Jul 30, 2010

Geiranager II - the village :)

წინა პოსტში Geiranger I გზა და სასტუმრო ვწერდი თუ როგორ ჩავედით ამ მშვენიერ ადგილას. ახლა კი მინდა დავწერო თავად სოფელზე. როგორც ველოდით სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ სავსეა ტურისტებით. ტურისტები კი ყველა შესაძლო საშუალებით მოდიან - მანქანებით, გემებით, შვეულმფრენებით, ველოსიპეტებით, მოტოციკლეტებით და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს, მოწესრიგებულ ქაოსს.

მოდით დავიწყებ ტრანსპორტით. მაგალითად ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში პორტში შემოვიდა აი ეს უზარმაზარი გემი, არც მეტი არც ნაკლები 3200 მგზავრით.
მგზავრები ნავებით გადმოვიდნენ სანაპიროზე და პაწაწუნა სოფელი უცებ ”მეგაპოლისი” გახდა. ადგილი გაივსო სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებით, ეს არის ერთ ერთი რაც მიყვარს სამოგზაუროდ რომ მივდივარ.

ჩვეულებრივი მანქანების და ავტობუსების გარდა, აი ასეთი სახლუკები გადაადგილების ძალიან პოპულარული საშუალებაა. მსგავსი მანქანებს აქვთ ყველაფერი რაც ჩვეულებრივ სახლში მდებარეობს. სრულიად აღწურვილი სამზარეულო და აბაზანა ტუალეტი, საძინებელი და სასადილო ოთახი, გათბობა და ცხელი წყალი. ქვემოთ სურათზე აღბეჭდილი მანქანა სახლი ძალიან დიდი იყო ჩვეულებრივებთან შედარებით, და ამიტომაც გადავუღე სურათი :)


თავად სოფელში, არქიტექტტურული თვასაზრისით დიდი ვერაფერი შენობებია. ამიტომ სურათები ბევრი არ გადამიღია. ქვემოთ სურათზე ავღბეჭდე ერთი პატარა ქუჩა რომელიც პორტთან მდებარეობს და რომელზეც მხოლოდ სუვენირის მაღაზიებია განლაგებული.
მაღაზიებში ძირითადად ტრადიცულ ნივთებს ყიდიან, ბევრი მათგანი ფურ/ხარ ირემის მოტივებზეა :)
პორტში მდებარეობს ძალიან დიდი ტროლის ქანდაკება. ამ საქყალ ტროლს ყველა ზედ აჯდება, ბავშვიან, დიდიან, ძაღლიან, კატიან ფრინველებიანად :D

იმისათვის რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ თუ სად მდებარეობს სოფელი გეირანგერი და რამხელაა ის გთავაზობთ აი ამ სურათს. ძალიან კარგი ხარისხით ვერ დაიკვეხნის მაგრამ მაინც შეამჩნევთ პაწაწუნა სოფელს ყურეში. - აიიი ეგაა გეირანგერი.


იცით რა მომეწონა ძალიან? ის რომ ხალხი მოგზაურობს ძლიან პატარა ბავშვებთან და ძაღლებთან ერთად, რომ ოჯახებით დასვენებისათვის სოფელშიც კი ყველანაირ პორობებია შექმნილი.

Jul 29, 2010

Shit

ნახევარი საათის წინ ვათვალიერებდი სურათებს და თავს ვგრნობდი ძალიან ბედნიერ ადამიანად, უბედნიერესადაც კი და ზოგადად ძალიან კარგად. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ახლა დანაშაულის გრძნობა მაქვს, საშინელი დანაშულის გრნობა იმის გამო რომ კარგად ვიყავი, რომ მე შემძლო მოგზაურობა მაშინ როცა ბევრ ადამიანს ელემენტარული პურის საყიდელი ფული არ აქვს, როცა ბევრ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ან ვალებშია გაჭედილი და ა.შ.

მეზიზღება ეს დანაშაულის გრნძობა, ვერაფერს ვუხერხებ. ყოველთვის როცა ბედნიერად ვგრძნობ თავს, მეორე წუთშივე დანაშაულის გრძნობა მიჩნდება.

Geiranger I - გზა და სასტუმრო :)

მინდა დავიწყო პოსტების წერა გეირანგერისა და მიმდებარე ტერიტორიის შესახებ, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო. ამიტომ ალბათ საუკეთესო იქნება თუ სულ თავიდან მგზავრობიდან დავიწყებ.

გზაზე ერთ -ერთი კაფე

რადგანაც ადგილზე ჩასვლა ექვს საათამდე გვსურდა ამიტომ სახლიდან გასვლა დილის 3-4 საათს შორის გადავწყვიტეთ. ასეც მოვიქეცით, ჩავალაგეთ ბარგი, კარი დავკეტეთ და შევუდექით გზასა. გაგვიმართლა და გზაში არც უწვიმია და ამინდიც მშვენიერი იყო +16 გრადუსი.

მანქანიდან გადაღებული ფოტო :)

გზაზე არ ვიცი რა დავწერო, სიმართლე რომ გითხრათ საკმაოდ უღიმღამო და უინტერესო გზაა აქედან ოსლომდე და შემდეგ 250 კილომეტრი. ნორვეგიაში გზების მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან დამღლელი იყო, ჭიანჭველსავით მოძრაობა როცა ისეთ ადგილზე მივდიოდით როგორც გეირანგერია.

ასეთი დასასვენებელი ადგილზები ძალიან ბევრია როგორც ნორვეგიაში ასევე შვედეთში. თუ მძღოლი გრძნობს რომ ეძინება შეუძლია გააჩეროს და დაიძინოს :ჵ
მივდივართ და მე ვზივარ ეკლებზე, ველოდები როდის გამოჩნდებიან მთები, ნამდვილი მთები თორემ პაწაწუნა გორაკები ყველგან იყო. ხოდა სადგაც 650 კილომეტრი რომ გვქონდა გავლილი, შევნიშნე დიიიდიი, თეთრთავიანი ბუმბერაზები :)

ხოდა გამოჩნდნენ მეთები და მეც გამოვფხიზლდი (არ მითქვამს ხომ რომ მანამდე მთელი გზა მეყვინთებოდა :D ) ახლა უკვე არ ვიცოდი რისთვის მეყურებინდა და ჩვენ სასტუმროში მისვლა, რომელიც მთის ძირში მდებარეობდა სულაც არ მინდოდა :ჵ. ან რატომ მოგინდებოდა ასეთი სილამაზის დატოვება?!
ბოლოს მივხვდით რომ უკვე გვიანდებოდა, და შევიდექით გზას. გზა კი დაახლოებით იგივე ვარიანტია რაც რიკოთის უღელტეხილი, ოღონდ კიდევ უფრო ვიწრო, ორი მანქანა რომ ძლივს უვლის ერთმანეთს გვერდს . 12 საათიანი და 780 კილომეტრიანი გზის ბოლო აი ეს სასტუმრო იყო - Grand Fjord Hotel - გაღმა ნაპირიდან.

სასტუმრო ჩვეულებრივი ოთახების გარდა, დასვენებელს სთავაზობდა დასვენებას კარვებში, პატარა სახულკებში და მანქანა სახლებში. ეს უკანასკნელნი ძალიან ბევრი იყო, ფაქტიურად ოჯახებისათვის ძალიან მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა :)

ესეც სასტუმრო ახლოდან.
სასტუმრო პორტიდან 2 კილომენტრში მდებარეობდა, გვერდით ძალიან ხმაურიანი და მხიარული ჩანჩქერი ქონდა. სამწუხაროდ გარე გარე იმდენი ვიბოდიალეთ რომ წამოსვლის წინა დღეს აღმოვაჩინე რომ თუ მოვინდომებდით ჩანჩქერზე ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ არაუშავს, იმდენი ჩანჩქერები ვნახეთ ამ ერთის არნახვას გადავიტან როგორმე :)

Jul 28, 2010

:თვითკმაყოფილი იდიოტის სამაილიკი:

ჩამოვედით სახლში, ძალიან კმაყოფილები და დასვენებულნი :)
უმაგრესი ადგილი იყო გეირანგერი და მიმდებარე მთები. სიტყვები არ მაქვს ემოციების გადმოსაცემად და ფოტოებიც ვერ გადმოსცემს ადგილის ჭეშმარიტ სილამაზესა და ენერგიას.

ფოტოებს ნელ ნელა დავდებ ბლოგზე.

პ.ს. ყველაფერი უფრო კარგი იქნებოდა რომ არ დავმწვარიყავით, პირადად მე სახის კანი თევზის ფარფლივით მაქვს :D

Geiranger - სილამაზე სუნთქვის შეკვრამდე.

წინა პოსტში დავდე რამოდენიმე სურათი ერთი პაწაწუნა სოფლისა, რომელსაც ჰქვია Geiranger და ნორვეგიაში მდებარეობს. ადგილის მთელი ღირებულება არის ხელშეუხლებელი ბუნება, რომლის სილამაზესაც ადამიანის დამუნჯება შეუძლია. ეს არის წყლის, მთის და კლდის ნაზავი, რომელიც ქმნის სრულ ჰარმონიას და რომელიც აფიქრებინებს ადამიანს რომ ჰარმონია ნამდვილად არსებობს.

სოფელში სულ 250 ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი ტურიზმითაა დაკავებული. ტურისტები კი ზამთარ ზაფხულ სულ ჩადიან. ზაფხულში ხასხასა სიმწვანის სანახავდ და ზამთარში თეთრი ლანდშაფტით დასატკბობად. აქ მოხვედრა შესალებელია გემებით - ოსლოდან სამდღიანი ტურია, ასევე მანქანით. გემი უკეთესია ალბათ მაგრამ იმდენად ძვირია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ეგრევე მანქანას ამჯობინებ, თან ხომ წარმოგიდგენიათ რა პეიზაჟია მანქანის ფანჯრებიდან.

რას სთავაზობს გეირანგერი დამსვენებელს? ძალიან ბევრ რამეს, ველოტურებს, კაიაკს, სასიარუო ტურებს, ასევე ტურებს სხვადასხვა ფერმების მოსანახულებლად, სათევზაო ტურებს. ღამის კლუბები როგორც ვიცი არ არის, ან რატომ უნდა იყოს, ადამიანები ვინც ამ პატარა სოფელს სტუმრობენ სიმშივდეს და ბუნებასთან ჰარმოანიას ეძებენ.



Jul 27, 2010

უკომენტაროდ

ეს ფოტოები ჩემი გადაღებული არაა, უფრო სწორედ ჯერ არაა. მაგრამ მალე, სუულ მალე ჩემ ფოტორეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ :)

ხედი სასტუმროდან :)

ჩანჩქერი ”შვიდი და”
ჩანჩქერი ”შვიდი და” და ხეობა
ხეობა :)
კიდევ ხეობა :)

Jul 26, 2010

კეცზე შემწვარი სოკო

კეცზე შემწვარი სოკო სულ სხვა რამეა, სულ სხვა! მომზადება უადვილესი, გემო სასწაული, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რაც მთავარია კალორიების ბომბა არაა.

ხოდა მოდით მოვამზადოთ :) წინასწარ გეუბნევით რომ ეს არ არის ტრადიციული რეცეპტი, ისეთი როგირის ჭამასაც რესტორნებში ვართ მიჩვეული, სოკოს სატენი ჩემი მოფიქრებული და გასინჯულია.

მაშასადამე გვჭირდება ქამა სოკო, ერთ კაცზე ასე 3-4 გათვალეთ. გავასუფთავებთ სოკოს და მოვაცლით ფეხს. სატენად კი გვჭირდება შებოლილი სულგუნი 250 გრამი, ჩვეულებრივი ჭყლინტი ყველი 250 გრამი, ბოსტნეულიდან - 250 გრამი პაპრიკა, ხახვი ან ყაბაყი. ყველს გახეხავთ და დაამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს (ერთ ერთ მათგანს, ან ორი შეარჩიეთ გემოვნებით)

ჩართავთ ღუმელს 250 გრადუსზე,გაახურებთ კეცს ან ტაფას, დააწყობთ სოკოებს და შედგავთ ღუმელში მხოლოდ 10 წუთით. კერძს ძალიან უხდება თავზე ცხელ გადამდნარ ყველს თუ მოასხავთ :)



გემრიელად მიირთვით :)

Jul 25, 2010

”თანამედროვე” საქართველო

არ ვიცი ეს იდეა ვის მოუვიდა თავში, მაგრამ მას ვისაც მოუვიდა, მას ვინაც ნებართვა გასცა მშენებლობისათვის ნამდვილად არ აქვთ ერთი ორგანი წესრიგში.

შე კაი კაცო, რომ აშენებ მინიმუმ ლანდშაფტს მაინც შეხედე?!

ფოტო ფორუმიდან ავიღე, სამწუხაროდ არ ვიცი საიდან მოიტანეს რომ პირველადი წყარო მივუთითო.


ევროპის დევნაში (თუმცა ახლა სინგაპურიზაციაა მოდაში როგორც ვხვდები) სულ ვკარგავთ იმას რაც ნამდვილი ქართულია, რასაც შეუძლია ტურისტების მოხიბვლა და მოზიდვა. რაღაც მუტანტიზაცია გვემართება ასე მგონია.

Jul 24, 2010

რას ვერჩით ცეკვავს ქალი

მგონია ამ სურათმა მთელი ქართული ინტერნეტსივრცე შემოიარა, ხოდა მეც პატივს ვდებ და სივრცეს ცოტა ვაფართოვებ.
რას ვერჩით ცეკვავს ქალი. ეცეკვება და ცეკვავს. ჩვენ ვიკითოთ ვისაც არც გვეცეკვება და ვინც მინისტრები არ ვართ :D

Jul 23, 2010

ვალდებულება და პროტესტი

ყოველთვის როცა ვიცი რომ ვალდებული ვარ რაღაც გავაკეთო, მოვიქცე და ა.შ. საშინელი პროტესტის გრძმობა მიჩნდება, იმდენად საშინელი რომ დესტრუქციული და ძალიან აგრესიული აზრები მომდის თავში.

არადა როგორია, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ვალდებულებებით. ვალდებული ხარ ინახულო ესა თუ ის ადამიანი, ვალდებული ხარ უფროს ”თქვენობით” ესაუბრო (რა ბედნიერებაა, სკანდინავიაში ”შენობითი” პოლიტიკაა, და თავად მეფესაც კი შენობით შეგიძლია მიმართო) ვალდებული ხარ დაკრძალვაზე შავი ჩაიცვა, ვალდებული ხარ არ აყვირდე მაშინ როცა ამ ვალდებულებებს ძალიან აპროტესტებ.

კოშმარ, ვერ გამოვედი თინეიჯერობის ასაკიდან. ყველაზე კარგი ჩემთვის ალბათ ის იქნება ანტარქტიდაზე გადავსახლდე, ჩემი თავის და ოჯახის გარდა არანაირი ვალდებულებები არ მექნებოდა.

Jul 22, 2010

საგზალი :D

რა უნდა ქნა ადამიანმა როცა სამოგზაურდ მიდიხარ და საკვებში ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდა? მაგალითად გინდა იყიდო მხოლოდ ლანჩი ან ვახშამი (დილის კვება სასტუმროს ფასში შედის ხოლმე), მაგრამ ამავე დროს იცი რომ ერთ ერთი მათგანის გამოტოვებაც კი საკმაოდ გაჭირდება, რადგან ბევრი სიარულისგან დაღლილს ჭამა გინდება.

მოკლეთ ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს სამ რაღაცაზე შეჩერდი.
1. ნიგვზიანი ქადები - იმიტომ რომ მშრალია, ტკბილია და ენეგიაზე უნდა მოიყვანოს ორგანიზმი შაქარმა და ნიგოზმა.
2. ბუტერბროდები - ვიყიდე პური, პაპრიკა, ყველი, კალბასი. ყველაფერი დაჭრილ მდგომარეობაშია და ასე მგონია მთაში სიარულის დროს გამოგვადგება. მსუბუქია, პატარა ადგილს იკაბევს ჩანთაში და მისი ტარება არ გაგვიჭირდება.
3. ღვეზელები - გადავწყვიტე ყველიან, კარტოფილიან, ტარხუნიანი ღვეზელების გამოცხობა. გემრიელია :ჵ :ჵ
4. წყალი თავისთავად.

თუ როგორ გაამართლა არჩეანმა ერთ კვირაში მოგახსენებთ :)

Jul 21, 2010

ნამდვილად



"... We all live in yellow submarine,
yellow submarine, yellow submarine,
We all live in yellow submarine,
yellow submarine, yellow submarine.

And our friends are all aboard,
Many more of them live next door,
And the band begins to play..."

ერთი დიდი სოფელი :)

დიალოგი სასტუმროს მიმღებთან:

მე - გამარჯობა, გირეკავთ იმიტომ რომ დავადასტურო ჩვენი ჩამოსვლა.
ის- კი ბატონო მაშინ გელოდებით.
მე- ჩვენც ერთი სული გვაქვს როდის ჩამოვალთ, მაგრამ ერთი პრობლემაა - სასტუმროს მისამართი ვერ ვიპოვეთ.
ის- ჩვენთან მისამართი არ არსებობს, პატარა სოფელია და ადვილად მოგვაგნებთ.

ხოდა ამ საუბრის მერე ასე მეგონა საქართველოში ერთ ერთ სოფელში ვრეკავდი, სადაც მისამართი არ არსებობს და ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველას იცნობს.

Jul 20, 2010

ტანსაცმელი - ნორმები და ტრადიცები

რა საშიელებაა ეს ”ტრადიციები” და ”ნორმები”
აქ ის ჩაიცვი
იქ ის ჩაისვი
ეს ფერი
ის ფერი
შიშველი კანი არ უნდა გამოჩნდეს
მკლავები დაფარული უნდა იყოს
კაბა ან ქვედაბოლო შავი გრძელსახლებიანი პერანგით.

განა ტანსაცმელი აჩვენებს ემოციებს? თუ პირიქით ემოციების დასაფარადაა საჭირო?

Jul 19, 2010

სად წავიდეს დევნილთა 300 ოჯახი?!

7:37 / 30-06-2010
გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა 12 000 000 აშშ დოლარად იყიდება შეგახსენებთ რომ ამ შენობაში დევნილთა 300 ოჯახი ცხოვრობს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისში, კოსტავას ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს, დამხმარე ნაგებობებს და მიწის ნაკვეთს 12 000 000 აშშ დოლარად ყიდის.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 21 770 კვ.მეტრია, ხოლო მიწის ნაკვეთის - 9 447 კვ.მეტრი. აუქციონის ბიჯი 500 000 ლარით განისაზღვრა.

ობიექტის შეძენით დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადები 23 ივლისის 13:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საპრივატიზაციო აუქციონი ამავე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა აუქციონზე ერთხელ რამდენიმე წლის წინ გავიდა, თუმაც მაშინ განაცხადების არარსებობის გამო არ გაიყიდა.

გამომცებლობა "სამშობლოდან" ტელეკომპანია "კავკასიის", ასევე, სხვადასხვა რედაქციების გაყვანა გიორგი არველაძის ეკონომიკის მინისტრობის დროს მოხდა.

წყარო - http://www.ambebi.ge/ekonomika/22767-gamom...l#ixzz0u8adO8tb

წუწუნ წუწუნ

ისეთი ამინდია ერთადერთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ ძილი :(

არადა დილის ხუთ საათზე ისეთი მზე იყო, გავსულიყავი მაინც გარეთ და მერბინა ცოტა ხანი.

რაღაც უცნაურად არის, ღამ-ღამობით მოიწმინდება ცა და ვარსკვლავებიც კი ჩანს, დილისკენ ასე 7-8 საათისაკენ კი ღრუბელი მოდის და ასე მთელი დღეები.

Jul 17, 2010

მითხარი ვის გვერდით დგახარ და გეტყვი ვინ ხარ შენ

თუ ვიხემძღვანელებთ პრინციპით ”მითხარი ვის გვერდით დგახარ და გეტყვი ვინ ხარ შენ” ხანდახან ძალიან, ძალიან დიდი შეცდომამდე შეიძლება მივიდეთ.

ეს პოსტი ორ ძაღლს ბულტერიერსა და პიტბულტერიერს ეხება. სანამ კითხვას გააგრძელებთ, გთხოვთ გაიხსენოთ ყველაფერი რომელიც ძაღლების ამ ორ ჯიშთან ასოცირდება. დარწმუნებული ვარ გსმენიათ უმარავი ისტორია თუ როგორი სისხლისმსმელი ჯიშები არიან პიტბლტერიერი და ბულტერიერი, როგორ ეკეტებთ ჭკუა და ვერ საზღვრავენ პატონს და ა.შ. მოკლეთ უმარავი ცუდი რამ რაც კი შეიძლება ძაღლს მიაწერო. სინამდვილეში კი რა ხდება?



კი, თავიდან ორივე ჯიში ბულტერიერიც და პიტბულტერიერიც საჩხუბრად გამოიყენებოდნენ. გაგეგებათ ალბათ და ჩვენთანაც ხშირია ძაღლების ჩხუბი, აი სწოოორედ ამისთვის იყენებდნენ ამ ძაღლებს, როგორც უშიშრებს და თავგანწირულებს. მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში პიტბულტერიერი და ბულტერიერი საგრძნობლად დაშორდნენ ერთმანეთს. თუ პიტბულტერიერი ისევ ინარჩუნებს თავის რეპუტაციას, ბულტერიერი პირიქით ზარალდება მისი ”მოძმის” ცუდი რეპუტაციისაგან რადგან ხალხს ეს ორი ჯიში ერთმანეთში ერევათ.



ხასიათი - ის რაც დღეს სახეზე გვაქვს ბულტერიერის სახით არის უზომოდ ერთგული, კლოუნის მაგვარი ძაღლი რომელიც მხიარულია და თავდადებულია პატრონისა და ოჯახის მიმართ. ძაღლები შესანიშნავნი არიან ბავშვებთან და ყველასთან ვისაც აქტიური ცხოვრების წესი აქვს. კი, მათი წვრთნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ პარტონი რომელსაც ქვს კარგი ნებისყოფა და უყვარს თავისი ცხოველი ამას არაფრად ჩათვლის :) ფიზიკურად ძაღლები არიან ძალიან კუნთიანები და ძლიერნი, კვერცხისმაგვარი თავით და არის ბულდოგისა და ტერიერის ნაჯვარი.

და ბოლოს გახსოვდეთ რომ თითოეულ ძაღლს ისეთივე უნიკალური ხასიათი აქვს როგორც ადამიანს :) მიუხედავად იმისა თუ რა ისტორია აქვს ძაღლს ჯიშში, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი მისგან ერთგულ და მოსიყვარულე მეგობარს გამოზრდის, აგრესიული პატრონი კი მებრძოლსა და კაციჭამიას.

Jul 16, 2010

ატმის ქადა :)

არსებობს კი ადამიანი, რომელსაც ყავს ან ყავდა ბებო და ქადებს არ აცხობდა?! შტერული და რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ ასე მგონია რომ ბებოები რომლებიც ქადებს არ უცხობენ შვილიშვილებს არ არსებობენ :) მეც დღეს რაღაცნაირად ნოსტალგია შემომაწვა და გადავწყვიტე ქადის მომზადება, თან რამდენი ხანია არაფერი დამიწერია ჩემი Cooking therapy - ის ”ეგიდით” :)

ქადა მინდოდა ყოფილიყო ნაერთი ძველის და ახლისა ამიტომ ტრადიციულ ნიგოზზე გადავწყვიტე დამემატებინა ატამი, ცომში კი ოდნავ ლიმონი :) ჩემი საყვარელი ლიმონი, მის გარეშე როგორ იქნება აბა :) ექსპერიმენტი აი ასეთი გამოვიდა :)
მოვზილოთ ცომი შემდეგი ინგრიდიენტებისაგან: 50 გრამი ძალიან რბილი კარაქი, 4 ს.კ შაქარი, ერთი კვერცხი, 300 მლ მაწონი + 1ს.კ. გამაფხვიერებელი ან კიდევ 0,5 ს.კ. სოდა ძმრით, ნახევარი ლიმონი ცედრა (არაა აუცილებელი) ერთი შეკვრა ვანილი - 5გ. გადავზილოთ ყველაფერი კარგად და დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ გამოგვივიდეს ძალიან ნაზი ცომი, რომლის გაბრტყელება თავისუფლად შეგვეძლება.

შიგთავსი: ერთმანეთში ავურიოთ 150 გრამი გადატარებული ნიგოზი (მე ნიგოზის ნაცვლად წაბლი გამოვიყენე) და 100 გრამი შაქარი (ან უფრო მეტი, გააჩნია რამდენად ტკბილი ნამცხვარი გიყვართ). დავჭრათ სიფრიფანა ნაჭრებად 4 ცალი დიდი და ძალიან მწიფე ატამი.

მომზადება: გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. გავაბრტყელოთ ცომი 3-4 მილიმეტრიან ფენად. მასზე თანაბრად მოვაყაროთ ნიგვზიანი შაქარი და მოვაწყოთ ატმები ისე რომ პარალელურად მიდიოდნენ იმ მხარისაკენ საიდანაც გადახვევას დავიწყებთ. შემდეგ კი ცომი გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ 4-5 სანტიმეტრიან ნაჭრებად. ნაჭრები მოვაწყოთ თუნუქის ფურცელზე და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 20 წუთით.
გემრიელად მიირთვით :)

Jul 15, 2010

ახალი ცუგები ერთგული მეგობრის მოლოდინში :)

ერთგულ მეგობარზე უკეთესი არის განა რამე?! არც არაფერი, მაგრამ რამდენ ადამიანს იცნობთ რომელიბზეც იტყოდით ”ძაღლივით ერთგულიაო”, არც ისე ბევრზე დარწმუნებული ვარ.

ამ პოსტში ვწერ ძაღლივით ერთგულ ძაღლებზე, რომლებიც მხოლოდ კარგ პატრონს ეძებენ, რომლებისთვისაც მხოლოდ სიყვარული და მეგობრობაა მნიშვნელოვანი, სანაცვლოდ კი უპირობო ერთგულებას და სიყვარულს იძლევიან.
ძაღლების შერჩევა შეგიძლიათ მისამართზე -
ძაღლების თავშესაფარი

1. ულამაზესი და იშვიათი ავღანური ტერიერი, 4 წლისაა :)

2. მეტისი ბადრი
, ერთი წლის :) ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლი, რომელიც მკვლელ მანქანას გადაურჩა.
3. ულამაზესი კურცხაარი, ორი წლის.

4. ორი წლის ნახევრად პიტი - მაქსი. პატრონმა ვერარ მოუვარა და მიატოვა.

შეგახსენებთ რომ თავშესაფრის ძაღლის წაყვანის შემთხვევაში თავშესაფრის კინოლოგი უფასოდ გაგიწვრთნით მას და შეეძლება ელემენტარული ბრძანებების შესრულება: დაჯექი, ადექი, დაწექი, გვერდით სიარული და ა.შ ამის გარდა შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი წვრთნა, რაც უკვე ფასიანია: სხვისი ხელიდან საჭმლის არ აღება, პატრონის და ოჯახის წევრების დაცვა, ბინის დაცვა, ბოროტქმოქმედის დაკავება.

ასევე შესაძლებელია თქვენი პირადი ძაღლის გაწვრთნა - 899 38 87 04 ხვიჩა ხარაზიშვილი.


თავშესაფრის მისამართია -

მისამართი: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30

ტელ: +995 58 599927 თემური მამოევი (თავშესაფრის დირექტორი)

არგენტინა - კი ჰომოსექსუალურ ქორწინებას :)

ადგილობრივი გაზეთის GP თანახმად, არგენტინა არის პირველი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა რომელის სენატმა ჰომოსექსუალ წყვილებს დაქორწინების უფლება მისცა, მაგრამ ეს იყო ძალიან კოტრავერსიული წინადადება რომელსაც დიდი წინაამღდეგობა მოჰყვა კათოლიკური ეკლესსის მხრიდან.

მანამ სანამ სენატში გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, შენობის წინ დემონსტრაცია მიმდინარეობდა

-მე აქ მოვედი იმისათვი რომ დავიცვა ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, თქვა Angeles Navarro რომელსაც ათასობით სხვა დემონსტრანების მსგავსად სურდა რომ კანონი არ გასულიყო სენატში.

ჰომოსექსუალთა შედარებით მცრე ჯგუფი კი კანონის მხარდასაჭერად იყო გამოსული.

გამოკვლევის მიხედვით არგენტინაში ხალხი დადებითადაა განწყობილი ჰომოსექსუალური კავშირების დაკანონებასთან, ისინი მაინც ერთად ცხოვრობდნენ და საკითხი ახლა მხოლოდ ოფიციალურ მხარეს ეხებოდა, შესაბამისად არ გახდა ძნელი სენატში კანონის გატანა და მიღება.


წყარო :)
შეიძლება დაგაინტერესოთ ჰომო ჯვრისწერა შვედეთში

Jul 14, 2010

კოაქსილი - კიდევ ერთი მიგნება

ასე მგონია რომ ნარკომანები ყველაფრისაგან შესძლებენ ნარკოტიკის გაკეთებას და ”კაიფის მიღებას”. უამრავი პროდუქტი მათ შორის მარგანცოვკა, ყაყაჩო (საკონდიტრო მასალა) აკრძალულია რადგან მათგან ჩემთვის უცნობი გზებით წამალს ღებულობენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჯერი ანტიდეპრესანტებზეც მიმდგარა, რომლებიც უფრო იაფია და რაც მთავარია რატომღაც თურმე რეცეპტების გარეშე გაიცემა.

კოაქსილი ნაწილი 1


ამ პოსტში ვწერ ანტიდეპრესანტზე - კოაქსილი, რომელიც არის ტაბლეტკების ფორმაში, მაგრამ ნარკომანებმა როგორღაც მოახერხეს და მას ინტრავენურად ღებულობენ. არ ვიცი, იციან თუ არა რომ ეს არის ძაალიან საშიში, რადგან კოაქსილის ინტრავენური მიღება ახდენს სისხლძარღვებზე ზემოქმედებას, უჯრედები კვდებიან და ქსოვილებში განგრენა იწყება.

კოაქსილი, ნაწილი 2.


არ ვიცი ჩვენთან ხდება თუ არა კოაქსილიას ასეთი სიხშირით მოხმარება როგორც ამ ვიდეოებშია აღწერილი, ახდენენ თუ არა მათ ურეცეპტო გაცემას, მაგრამ ფაქტია - აფთიაქების გაკონტროლება ნამდვილად აუცილებელია!!!

კოაქსილი, ნაწილი 3


განგრენას გარდა, კოაქსილი იწვევს სიკვდილსაც, რათქმაუნდა უჯრედები და ქსოვილები თუ კვდებიან და დროზე თუ არ მიხედავ ამ პრობლემას, მაშინ სიკვდილიც გარდაუვალია ხო?! ამიტომ თუ შენ -ადმაიანი რომელიც ამ სტატიას კითხულობ ხარ კოაქსილის მომხმარებელი ინტრავენური გამოყენების გზით, ან იცნობ ადამიანს რომელიც მას იყენებს მაშინ ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილოთ რომ - კოაქსლის თითოეული ნაჩხვლეტის ადგილას განვითარდება განგრენა, რომ მასზე დამოკიდებულება ჰეროინზე დამოკიდებულებაზე უარესია, რომ ეს არის თვითმკვლელობა დროის ძალიან მცირე დროში!

კოაქსილი, ნაწილი 4


არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც ჩვენ გვაქვს. თითქოს კონტროლი და რეაბილიტაცია უფრო ადვილი უდნა იყოს, მაგრამ არ არის ასე სამწუხაროდ.

NIH-Led Scientists Find Antibodies that Prevent Most HIV Strains from Infecting Human Cells

Discovery to Advance HIV Vaccine Design, Antibody Therapy for Other Diseases -

Scientists have discovered two potent human antibodies that can stop more than 90 percent of known global HIV strains from infecting human cells in the laboratory, and have demonstrated how one of these disease-fighting proteins accomplishes this feat. According to the scientists, these antibodies could be used to design improved HIV vaccines, or could be further developed to prevent or treat HIV infection. Moreover, the method used to find these antibodies could be applied to isolate therapeutic antibodies for other infectious diseases as well.

“The discovery of these exceptionally broadly neutralizing antibodies to HIV and the structural analysis that explains how they work are exciting advances that will accelerate our efforts to find a preventive HIV vaccine for global use,” says Anthony S. Fauci, M.D., director of the National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID), National Institutes of Health. “In addition, the technique the teams used to find the new antibodies represents a novel strategy that could be applied to vaccine design for many other infectious diseases.”

Led by a team from the NIAID Vaccine Research Center (VRC), the scientists found two naturally occurring, powerful antibodies called VRC01 and VRC02 in an HIV infected individual's blood using a novel molecular device they developed that hones in on the specific cells that make antibodies against HIV. The device is an HIV protein that the scientists modified so it would react only with antibodies specific to the site where the virus binds to cells it infects.

The scientists found that VRC01 and VRC02 neutralize more HIV strains with greater overall strength than previously known antibodies to the virus.

The researchers also determined the atomic-level structure of VRC01 when it is attaching to HIV. This has enabled the team to define how the antibody works and to precisely locate where it attaches to the virus. With this knowledge, they have begun to design components of a candidate vaccine that could teach the human immune system to make antibodies similar to VRC01 that might prevent infection by the vast majority of HIV strains worldwide.

HIV replication


NIAID scientists Peter D. Kwong, Ph.D., John R. Mascola, M.D., and Gary J. Nabel, M.D., Ph.D., led the two research teams. A pair of articles about these findings appears today in the online edition of Science.

“We have used our knowledge of the structure of a virus—in this case, the outer surface of HIV—to refine molecular tools that pinpoint the vulnerable spot on the virus and guide us to antibodies that attach to this spot, blocking the virus from infecting cells,” explains Dr. Nabel, the VRC director.

Finding individual antibodies that can neutralize HIV strains anywhere in the world has been difficult because the virus continuously changes its surface proteins to evade recognition by the immune system. As a consequence of these changes, an enormous number of HIV variants exist worldwide. Even so, scientists have identified a few areas on HIV’s surface that remain nearly constant across all variants. One such area, located on the surface spikes used by HIV to attach to immune system cells and infect them, is called the CD4 binding site. VRC01 and VRC02 block HIV infection by attaching to the CD4 binding site, preventing the virus from latching onto immune cells.

“The antibodies attach to a virtually unchanging part of the virus, and this explains why they can neutralize such an extraordinary range of HIV strains,” says Dr. Mascola, the deputy director of the VRC.

With these antibodies in hand, a team led by Dr. Kwong, chief of the structural biology section at the VRC, determined the atomic-level molecular structure of VRC01 when attached to the CD4 binding site. They then examined this structure in light of natural antibody development to ascertain the steps that would be needed to elicit a VRC01-like antibody through vaccination.

HIV life cycle


Antibody development begins with the mixing of genes into new combinations within the immune cells that make antibodies. Examination of the structure of VRC01 attached to HIV suggested that, from a genetic standpoint, the immune system likely could produce VRC01 precursors readily. The researchers also confirmed that VRC01 does not bind to human cells—a characteristic that might otherwise lead to its elimination during immune development, a natural mechanism the body employs to prevent autoimmune disease.
In the final stage of antibody development, antibody-producing B cells recognize specific parts of a pathogen and then mutate, or mature, so the antibody can bind to the pathogen more firmly. VRC01 precursors do not bind tightly to HIV, but rather mature extensively into more powerfully neutralizing forms. This extensive antibody maturation presents a challenge for vaccine design. In their paper, Dr. Kwong and colleagues explore how this challenge might be addressed by designing vaccine components that could guide the immune system through this stepwise maturation process and facilitate the generation of a VRC01-like antibody from its precursors. The scientists currently are performing research to identify these components.

“The discoveries we have made may overcome the limitations that have long stymied antibody-based HIV vaccine design,” says Dr. Kwong.

The two research teams included NIAID scientists from the VRC, the Laboratory of Immunoregulation, and the Division of Clinical Research, all in Bethesda, Md.; as well as researchers from Beth Israel Deaconess Medical Center in Boston; Columbia University in New York; Harvard Medical School and Harvard School of Public Health in Boston; The Rockefeller University in New York City; and University of Washington in Seattle.

###

References:

Wu X et al. Rational design of envelope surface identifies broadly neutralizing human monoclonal antibodies to HIV-1. Science. DOI: 10.1126/science.1187659 (2010).

Zhou T et al. Structural basis for broad and potent neutralization of HIV-1 by antibody VRC01. Science. DOI: 10.1126/science.1192819 (2010).


Jul 13, 2010

No Burka, No Nikab - Can Women Be Free?! - საფრანგეთის ახალი კანონი.

ილაპარაკეს, ილაპარაკეს და აგერ აღასრულეს!

საფრანგეთში საზოგადოებრივ ადგილებში ქალებს აეკრძლებათ რელიგიურ ნაციონალური ტანსაცმლის ბურკას და ნიკაბის ტარება! ადამიანები რომლებიც მაინც ჩაიცმევენ ამ ტანსაცმელს დაჯარიმდენიაბ 150 ევროთი (კაი საშუალებაა ბიუჯეტის გასავსებათ, ჩვენმა პრეზიდენტმაც უნდა იფიქროს საკითზე).

რა ელის მამაკაცს რომელიც აიძულებს მის ცოლ-შვილს ბურკასა და ნიკაბის ტარებას? რა და 300 000 ევრო ჯარიმა და ერთი წელი ციხე.

მანამ სანამ ახალი კანონი ძალაში შევა, ის კიდევ ერთელ განიხილება საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

იმისათვის რომ გაიგოთ რა სახის ტანსაცმელზეა საუბარი ესტუმრეთ ბმულს - Exotic Clothes

Jul 12, 2010

მთაში მოქცევის წესები :)

ეს რამოდენიმე წესი, მინიშნება თუ რაც გინდა ის დაარქვით დღეს ერთი დოკუმენტში ვიპოვე :) რა დოკუმენტია და სად მივდივარ საიდუმლოდ დარჩება მანამ სანამ წავალ და შევეცდები ჩემი მკითხველისათვის სიურპრიზი გავაკეთო ფოტოების დაპოსტვით თუ ვაიფაი იყო საცხოვრებელში :)

ახლა კი წესები :

1. ყოველთვის უთხარით ვინმეს თუ სად მიდიხართ;
2. გზა რომელიც აირჩიეთ, შეიძლება იყოს სარისკო;
3.ყურადღებით იყავით მდინარისა და ხრამების ნაპირებზე სიარულისას;
4. ატარეთ გამძლე ფეხსაცმელი;
5.გამოიყენეთ ჯანსაღი აზრი მთაში სიარულისას . არ დაყაროთ ნაგავი;
6.არასდროს წახვიდე მარტო!
7.დატოვე კარიბჭეები დახურული და არასდროს შეაწუხოთ სამწყემსოზე მყოფი ცხოველები;
8. იყავით ფრთხილნი ცეცხლის ანთებბისას. აკრძლულია 15.04 - 15.09;
9.თევზაობა შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით;
10. არ შეიძლება ძაღლის ტარება საბელის გარეშე.

მოკლეთ, როგორმე უნდა ვისწავლო ეს მხიარული წესები, თუმცა ამ ყველაფერს ისედაც მივსდევ სადაც არ უნდა ვიყო :) ნუ ძაღლი არ მყავს და ცეცხლსაც არ ვანთებ, შესაბამისად 8 და10 წესები ჩვენზე არ ვრცელდება :)

ჩვენი სიამაყე - კავკასიური ნაგაზი

Mats Odell ( შვედეთში ერთ ერთი მინისტრია) სურს მებრძოლი, საშიში ძაღლის ჯიშების აკრძალვა. ამ ჯიშებს შორის კი აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი სიამაყე კავკასიური ნაგაზი.

დღეს დღეობით შვედეთში უკვე არსებობს კომუნები, სადაც ადმიანებს არ აქვთ აგრესიული ძაღლის ყოლის უფლება. იდეაში სულაც არაა ცუდი აკრძალო ისეთი ძღლები რომლებსაც ცუდი რეპუტაცია აქვთ, მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ ამ ხალხს - რეპუტაცია შეიძება დარჩეს იმისდა მიუხედავად რომ ჯიშის ხასიათი შეიცვალა. როგორც ჩემ წინა პოსტში დავწერე ბულტერიერზე.

ამას წინათ ვუყურებდი ფილმს ამერიკაში ძაღლის კბენის შემთხვევების შესახებ. წარმოგიდგენიათ რომ გერმანული ნაგაზი და გოლდენ რეტრივერი ყველაზე ხშირად იკბინებიან?! იმ სიაში კი სადაც საშიში ძაღლის ჯიშებია მოცემული, მათ შესახებ არც კი წერენ არაფერს.

აი გთავაზობთ იმ ძღლებს რომელთა აკრძალვაც უნდათ (დანიაში უკვე აკრძალეს ესენი)

Pitbullterrier














Amerikansk bulldog













American staffordshire terrier













Boerboel













Centralasiatisk ovtjarka














Dogo argentino














Fila brasileiro











Kangal










Kaukasisk ovtjarka










Sarplaninac
















Tornjak










Tosa inu

Jul 11, 2010

Spain - Champion 2010 :)

ესპანეთის გამარჯვებით დამთავრდა მსოფილოს ჩემპიონტი ფეხბურთში 2010. ესპანეთის გულშემატკივრებს ყველას გილოცავთ :)

ნამდვილად არ ვიცი მოსალოდნელი იყო თუ არა ასეთი შედეგი, არ მიდევნებია თვალური სხვა ვებ გვერდებზე გაკეთებული სტატისტიკისათვის მაგრამ მინდა შემოგტავაზოთ სტატისტიკა რომელიც ჩემ ბლოგზე მივიღე.

გამოკითხვა გახსნილი იქნა ჩემპიონატის დაწყების პირველ დღეს და მასში მონაწილეობა მიიღო 112 ადამიანმა. შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა :)

როგორც ვხედავთ ესპანეთი ბრაზილიასა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად ერთ ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა :) ჩემდა სამწუხაროდ გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა :( ბრაზილია დროზე ადრე გავარდა რაც საერთოდაც არ მიდარდია აი ესპანეთმა კი ასეთ მშვენიერ შედეგს მიაღწია - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონი!

პოსტის ბოლოს კი დიდი მადლობა რვაფეხა პოლს, რომელმაც წარმატებით ”იწინასწარმეტყველა” ყველა მატჩი :)

პ.ს. საბოლოო შედეგები
1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია

Jul 10, 2010

რა გვინდა და რა შეგვიძლია!

ბოლო დღეებია ძალიან აქტიურად ვუყურებ ყველანაირ დოკუმენტარ ფილმს ძაღლების ჯიშების შესახებ და ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები რა ძნელია სწორი ლეკვის შერჩევა. სწორ ლეკვში ვგულისხმობ ისეთ ჯიშს რომელიც თანხმობაში მოდის პატრონის ფინანსებთან, ცხოვრების სტილთან და ა.შ.

ავიღოთ დალმატინელები. ცნობილი მულტფილმის ”101 დალმატინელის” შემდეგ ამ ძაღლების ბუმი შეიქმნა. ყველა ყიდულობდა და მოლოდინი იყო საყვარელი, მშვიდი ძაღლი რომელიც ბავშვებთან მშვენიერია. სინამდვილეში? სინამდვილეში დალმატინელი საშინლად აქტიური ძაღლია, რომლის ფუნქცია არის დაცვა. ადრე თურმე დათვებისაგან თავის დასაცავადაც კი იყენებდნენ. ამ ძაღლს სჭირდება ენერგიის ხარჯვა და ძალიან ბერი ვარჯიში.

ყველასათვის საყვარელი გოლდენ რეტრივერი - სასურველი და ფუმფუმლა ძაღლი, დაიჯერებდით რომ ისინი მესამე ადგილზე არიან ”კბენის შემთვევების” მიხედვით? სხვათაშორის გერმანული ნაგაზები პირველ ადგილზე არიან.

ბულ ტერიერი -ამ ძაღლს სისხმლისმსმელი , მკვლელი ცხოველის რეპუტაცია აქვს, არადა სულ ტყუილად. სინამდვილეში ეს ძაღლები ძალიან მოსიყვარულე და მუდამ მხიარულ ხასიატზე მყოფი ცხოველები არიან. ერთი ეგააა რომ ინტელექტში უჭირთ და ძნელია მათი წვრთნა.

პატარა ჯიშები როგორებიცაა ჩიხუახუა, იორკშირ ტერიერი და ა.შ. ყველა ფიქრობს რომ წყნარი და მოსიყვარულე ცხოველები არიან არადა ... იორკშირტერიერი მონადირე ძაღლია, მას სულ ადვილად შეუძლია ვირთხების დაჭერა (კატა თუ არ გიყვართ ეს ძაღლი გაგიწევთ მის მაგივრობას), ეს არის ძაღლი ნაპოლეონის სინდრომით ანუ დიდი ძაღლი პატარა ტანში. აი ჩიხუახუას პრობლემა კი მხოლოდ ერთი პატრნის არჩევაშია, პტრონის გარდა არავის სცემენ პატივს და გარდა ამისა საკმაოდ აგრესიულები არიან.

რისი თქმა მინდა ამ პოსტით? იმის რომ თუ გინდა ჭკვიანი, ინტელექტის მქონე ძაღლი რომელიც ადვილად იწვრთნება და შესანიშნავი კომპანიონები არიან მაშინ მას ძლიან დიდი დრო უნდა დავუთმოთ იმისათვის რომ მისგან დესტრუქციული შინაური ცხოველი არ ვაქციოთ. თუ ასეთი ინტელიგენტი არ გვინდა, მაშინ უფრო ადვილია ძაღლის შერჩევა, რადგან არსებობს უამრავი ჯიში რომელიც თავს მშვენივრად გრძნობს ”ბოსტნეულის” მდგომარეობაში. ყველაზე მთავარია სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ ზუსტად გავარკვიოთ - რა გვინდა და რა შეგვიძლია!

Jul 9, 2010

ბლოგური

ჩემი ბლოგი უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლს ემსგავსება.

არ მეწერინება და თავს ვერ ვაძალებ რომ ვწერო.

Jul 7, 2010

გთხოვთ გავავრცელოთ ინფორმაცია

ძვირფასო ადამიანებო ახლა, როგორც არასდროს საჭიროა გვერდით დავუდგეთ ძაღლების თავშესაფარს. ვიცი რა უმრავლესობის მატერილური მდგომარეობა ვერ გთხოვთ მატერიალურ დახმარებას, ერთადერდი რასაც გთხოვთ არის გაავრცელოთ ინფორმაცია თავშესაფარის შესახებ. როგორმე თავშესაფარში მყოფი ძაღლები კარგ ხელში უდნა მოხვდნენ რომ ფინანსურად არ შევიდეს ჩიხში ეს კარგი თავშესაფარი.

ძაღლების თავშესაფარის ვებ გვერდია http://www.doghome.ge/
მისამართი მისამართი: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30

შეგახსენებთ რომ ძაღლების აყვანა არის უფასო და ერთადერთი მოთხოვნა არის ძაღლების სიყვარული.

ასე მგონია რომ რაიონებში უფრო ენდომებათ ძაღლები და გთხოვთ გაიკითხ-გამოიკითხეთ.




აღებ მიცემობა ქართულ რეალობაში

აღებ მოცემობა ახალი ხილი არაა ქართული რეალობისათვის. შვილის სასწავლებელში მოწყობიდან დაწყებული, სამუშაოს შოვნით დამთავრებული ვისაც კი ნაცნობი ყავდა ცდილობდა საქმის მოგვარებას გარკეული პატიისცემის სანაცვლოდ. პატივისცემაც სხვადასხვა იყო იქიდან გამომდინარე თუ მერამდენე პირით კეთდებოდა საქმე. ეს ყველამ ვიცით და არაა ახალი ხილი ან რაიმე შოკის მომგვრელი ინფორმაცია ჩვენთვის. მაშ რა მოხდა თამაზ ელიზბარაშვილის შემთვევაში? რატომ ამოუქექეს ამ კაცს იმ მოქრთამვის ფაქტები რომლებიც მოხდა 7-9 წლის წინ?

რატომ იჭერენ ადამიანს რომელმაც გადაიხადა გარკვეული თანხა და არა იმას ვინც ეს თანხა აიღო? ვინც ნამდვილად გააყალბა საბუთები და გააკეთა რაღაც საქმე? გარდა ამისა როგორც აღმოჩნდა ადამიანები ვინც თანხა აიღეს გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, ადამიანები თამზიც მათ შორის ვინც ეს თანხა გადაიხად კი წინასწარ საპატიმროში დატოვეს. სადმე ლოგიკას ხედავთ?

მომკლით და მგონია რომ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა ჩამარხული. როგორც ამბობენ თამაზ ელიზბარაშვლი სიგარეტების ერთ ერთი მსხივილი დისტრიბიუტორი ყოფილა საქართელოში, ხოდა ასეთი პირი უჩანს რომ მისი ბიძნესის ხელში ჩაგდება უნდათ სინამდვილეში, ამ ადამიანის თავიდან მოშორება.

რეალურად რატომ ამოიქექა 9 წლის წინანდელი საქმე?!

”შპს "ელიზის" დირექტორს თამაზ ელიზბარაშვილს, მის მეგობარს თემურ მაჭავარიანს და ზურაბ ივანიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ .თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით.

ადვოკატები არ დათანხმდნენ პროკურატურის შუამდგომლობას. დამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა გირაოს – 10 ათასი ლარის შეფარდებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შპს "ელიზის" დირექტორმა თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოზე განცხადებაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი მე-5 იზოლატორში იხდიდა სასჯელს. ეს პერიოდი იყო შევარდნაძის მმართველობის დრო. მე-5 იზოლატორში იყვნენ კანონიერი ქურდები და მათი დიქტატურა. ხდებოდა ზეწოლა მის შვილზე, პატიმარ გურამ ელიზბარაშვილზე. განსაკუთრებით მასზე, ვინაიდან მისი მამა იყო ბიზნესმენი, ატერორებდნენ, თანხას სძალავდნენ, ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც, ვენები გადაიჭრა და ვალდებული იყო მამა შვილისთვის ეშველა."ამიტომ მომიხდა ხალხის შეწუხება. მინდოდა გადამეყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ქურდული სამყარო არ იქნებოდა. ასეთი დაწესებულება ფოთის ფსიქიატრიული იყო. ჩემი მეგობრის საშუალებით დავუკავშირდი ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტს ხარებავას, რომელმაც მითხრა, რომ დასკვნის დადებისთვის საჭირო იყო გარკვეული თანხა. მე ეს თანხა გადავიხადე და ჩემი შვილი სიკვდილს გადავარჩინე, გადავიყვანეთ ფოთის ფსიქიატრიულში", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.მანვე აღნიშნა, რომ მისი დანაშაული ის არის, რომ შვილს დაეხმარა და სიკვდილისაგან იხსნა. მისივე განცხადებით, გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. 2010 წლის 3 ივნისსაც გადაიჭრა ვენები და მიიყენა თვითდაზიანებები. მას 80 ჭრილობა აქვს მიყენებული. მართალია ფსიქიურად არ არის ნორმალური, თუმცა მისი განმარტებით, ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს უფრო დამძიმებული დასკვნა დააწერინა, რომელიც საჭირო გახდებოდა ფოთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადასაყვანად.

მანვე აღნიშნა, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს არ შეუშლიდა გამოძიებას, არ მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. გარდა ამისა, თამაზ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რომ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აქვს ძაღლების თავშესაფარი, სადაც უპატრონო ძაღლებს მფარველობს და ეწევა ბიზნეს-საქმიანობას.

მისივე განცხადებით, იგი მზად იყო თავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადა 10 ათასი ლარი, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულების და მათი ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.”

`ელიზი ჯგუფის` პრეზიდენტის დაკავება

კიდევ ერთი სტატია, მადლობა Dv0rsky- ის.

წყარო - რუსთავი 2

”07.07.10 10:54

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა 2004 და 2010 წლებში ჩადენილი დანაშაული.

მექრთამეობის, კომერციული მოსყიდვისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ ქორჩილავა, ექსპერტ-ფსიქიატრები - გიორგი ნანეიშვილი, თეიმურაზ ხარებავა, ზურაბ ბერია, თეიმურაზ სილაგაძე, თამარ გოჩიტაშვილი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი ბიზნესპარტნიორი თეიმურაზ მაჭავარიანი, ადვოკატი სალომე ივანიშვილი და ზურაბ ივანიშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა, მისი შვილის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილის სასჯელის გადავადებისთვის საჭირო შეურაცხადობის დასკვნის მისაღებად, რძლის - სალომე ელიზბარაშვილის და მისი მამის - ზურაბ ივანიშვილის მეშვეობით, 2010 წლის 3 ივლისს მოისყიდა სს `ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის` დირექტორი ექსპერტიზის დარგში თეიმურაზ ხარებავა, რომელსაც გადასცა 2 000 აშშ დოლარი. ამ თანხის საფასურად თამაზ ელიზბარაშვილს უნდა მიეღო კიდევ ერთი ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, რადგან 2010 წელს ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეჟიმის შეცვლის დროს ექსპერტთა სხვა კომისიამ გურამ ელიზბარაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანად ცნო, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან სასჯელისათვის თავის არიდების შესაძლებლობას.


ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დასამზადებლად თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელსაც მიმართა. მაშინ იგი დაუკავშირდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ ქორჩილავას და სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტებს - გიორგი ნანეიშვილს, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას, თეიმურაზ სილაგაძეს, თამარ გოჩიტაშვილს. მიიღო ყალბი ექსპერტიზის დასკვნა მისი შვილის შეურაცხადობის შესახებ, სანაცვლოდ კი - 2004 წლის აგვისტოს ბოლოს მეგობრის - თეიმურაზ მაჭავარიანისა და შვილის სიმამრის - ზურაბ ივანიშვილის შუამავლობით მათ საერთო ჯამში 30 000 აშშ დოლარი გადაუხადა.

ამ ეტაპზე ყველა ეჭვმიტანილმა, ზურაბ ივანიშვილის გარდა, დანაშაული აღიარა. 2010 წლის 6 ივლისს მათ ინდივიდუალურად წარედგინათ ბრალდება ზემოთ ნახსენები ყველა დანაშაულისათვის. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის 21 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მან 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ დაბადების დღეზე სიცოცხლეს გამოასალმა 19 წლის მიხეილ ცილიკიშვილი, ასევე მძიმედ დაჭრა მისი ბიძა ნუგზარ ცილიკიშვილი.”

მე არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს სტატიაში მოყვანილი ფაქტები, ეს თავად განსაჯეთ.

Jul 6, 2010

დააკავეს ძაღლების თავშესაფარის დაამარსებელი თამაზ ელიზბარაშვილი

ჩემი და სხვა ბლოგებიდან ბევრმა იცით რომ თბილისში არსებობს ძაღლების თავშესაფარი DogHome რომელიც დაარსა თამაზ ელიზბარაშვილმა. ეს ძალიან კეთილი, ძაღლების მოყვარე ადამიანი დღეს ძალიან დიდ გასაჭირში აღმოჩნდა, კერძოდ კი ჩემთვის გაურკვეველი მიზეების გამო მოხდა მისი დაკავება. როგორც თამაზის შვილი თორნიკე იტყობინება, ხვალ 7 .07 გადაწყდება გამოუშვებენ თუ არა თამაზს თავდებით იზოლატორიდან თუ დატოვებენ წინასწარ პატიმრობაში.

ჩემ მკითხველს მეტს ვერაფერს გწერთ, რადგან არ ვიცი რა და როგორ მოხდა, რატომ დაიჭირეს ეს ადამიანი, რა უნდათ მისგან. სპეკულაციას და წყლის ნაყვას კიდე არ მოვყვები როგორც ძალიან ბევრი აკეთებს იგივე თბილისის ფორუმზე.

იმედია გაირკვევა რა მოხდა და თამაზ ელიზბარაშვილი დაუბრუნდება თავის საქმეს და ძაღლების თავშესაფარს. ყოველივე კარგს ვუსურვებ ამ ადამიანს.

თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამონადირი სტატიიდან რომელიც გამოქვეყნებული იქნა გვერდზე pirweli.com.ge

”შს სამინისტრო მის მიერ "ელიზი ჯგუფის" პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ელიზბარაშვილი არც სოდ-ის და არც კუდ-ის თანამშრომლებს დაუკავებიათ. ინფორმაცია ან პროკურატურაში და ან ფინანსურ პოლიციაში მოიძიეთ" - განუცხადა "პირWელს" შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "პირჭელის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა "ელიზი-ჯგუფის" პრეზიდენტი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გუშინ დააკავეს.

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დაკავებულები არიან მისი ოჯახის წევრები - შვილის მეუღლე სალომე ივანიშვილი, მისი მამა და კიდევ რამდენიმე პირი.

დაკავების ოფიციალური მიზეზები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ასევე უცნობია დაკავებულთა ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

"პირWელის" ინფორმაციით, ელიზბარაშვილისა და დანარჩენი პირების დაკავება ბიზნესმენის შვილს გურამ ელიზბარაშვილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაში იმყოფება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპატიმროში მყოფ გურამ ელიზბარაშვილს ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც მას კიდევ რამდენიმე წელი დაუმატეს. ოჯახმა ეს უკანონოდ მიიჩნია და გააპროტესტა, გაპროტესტებას კი მათი დაპატიმრება მოჰყვა.”

Jul 5, 2010

მზეო ამოდი ამოდი ...

ეს ამინდი მაგიჟებს
კი რა რომ სიგრილეა
ის კი არა რომ ამ დროს წესით ზღვაზე უნდა ვიყოთ და ვბანაობდეთ
ის კი არა რომ წყალი ცივია
არამედ ის რომ მზე არააა

როგორ შეიძლება მთელი წლის განმავლობაში მზე იმდენად იშვიათად გამოვიდეს რომ ლამის კერპთაყვანისმცემელი გავხდი? დილას რომ ვიღვიძებ ადგომა არ მინდა, თან არც სწავლა რომ არ გვაქვს და ფაქტიურად ”თავისუფალი მოქალაქე” ვარ საერთოდ მიფუჭდება ხასიათი და ყოველგვარი მოტივაცია მეკარგება.

Jul 4, 2010

ადამიანობა, ღირსება და კეთილშობილება

ვზივარ და ვფიქრობ - რამდენად ძლიერი უნდა იყო ადმიანი რომ შეინარჩუნო ადამიანობა, ღირსება და კეთილშობილება, იცხოვრო ისე რომ საკუთარი თავის არ შეგრცხვეს .

დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან ხშირად გქონიათ სიტუაცია როცა პირდაპირ გაიძულებენ პროვოკაციაზე წამოეგო, იუხეშო და ერთი გემრიელადაც შეაგინო მოსაუბრეს. ბევრ თქვენგანს ალბათ ხშირად თავი შეუკავებია, ბევრს კი არა. ორივე შემთხვევაში ხშირად გვინანია რომ ისე მოხდა როგორც მოხდა, რომ სხვანირად უნდა გვეპასუხა. ძალიან ჩავხლართე არა?!

იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა იყოს თავის შეკავება ყველაფერს ჯობია. რაც არ უნდა ცუდი თქვან, რაც არ უნდა შეურაწყოფა მოგვაყენონ მაინც უკეთესია ადამიანობის და საკუთარი ღირსების შენარჩუნება, ვიდრე მეორე მხარის დონემდე დასვლა. აფექტის მომენტი გაივლის და ბოლოს ჩვენი თავისვე ჩვენ შეგვრცხვება , გინდაც იმიტომ რომ საკუთარი სახე სხვა ადამიანმა დაგვაკარგვინა.

უკანასკნელი გაბრაზებული პოსტი :D :D

მე თქვენ გეუბნევით ზოგი ადამიანი მთლად გადაირია, თუ გაჭირვებამ გადარია თუ თავიდანვე გადარეული იყო და ახლა გამოავლინა არ ვიცი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა :)

ხალხოოო, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ რომ მე არ ვარ ის ტიპი ვინ ჩემ თავს თავზე ახვევს სხვებს, ყვირის ჩამოვედი და მნახეთ და ა.შ. არა! თუ თქვენ არ იცოდით რომ ჩამოვდიოდი მითუმეტეს, ესეგი არც კი გქონიათ ჩემთან კონტაქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და არ იცოდით რას და როგორ ვაპირებდი, შესაბამისად პრეტენზიები არის უაზრობა და მეტი არაფერი!

ეგ კი არა, ნეტა იქ შემეძლო და მომესწრო წასვლა სადაც ძალიან გვთხოვეს მისვლა, თუმცა ჯანმრთელობის და მეორე შემთხვევაში დროის უქონლობის გამო ვერ წავედით :( დიდი ბოდიში ჩემ იმერელ ნათესავებთან :(

უნდა ვაღიარო რომ ყოველთვის როცა აქმდე ჩამოვდიოდი ყველას დავუვლიდი ხოლმე კარდაკარ, ტელეფონზე ვრეკავდი უამრავჯერ და ვთხოვდი დრო გამოენახათ შესახვედრად. ბევრჯერ არ მხვდებოდნენ, მიზეზი ან შეყვარებულთან ქალაქგარეთ გასეირნება იყო, ან კიდევ უამარავი ბანალური რამ ხოდა მორჩა ეგ ამბავი :)

კარგად იყავით :)

Jul 3, 2010

Home Sweet Home :)

საქართველოში იმიტომ არ მიყვარს ჩასვლა რომ მერე გული მიკვდება წამოსვლისას, მიუხედავად იმისა რომ ვიცი მანდ ჩემი ადგილი არაა.

დღეს ჩამოვედით სახლში, ჩემებმა გამომაცილეს. ასე მგონია რომ მხოლოდ საქართველოშია მგზავრზე მეტი გამცილებელი აეროპორტში :) გაგეღიმება ადამიანს :). ძნელია საკუთარი ნათესავების დატოვება, მაგრამ არ დატოვება უფრო კიდევ ძნელია და საერთოდ სიგიჟეა!