის ტიპი რომელიც მსგავს რამეებს ადვილად ატარებს.


p.s. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ცუდია რომ სემინარი არ ჩატარდა, სამაგიეროდ დრო და ენერგია მაქვს იმისათვის რომ გამოცდისათვის საფუძვლიანად მოვემზადო.

სქესობრივი დიკრიმინაცია

რატომ არის რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ქალი, უფრო მეტად სტიგმატიზირებულია ვიდრე მამაკაცი?
მაგალითად ფსიქიკურად ავადმყოფი ქალი ვერ გათხოვდება, მაგრამ მამაკაცს მშვენივრად შეუძლია ცოლის მოყვანა.

Oct 13, 2010

და იქმნა სინათლე!!!!

და იქმნა სინათლე!!!!
33 ჩილეელი მაღაროელი მაღაროში!
700 მეტრ სიღრმეზე!
30-32 გრადუს ტემპერატურაზე!
დღის სინათლეს სულ მალე იხილავს!


წარმოგიდგენიათ რა გადაიტანეს ამ გმირმა მაღაროელებმა როცა მათ უთხრეს რომ დეკემბრამდე არ მოხერხდებოდა მათი ამოყვანა? ისინი მედგრად შეხვდნენ ამ ამბავს და იმედი ერთი წუთიც არ დაუკარგავთ!

და წუხელ ღამიდან დაწყებული, მთელმა მსოფლიომ იხილა იმედის ძალა!!
სპეციალური ლიფტის მეშვეობით მაღაროელების ამოყვანა დაიწყეს. ერთი მაღაროელის ამოსვლას 15 წუთი სჭირდება. მერე რა რომ ეს თუთმეტი წუთი იმაზე მეტად იწელება ვიდრე მთელი ორი თვე! სამაგიეროდ ისნი თავისუფალნი და ბედნიერნი არიან რომ იხილეს მეგობრები, ოჯახები, და კვლავ ბედნიერად დააბიჯებენ დედამიზაწე!

სიტყვები არ მაქვს ისე მიხარია!


Oct 12, 2010

წითელი ღვინის საწებელა

დღეს გთავაზობთ დაცემა საწებელას ხორციანი კერძებისათვის.
ეს საწებელა შესანიშნავად მიდის მწვადზე, სტეიკებზე, ველინგტონზე და ყველანაირ ოთხფეხა ცხოველის ხორცზე :) მოსამზადებლად უმარტივესია და სიამოვნება რომელიც მისი დაგემოვნების შემდეგ გელოდებათ უდიდესი :)

დავიწყოთ მომზადება:
1. ტაფაში ჩავაგდოთ 30 გრამი კარაქი ან მარგარინი, დავამატოთ 3 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კბილი ნიორი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. თან ვურიოთ რომ არ მიიწვას. დავამატოთ 4 ს.კ ძმარი,პილპილი და კვალვ გავარძლოთ ამორევა მანამ სანამ არ ამოშრება ძმარი.

2. ხახვს დავასხათ 300 მლ წითელი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო. ვადუღოთ მანამ სანამ ღვინო მესამდზე არ დადუღდება.

3. ახლა დროა ხორცის ბულიონიც დავამატოთ. თავად მე ამ ინგრიდიენტის პრობლემა შემდეგნაირად გადავჭერი: ავიღო გალინა ბლანკას ზროხის ერთი კუბიკი და გავხსენი 250 მლ თბილ წყალშო. მერე ეს წყალი ჩავასხი ტაფაში.

4. მასა უნდა შუშოთ მანამდე სანამ მისი რაოდენობა 1/3 ზე არ დავა და შესქელდება. ამ კონსისტენციას რომ მივიღებთ დავამატოთ მარილი გემოვნებით, პილპილი გემოვნებით, ქონდარი ნახევარი ჩაის კოვზი და 2 წუთითაც დავტოვოთ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით :)

პ.ს. სურათის გადაღება ვცადე მაგრამ ისეთი საშინელება გამომივდა გადავწყვიტე არ დავდო.

Oct 11, 2010

ტვინი როგორც ერთი დიდი მიკროსქემა

ძალიან ძნელია როცა ახლობელი არის ავად, და ეს ავადმყოფობა ისეთია რომელსაც ვერაფერს ვერ უშველი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პროგრესშია.

ადრე ერთი პოსტი დავწერე კიდეც ბებიაჩემზე, რომელსაც ალცჰეიმერი აქვს. ვისაც ამ დაავდების შესახებ გსმენიათ ალბათ იცით რა საშინელი მგდომარეობაცაა, ჯერ ნელ ნელა იწყება მერე რაც დრო გადის მით უფრო სწრაფად პროგრესირებს. ეს არის დაავადება რომელსაც აფსოლიტურად ვერაფერს ვერ უშველი, არ არსებობს წამალი ან რამე მსგავსი რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. აქა სპეციალური სახლები არსებობს სმგავსი ავადმყოფებისათვის, ან ვისაც საკუთარ ბინაში უნდა დარჩენა მათ ოკუპაციური თერაპევტები სხვადასხვა მეთოდების საშუალებით უწყობენ ბინას ისე რომ მეტ ნაკლებად შესძლონ თავის გატანა და დამოუკიდებლაცდ ცხოვრება, საქართველოში კი მსგავსი რამ არ არსებობს, ავადმყოფი ხშირად ოჯახშია და დაავადების საშინელი მიმდინერეობა მთელ ოჯახზე მოქმედებს.

ჩემი ოჯახიც არაა გამონაკლისი. ბებიაჩემის ავადმყოფობა ყველაზე მოქმედებს, და განსაკუთრებით ჩემ მშობლებზე. მამაჩემზე რომელსაც არ ესმის რა დაავადებაა ეს, ან არ უნდა გაიგოს და აღიაროს და დედაჩმზეც რომელიც primary care giver -ია.
ამიტომ მინდა დავწერო გასაგებ ენაზე დაახლობით რასთან გვაქვს საქმე.

წარმოვიდგინოთ ტვინი როგორც ერთი დიდი მიკროსქემა რომელსაც ძალიან ბევრი და წვრილი ნაწილები აქვს. ნაწილებს შორის კავშირი პატარა მავრთულებით არის განპირობებული. იმისათვის რომ მიკროსქემამ გამართულად იმუშაოს საჭიროა რომ ყველა ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდეს, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია. ალცჰეიმერის დროს ეს კავშირები დარღვეულია, ხან მიმღები ნაწილი კვდება, ხან გამტარი მავრთული და ასე გრძელდება შეუჩერებლივ. რადგან ალცჰეიმერის დროს ტვინის უჯრედები ძალიან სწრაფად და პროგრესულად კვდებიან ჯერ ფსიქიკური ფუნქციების დაზიანება ხდება როგორიცაა მეხსიერება, კონცენტრაცია, ორიენტაცია ა.შ. დაავადების პროგრესთან ერთად კი უფრო მეტი ფუნქციის დაკარგვა ხდება. ყველაზე ცუდი კი ისააა რომ ავადმყოფს განცდაში არ ეძლევა რომ ავადააა, მე თუ მკითხავთ ეს ყველაზე საშინელებაა.

აი ესაა დაავადება რომელსაც ჩემი ოჯახი ებრძვის და არ უნდათ აღიარონ რომ ეს ბრძოლა წაგებულია პირველივე წუთიდან.

მეზობელი შიზოფრენიით

დიდი შესვენების შემდეგ ისევ დავიწყე სირბილი. მიხარია და იმედი მაქვს რომ გავაგრძელებ მანამ სანამ ჩამოთოვს.

რატომ მიყვარს სირბილი?! იმიტომ რომ სანამ დავრბივარ ბევ რამეზე ვფიქრობ. დღესაც ვფიქრობდი ერთ წიგნზე რომელსაც ვკითხულობ. წიგნის ავტორი ჩვეულებრივი ადამიანი არ გეგონოთ, მას შიზოფრენიის სიმპტომთა მთელი თაიგული აქვს, იცით როგორი ვარიანტია სახემძღვანელოებში რომ შეაქვთ ხოლმე როგორც Case study. ხოდა ეს ადამიანი თავის წიგნ-დღიურში წერს რომ 15 წლის განმავლობაში ყოველ ღამე ჩხუბობს თავის ხმებთან შუაღამიდან დილის 5-6 საათამდე, მეზობლებს წერილებს და სხვადასხვა სახის საჩუქრებს უგზავნის, არ შეუძლია სექსუალური იმპულსების შეკავება და ა.შ. მოკლეთ მთელი თაიგული რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან.

ხოდა სირბილის დროს ვფიქრობდი- სასურველია ასეთი მეზობლის ყოლა? და რა უნდა ქნა როცა ასეთი "ხმაურიანი" მეზობელი გყავს? სამწუხაროდ ამ კითვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გავეცი.

(პ.ს. ამის წინ სადაც ვცხოვრობდით იქ გვყავდა მეზობელი შიზოფრენიით, მაგრამ უწყინარი ქალი იყო, მშვიდი, ხმებთნაც მხოლოდ ცხოვრების ამაოებაზე საუბრობდა (მისი წერილიდან ვიცი). არც მე მაწუხებდა მაინცდამაინც, წერილი კი გამომიგზავნა ერთხელ, რამე დახმარებაც თუ სჭირდებოდა ჩემთან მოდიოდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი ქალი იყო :) )




Oct 10, 2010

უნგრული პალაჩინტა

ვაგრძელებ კულინარიულ თემას დაააააა გთავაზოოოოობთ პალაჩინტების რეცეპტს. პალაჩინტა ერთგვარი უნგრული ბლინია, ოღონდ ქართული ბლინებისაგან განსხვავებით არის ტკბილი და ძირითადად იჭმვა სხვადასხვა ჯემებთან, მურაბებთან, შოკოლადის ქარაქთან, შაქრიან დარიჩინთან და მსგავს რამებთან ერთად. მომზადება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი ადამიანი ამზადებს ერთად და მერე ყველა ერთად შემოუსხდებით მაგიდას და ერთად დააგემოვნებთ თქვენს ნახელავს :)

მოვამზადოთ ცომი:
3 კვერცი გავთქვიფოთ 100 გრამ შაქართან და 500მლ რძესთან ერთად (ან 250 მლ რძე და 250მლ მინერალური წყალი, ვინც დიეტაზე ხართ :P) დავამატოთ 5 სუფრის კოვზი ზეთი და კააააარგად ავთქვიფოთ. ნელ ნელა შევაზილოთ ფქვილი.

ფქვილი ყველაზე დიდი პრობლემაა პალაჩინტებში იმიტომ რომ ცოტა თუ შეაზილეთ, ვერ გამოაცხობთ, ბევრი თუ შეაზილეთ ძალიან სქელი ცომი გამოვა და ფირფიტები არ იქნება ისეთი კარგი როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ნელ ნელააა შევაზილოთ ჯერ 100 გრამი ფქვილი, მერე კიდევ 100 და ბოლოს შევამოცმოთ სისქეზე. ჩამჩით რომ ამოვირებთ ბლანტი უნდა იყოს მაგრამ ძალიანაც არა. საჭირო კონსისტენციამდე რომ მიიყვანთ ცომი უნდა დაასვენოთ მინიმუმ 1 საათით (თუ გეჩქარებათ ეგრევე გამოაცხვეთ).

გამოცხობა:
პირადად მე ტაფაზე ზეთს არ ვასხავ, და ჯერ ჯერობით არ მქონია პრობლემა, ანუ ცომი არ ეკრობა. თუ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებთ ტაფის ავკარგიანობაში კარგი იქნება თუ მას ძააალიან თხლად მოუსმევთ ზეთსა.

საცდელი პირველი პალაჩინტა: კარგად ამოურევთ ცომს და დაასხავთ ტაფაზე. ტაფას შეანჯღრევთ რომ ცომი ყველგან წავიდეს და ზედმეტს უკან გადმოასხავთ (დამერწმუნეთ რამოდენიმე ცდის შემდეგ თვალის ზომით განსაზღვრავთ რამდენი უნდა დაასხათ). ორივე მხარეს უნდა გამოაცხოთ. შენიშვნა: თუ ხედავთ რომ ცომი ძალიან სქელია დაამატეთ რძე ან მინერალური წყალი, ხოლო თუ ცომი ძალიან თხელია მაშინ ფქვილი შეაზილეთ.

ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული. ამ პალაჩინტებს კი დაახლოებით 5 კაცი აცხობდა :D


გემრიელად მიირთვით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად :)

Oct 9, 2010

ლიმონის ნამცხვარი

აბაააა, ლიმონის კლიენტებო აქეთ, ყველას ვისაც ძალიან გიყვართ ლიმონი მაგრამ არ შეგიძლიათ მისი ვაშლივით ჭამა ეს ნამცხვარი დაგეხმარებათ შეიგძნოთ ლიმონის ძალიან დახუნძლული და მწიფე გემო :)


აბა დავიწყოთ მომზადება :)
1.გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე.
2.ავიღოთ ფორმა სიდიდით 20სმ /20სმ (ან ნებისმიერი პროპორციის რომელსაც იგივე ფართობი ექნება). ზედ თხლად წავუსვათ კარაქი ან ზეთი.
3.მოვამზადოთ ცომი: 110 გრამ დარბილებულ კარაქს ავურიოთ 25 გრამი შაქრის პუდრა, ძალიან კარგად ავთქვიოთ დავამატოთ ოდნავ მარილი და მწიკვი ვანილი, 130 გრამი ფქვილი. კარგად ამოვურიოთ, ხელით ფორმაზე კარგად გავშალოთ და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. ღუმელში ფორმა უნდა დადოთ შუა ადგილზე.

ლიმონის კრემი:
ორი კვერცი და 200 გრამი შაქრის პუდრა ავთქვიფთ ძალიან კარად. დავამატოთ 60.მლ ლიმნის წვენი (დაახლობით 1 საშუალო ლიმონისაგან გამოწურული წვენის რაოდენობაა), 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (იგივე რაც ლიმონის კანი), 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი (ერთი შეკვრა, 5გრ.), 2 ს.კ. ფქვილი. ეს მასა კარგად ავთქვიფოთ და მას შემდეგ რაც ნამცხვირს ბაზა იქნება გამოცხობილი მოვასხათ და ისევ შევდოთ ღუმელში 20 წუთით.

დეკორაცია:
ლიმნის ან ფორთოხლის თხელი ნაჭრები, ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ :)

შენიშვნა!!!! აუვილებლად გაითვალისწინეთ რომ ნამცხვარი რომ ოდნავ შეგრილდება დაჭერით და ამოიღეთ ჟარუნიდან. ან კიდევ ჟარუნაში საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ და ისე გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით ფინჯან ჩაისთან ერთად :)


Can a person "suffer" from Asperger's syndrome?!

დღეს ასპერგერის სინდრომზე (ას) მინდა მოგიყვეთ, ძალიან საინტერესო სინდრომია ასევე ძალიან საინტერესო ადამიანებით. როცა ჩემ პოსტს წაიკითხავთ და ვიდეოებსაც უყურებთ, გთავოთ გამოთქვათ თქვენი აზრი Can a person "suffer" from Asperger's syndrome?

უამრავი ცნობილი მეცნიერი და ნობელის ლაურეატი სწორედ ამ სინდრომის "მსხვერპლნი" იყვნენ. ას აუტისზმის სპექტრის ერთ ერთი "დაავადება" , ჯერ ჯერობით დსმ IV -ში ეს მდგომარეობა ასპერგერის სინდრომის სახელითაა ცნობილი, მაგრამ 2013 წელში როცა ამ წიგნის მეხუთე ვარიანტი გამოვა დიდი ალბათობაა რომ მდგომარეობას სახელი შეეცვლება.

ახლა რა ხდება, ზოგადად ადამიანთა მოდგმის IQ მაჩვენებელს თუ გადავავლებთ თვალს, მაშინ ვნახავთ რომ ასეთი გადანაწილება გვაქვს:
აუტისტ ბავშვებს IQ მაჩნებელი ძალიან დაბალი აქვთ, ასპერგერ ბავშვებს კი არანორმალურად მღალი, მაგლიათად 140 და ზევით, და ეს ასაკისდა მიუხედავად. ეს არ არის მხოლოდ ერთი განსხვავება ასპერგერსა და ტრადიციულ აუტიზმს შორის. კონგიტური ფუნქციების დარღვევა აუტისტების 80% ში გვხვვდება, ასპერგერების მხოლდო 10%. ეპილეფსია და მსგავსი გულყრები აუტისტებში 30-35%, ასპერგერებში 5-10 %. ამ მაჩვენებელების გარეშე კიდევ უამრავი რამაა რაც განასხვავებს ამ ბავშვებს ერთმანეთისაგან და დანარჩენი საზოგადოებისაგანაც.

ას - ბავშვებს ახასიათებს არანორმალური ინტერესი ერთი საგნის, რამოდენიმე საგნის ერთდროულად ან მიმდევრობით ინტერესი. არანორმალური იმიტომ რომ როცა მათი კონცენტრაცია, ინტერესი იმდენად ძლიერია რომ მთლიანად ეფლობიან მათ სამყაროში. მათი ინტელექტუალური ბრწყინვალება კი იმის საშუალებას იძლევა რომ აითვისონ ახალი მატერიალი, გაიგონ და თავისიც აწარმოონ. რათქმაუნდა ამ ბავშვებს ძალიან დიდი სიძნელეებიც აქვთ მაგალითად სოციალურ სფეროში, არ შეუძიათ სხეულის ენის წაკითხვა და შესაბამისად ვერ გებულობენ იმას თუ რას გრძნობს და რას გამოხატავს სხვა ადამიანი, რადგან ეს არავერბალური ინფრომაცია არ ესმით, შესაბამისად ჭირთ დიალოგის წარმართვა, ისნი ან ძალიან დომინანტი ხდებიან ან საიერთოდ ხმას არ ირებენ. არ ყავთ მეგობრები, სოციალური წრე ძააალიან ვიწროა. აქვთ ქცვითი სიძნელეები, ძალიან უჭირთ კონტაქში შესვლა და საუბარი თემაზე რომელიც მათ "მეს" არ ეხება, ძალიან ეგოცენტრიულები არიან.

იმისათვის რომ გაიგოთ ამ ბავშვების ძლიერი და სუსტი მხარეები გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეოს :)
ნაწილი 1.

ნაწილი 2.

ნაწილი 3.

ხოდა ახლა მიპასუხეთ შეიძლება თუ არა დაიტანჯო გენიალურობისაგან? თუ ეს ჩვენი"ordinary people" - თავის დამშვიდებაა რომ ვიღაცა ვინც გენიოსია, ვინც ჩვენზე საშუალო ადმიანებზე ჭკვიანია იტანჯება თავისი გენიალურობისაგან?!

Oct 7, 2010

სტიგმატიზაცია

გუშინ ერთ ლექციაზე ფსიქიკურ დაავადებებსა და საზოგადოების მიერ ავადმყოფთა სტიგმატიზაციაზე ვსაუბრობდით. სიმართლე რომ გითხრათ არ მიკვირს მსგავსი სტიგმატიზაციის არსებობის. ჯერ ერთი იმიტომ რომ ფსიქიკური აშლილობები უძვლელესი დროიდან რაღაც "არაწმინდასთან" იყო დაკავშირებული და "გენეტიკურად" (იუნგისეული კოლეტიური არაცნობიერის პონტში) ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე კიდევ ცოტა ძნელია გაიგო იმ დაავადების არსი რომელსაც სომატური დაავადებებისაგან განსხვავებით, საფუძვლად ფიზიკური ცვლილებები არ, ან ნაკლებად ნაკლებად უდევს. გაუგებრობა და უცოდინარობა კი შიშს შობს.

საზოგადოება საზოგადოებად, მაგრამ არც ავადმყოფები არიან კარგ დღეში. თავად ისინიც მალავენ თავის დიაგნოზს, იმიტომ რომ ეშინიათ საზოგადოების, ეშინიათ საკუთარ თავთან აღიარების (რათქმაუნდა ის კატეგორია რომელსაც აქვს იმის გააზრების უნარი რომ ავადაა, თორენ ადამიანი რომელსაც შიზოფრენია აქვს იშვიათად აღიარებს რომ ავადაა. ). არავინ მალავს რომ აქვს დიაბეტი, რომ აქვს პრობლემა გულთან, კუჭნაწლავთან და ა.შ. მაგრამ იმის აღიარება რომ გაქვს ბიპოლარული აშლილობა ან კიდევ ღრმა დეპრესია საკმაოდ ძნელია. მითუმეტეს პირველ შემთხვევაში როგორც წესი თავად ადამიანის ცხოვრების წესის ბრალია დაავადება -არასწორი კვება, რეჟიმი და უამრავი მეორადი ფაქტორი რომლის კონტროლი შეიძლება დაავადების თავიდან აცილების მიზნით. აი ფსიქიკური დაავადებების დროს კი ცოტა ძნელია ისაუბრო რა არის მიზეზი, შესაბამისად ადამიანის "დანაშაული" იმაში რომ აქვს შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ა.შ. მინიმალურია,

რამოდენიმე პოსტში უკვე დავწერე რამოდენიმე ნევროლოგიური დაავდების შესახებ, ხოდა ვფიქრობ რომ კარგი აზრია ფსიქიკური დაავდებების შესახებაც რომ დავწერო პოსტები, გინდაც იმიტომ რომ ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებაში ამ კატეგორიის მიღების და აღიარების პროცესში, ვაჩვენო ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები საშიშები არ არიან და რომ ისინი ხშირად რიგით ადამიანებზე ბევრად საინტერესონი არიან.

Oct 6, 2010

ცნს

ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე გენიალური და სრულყოფილი სისტემა არ მეგულება დედამიწის ზურგზე. არც მის გარეთ.

Oct 3, 2010

Which Coat is the Best?! Help!!!

ვინაიდან და რადგანაც აქ ნორმალური კურტკა ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე მისი გამოწერა რუსული საიტებიდან. ფასი უფრო იაფი მიჯდება ვიდრე აქ ღირს ყველაზე უხარისხო და ბანძი კურტკა და რაც მთავარია ძალიან მომწონს ამ სახის კურტკები. მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება, საწმუხაროდ ძალიან ბევრი მათგანი მომწონს და არჩევანს ვერ ვაკეთებ. თქვენი აზრით რომელია უფრო ლამაზი?

Please choose the number of coat which u like he best! Thanks :)

1. ყვითელი, მგონია რომ ზამთრის ნაცრისფერ და მოღუშულ დღეებს კარგად გაახალისებს.
2. ნარინჯისფერი, ქამარი არ მომწონს მაგრამ კოხტად და ლამაზად მოვაცლი.
3.იასამნისფერი, თან მომწონს თან არა. არ ვიცი მომიხდება თუ არა ეს ფერი.
4. ამ კურტკის სტილი მომწონს მაგრამ ფერი თეთრი მინდა. ისევ და ისევ ვფიქრობ გამომადგება თუ არა თეთრი ზამთარში?
5.ესეც ბოლო თეთრი კურტკა. სტილი მომწონს, ფერიც მაგრამ კვლავ ვფიქრობ წვიმიან ჭუჭყიან ზამთარსა და ფითქინა თეთრ კურტკაზე. გამომადგება?!


სპეცილური დღე სპეციალური ფუნთუშებისათვის :)

4 ოქტომბერი დარიჩინიანი ფუთუშების დღეა, ვისაც შეუძლია აცხობს, ვისაც არ შეუძლია უბრალოდ ყიდულობს - შედეგი კი ერთია- 4 ოქტომბერს ყველამ უნდა დააგემოვნოს ახლადგამომცხვარი დარიჩინიანი ფუნთუშები ფინჯან ჩაი ან ყავასთან ერთად :)

მე გთავაზობთ ჩემს ერთ ერთ ძველ პოსტს სადაც ვწერდი თუ როგორ მზადდება დარიჩინიანი ფუნთუშები :)

ესეც ჩემი მორიგი პოსტი სერიიდან Cooking Therapy. როგორც წინა პოსტში დაგპირდით, დღეს მინდა გასწავლოთ შვედური დარიჩინიანი ფუნთუშების გამოცხობა, შვედურად მათ ქვიათ Kanelbullar

ამ რეცეპტს ვდება ახლა, იმიტომ რომ დღესვე მოასწორთ გამოცხობა და მთელი კვირის განმავლობაში გემრიელი დარიჩიანიანი ბულკებით ყოველი დღის დაწყება :)

დარიჩინიანი ფუნთუშები ძალიან მიყვარს, ყოველ დილას, ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად მათი მირთმევა, კარგი დღის დასაწყისის მაჩვენებელია. არ ვიცი რატომ იმიტომ რომ მიჩვეული ვარ თუ იმიტომ რომ დარიჩინი და ზოგადად ფუნთუშას სურნელი მართლა მოქმედებს ჩვენს ფიზიოლოგიაზე. საბოლოოდ აი ასეთი ფუნთუშებს მიიღებთ (ზოგი დარიჩინიანია, ზოგი ნიგვზიანი და ზოგიც კაკაოიანი)


ცომისათვის: ღრმა თასში მოვათავსოთ 120 გრ გამდნარი კარქი, დავასხათ 500მლ რძე და შევათბოთ 37 გრადუსამდე. მერე დავამატოთ 50გრ. ახალი დროჟი, 300 გრამი შაქარი და დავდთ 10 წუთით. შემდეგ დავამატოთ 1 ჩ.კ. კარდემომა, 1 ჩ.კ. ვანილი და ფქვილი 750-700 გრამამდე. ცომს რომ მოვზლავ უნდა იყოს ნაზი, მისი გაბრტყელება რომ უპრობლემოდ შეგვეძლოს. ავურიოთ ეს ყველაფერი კარგად, გადავაფაროთ ტილო და დავდოთ სადმე სითბოში 40-50 წუთით.

გულსართი: გვინდა 50 გრ ძალიან დარბილებული კარქი. შაქარი გემოვნებით და ბეეეეეეეეევრი დარიჩინი, და ასევე ბევრი ქიშმიში.

მომზადება: ცომი რომ ამოვა, გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ კარგად (მაგრამ არა სიფრიფანად. 3-4 მილიმეტრი საუკეთესოა) გადავუსვათ ჩვენი ძალიან დარბილებული კარაქი, მივაყაროთ იმდენი შაქარი რამდენიც გვინდა. მოვაყაროთ ბლოოომად დარიჩინი და ქიშმიში. გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ 3-4 სანტიმეტრზე და ჩავდოთ მაფინის ფორმებში. დავტოვოთ ასე მინიმუმი 30 წუთი, მაქსიმუმი 50.
მეორე ნაწილი ისევე შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც პირველი. ან ფანტაზია გამოიყენოთ და ნიგოზი, კაკაო, ყაყაჩო და ა.შ. იხმაროთ. მთავარია რომ კარგად გაბრტყელებულ ცომს კარაქი გადაუსვათ და მერე შაქარი მოაყაროთ.

გამოცხობა: დროის გასვლის შემდეგ, ბულკებს გადავუსვათ ჯვერცხის გულისა და რძის ნარევი, და შევდოთ გამოსაცხობათ 200 გრადუსზე. მომზადებისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო.

გემრიელად მიირთვით :)