Aug 31, 2010

სწავლის ძირი მწარე არის...იმედია ტკბილ ვაშლებიან კენწერომდე ავაღწევთ! :ჵ

დრო მოვიხელთე დასაწერად :)
ორშაბათიდან სწავლა დაგვეწყო და შესაბამისად პირველი შოკიც მივიღეთ. :)
ჩემმა მკითხველმა უკვე იცის რა ხდება ჩვენთან უნივერსიტეტში, შესაბამისად წუწუნს აღარ დავიწყებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი სემესტრის დაწყება და შოკი ერთი იყო :)

რატომღაც შინაგანი ორგანოების მედიცინას გვასწავლიან და ეს ყველაფერი ერთ კვირაში უნდა ”ვისწავლოთ”. მოგვცეს რაღაც პრეზენტაცია რომელსაც თავი და ბოლო ვერ გავუგე რადგან ძალიან მშრალია, ამიტომ მიწევს წიგნით ხემძღვანელობა რომელიც დიდი და ინფორმაციულია. ყველაზე მტად რაც ართულებს საქმეს არის ის რომ მასწავლებელმა არ მოგვცა გეგმა - რა დაავადებები უნდა ვისწავლოთ, შესაბამისად გამოცდით შეშინებული ყველაფრის სწავლას ვცდილობ და ეს ყველაფერი იცით რამდენი კრედიტისათვის მხოლოდ და მხოლოდ 1.5!

მომავალი კვირიდან ორთოპედიას ვიწყებთ, უფრო გამოყენებადი საგანია ჩემ სპეციალობაში, შესაბამისად მაინტერესებს კიდეც. დროდადრო შემოვირბენ ხოლმე და მოგიყვებით რა ხდება ჩვენთან. ზეგ საავადმყოფოში მივდივართ და მაგასაც მოგიყვებით რატომ გაგვიშვეს იქა, ჯერ არ ვიცი და მეც მაინტერესებს.

ხოდა, როცა საკუთარი თავი მეცოდება ხოლმე ჩვენ ნთვარეს ვიხსენებ რომელმაც ფრანგული მოკლე დროში ისწავლა სტაჟირებაზე რომ წასულიყო. ასევე ვიხსენებ ჩემ აწ გარდაწვლილ მასწავლებელს, ვიხსენებ როგორ სჯეროდა მას ჩემი და ეს ყველაფერი ძალას მმატებს.

Aug 30, 2010

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

რას ფიქრობთ, რატომ არის აკრძალული მარიხუანა? რატომ არის ამ მცენარის გაზრდა და გაყიდვა არალეგალური?

Please answer the question: What do u think - why it is forbidden to grow and sell Marijuana (cannabis)? Why it is illegal?

Aug 29, 2010

რატომ იფუჭებენ თავს ნარკოტიკებით?!

დღეს ლოკალურ გაზეთში წერდნენ რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პარის ჰილტონი დააკავეს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში და ა.შ. უკვე იმდენი სელებრითია ასე დაკავებული რომ ეს შემთხვევა არც კი გამკვირვებია, თუმცა ერთი რამ ადრეც და ახლაც მიკვირდა და ეს არის რატომ?!

ამ ხალხს აქვს სახელი, აქვს ფული, აქვს რეპუტაცია და ზეგავლენა ხოდა რატომ იფუჭებენ თავს ნარკოტიკებით როცა შეუძლიათ უამრავი კარგი რამ გააკეთონ და იმით ისიამოვნონ, კეთილი საქმით მიიღონ სიამოვნება და სიყვარული ხალხისა. ბევრი იტყვის რომ სუსტები არიან და ”პოპულარობას” ვერ უძლებენო. ზოგი შეიძლება არის სუსტი, მაგალითად იგივე პარის ჰილტონი რომელსაც ხელიც არ გაუნძრევია და ყველაფერი მემკვიდრეობით აქვს, მაგრამ სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები და ა.შ. იმდენს მუშაობენ, სუსტი ადამიანი ვერ გააკეთებს ამდენს, სუსტი ადამიანი ვერც კი გაბედავს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას, ოცნებას და ამ ოცნებისათვის ბრძოლას. მაშ რა ხდება რატომ იფუჭებენ თავს ნარკოტიკებით?!

ორი შავი კატა ჩემი წარსულიდან

ბავშვობის რამოდენიმე წელიწადი სოფელში გავატარე. არ მახსოვს როდის ჩაგვიყვანეს მე და ჩემი და მაგრამ როცა წამოგვიყვანეს მე მეოთხე კლასში ვიყავი გადასული ჩემი და კი მესამეში. სწორედ სოფელში გატარებულ ამ პერიოდს უკავშირდება ისტორია ჩემ უსაყვარლეს შავ კატაზე.

კატას სახელი არ ერქვა, უბრალოდ კატა იყო, დიდი შავი მამალი კატა. მისი და მისი ჭრელი ძმის პატრონი კი სულ შემთხვევით გავხდით, მეზობლის კატამ გადაწყვიტა კნუტების ჩვენ სახლში გაჩენა, ბებიაჩემმაც შეიცოდა კნუტები და დაგვატოვებინა. ამის შემდეგ სალხში გვყავდა ორი კატა და მათი დედა რომელიც კვლავ აგრძელებდა კნუტების ჩენას მეზობლებთან. მე და ჩემმა დამ თავიდანვე გავიყავით კნუტები, ჭრელი მისი იყო შავი კი ჩემი. ის მას ეთამაშებოდა მე კი ჩემს. ამასობაში წამოგვიყვანეს სოფლიდან და უკვე გაზრდილი კატები ბებიასთან დარჩნენ. კარგად მახსოვს ყოველთვის როცა სოფელში ჩავდიოდი ჩემი შავი კატა სახლის შესასვლელთან მხვდებოდა, ასევე კარგად მახსოვს ბებიას სიტყვები - შენ რომ ჩამოდიხარ მხოლოდ მაშინ მოდის კატაო. ერთ წელსაც ჩავედი და კატა აღარ შემეგება :(

მეორე კატის, ასევე შავის ისტორია კი უკვე თბილისში დაიწყო. ჩემმა მეოგობარმა მითხრა რომ მისი ნაცნობის კატამ სრულიად შავი კნუტები დაყარა და მკითხა ერთი თუ მინდოდა. რათქმაუნდა მინდოდა! წავედით და წამოვიყვანეთ - სანდრო. ძალიან საყვარელი და ცელქი კნუტი იყო. ჩემთან ეძინა, თავზე მეწვა და ერთხელ თავზეც კი დამაფსა. ცოტა რომ წამოიზარდა სოფელში წავიყვანე. მიზეზი ის იყო რომ იმ პერიოდში დღის პირველ ნახევარში ვსწავლობდი, მეორე ნახევარში კი ვმუშაობდი, 9 საათზე გასული ღამის 11-12 საათზე შემოვდიოდი სახლში ფაქტიურად კატისთვის ვერ ვიცლიდი. მოკლეთ წავიყვანეთ კნუტი და სანდროც (რომელიც დედალი აღმოჩნდა :D :D ) ძალიან ბედნიერი იყო ახალი გარემოთი. გიჟივით დარბოდა სახლსა თუ ეზოში, დასდევდა ჩიტებს, თაგვებს და ბაყაყებს.

სოფელში ჩაყვანდიდან რამონიმე თვეში სანდრო მეზობლემა მომიწამლეს ...

Aug 27, 2010

Sachertorte - ავსტრიელთა სიამაყე :)

დღეს გთავაზობთ ძალიან ტრადიციულ ავსტიული ნამცხვრის რეცეპტს. ნამცხვირს ისტორია 18 -19 საუკუნეებიდან იწყება და დღესაც კი ერთ -ერთი ყველაზე მტად პოპულარული ტკბილეულობაა.

სანამ მომზადებას დავიწყებთ გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ავიღოთ მრგვალი ფორმა 22-26 სმ დიამეტრის, ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. ახლა კი დავიწყოთ ბაზის მომზადება :)

ბაზა:
1. 150 გრ ძალიან დარბილებულ აკრაქს ავურიოთ 75 გრამი შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ცხრა კვერცხის გული სათითაოდ. კარგად ავურიოთ და დავამატოთ წინასწარ დამდნარი 150 გრამი შავი შოკოლადი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ.

2. 9 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, დავამატოთ 75 გრამი შაქრის პუდრა და ბეზ გავაკეთოთ. ავურიოთ შოკოლადიან მასას.

3. ავიღოთ 120 გრამი ფქვილი და 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი და ნელ ნელა შევურიოთ მასას. როცა შევაზელთ კარგად ამოვურიოთ და ჩავასხათ რომაში, გამოვაცხოთ 50 წუთი.

სანამ ნამცხვარი ცხვება მოვამზადოთ მინანქარი: ავიღოთ პატარა ქვაბი და ჩავასხატ 50მლ წყალი, 5 მლ ძმარი და 60 გრამი შაქრის ფხვნილი. ეს მასა რომ ადუღდება გადმოვდგათ გაზიდან დავამატოთ 150 გრამი წვრილად დატეხილი შავი შოკოლადი. კარგად და ჩქარა ვურევთ რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. შემდეგ დავამატოთ 50 გრამი კარაქი და ესეც ჩქარ ჩქარა ამოვურიოთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მივიღოთ.

როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაცივოთ. როცა გაცივდება გავჭრათ შუაზე და დავასხათ შემდეგი მასა : ქვაბში ავადუღებთ 200 მლ ატმის ან გარგარის ჯემს. ამ მდუღარე მასის ნახევარს მოვასხავთ გაჭრილი ტორტის ერთ ნაწილს, მერე დავადებთ მეორე ნაწილს (გამომცხვარი ზედაპირი ქვემოთ) და მეორე ნახევარსაც ზემოთ მოვასხავთ.
შევდებთ მაცივარში ერთი საათით. როცა დრო გავა დროა ჩვენი მინანქარი გამოვიყენოთ. ნამცხვრის გვერდებზე და თავზე კარგად გადააანაწილებთ მინანქარს და შედებთ მაცივარში ისევ ერთი საათით.


გემრიელად მიირთვით :)

Aug 25, 2010

იმუნიტეტი რთული და სტრესული სამსახურის მიმართ

დღეს შევიტყვე რომ ჩემი ორი ჯგუფელი აღარ აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ერთი პროფესიას შეიცვლის და აერობიკის მწვრთნელი გახდება, მეორე კიდე მუშაობას აპირებს.

თითქოს დიდი არაფერი, ყველას აქვს არჩევანის უფლება მაგრამ მაინც გამიკვირდა. ისეთი მძიმე წლის შემდეგ როგორიც გასული წელი იყო ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?! მითუმეტეს როცა ეს წელი წარმატებით დაასრულე. იმას არ ვამბობ რომ მუშაობა ცუდია პირიქით, მაგრამ როცა შეიძლება სწავლა და მუშაობა რატომ არ ღირს ცდა და ცოტა თავის შეწუხება, განსაკუთრებით როცა ახალგაზრდა ადამიანებზეა საუბარი. ასაკთან ერთად ადამიანის უნარი ახლის შეთვისებისა ნელდება, უფრო დიდი დრო სჭირდება, გარდა ამისა მერე ოჯახი, შვილები უფრო და უფრო რთულდება ყველაფერი და თუ აინტერესებს ადამიანს ხომ ჯობია თავიდანვე დაუსვას წერტილი განათლებას?!

იმიტომ ვამბობ აინტერესებსთქო რომ ერთი წელი იმის გაძლება რასაც ჩვენ გავუძელით შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ინტერესი. როგორც ასევე გავიგე მიზეზი ანატომია ყოფილა. ჩემ ჯგუფში ოთხი კაცი გატეხა ანატომიამ. ორმა მეორე სემესტრში დაანება თავი, ორმაც ახლა და ასე მგონია რაც დრო გავა მით უფრო ცოტა დავრჩებით, რადგან თითოეული მომდევნო სემესტრი წინაზე უფრო რთული და შრომატევადი ჩანს.

ხანდახან მგონია რომ ეს მძიმე სწავლა და სტუდენტების გაწურვა სასარგებლოა, დარვინისებური ვარიანტია, სელექცია ოღონდ უნივერსიტეტზე ადაპტირებული - ვინც შეითვისებს, გაუძლებს და ბოლომდე გასტანს მოგებული დარჩება, რაღაცნაირ იმუნიტეტს გამოიმუშავებს მომავალი ძალიან რთული და სტრესული სამსახურის მიმართ.

ქაართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სერტიფიცირების მარგალიტები

პირწიგნაკზე დადო Marine Xucishvili Sunday, 22 August 2010 at 19:07.

ქაართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სერტიფიცირების მარგალიტები (2010)

ხოდა შემეცოდნენ აბიტურიენტებიც და მოსწავლეებიც. კი მართალია მარტო წვრთნა რას უშველის თუ ბუნებამაც არ უშველა (მაგალითად ჩემ შემთხვევაში რადგან უსაშინლესი მართლწერა მაქვს) მაგრამ მასწავლებელს მაინც უფრო მეტი მოეთხოვება. ვოტ!

აბა დავიწყოთ :)

***რატომ იწერება ერთად ლაქლაქი? პასუხი: ზოგიერთმა პიროვნებამ ბევრი ლაქლაქი იცის.

*** გამოკვლევა "აღქმა" არის სწორი, მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს. პარალომია ეწოდება აღთქმა.

*** სიტყვათა წყვილს უწოდებთ "აღქმა", რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს.

*** აღქმა ხდება პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის გონებით. აღთქმა _ პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის სიტყვიერად.

*** დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა. მას (ანუ მოსწავლეს) უწერია "აქ კარგად ჩანს". უნდა ეწეროს "ტექსტში ან პოემაში კარგად ჩანს".

*** ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება.

*** მოძებნე შეცდომა და გაასწორე: არასამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა. პასუხები (მასწავლებლების გაცემული) I. უნდა იყოს: სამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა.II. უნდა იყოს: არა სამთავრობო ორგანიზაციამ. . . III. შეცდომაა შესწავლა მოახდინა. შესწავლა და მოხდენა ერთი და იგივე შინაარსისაა. IV. აქ გვაქვს არსებითი სახელი, კონკრეტული ადამიანის აზრის შესწავლასთანაა საქმე. V. აზრის შესწავლა არ შეიძლება, აზრის გაგებაა შესაძლებელი.

*** "დაჭრილი ლომი ღრიალებს". ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა.

*** მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება.

*** ვასწავლი ქვემდებარულ დამოკიდებულ წინადადებას და ქვემდებარულ დამოუკიდებელსაც.

*** აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს "მორალური კოდექსის" და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")

*** ღამე "მგზავრის წერილებში" არის ბნელი ადგილი.

*** მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)

*** ამას ისიც დაემატა, რომ ერთი შვილი მტკვარში დაეხრჩო პირველი პურობის დროს. (ფაქტის დამახინჯება შუშანიკთან) *** მერე გავაიგავებ აბოსთან.

*** ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში.

*** ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში.

*** შემოღამება შემოქმედთა საბოლოო ადგილის სიმბოლოა.

*** მთაწმინდაზე წმინდანი ადამიანები განისვენებენ და ტკბებიან მთაწმინდის ღამით, ზემოდან გადასცქერიან თავის ქვეყანას.

*** ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა.

*** ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე. როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება.

*** ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მეშენ. ამბობს ჭავჭავაძე "კაცია ადამიანში" (ფაქტის დამახინჯება).

*** რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები. *** ბარათაშვილი რომანტიზმს ეძებს ამ ლექსში და იპოვა კიდეც. ილია კი თერგდალეულია და ამბობს, როგორ შევეყრებიო. აქედან გამომდინარე, ღამის მიერ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

*** 1959 წელს მოხდა კახეთის აჯანყება. ეს თავისებურად მნიშვნელოვანია. შაჰ-აბასმა დაიპყრო კახეთი. ცუდ მდგომარეობაშია კახეთი.

*** შეცდომაა: მთელი საუკუნის შემდეგ. საუკუნე ისედაც მთელს ნიშნავს, ამიტომ "მთელის" ხმარება მიზანშეწონილი არ არის.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს _ ერთ საკითხზე ემთხვევა.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს: ერთ საკითხში ემთხვევა, რადგან ერთმანეთთან თანხვედრას ნიშნავს დამთხვევა. I აბზაცში არის გამოყენებული ტავტოლოგია: მსაჯულია_სატანჯველია, ყველაზე_მკაცრი და ძალიან_უდიდესი.

*** ბავშვი საღად მოაზროვნეა, ჰუმანურია. იგი ავტორს ადანაშაულებს სიკვდილის დასჯის გამოყენების გამო, სჩანს, რომ ბავშვმა კარგად იცის ტექსტი (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")

*** შეცდომაა ინანიებს. უნდა იყოს ნანობს. ეხლანდელი დროის ფორმა არის ნანობს, ხოლო ინანიებს მომავალი დროის ფორმის "მოინანიებს" არასწორი გაფორმება.

*** შეცდომაა: ყველაზე მკაცრი. ყველაზე აქ ზედმეტია. მკაცრი ისედაც აღნიშნავს სიმკაცრეს და აღმატება აღარ სჭირდება. *** შეცდომაა: დასაჯონ იგი. მესამე პირის ზმნაა და შესაბამისად პირის ნიშანს უნდა დაირთავდეს. "ნ" კი არცერთი პირის ნიშანი არ არის.

*** შეცდომაა: როგორიც. უნდა იყოს როგორც. აქ არის მიზეზისა და მიზნის ნაცვალსახელების აღრევა.

*** ზმნისწინის გაყოფა და მასში ასოს მოქცევა არ შეიძლება.

*** შეცდომაა: ბათუს აზრით. უნდა იყოს _ ბათუას აზრით.

*** იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია.

*** მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა.

*** სიმბოლისტები ეტრფიან სამშობლოს და სწამთ სულისა და ხორცის ერთად არსებობა.

*** სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი "გლახის ნაამბობის" ხიდჩატეხილობა.

*** სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით.

*** სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელიკა რითმის გამო უცხო სიტყვების გამოყენება: მაგ., იყო შარლ ბოდლერი, კანტი, ჰეგელეი და მიკაკუნებს (ტ. ტაბიძე). ანუ ბოდლერი, კანტი და ჰეგელი უცხო სიტყვები ყოფილა

*** სიმბოლიზმი ძნელად შესაცნობია, თითქმის შეუცნობელია მისი შეცნობა.

*** სიმბოლისტებს გულზე დასობილი ჰქონდათ მიხაკები.

Aug 23, 2010

უნივერსიტეტის აურა

მზიანი დილა იმდენად დიდი იშვიათობაა, რომ როცა მზე მაღვიძებს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, მაშინაც კი როცა ძალიან ადრიანი დილაა ან როცა ვიცი რომ მძიმე დღე მელის წინ. ერთდროულად ტოროლა და ბუ ვარ ბუნებით, თუმცა სხვა რამეზე ვაპირებ წერას.

გასულ პარასკევს უნივერსიტეტში წავედი ძველი ტესტების სანახავად. დილაც მართლაც რომ შესაფერისი იყო, ლამაზი მზიანი ცოტა სუსხი რომ დაკრავს მაგრამ მხოლოდ დილის სუსხი. გავრისკე, რომში ნაყიდი კაბა ჩავიცვი, ცისფერი ხელით მოხატული შარფი გავიკეთე და სახლიდან გავედი. ულამაზესი დღე იყო, ყველას ვუღიმოდი და ყველა მიღიმოდა. ასეთი რამ იშვიათად მემართება, იმიტომ რომ უჟმური ამინდი უჟმურ ხასიათზე მაყენებს.

მოკლეთ რაც უფრო ვუახლოვნებოდი უნივერსიტეტის შენობას, მით უფრო ცუდად ვიგრძენი თავი, ხასიათი წამიხდა და დეპრესიული გამიხდა. ერთადერთი იმას ვფიქრობდ როგორ არ მინდა იქ წასვლა. ძლივს შევაღწიე შენობაში, კითხვები ამოვწერე და სასწრაფოდ გამევედი გარეთ.

ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა, რეალურად მთელი გასული წლის განმავლობაში თავი კარგად არასდროს მიგძვნია უნივერსიტეტის ჩვენს შენობაში (უნივერის სხვა შენობებში არ მემართება ასე მაგ. ბიომედიცინის, ეკონომიკის და ა.შ. ). მომწონს საგნები რასაც ვსწავლობ(დიახ, ანატომიაც თორემ რომ არ მომწონდეს აქამდე ხომ ჩავაბარებდი?! :D ), ხალხიც კარგია მაგრამ მაინც რაღაც არაა ისე როგორც უნდა იყოს, და ეს რაღაც წმინდა ემოციურ დონეზე მეძლევა.

p.s. ადრე შენობაში ბავშვთა საავადმყოფო იყო, მერე საავადმყოფო გადაიტანეს და ეს სამედიცინო აკდემიის ერთ ერთ შენობად აქციეს.

Aug 20, 2010

პაწაწინა სტატისტიკა დედამიწის მოსახლეობის შესახებ

პოსტში გთავაზობთ სტატისტიკას დედამიწელთა შესახებ. მონაცემები აღებულია - wholesomewords.org - იდან.

მსოფლიოს მოსახლეობა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით:
Asia 4,088,647,780
Africa 990,189,529
Europe 728,227,141
North America 534,051,188
South America 392,366,329
Oceania (incl. Australia) 34,685,74
მსოფლიოს მოსახლეობის დაბადების და სიკვდილიანობის მაჩვენებელები 2009 წლის მიხედვით.
Birth Rate:
Death Rate:
20 births/1,000 population
8 deaths/1,000 population
128.9 million births per year
53.4 million people die each year
353,015 births per day
146,357 people die each day
14,709 births each hour
6098 people die each hour
245 births each minute
102 people die each minute
4 births each second of every day
lmost 2 people die each second




მსოფლიოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
1.8 billion people under age 15 years (27%)
4.4 billion people age 15-64 years (65%)
516 million people are 65 years and over (8%)
ყველაზე დიდი ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით
China 1,323,591,583
India 1,156,897,766
United States 307,212,123
Indonesia 240,271,522
Brazil 198,739,269
Pakistan 174,578,558
Bangladesh 156,050,883
Nigeria 149,229,090
Russia 140,041,247
Japan 127,078,679
ხოდა ასე, სულ დედამიწაზე 6,814,826,683 ადამიანი ვცხოვრობთ.

Aug 19, 2010

როგორ დავარეგულიროთ ადამიანთა პოპულაცია?!

ლოკალურ გაზეთში წერენ რომ დათვების დიდი რაოდენობაა ქვეყანაში და ამიტომ მათზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება მომავალი კვირიდან. სულ რაღაც 3200 დათვიდან შესაძლებელია 288 დათვის მონადირება. მიზეზი ერთია- გადაჭარბებული პოლულაცია.

ამ სტატიას რომ ვკითულობდი ერთ რამეზე დავფიქრდი. ადამიანების პოპულცია უფრო და უფრო იზრდება და რა ვქნათ? როგორ დავარეგულიროთ რაოდენობა? როგორ შევაჩეროთ ზრდა? მითუმეტეს ადამიანები რომ რესურსებს ვიყენებთ ცხოველთა სამყარო რა მოსატანია. თუ რახანც ადამიანები ვართ მაშინ ყველაფრის უფლება გვაქვს?!

Aug 18, 2010

თავის მოკვლის სმაილიკი

გეუბნევით, ამჯერადაც რომ ვერ ჩავაბარო ანატომიის გამოცდა შეგიძლიათ ჩემ დაკრძალვაზე მოხვიდეთ, ან ფსიქიატრიულში მეძებოთ.

რა გამიხდა ეს ერთი ტრაწიანი საგანი არ მესმის!
გული მერევა უკვე საგანზეც, ჩემ თავზეც რომ ასე გავწელე და მასწავლებელზეც რომელიც არასწორ რამეებს მეუბნევა.

Aug 16, 2010

ქათმის ფილე პომიდორითა და ბეკონით - Cooking Therapy სეზონის გახსნა :)

მთელი ზაფხული ფაქტიურად გასული ვიყავი და კულინარობაც ნაკლებად მიწევდა. ახლა ჩამოვედი და დავიწყე იმ იდეების განხორციელება რომელიც ამა თუ იმ კერძის დაგემოვნების დროს მომივიდა. შესაბამისად გიზიარებთ სიახლეებს :)

დღესა გთავაზობთ ერთ კერძს რომელიც მზადდება ქათმის ფილესაგან მზეზე გამხმარი და შემდეგ ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი პომიდვრებისაგან ან კიდევ შებოლილი ყველისაგან, ბეკონისაგან ან ვიჩინის თხელი ნაჭრებისაგან. ეს კერძი პირველად ჩემი ქრის მშობლებთან გავსინჯე. ძალიან მომეწონა, თუმცა ეგრევე ვიგრძენო რომ რაღაც აკლდა, და ეს რაღაც ჩამოვედი თუ არა თავად დავამატე.

დავიწყოთ მზადება :)
ავითოთ 4 ფილე (ან გაყინული იყიდეთ, ან გაუყინავი. ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება). გავჭრათ სიგანეზე ისე რომ მთლად ორი ნაწილი არ გამოვიდეს, არამედ ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.
სამუშაო დაფაზე დავაფინოთ ვიჩინის/ბეკონის ორი თხელი ნაჭერი, დავადოთ ხორცი და ხორცზე დავაწყოთ პომიდვრები ან შებოლილი ყველი, ან ორივე ერთად. გადავახვიოთ რულეტივით და ხის ჩხირები ჩავარჭოთ რომ არ გაიხსნას.
გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე, დავაწყოთ ჩვენი ხორცუკები ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და მოვამზადოთ (30-40 წუთი დასჭირდება). ბეკონი უნდა დაიბრაწოს.
აი ამ მომენტამდე იყო ის რაც გავსინჯე ჩემებთან, ამის შემდეგ კი იწყება ჩემი დამატება. სამწუხაროდ ქათმის ხორცს ბეკონი და ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი პომიდორიც კი ვერ შველის რომ მშრალი არ გამოვიდეს, ამიტომ მე გადავწყვიტე საწებელის დამატება.

საწებელის მომზადება : ჩავასხათ პატარა ქვაბში 3-4 კოვზი ზეთი და დავაყაროთ 2 წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 ფურცელი წვრილად დაჭრილი ბეკონი ან ვიჩინა, ვშუშოთ ნელ ცეცხზე, დავამატოთ 7-8 ცალი მსხვილად დაჭრილი სოკო, 250 მლ. არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან.

როცა ჩვენი ხორცი უკვე მზად იქნება, ავიღოთ საწებელა და მოვასხათ, შევდგათ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთი.

გარნირად მოვამზადოთ ბრინჯი ან კარტოფილი, მოვასხათ ცოტა საწებელა - ძირითადად მშრალი მასა სოკოების სახით. და დავალაგოთ ხორცუკები (მე რულეტად დავჭერი და ისე დავალაგე)
შემდეგ კი ზემოდან მოვასხათ ბლომად საწებელა :)
გემრიელად მიირთვით თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად :)

Aug 15, 2010

მულტინაციონალური ბაზრობა ქალაქის ცენტრში :)

დღესა წავედით სანაპიროზე სასეირნოდ. ტრამვაიდან რომ ჩამოვედით დავინახეთ რომ ქალაქის ერთ ერთ ცენტრალურ მოედანზე დიდი ბაზრობა იყო გამართული. ცნობისმოყვარეობამ წამძლია და წავედით დასათვალიერებლად. ხოდა ახლა გთავაზობთ პაწაწინა ფოტორეპორტაჟს თუ რისი ყიდვა შეიძლებოდა ამ ბაზრობაზე :)

ბაზრობაზე რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის დანია, გერმანია,საფრანგეთი, თურქეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. მოდით დავიწყოთ ბრიტანეთით. მათ წარმოდგენილი ქონდათ ძირითადად ძალიან უგემური ჯემები (დავაგემოვნე ეს ჯემები), ჩაის სერვისი და რაღაც იდიოტური ტკბილეული, ყველა მაღაზიაში რომ იყიდი ისეთი :)

ესეც შტერობა ტკბილეული :D ფასი დაახლობით 3 ევრო 100 გრამზე.
ბრიტანული სტენდიდან გადავინაცვლეთ ფრანგულ სტენდებისაკენ. მათი პეჩენიები არც ისე ძალიან მომეწონა
აი ყველი კიიიიიიიიი, უგემრიელესი იყო :) ფასი დაახლობით 13 ევრო კილოგრამზე.
ფრანგული სტენდებიდან გავწიეთ იტალიური სტენდებისაკენ :)
არ ვიცი მითქვია თუ არა რომ იტალიურ ტკბილეულს ყველაზე დიდ პატივს ვცემ, ამ ხალხმა ნამდვილად იცის თავის საქმე :)
და ესეც შოკოლადისაგან მომზადებული ტკბილეული
იტალიელებისავით გემრიელი ტკბილეული აქვთ თურქებსაც. ძირითადად იყენებდენ თხილეულს.
გარდა ასეთის ავაჭრო სტენდებისა, ბაზრობაზე ბლომად ცოცხალი სტენდები იყო, ანუ მზარეულები ადგილზევე ამზადებდნენ კერძებს :)
აი მაგალითად ესენი ფრანგულ ბლინებს ამზადებენ :)
ესენი კი პაწაწუნა დანიურ ბლიენებს, რომლებსაც შემდგომ შაქარს აყრიან და სიროფს ასხავნ :)
საბოლოო ჯამში კარგი გასეირნება გამოვიდა. ყიდვით არაფერი გვიყიდია, მაგრამ დავაგემოვნე ყველაფერი რისი გასინჯვაც შეიძლებოდა :D :D

Aug 14, 2010

მოცვზე მეტი ტკიპა :D

ხოოოოოოოოოდა, სამშაბათს ამხანაგებს ველოდებით რადგან ორი ნამცხვირს იდეა მომივიდა თავში და მინდა გავასინჯო. ერთ-ერთი ნამცხვრსათვის მჭირდებოდა მოცვი, მაგრამ არ ვიყიდე რადგან ტყებში მეგულებოდა. შესაბამისად დღეს საღამოს წავედით ტყეში მოცვის მოსაკრეფად.

სამწუხაროდ მოცვზე მეტი ტკიპები ”მოვკრიფე” ტყიდან, მაგრამ ერთი დადებითი მხარე მაინც ქონდა ამ გასეირნებას - ბევრი სოკო ვნახე შხამიანი თუ უშხამო. პირველ ცხოვრებაში ვნახე ტყის ოქროდ წოდებული კანტარელები და რათქმაუნდა მოვკრიფე :)

აი ესენია კანტარელები :)
ასევე ვნახე ეს პაწაწუნა სოკო რომელიც ძალიან გემრიელია :) სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ვიპოვე :)
ესენი კი ეგრეთ წოდებული მუხამორები არიან :) ისე ლამაზად გამოიყურება რომ ფიქრობ ადამიანი კარგი სოკოაო, მაგრამ გარეგნობამ არ მოგატყუილოთ :)
ესეც ”ბეიბი” მუხამორი :)
ხოდა მოცვს რაც შეეხება ასე 50-40 გრამამდე მოვაგროვე. ამდენივე მალინა და მაყვალი ვიპოვე. ეს ნაერთი გავრეცხე, გავაშრე, ჩავყარე ბანკაში და დავაყარე პიტნა, შემდეგ კი დავასხი ბაკარდი. წესით ესენციასმაგვარი რაღაც უნდა მივიღო. ვნახოთ რა გამოვა.

ნამცხვრების რეცეპტებს დავდებ როგორც კი გამოვაცხობ :)

Aug 13, 2010

გაკონტროლებული ყოველდღიურობა

იმ ადამიანებზე ვფიქრობდი რომელბიც მაგალითად ერთ სახლში მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობენ, ხვდებიან რომ საჭიროა ცვლილებები მაგრამ არ რეაგირებენ იმიტომ რომ მიჩვეულები არიან თავის მდგომარეობას, თავის სახლს, ოთახებს, ავეჯს, უბანს და მათ არსებობსას ამ სივრცეში. მიჯაჭვულები, მიჩვეულები არიან ამ ყველაფერს და ვერც კი ხვდებიან როგორ აკონტროლებს ეს ყველაფერი მათ არსებობას.

არადა მიჯაჭვულობის გარეშე წარმოუდგენია ჩვენი ცხოვრება. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ უსულო საგნებზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, ადგილებზე და რაც არ უნდა ვიძახოთ პიროვნული დამოუკიდებლობა და თავისუფლება არსებობსო საბოლოო ჯამში გამოდის რომ ასეთი რამ არ არსებობს, გინადაც იმიტომ რომ ამდენი რამ გვაკონტროლებს.

Aug 12, 2010

მთელი 82 სანტიმეტრი

საქართველოდან ისე ჩამოვედი კილოგრამი არ მომიმატია და არც დამიკლია, მითუმეტეს რა საჭმელი გვაქვს. ახლა კიდევ ჩამოვედი უნგრეთიდან და გული გამისკდა. წონაშიც მოვიმატე და მუცელი გამიჩნდა, გარშემოწერილობა არც მეტი არც ნაკლები - 82 სანტიმეტრი.

რათქმაუნდა გაძლიერებულ ტემპებში ვიწყებ ვარჯიშს. სირბილს როგორც ყოველთვის და აი სავარჯიშოებს მუცლის პრესისათვის. ადრე ვაკეთებდი და უკვე ორიოდე კვირაში საგრძნობი შედეგი მქონდა.

Aug 11, 2010

About one Cave in Budapest :)

ის რომ უნგრეთში ბევრი კარსტული მღვიმეა მთელი თავისი აღჭურვილობით ვიცოდი, ის რომ ეს კარსტული მღვიმეები ქვეყნის საზღვრებთან მდებარეობდა ეგეც ვიცოდი, მაგრამ თავად ბუდაპეშტში მღივმეთა სისტემა თუ არსებობდა არ ვიცოდი ნამდვილად.

წუხელ საღამოს ასე 20 წლის წინანდელ სურათებს ვათვალიერებდით. რათქმაუნდა ჩემი ყურადღება მაშინათვე მიიქცია ამ სილამაზემ. ჩემი ქმრის მამამ სულ ახლოაო სახლიდანო და თუ გინდა წავიდეთო. ხოდა მეც მეტი რა მინდოდა, მუზეუმებს და გამოფენებს ბუნებრივი გამოფენა მირჩევნია, ხოდა დღეს დილას წავედით კიდევაც.

მოდით დავიწყოთ რუქით. ქვემოთ სურათზე მოცემულია მღვიმეთა სისტემა. ფერების მიხედვით მიხვდებით რომელ წლებში რომელი მღვიმეები იქნა აღმოჩენილი.
როგორც ექსკურსიამძღილმა გვითხრა, ეს მღვინე 18 კილომეტრი იყო, მაგრამ მხოლოდ 500 მეტრი იყო ტურისტებისათვის ადაპტირებული, დანარჩენ ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელი ყოფილა მოძრაობა. მღვიმე სამ დონიანი იყო, და დაახლობით 100 მეტრი იყო სხვაობა უმაღლეს და უდაბლეს წერტილს შორის. მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 10 გრადუსს წარმოადგენს, ტენიანობა კი თითქმის 90%. ეს კი იდეალური ადგილია მათთვის ვისაც ასთმა აწუხებს.
ასევე ექსკურსიამძღოლმა გვითრა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამ მღვიმეებს ბევრი ადამიანი აფარებდა თავს, როგორც უნგრელები ასევე რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
ადრე ამ ადგილებში თერმული წყლები ყოფილა, და მღვიმის ხასიათი ფაქტიურად ამ წყლების ქიმიური ხასიათისაგან არის ჩამოყალიბებული.
ამჟამად თბილი თერმული წყლები აღარაა, მაგრამ პაწაწუნა ტბორები მაინც იყო ორ ადგილას. ეს ტბორები ნახეთ ზემოთ და ქვემოთ სურათებზე.

მღვიმეში სხვადასხვა ფერის მინერალები იყო, გიდმა თქვა რომ ზოგი მათგანი კვარცს შეიცავს, ზოგი რკინას და ა.შ. ვნახე ძალიან ბევრი პატარა მთის კრისტალი, ცთუნებამაც წამძლია ერთი მომეტეხა მაგრამ მერე სინდისმა შემაწუხა და გადავიფიქრე :D

ბუნებისაგან შექმნილი ”ორღანი” :)
ეს პრიალა ზედაპირი ძალიან მომეწონა და სურათიც ამიტომ გადავიღე :)
ესეც უნგრული ჩურჩხელები :)
რა არის ამ პოსტის მიზანი? მხოლოდ ერთი, თუ ბუდაპეშტში მოხვდებით ცნობილი ადგილების - პარლამენთის, მარგრიტის კუნძულის, მეთევზის ბასტიონის და ა.შ. გარდა, აუცილებლად, აი აუცილებლად მოინახულეთ ეს მღვიმეები. დამიჯრეთ ძალიან ისიამოვნებთ და ფრიად გაკვირვებულები დარჩებით თუ რა შეიძლება იმალებოდეს დიდი ქალაქის გულში :)

Aug 9, 2010

რამ გამაკვირვა ნორეგიაში?!

ფასებმათქო? არა, ფასებს ნამდვილად არ გავუკვირვებივარ, ცეცხლის კიდება რომ იყო ნამდვილად ვიცოდი მაგრამ ასე სიძვირეც თუ იქნებოდა არ მეგონა. მიკვირს ეს ქვეყანა რგორ არ წითლდება სირცხვილისაგან :D :D

თეთრი დათვის ტყავმა გამაკვირვა. ერთ ერთ მაღაზიაში ყიდიდნენ საკმაოდ მაღალ ფასად. დავიჯერო დათვის ტყავის გაყიდვა ლეგალურია?!
ძალიან გამაკვირა ტრანსპორტმა. ერთის მხირვ თანამედროვე ჩქარმა და სპორტულმა მანქანებმა, მაგალითად მსგავსმა პორშეებმა რომლებიც უხვად იყო მთაში,
მეორეს მხრივ კი ამ პატარა და ძველმა მაქნანებმა, ჩემამდე არ დადის ესენი როგორ მოძრაობდნენ, ან პატრონები რას აკეთებდნენ უცაბედად სერვისი თუ დასჭირდებოდათ?!
და ესეც ორი ჩერეპახა :)
კიდე გამაკვირვა აი ამ ცხოველმა. დიახ მეგობრებო ესაა ლამა, რომელიც რაღაც საიდუმლო გზებით ნორვეგიაში აღმოჩნდა, დაწვა მდელოზე და ასე ბედნიერი სახით დაიწო ცოხნა :)
ძალიან გამაკვირვა ურქებო ძრხებმა :) რქებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი ლამაზი ქოჩორი აქვთ :D

ამ საგზაო ნიშანს არ გავუკვირვებივარ, გამიკვირდა ის რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად ხარირმები არსად გვინახავს :) ნიშანზე - ”ხარირემთა დიდი საშიშროება”
და კიდე აი ეს პაბი რომ არ დავდო არ შემიძლია. სადღაც მიყრუებულ სოფელში, შერლოკ ჰოლმსის სახელობის პაბი ქონდათ :)

Aug 7, 2010

Geiranger VI - Trollstigen

წამოგიდგენიათ სკანდინავიური ქვეყნები ტროლების გარეშე? მე ვერა, ტროლი რომ არ იყოს არც კი ვიცი უამრავ სოფელს, გზას, ტბასა თუ მთას რა სახელს დაარქმევდნენ. ამ პოსტში გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ერთ ერთი ტროლის ”შემცველი” მთის შესახებ - Trollstigen - თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. ახლა გაჩვენებთ რა ლამაზი ადგილები ვნახეთ მანამდე.

გზაზე შეგხვდა ერთი სოფელი სადაც მარწყვის პლანტაციები ქონდათ. ყველა სახლის წინ ვიღაც მარწყვს ყიდდა, ძირითადად პატარა ბავშვები. აი ერთ ერთი ორიგინალური მარწყვის ჯიხური :)
მარწყვების დასახლებიდან, სადაც შედარებით სიწყნარე სუფევდა ისევ კლდეებისაკენ ავიღეთ გეზი. გზაზე უხვად შეგვხვდა ტბები და ჩანჩქერები. აი ერთ ერთი ტბაც თავისი ლამაზი მთებით :)
ესეც მორიგი ჩანჩქერი. ამ ადგილისათვის სპეციალურად მოიწვიეს ახალგაზრდა ნორვეგიელი არქიდეტქოტები და საცალფეხო გზიდან დაწყებული ტუალეტებით დამთავრებული ყველაფერი სპეც დიზაინით შექჰმნეს.
ესეც თანამედროვე დიზანით გაკეთებული კაფე
ცივილიზებულ სამყაროს რომ გავშორდით, თავი ისევ კლდეებში ამოვყავით. საბედნიეროდ ამ ადგილებში დაკარგვა წარმოუდგენელია რადგან ყველგან ნიშნულებია. მაგალითად ასეთი ნიშნულები გვაუწყებენ რომელ კომუნაში ვართ.
იცით რომ კლდეებზე წოლა ხანდახან ძალიან სასარგებლოა? აი ეს პეიზაჟი ერთ კლდეზე წოლისას გადავიღე. რომ შეხედე გული ამიფანცქალდა ისე მომეწონა :) ამავე ადგილას იყო პატარა ტბა, მაში კი ჯერ კიდევ გაუმდარი ყინულები ცურაობდნენ :)
ახლა კი დროა დავუბრუნდეთ Trollstigenს. მისი სიგრძე 12 კილომეტრია სიგანე კი იმენად ვიწრო რომ რამოდენიმე ადგილში ორი მანქნა გვერდს ვერ უქცევს ერთმანეთს და ამიტომ სპეციალურ მოსაცდელ პუნქტებში ელოდებიან. აი ნახეთ სურათზე, ეს მანქანები ჩვენი მხარიდან მიმავალ მანქანებს უთმობენ გზასა. უხარისხო სურათებია რადგან მოძრაობისას გადავიღე.

ისევე როგორც სხვა ადგილებში ჩანჩქერები აქაც უხვად იყო, ზოგი მათგანი ურცხვად პირდაპირ გზებთან ჩამოედინებოდა. ზაფხლში კიდევ არაფერი, მაგრამ გაზაფხულობით ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება აქა?
საბოლოოდ ამ ეს გზა აი ასე გამოიყურება:
როგორც ხვდებით მიუხედავად იმისა რომ მსგავს ადგილებში მოძრაობის გამოცდილება არ გვაქვს, მაინც კარგად ვიარეთ და სახლამდე ჩამოვაღწიეთ.

გაგრძელება იქნება :)

Aug 5, 2010

Geiranger V- Hellesylt

წინა პოსტებში ძირითადად მთებზე ვწერდი, ახლა დროა დავწერო ზღვაზეც რომელიც ამ ადგილს ძალიან დიდ ხიბლს სძენს.

ფიორდი - (ამ შემთხვევაში ნორვეგიული) არის გეოგრაფიული ტერიტორია ვიწრო, ხმელეთში ღრმად შესული ყურეებით და ნაპირებზე კლდეებით. ფიორდის სიგანე როგორც წესი პატარაა, მაგრამ მისი სიგრძე ძალიან დიდია. ასევე მაღალია კლდოვანი მთები.

მთებში სიარულის შემდეგ გადავწყვიტეთ გემით გვესარგებლა და მეზობლ სოფელში - ჰელესილტში წავსულიყავით .გეირანგერისაგან განსხვავებით, ჰელესილტი მხოლოდ ტურისტული სოფელი არააა. ამ მდებარეობს პაწაწუნა ქარხანა რომელიც ტრადიცულ შალის ტანსაცმელს ამზადებს.

გემი, რომელსაც მგზავრები და ტრანსპორტი გადაყავს გეირანგერიდან ჰელესილტამდე. ამ გემუკას, პირი ეღება და გავს დიიიიიიიიდ ზვიგენს რომელიც ყლაპავს ყველაფერს რაც მასში შედის :D

გზაზე ძალიან, ძალიან ლამაზი ჩანჩქერები და კლდეები იყო, ჩანჩქერებზე შემდგომში დავწერ ერთ პოსტს, აი ერთ ერთი კლდის სურათს კი დავდებ აქა :)

კლდეებზე ძალიან ბევრი ფერმები იყო. ბევრი მათგანი მიტოვებული სასმელი წყლის არ ქონის და სახიფათო ზონის გამო. თურმე უფრო დნება ყინული მით უფრო იშლება კლდეები. ეს ერთი ფერმა კი ოკუპირებული იყო ხალხის მიერ, თუმცა ასე მგონია ესენი მხოლოდ ზაფხულობით არიან აქა და საყვირებით გემებზე მყოფ ტურისტებს ართობენ.
როგორც აგვიხსნენს ეს ადგილი ძალიან ნაყოფიერი ყოფილა. ერთი ხიდან 60-70კგ. ვაშლი, ქლიავი და ატამი მოდისო.

დაახლობით ერთ საათიანი მოგზაურობის შემდეგ მივადექით ჰელესილტს. პირველი რამაც ჩვენი ყურადღება მიიბყრო იყო ხმაური, ჩანჩქერის ხმაური რომელიც შუა ქალაქში ჩამოედინებოდა.

ესეც ხედი პაწაწუნა სოფელზე, ყურესა და კლდეებზე :)
ჰელესილტში მთელი დღე გვინდოდა დავრჩენილიყავით, მთაში ასვლაც ვცადეთ, მაგრამ პირველივე მეტრებზე წყლიან ხავსში ჩავიძირე და დავსველდი. ამიტომ იძულებულები გავხდით გეირანგერში დავბრუნებულიყავით.