Sep 30, 2010

Living with ALS - Cindy Murphy

დაავადება რომელზეც დღეს მიდნა დავწერო იშვიათია 100 000 ადამიანში დაახლოებით 1-2 ადამიანს ემართება. ეს არის დაავადება რომცელიც ჩემი პირადი აზრით კიბოზე უარესია. შეიძლება იფიქროთ რა შეიძლება იყოს კიბოზე უარესი, რა და Amyotrophic lateral sclerosis - ALS.

მოკლეთ დავწერ დაავდების შესახებ. ადამიანს აქვს რამოდენებიმე სახის კუნთი და სხვადასხვა ფუნქციის ნეირონები. ALS -ის დროს ზიანდება მოტორული ნეირონები რომელთა ფუნქცია ჩონჩხის კუნთების ინერვაცია. ანუ ახლა წარმოიდგინეთ - გვაქვს კუნთები, მაგრამ მათი "მამოძრავებელი" ნეირონები პროგრესულად, ძალიან სწრაფად ზიანდება - კვდება. საბოლოო ჯამში ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერადერთი კუნთიღა დარჩეს რომელიც მოძრაობს - სახეზე, ან მხოლოდ ერთ თითზე როგორც Stephen Hawking -ის შემთვევაში. აუცილებლად გავითვალისწონოთ რომ დაავდების დროს არ ზიანდება შინაგანი ორგანოები და ადამიანის ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს. (დემენცია მხოლოდ 3-5 % ჩნდება). სამაგიეროდ პაციენტი არის სრულიად პარალიზებული.

თავად ხვდებით რომ ეს მდგომარეობა სახუმარო არაა, ავადმყოფთა 75 % დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადში ცოცხლები აღარ არიან. ზოგი უფრო დიდ ხანს ცოცხლობს (ALS-ის სახეობას გააჩნია). სიმპტომატიკა სხვადასხვაგვარად იწყება, და არ მინდა დავწერო საკუთარ თავს დიაგნოზი რომ არ დაუსვათ. მიზეზი - 90% გაურკვეველი, 10 % -ში გამოვლინდა გენეტიკური მიზეზი. ასაკი როგორც წესი 40-60 წელი.

ახლა გთავაზობთ ერთი პაციენტის ისტორიას რომელიც ყვება დაავდების შესახებ, ისევ და ისევ ყვება თუ როგორია გაიგო რომ შენ დაავდებას ჰქვია Amyotrophic lateral sclerosis - ALS და რომ ამ დაავადების სამკურნალოდ არაფერი არსებობს.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 1.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 2.

სინდი მერფის ისტორია, ნაწილი 3.

Sep 29, 2010

უცნობი მისტერ პარკინსონი

გადავწყვიტე რომ ბლოგზე დრო და დრო დავდო პატარა ვიდეოები სხვადასხვა დაავადებების შესახებ. პირველ რიგში ისეთი დაავადებების შესახებ რომლებიც ძალიან გავრცელებული არის საზოგადოებაში. მიზანი ერთია- რომ დანარჩენმა საზოგადოებამ გავიგოთ როგორია ამ ადამიანების ცხოვრება, რომ მიუხედავად დაავადებისა მათ მაინც შეუძლიათ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. რომ დიაგნოზი რაც არ უნდა საშინელი იყოს,ა რ ნიშნავს ყველაფერის დასასრულს, ის შეიძლება რაღაცის დასაწყისიც იყოს.

პირველი პოსტი პარკინსონის დაავადებაზეა. ეს დოკუმენტური ფილმები შვედების მიერ არის გადაღებული, და ძირითადად საუბარია იმ ფსიქოლოგიურ სიძნელეებზე რომელიც დაავადებას ახლავს თან.

პარკინსონი ნაწილი 1.


პარკინსონი ნაწილი 2.
~

პარკინსონი ნაწილი 3.

ჩავაბარო, არ ჩავაბარო საკითხავი აი ეს არის?!

ნევროლოგიაზე შეყვარებული ვარ!!! იმისათვის რომ არ მოხდეს ჩემი განშორება ამ შესანიშნავ საგანთან გამოსავალს ორს ვხედავ 1. არ ჩავაბარო გამოცდა და გადავინახო ზაფხულისათვის, შესაბამისად მთელი ზაფხული ნევროლოგიით დავტკბე, ან კიდევ 2. ჩავაბარო და შემდეგ ცოდნა გავიღრმავო. პირველი ადვილია მინდა გითხრათ, აი მეორეს რამდენად შევძლებ არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცი რითი უნდა ვიხემძღვანელო. ტუტორი მჭირდება ალბათ?!

დღეს "დავასრულეთ" მორიგი ძალიან საინტერესო საგნის სწავლა. დავასრულეთ რა, ალბათ ნევროლოგიის სრულიად და დასრულებულად სწავლა შეუძლებელია, უბრალოდ ლექციები დამთავრდა ოფიციალურად. წინა პოსტებში ვწერდი რომ ნევროლოგიამ ძალიან გამოტაცა და დამაინტერესა, ინტერესი კი ძალიან აადვილებს საქმეს მინდა გითხრათ - ანუ გამოცდამდე 3 დღით ადრე უკვე ყველაფერი ნასწავლი მაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ - არ ვიცი მინდა თუ არა გამოცდის ჩაბარება!

საქმე იმაშია რომ ის ცოდნა რაც ახლა მაქვს ვგრძნობ რომ ზედაპირულია, გამოცდას თუ ჩავაბარებ სადღაც ჩაიმალება და გადავა პასიურ მეხსიერებაში, მე კიდევ ამ სფეროში მუშობა მინდა შესაბამისად პასიური მეხსიერების კიდობანში კარგად შენახული და ჩაკეტილი ცოდნა არაფერში მადგია.

Sep 27, 2010

80% = No Motivation

35.5 ქულიდან მხოლოდ 29 (80%) ქულა ავიღე (გამსვლელი 65% იყო), არადა 100% -ისთვის ვიბრძოდი. ძალიან გავბრაზდი ჩემ თავზე, იმდენად რომ ტირილი მინდოდა, თუმცა მოვახერხე თავის შეკავება რადგან ლექციები მქონდა.

ადრე და ზოგადად დიდი ხანია ვწერდი ანატომიის გამოცდაზე რომელიც მეორედ გადავაბარე აგვისტოში. საგამოცდოდ მთელი ზაფხული ვემზადე. ჩემი წიგნები და რვეული ყველგან თან დამქონდა, და ერთი დღე არ გამიტარებია მათ გარეშე. კომუნისტი, კლასში ჩარჩენილი ბავშვივით ვისწავლე ყველაფერი. თუმცა არა ეს საგანი ხომ არ გამახარებს!!

ამ 80% მთლიანად დამიკარგა მოტივაცია, იმდენად დამიკარგა რომ ჩემთვის აქამდე საინტერესო ნევროლოგიის კურსსაც კი ვერ ვუდებ გულს. არადა გამოცდა მაქვს შაბათს, მაგრამ იმდენად ცუდად ვარ რომ ვერ ვახერხებ ვერაფერს. თუ ამდენი სწავლის შემდეგ ასეთი ცუდი შედეგი მივიღე, რაღა აზრი აქვს ამ ყველაფრისთვის თავის მოკლვას?!

გამარჯობა ძაღლო ანუ ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისათვის

ჩვენ ქალაქში ერთი დიდი სავაჭრო ცენტრია სადაც ყველაფერთან ერთად გამოყოფილი არის სპეციალური ადგილები სადაც დგანან ადამიანები რომლებიც ყიდიან სპეციალურ ჟურნალ გაზეთებს. სპეციალური იმიტომ რომ მათი გაყიდვა მხოლოდ სპეციალური სტატუსის ადამიანებს შეუძლიათ (უნარშეზღუდული, უსახლკარო და ა.შ. ). სიმართლე რომ გითხრათ თითქმის ყველა მათგანს ვცნობს სახეზე და ერთ ერთი გამყიდველი ძალიან მესიმპატიურებოდა, ისიც მისი უსაყვარლესი და უბომბორავესი ძაღლის გამო. ყოველ დრე პატრონი ყიდის ჟურნალებს, ასევე ყოველ დღე ძაღლი მის ფეხებთან წევს, ხან ძინავს ხან კიდევ გამვლელბეს აკვირდება.

დღეს უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოდიოდი ეს კაცი და მისი ძაღლი დამემგზავრა, უფრო მეტიც ჩემ გაჩერებაზე ჩამოვიდნენ. ჯერ ძაღლი ჩამოვიდა, კედელთან მივიდა და პატონს დაელოდა, მერე როგორც იქნა პატრონიც ჩამოვდიდა, ნასვამი იყო. ისეთი საყვარელი ძაღლი იყო ვერ მოვითმინე და თავზე მოვეფერე, პატრონისაგან ნებართვაც კი არ ამიღია. არადა რომ იცოდეთ რამხელა ძაღლია. წარმოიდგინეთ გერმანული ნაგაზი და გაასუქეთ ისე რომ გახდეს 3-4 ჯერ დიდი ვიდრე ნორმალური ნაგაზი უნდა იყოს. მოკლეთ ბომბორა კია მაგრამ ძალიან ფუმფულა და საყვარელია. ხოდა მოვეფერე ბევრი, მთვრალ პატრონსაც ვესაუბრე, ძაღლი შევუქე და კმაყოფილი სახით სახლისაკენ გამოვეშურე :)

ხანდახან მეცნება, რა ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისათვის :)


Sep 25, 2010

საუკეთესო ანტიდეპრესანტი :)

დეპრესიისაგან განკურნების ერთი ძალიან კარგი საშუალება ვიპოვე :)

აგერ ბატონო, უყურეთ და თუ საშუალება გექნებათ სინჯეთ :)

ეს მოზრდილებისათვის

ეს ბავშვებისათვის :)

Sep 24, 2010

ფსიქოდელიკური საქორწილო ტორტები :)

მოვიცალე საქორწილო ტორტების სურათებისათვის :)
წინა პოსტებში გითხარით რომ გასულ შაბათ - კვირას ტორტების გამოფენა იყო სკანდინავიურ ფარგლებში ხოდა ეს საქორწილო ტორტებიც იქ გადავიღე :)

თემა იყო- 70-იანი წლები. ფერები ძალიან ფსიქოდელიკური და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მესიამოვნა :)

დამიჯერეთ ეს ტორტი ბევრად უფრო გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო ვიდრე სურათზე ჩანს.
ლამაზი პიონები, ისევ და ისევ შაქრისაგან მომზადებული :) სადა და ნაზი :)
ეს ტორტიკი მომეწონა ყვავილების "მდნარის გამო" :) ლამაზად არის მოფიქრებული :)

პირადად მე ამ ტორტიკს მივეცი ხმა :)
ჩემი ქმრის ფავორიტი :)
უმარტივესი ტორტი, იმდენად უმარტივესი რომ მისი მომზადება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თუ მოინდომებს.
ეს მაგნოლიები ძალიან მომეწონნენ, შაქრისგან არის მომზადებული :)

Sep 23, 2010

ჭირი ამას!

გავგიჟდები გავგიჟდები გავგიჟდები!
რა მანერვიულებს როცა ასე კარგად ვიცი ეს დედა აფეთქებული საგანი?

ამის წინა გამოცდაზე ბევრად ცუდად ვიყავი მომზადებული და სულ არ მინერვიულია. ახლა ყველაფერი ვიცი და გული მიმდის სული მეხუთება ისე ვნერვიულობ.

Sep 22, 2010

დიაგნოზობანა

მედიცინასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი საგანს გავდივართ, მაგრამ ფსიქიატრია ის საგანია რომელიც ყველაზე მეტად მაეჭვებს საკუთარ თავში და ყველაზე უარესი - საკუთარი თავისადმი დიაგნოზის დასმას ვიწყებ.

დიაგნოზი - არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა იყოს ჯანმრთელი თუ პირიქით ეშინია რამე არ სჭირდეს?! პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ შედეგი ერთია -Confusion!

ჩემი ერთ ერთი საყვარელი საგანია ფსიქიატრია (ნევროლოგიასთან ერთად) და ძალიან მინდა ამ სფეროში გავაგრძელო მუშაობა, თუმცა ალბათ უნდა მოვეშვა დიაგნოობანას თამაშს :D


Sep 19, 2010

საბავშვო ტორტიკები :)

ვაგრძელებ ტორტების თემატიკას და გთავაზობთ საბავშო ტორტებს :)

კნუტუნიები ძილის წინ :)
პატარა ბეკეკა :)
გოგონა :)
მეოცნებე ბაია :)
ფუტკრები :)
სანტა და ლეკვი?!
ესეც ესე, იმედია მოგეწონათ ტორტიკები და შაქრისაგან მომზადებული ფიგურები :)

Sep 18, 2010

ფლოდნი - უნგრულ ებრაული დაცემა ნამცხვარი!

ადრეც ვწერდი, ეს ზაფხული რაღაცნაირად დადებითი გამოდგა კულინარიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ახალი რამ გავსინჯე, მოვიწონე, ჩავინიშნე და რეალიზება დავიწყე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ ერთი ასეთი ჩანიშნული უნგრულ ებრაული ნამცხვარი ფლოდნი.

ფლოდნი, ბუდაპეშრის ერთ ერთ საუკეთესო საკონდიტროში ვიყიდეთ, და პირველივე ლუკმაზე თავს პირობა მივეცი რომ ამ ნამცხვრის გამოცხობას ვისწავლიდი, იმიტომ რომ მსგავსი გემრილი რამ აქამდე არ გამესინჯა.

ხოდა მოდით გამოვაცხოთ ფლოდნი :)


მოვამზადოთ სამი სახის შიგთავსი:
1. ვაშლი/ალუბალი: პირველ რიგში აიღეთ ერთი ლიკოგრამი ვაშლი/ ან თუ გაქვთ ალუბალი, გათალეთ დაჭერით თხლათ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 750 მლ. თეთრი ღვინო! შემოდგით ცეცხლზე და ხარშეთ ვაშლი ღვონოში. რომ მოიხარშება გადმოდგით ცეცხლიდან, ღვინო გადმოწურეთ და შეინახეთ. ვაშლი კარგად დაწურეთ რომ წყალი არ დარჩეს, დააყარეთ 150 გრამი შაქარი, 1 ჩ.კ. დარიჩინი. 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (ან ფორთოხალის)

2. ნიგოზი - აირეთ 250 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი, დაამატეთ 6-7 ცალი დაფქვილი მიხაკი, 150 გრამი შაქარი, ნახევარი ჩ.კ. ლიმონის ცედრა და ვაშლისაგან გადმოწურული ღვინის ნახევარი, 100 გრამი ქიშმიში. კარგად ამოურიეთ. თუ მასა ძალიან თხელია, მაშინ უნდა შემოდგათ ცეცხლზე და ადუღოთ სანამ ცოტა არ შესქელდება. თან ურიეთ რომ არ მიიწვას.

3. ყაყაჩო (ნუში). ვიცი რომ ჩვენტან ყაყაჩო არ იყიდება ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ორიგინალურ რეცეპტში მხოლოდ ყაყაჩო გამოიყენება, ჩაანაცვლეთ ნუშით! 250 გრამი გადატარებული ნუში, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, 150 გრამი შაქარი და ღვინის მეორე ნახევარი. კარგად ამოურიეთ და კიდევ ერთხელ თუ თხელი იქნა მაშინ წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ასე 5 წუთი.

ახლა კი დროა მოვზილოთ ცომი: 2 კვერცხი, 250 გრამი დარბილებული მარგარინი, 1 ჩ.კ. ვანილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი,50 გრამი შაქარი 500 გრამი ფქვილი, 20 მლ. რძე.

გაითვალისწინეთ : გამოცხობამდე სამივე შიგთავსი უნდა იყოს ცივი!!!

ცომს ვყოფთ ოთხ ნაწილად.
ფორმაში ვდებთ ყველაფერს შემდეგი მიმდევრობით: გაბრტყელებული ფირფიტა 1 => თანაბრად გადანაწილებული ნიგვზის მასა => გაბრტყელებული ფირფიტა 2 => ვაშლის მასა => გაბრტყელებული ფიფიტა 3 => ყაყაჩოს მასა => ზემოდაგ გადავახუროთ მეოთე და ლამაზად გაბრტყელებული ფირფიტა, თავზე მოვუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხობთ 170 გრადუსზე ასე 50 წუთი.


გემრიელად მიირთვით :)


გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი - რომელია საუკეთესო ტორტი!

დღეს და ხვალ ტორტების გამოფენაა. ჩვენც აბა როგორ მოვითმენდით და დღესვე წავედით გამოფენაზე.

ტორტები კატეგორიებად იყო დაყოფილი - ბავშვების, საქორწილო - რეტრო, საქორწილო თანამედროვე და თემატური. ამ უკანასკნელში ჩემი მეგობარი იღებდა მონაწილეობას და მე და ჩემმა ქმარმა დიდი სიამოვნებით მივეცით ხმა მის მართლაც რომ შედევრს.

თემატური კონკურსანტების ტორტებს გთავაზობთ. ძალიან გთხოვთ დააფისიროთ თქვენი აზრი და მითხრათ რომელი ტორტი მოგწონთ ყველაზე მეტად.

საკონკურსო ტორტების მაგიდა, თემა - ჩემი საოცნებო არდადეგები :)


დანგრეული ციხე ზღვის პირას.
პარიზი :)
ოცნება კიოტოში :)
კონკიას სასახლე :)
ხოდა დააფისირეთ თქვენი აზრი :)

კულტურული შოკი

სიმართლე რომ გითხრათ ასეთი რამ აქაც თუ ხდებოდა არ მეგონა. იმდენად მოწესრიგებული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს ახლად ჩამოსულზე რომ უბრალოდ "კულტურულ შოკს" ღებულობ ასეთი ამბების გაგების შემდეგ.

დღევანდელი პოსტი ექიმებს და ლიცენზიებს ეხება. ცუდი და კარგი ექიმი ყველგან არსებობს, ასევე ყველგან არსებობს შემთხვევები როცა ექიმები შეცდომებს უშვებენ, როცა ექიმები არღვევენ კანონს ან რამე "მხოლოდ მათ მიერ" დაპატენტებულ მეთოდს იყენებენ სამკურნალოდ, თვლიან რა რომ ეს მეთოდი უნივერსალურია. ბევრ ქვეყანაში ექიმები აგრძელებენ მუშაობას, ბევრში კი ლიცენზიას ართმევენ (მაგალითად ნორვეგიაში), სხვა ქვეყნებში კი ლიცენზიის ჩამორთმევა არ ჩამორთმევის საკითხი წლობით წყდება, ამ დროის განმავლობაშ კი ექიმს მუშაობის უფლება აქვს.

ასეთი რამოდენიმე შემთხვევა ტელევიზოირთ განიხილეს. ერთ ექიმი ანალური ხვრელის მასაჟს მიმართავდა პაციენტებზე. ასევე იწმუნებოდა რომ ეს არის უნივერსალური მეთოდი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა განსაკურნებლად. ერთი ექიმი ჯანმრთელობის ყალბ ცნობებს გასცემდა, მიუხედავად იმისა რომ პაციენტები არ იყვნენ ჯანმრთელი. ასევე აჩვენეს სხვა ექიმი რომელიც პედოფილი იყო, და რომელიც თავისუფლად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ მისი სახელი არავინ იცოდა - დამნაშავის კონფიდენციალურობის დაცვის გამო.

სამივე (და კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ასეთია) თავისუფლად აგრძელებდა მუშაობას. სამივეს უჩივლეს პაციენტებმა, ერთ ერთ ინსტანციას მათზე ლიცენზიის ჩამორთმევა უნდოდა მაგრამ მხოლოდ ერთ ინსტანციაზე არაა გადაწყვეტილება დამოკიდებული. ფაქტია რომ დღევანდელ დღემდე ეს ექიმები თავისუფლად მუშაობენ და "კურნავენ პაციენტებს".

Sep 15, 2010

ვიყიდო თუ არა?!

მანგოს ერთი პალტო მომწონს.
ძალიან მომწონს
ჩავიცვი, გავისინჯე, ჩემი თავი მომეწონა.

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ერთი მორალური დილემა გამიჩნდა.
ვიყიდო თუ არა?!
არ მჭირდება პალტო, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომწონს.

არ მინდა რაღაც ტრაწიანმა სამოსმა მმართოს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს.
თავის შეკავება და არ ყიდვაც ძალიან მიჭირს იმიტომ რომ ჩემი თავი ძალიან მომეწონა ამ ხასხასა წითელ ფერში :(

მოკლეთ გამეღუნა ტვინი ბოლო ერთი კვირაა

ესეც შეკრულ მდგომარეობაში.

Sep 12, 2010

"რკინის წესი"

ჩემ სპეციალობაში ერთი "რკინის წესი" არსებობს (მეიერის თანახმად)
8 საათი მუშაობა
8 საათი ძილი
8 საათი დასვენება
ხადანდან ამ წესს სტუდენტები სამ რვიანსაც ვეძახით და როცა ამბობენ კლიენტს სამი რვიანი აქვს დარღვეულიო, გასაგებია რა იგულისხმება.

გაგიკვირდებათ და ადამიანები რომლებიც ბალანსზე ასე თავდადებით საუბრობენ, თავად სრულიად "ობალანსში" ცხოვრობენ. აი გეტყვით სწავლა 8-8.30 ზე გვეწყება და 16:15 - 16:30 - ზე მთავრდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ლექციებია, ამ მასალას სწავლა ხომ უნდა? შესაბამისად 4-5 საათი კიდევ სწავლაზე გამოვყოთ. ახლა დავითვალოთ რამდენი საათი მოდის სამსახურზე - დაახლოებით 12 -13 საათი. ესეც დღის ნახევარი. სწავლის გარდა ხომ სხვა რამეებია კიდე ცხოვრებაში? პარტნიორი, მეგობრები, სახლი, დასვენება და ძილი, დანრჩენი დრო ამ ყველაფერზე ნაწილდება.

არ იფიქროთ რომ ვწუწუნებ, პირიქით რაც უფრო დატვირთულივ არ მით უფრო მეტი დრო მაქვს ყველაფრისთვის, უბრალოდ იმას ვამბობ რომ იგივე სიტუაცია გამოდის რაც 100 კილოგრამიანი ფისტნეს მწვრთნელი ასევე 100 კილოგრამიან კლიენტს რომ ეუბნება "წონა უნდა დაიგდოვო".

პ.ს. ორშაბათიდან ნევროლოგია გვეწყება. საინტერესო მაგრამ ძალიან რთული საგანია. იმედია შევძლებ და ჩვენ დღეს 24 საათიანს კი არა არამედ მინიმუმ 30 საათიანს გავხდით.

Sep 10, 2010

Need a Tutor?

There are subjects which we find very difficult to understand and study, even if we try very hard. In such cases, it is better if we accept some help, from friends or online by invisible teachers. Today, I want to introduce one of such sites - TutorVista

TutorVista is the leading online tutoring company in the world, they offer an incredible unlimited monthly tutoring package for only 99.99$ a month for all subjects - students can use their service as much as they want and whenever they need it. So what do they offer?

U know, everything this is not difficult at all when u know a place from where u can get some useful and professional help.

Sep 9, 2010

მოკლეთ ყველაფერზე :)

1. გასულ შაბათს ჩვენი უნგრელი მეგობრის ქორწილი იყო, ხოდა ვერ წავედით იმიტომ რომ თქვენს მონამორჩილს გამოცდა ჰქონდა. დღეს კი ქორწილის სურათები მივიღეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე იყო - მე უფრო ლამაზი ვიყავი. ამაზე დიდი იდიოტიზმი რა უნდა იფიქრო ადამიანმა, ან რატომ უნდა იფიქრო, მაგრამ ფაქტია რომ ვიფიქრე. კიდევ უფრო ცუდი რამეები ვიფიქრე მაგრამ არ დავწერ :P :P

2.არ მახსოვს დავწერე თუ არა რომ ერთი დამატებითი საგნის სწავლა დავიწყე.
საგნის სახელია დიალოგისა და ინტერვიუს მეთოდი. პირველ, გასაცნობ ლექციაზე რომ ვიყავი ცოტა ეჭვი შემეპარა შევძლებდი თუ არა ამდენს, მაგრამ დრევანდელი ლექციის შემდეგ დავრწმუნდი რომ კარგი გადაწყვეტილება იყო დარჩენა. კურსი ძალიან საინტერესოა, საინტერესო შემდგარი ხალხია ჯგუფში და მათთან საუბარი ერთი სიამოვნებაა. ეს კურსი როგორც თერაპია ისე მოქმედებს ჩემთვის, ყოველ დღე დამღლელი საგნები, და კვირაში ერთხელ ასეთი საინტერესო საგანი განტვირთვის მიზნით :)

3. ამ სემესტრის გადამკიდე მალე ზომბი გავხდები. დღეს შევამოწმე საგნები რაც უნდა ვისწავლოთ მომდევნო 20 კვირს განმავლობაში და მათგან მხოლოდ 5 კვირაა ნათელი. პრაქტიკას გავივლით ფსიქიატრიულ სავადმყოფოში და პარალელურად ძალიან საინტერესო საგანს ვისწავლით. დანარჩენ დროში კი გვასწავლიან ხელის ქირურგიას (ნუ მკითხათ რატომ, არ ვიცი), ნეიროფსიქოლოგიას, ნევროლოგიას და ფსიქიატრიას (ეს უკანასკნელიც საინტერესოა).

4. დღეს ტრამვაიში ვფირობდი, რომ ადამიანებს ერთი რამ გვაქვს საერთო, და ეს ერთი რამ ყველაზე ძიერი და გადამწყვეტი რამაა- ჩვენ ყველა ადმიანები ვართ. ამის გარდა ყველანაირი განსხვავება მხოლოდ ადგილის და დროის შედეგია, არც ისეთი ძალიან ძლიერი რომ მასზე ზეგავლენა და შეცვლა არ შეიძლებოდეს.


დღევანდელი ლექციიდან

ორი შთამბეჭდავი ფრაზა დამრჩა თავში

The fear of pain is often more disabling than pain itself.

These who think they have not time for bodily exercise will sooner or later find time for illness.


Sep 8, 2010

ცხოვრება გრძელდება

სახლიდან დილის შვიდ საათზე გასული და ნახევარ ქალაქ შემოვლილი ახლახანს მოვედი სახლში (5 საათია) , მაგრამ იმდენად საინტერესო დღე იყო არ შემიძლია დასვენების ნაცვლად ეს პოსტი არ დავწერო.

როგორც ჩემი წინა პოსტებიდან იცით, ამ კვირაში ორთოპედიას გავდივართ, და დღეს მთელი დღე ეძღვნებოდა ამპუტაციებსა და პროტეზებს. გვაჩვენეს (რად გვინდოდა არ ვიცი მაგრამ მაინც) როგორ კეთდება ამპუტაციები ამა თუ იმ ძვალზე, ასევე განვიხილეთ პროტეზები. აი ეს უკანასკნელი მომენტი ძალიან საინტერესო იყო, მითუმეტეს რომ რამოდენიმე პაციენტმა პატივი დაგვდო და მოვიდა ლექციაზე, არ დაეზარათ ჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა და მოგვიყვნენ თავისი ავადმყოფობის იტორია.

დღეს გავიგე რომ არსებობს პროტეზის ფორმა რომელიც მხოლოდ შვედეთშია აპრობირებული. სულ 200 პაციენტი ყოფილა მსგავსი პროტეზით. სამწუხაროდ დანარჩენი "ცივილიზებული" მოსფლიო ჯერ ჯერობით სკეპტიკურადაა განწყობილი ამ მეთოდის მიმართ, მაგრამ იმედია ეს ყველაფერი დროებით. მეთოდის სახელია Osseointegration და იგი შვედი მეცნიერის Per-Ingvar Brånemark ის მიერაა შემუშავებული. ამ მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებზე არ ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ მეეჭვება საინტერესო იყოს ჩემი მკითხველისათვის.

ის რაზეც ახლა მინდა დავწერო დღევანდელი ორი პაციენტია. ერთს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ერთი ფეხი ამპუტირებული და მეორე ტერფზე მგრძნობელობა არ ქონდა საერთოდ. მეორე პაციენტს კი ვერცხლისაგან მიღებული სამსახურეობრივი ტრავმა ჰქონდა, მას ამპუტირებული ჰქონდა ერთი მლავი და მეორე ხელზე მხოლოდ ცერა თითის ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. ისეთი სიტუაცია იყო რომ უყურებ ამ ადამიანებს და ვერ გადაგიწყვეტია რომელს უფრო გაუმართლა, მას რომელსაც ხელები არ აქვს თუ მას რომელსაც ფეხები არ აქვს?! მათი მოსმენის შემდეგ კი მიხვდი რომ ორივეს გაუმართლა, გინდაც იმიტომ რომ ცოცხლები არიან და კვლავ შენარჩუბენული აქვთ ფუნქცია ერთს ხელებში, მეორეს ფეხებში. რომ მათ შეუძლიათ იფიქრონ. კი უარის თქმა უწევთ ბევრ რამეზე, რაც შეიძლება ტრავმამდე საყვარელი საქმიანობა იყო, მაგრამ მუდამ არის რაღაც რითიც შეიძლება დაინტერესდე ადამიანი, და ყველაზე მთავარი ინტერესის, ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებაა.

ორივე პაციენტი ამბობდა რომ ადრე არც კი ფიქრობდნენ როგორ შეიძლება იცხოვრო მსგავსი ტრამვით, ან ვინ იფიქრებს?! არც კი იცოდნენ რა რესურსები აქვს ადამიანს, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ მორალური, მაგრამ იმავდროულად ორივემ აღნიშნა რომ, რომ არა ის სოპეციალისტები რომლებიც მათ გვერდით იდგნენ ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არ იციან როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება. მოკლეთ რომ მოვჭრა, ვუსმენდი ამ ხალხს და მორიგი დასკვნა გავაკეთე, ჩემ სპეციალობაში მთავარი ის კი არაა ხელის პროტეზიან ადამიანს დაეხმარო დაჭრას ვაშლი, ჩაიცვას ტანსაცმელი და ა.შ. მთავარი ისაა რომ ასეთი ძიერი ტრავმის შემდეგ ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ, რომ ვაჩვენოთ ცხოვრება გრძელდება და ადამიანს ფუნქციოირება შეზღუდული შესაძლებლობითაც შეუძლია, მთავარია ხელი არ ჩაიქნიოს და ძალა გამონახოს საკუთარ თავში!

Sep 6, 2010

ნორმა და პათოლოგია, უცოდინარობა თუ ფულის კეთების საშუალება?!

ახალი კვირა ახალი საგნით იწყება.ორთოპედია, საბედნიეროდ ვაცნობიერებ ამ საგნის ცოდნის აუცილებლობას ჩვენს სპეციალობაში, მაგრამ სამწუხაროდ 4 დღე ძალიან ცოტაა იმისათვის რომ ასეთი მნიშვნელოვანი საგანი მართლა ისწავლო.

დღეს პირველი ლექცია გვქონდა და ძალიან საინტერესო რამეები გავიგე, განსაკუთრებით ბავშვის ძვლებთან და ჩონჩხის გავითარებასთან დაკავშირებით. ძალიან გამიკვირდა ერთი რამ, თურმე ის რაც ნორმად ითვლება და არ საჭიროებს ჩარევას, საქართველოში პათოლოგიაა სასწარაფოდ მასაჟებს საჭიროებს. ერთ-ერთ ასეთ პათოლოგიად მიჩნეულია ბავშვი რომ ფეხის ტერფებს შიგნით ადგავს, ანუ თითები წინ და გარეთ კი არ არის მიმართული, არამედ წინ და შიგნით. როგორც აგვიხსნენს ჯანმრთელ ბავშვებში ეს განპირობებულია ბარძაყის სახსარის თვისებურებაზე, რომელის თავიც არაა კარგად ჩამჯდარი კაპსულაში. მას შემდეგ რაც ბავშვი სიარულს იწყებს, სახსარიც ვითარდება და დაახლოებით 2-3 წლის ასაკში ბავშვი ფეხს ისე ადგავს როგორც "საჭიროა".

ამ (და კიდევ სხვა) ინფოს გაგების შემდეგ, გამიჩნდა კითხვა, მაშ რატომ უკეთებენ ბავშვებს კატასტროფულად ბევრ მასაჟს ამ მიზეზის გამო? დავიჯერო უცოდინარობასთან გვაქვს ადგილი? თუ მშვენივარდ იციან ყველაფერი მაგრამ უბრალოდ ფულს აკეთებენ მშობლებზე?

Sep 4, 2010

რა ლამაზი დღეააა :)

რა ლამაზი დღეააა! მზეეე, კარგი ჰაერი, სიგრილე და მოკლედ რომ ვთქვა ლამაზი დილა, იმედია დღეც!

ადრეც ვწერდი როცა მზე მაღვიძებს და ლურჯ ცას ვხედავ უკვე კარგად ვარ. ალბათ ამანაც განაპირობა რომ გამოცდაზე სრულიად ბედნიერი წავედი, ვიცოდი რომ დავწერდი. საკმაოდ დიდი ტესტი ერთ საათში დავწერე და თვთკმაყოფილი იდიოტის ღიმილით გამოვედი დარბაზიდან (იმედია დადებითი შედეგი მექნება ტესტში და ბევრი სისულელე არ ვწერე თორემ გადაბარება მომიწევს)

რა ლამაზია ყველაფერი როცა ადამიანი კარგად იწყებს დილას. ლამაზია ისიც რომ ორი აყროლებული ლოთი ერთმანეთს სიყვარულს უხსნის, და ისიც რომ ორი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ტრამვაის გაჩერებაზე კოცნის ერთმანეთს. ლამაზია ისიც რომ პატარა შტერი ძაღლი ველოსიპედისტს უყეფს და ისიც თუ როგორ ცდილობს პატრონი მის დამშვიდებას. ისიც ლამაზია როცა ტრამვაიში მთელი ღამე ნამუშევარი ადამიანების სახეებს ხედავ. დაღლილ სახეებს, მივლენ სახლში ცოტას შეჭამენ და დაიძინებენ ალბათ, არადა რა სამწუხაროა - ასეთ ლამაზ დღეს ძილში გაატარებენ.



Sep 2, 2010

სახელი თქვენ დაარქვით :)

ამ ნამცხვარის რეცეპტი განსაკუთრებით მას გაუხარდება ვისაც კენკროვანი უყვარს, თუმცა ლიმონით ან ფორთოხლით ჩანაცვლება სულ ადვილად შეიძლება. კი, გემო სხვა იქნება მაგრამ მაინც ძალიან კარგი გამოვგივათ.

ძირი : თუ ცომის მოზელვა გეზარებთ საუკეთესოა ასეთი ძირი - 300 გრამ დამსხვრეულ პეჩენიას აურიეთ იმდენი კარაქი რომ მასის ადვილად მართვა შეძლოთ. ეს მასა ჩადეთ წინასწარ გამზადებულ საცხობ ფორმაში. თანაბრად გააბრტყელეთ.

თეთრი ნაწილი ყველით - 600 გრამი ქრიმ ჩიზი ან ხაჭო კარგად გავთქვიფოთ 2 ცალ კვერცხთან, 2 ს.კ ფქვილთან და 100 გრამ შაქართან ერთად. დავამატოთ ერთი შეკვრა ვანილი, 4 ს.კ. რომში გაკეთებული კენკროვანის ესენცია, 120 მლ არაჟანი. ეს ყველაფერი ძააალიან კარგად უნდა აითქვიფოს.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმაში ჩაასხით თეთრი მასა და გამოაცხვეთ მომზადებამდე. შეატყობთ რომ დასკდება ზემოდან და ესეიგი მზადაა. (ასე 30-40 წუთი დასჭირდება). ეს მასა გმოიღეთ გაზქურიდან და გააგრილეთ.

როცა თეთრი ნაწილი შეცივებული იქნება ვიწყებთ შავი ნაწილის გამოცხობას შემდეგნაირად: ცხელ აბაზანაზე დავადნოთ 70 გამი კარაქი, 250 გრ შავი შოკოლადი, 1 ს.კ. თაფლი. ეს მასა რომ შეგრილდება დავამატოთ წინასწარ კარგად ათქვეფილი 2 ცალი კვერცხი, 1.ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. შაქარი და 4 ს.კ. რომში დაყენებული კენკროვანი. ეს მასა კარგად ათქვიფეთ, დაასხით თეთრ მასას და გამოაცხვეთ ზუსტად 6 წუთი წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ესაა და ეს, თუ გსურთ თავზე შეგიძლიათ რამე ნაღების კრემი ან შოკოლადის მინანქარი მოუსვათ, მაგრამ ასე მგონია ეს უკვე ზედმეტია.

ახლა როგორ გავაკეთე კენკროვანების ესენცია რომში - გამოცხობამდე 4 დღით ადრე 100 გრამ კენკროვანს (მოცვი, მალინა და მაყვალი) დავასხი იმდენი რომი რომ დაფარულიყო, დავაყარე 5 ს.კ. შაქარი დავახურე ქილას თავი და დავდე ბნელ ადგილას. როცა შეგახსენდებათ შეანჯღრიეთ ხოლმე. ასე მგონია ამის გაკეთება ცოტა კილაოზნი საქმეა ამიტომ თამამად გამოიყენეთ ციტრუსების ცედრა :)

გემრიელად მიირთვით :)