May 31, 2010

A question

ამ პოსტში მინდა უბრალოდ ერთი კითხვა დაგისვათ, კერძოდ კი - როგორ იქცევით იმ შემთხვევაში როცა ისეთი რამე გაქვთ დავალებული და გასაკეთებელი რომლის შესრულება დედლაინამდე პრაქტიკულად შეუძლებელია?!


მორიგი შეკითხვა - ისრაელი

რა აზრის ხართ ისრაელის მიერ დღეს ჩადენილ ქმედებაზე?

Info - Israel, Gaza flotilla sponsors blame each other for violence on ship

რიტორიკული შეკითხვა

აქვს თუ არა აზრი ლაპარაკს, თუ მაინც არავინ გისმენს?

May 30, 2010

თბილისის მომავალი მერი - შენ იყავი არჩევნებზე?

დღეს 30 მაისს ჩატარებულ არჩევნებზე რომ არ დავწერო არ შემიძლია. ვაკვირდები ხალხის რეაქციას და მე მიკვირს თავად, უგულავა რომ გაიმარჯვებდა ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? თუ კი მაშინ რატომ?

იმას არ ვამბობ რომ გიგი არის ოქრო კაცი, ყველაფერს აკეთებს და უბრალოდ იდეალურია, არა სულაც არაა ასე, საქმე იმაშია რომ ეს კაცი, ლაპარაკის გარდა სულ მცირე, რაღაცას მაინც აკეთებს.

რეალურად, ენის ფხანვის გარდა რას აკეთებენ/აკეთებდნენ მერობის სხვა კანდიდატები (ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა), არაფერს ხო? დგანან და ლანძღავენ უკვე გაკეთებულს, შედეგს რომელიც თვალსჩინოა. შე კაი ადამიანო გააკეთე შენც რამე, დაგვანახე რომ ლაპარაკის გარდა საქმეც შეგიძლია და ხმასაც მოგცემთ. გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო რომ ოპოზიციამ ძალიან წააგო იმით რომ არ გაერთიანდა, მგონია რომ გაერთიანების შემთვევაში უფრო კარგი შანსი ექნებოდათ, გარდა ამისა, ხალხიც დაინახავდა რომ ამ ხალხს, ერთად ყოფნა შეუძლია და მომავალში გამარჯვების შემთხვევაში არ დაჭამენ ერთმანეთს.

არ ვიცი არჩევნები დარღვევებითა თუ დარღვევების გარეშე ჩატარდა, ფაქტია გიგის გამარჯვებაში ერთი წუთი არ შემპარვია ეჭვი!

May 29, 2010

Little Rio in Sweden -Hammarkullekarnevalen :)

ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათ-კვიარს, ჩემს ქალაქში იმართება ინტერნაციონალური კარნავალი - Hammarkullekarnevalen. ეს კარნავალი ყოველწლიურად იზრდება მნახველების და მონაწილეების თვალსაზრით და წარმოადგენს მინიატურულ რიოს კარნავალს, თუმცა აქაურ ერთფეროვან დღეებს ძალიან ალამაზებს თავისი მრავალეროვნებითა და მრავალხმოვანებით :)

მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ფოტოკოლაჟი რომელიც დღეს გადავიღე :) წელს მხოლოდ პორტრეტებს გთავაზობთ :)

Eng:
last weekend of May is truly wonderful and most colorful time in the city :) Why? Well, juts look at the pictures and u can guess why :) The pictures were taken today, on Hammarkullekarnevalen. Enjoy :)

ამ წელს ყველაზე მეტი მოცეკვავე პერუსა და ჩილეს ყავდა :)
მომავალი მოცეკვავე :) ესენი დამავიწყდა საიდან არიან, მაგრამ მათ ნაცვლად კი გავიყინე :)
ესეც გოგონა მოცეკვავე :)კამერუნელი მოცეკვავეები :)ამ სკოლის წარმომადგენლები ყველაზე ცეცხლოვანი მოცეკვავეები იყვნენ :) არ გაჩერებულან, სულ მოძრაობდნენ :)
თქვენ თუ გგონიათ რომ კარნავალში მონაწილობისათვის იდეალური გარეგნობა უნდა გქონდეთ, ძალიან ცდებით! მთავარია მონდომება და ცეკვის სურვილი :)
ვსიო, დანარჩენ სურათებს მერე ავტვირთავ ფბ-ზე :)

May 28, 2010

iPhone - მეცამეტე თვითმკვლელობა

ჩინეთის Apple (iPhone) ფაბრიკაში აი უკვე მეცამეტე თანამშრომელი გადმოხტა ფაბრიკის სახურავიდან და თავი მოიკლა. გთხოვთ დაფიქრდით და სანამ მომდევნო პარაგრაფს წაიკითხავთ მითხარით - თქვენი აზრით რა გადაწყვეტილბას მიიღებდა ფაბრიკის დირექტორი?

ფაბრიკის დირექტორი, თავისივე შამფურს რომ არ დაწვავდა ნათელია, მაგრამ მისი გადაწყვეტლება მართლაც რომ შოკის მომგვრელია. მან გადაწყვიტა რომ ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვით თანამშორემელს არ აქვს თავის მოკლვის უფლება (თავი რომ მოიკლას მაინტერესებს რას იზავენ მაგრამ მაინც) გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იდება პუნქტი რომლის მიხედვითაც თუ ფაბრიკის მენეჯერ-დირექტორები ჩათვლიან რომ თანამშრომელს ფსიქიკური მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია, მათ აქვთ თანამშრომლის ფსიქიატიულ საავადმყოფოში გაგზავნის უფლება.

სამწუხაროდ, არავი საუბრობს იმაზე რომ ჩინეთში მშრომელის უფლებები საერთოდ არაა დაცული, რომ ხალხი 12-14 საათი მუშაობს, ადგილზე სძინავთ, ადგილზე ჭამენ და ეს ყველაფერი მიზერული ხელფასის სანაცვლოდ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი გლობალიზაციის ბრალიცააა, ბევრი ევროპული (და არა მარტო) ფაბრიკა და ბრენდი გადადის ჩინეთში სწორედ ამ იაფი მუშახელის გამო, მაგრამ სამწუხაროდ არავინ კითხულობს როგორ გრძონებენ ეს ადამიანები თავს.

Sours: Thirteenth employee at China's iPhone factory attempts suicide amid row over working conditions

May 27, 2010

საქართველო ევროვიზიის ფინალში :)

სოფოოოოოოოოოოოო გავიდა ევროვიზიის ფინალში :) მერე რა რომ შტერობა კონკურსია, მაინც მიხარიაააა :)


May 26, 2010

LOVE - Close To Whales :)

არ ვარ დარწმუნებული რომ ვნახავ ამ საყვარლებს, მაგრამ ხომ იცით იმედი ბოლოს კვდება. ხოდა მეც შევწყვიტავ ოცნებას მხოლოდ შემოდგომაზე, მერე გამოზაფხულზე ისევ დავიწყებ -Will I ever see you my dear whales?!

Close To Whales :)




May 25, 2010

Happy Independence Day Georgia

ყველას ვულოცავ ამ დღეს!

May 24, 2010

Help is Needed :)

ამურის/ციმბირული ლეოპარდი დღეს დღეობით ყევლაზე განადგურებული დიდი კატაა მსოფლიოში. ველურ ბუნებაში მხოლოდ 50 ცალია დარჩენილი, ამიტომ ზოოპარკები და სხვადასხვა საფარი პარკები ცდილობენ მათ მოშენებას რომ როგორმე გადაარჩინონ ეს უმართლაც რომ უალამზესი კატა.

ხალხებო, გთხოვთ ამ სურათს ხმა მიეცით რააა, იმიტომ რომ არავინ აძლევს ხმას :(

My dear reader, please could u do a favor and vote for the picture, because I need it a lot?!



ჩრდილოეთის ბინადარნი -Some More Photos :)

პოსტი უცნაური მგლის შესახებ უკვე დავწერე, ახლა კი ვაგრძელებ სურათების დადებას. ამჯერად სხვადასხვა ცხოველის პორტრეტს გთავაზობთ :)
სურათები გადავიღე ერთ ერთ ზოოპარკში რომელსაც ქვია - ჩრდილოეთის კიდობანი. ცხოველები კარგ პირობებში არიან მაგრამ მაინც საცოდაობაა მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით როცა მტაცებლებს ხედავ უაზროდ გამომწყვდეულს.


Pudu - One of the smallest deers , can not recall the name :)

May 23, 2010

Photos - მგელიოოოო?

ეს უცნაური ცხოველი რომელსაც შვლის ფეხები აქვს, მელას თავი და ყურები - ფაფრიანი მგელია. დიახაც, მგელი რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს და გემრიელად მიირთმევს იქაურ კურდღლებს, თაგვებს, შაქრის ლერწამს, კარტოფილს და ა.შ. როგორც გავიგე მას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება იმ გარემოს განადგურების გამო სადაც ის ცხოვრობს.

მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი თუ როგორ იფხანს მგელუნია თავს :) ფოტოები გადავიღე ზოოპარკში :)

ჯერ მოვიდა და ტერიტორია შეამოწმა, ახლად დარგულ ვაშლს მიაფსა :ჵ :ჵ
მერე დაჯდა და გრძელი მაგრამ მოუქნელი ფეხით თავის მოფხანვა მოინდომა :)
აააა, არც ისე ადვილი ყოფილა ფხანვა :)იიიი, ამ პარაზიტებმა ხომ სულ მთლად გააგიჟესსსს :( ჰეეელპ
კიდევ ვიფხანთ .... :D
აი ასეთი სახე აქვს როცა გაუმართლა და ფეხით რამოდენიმე პარაზიტი მოიშორა :D
გვერდის შეცვლის დროა :D
ახლა მეორე მხარიდან მოვიშოროთ ოხერი პარაზიტები და გავეპრანჭოთ მაყურებელს :D

მეტი სურათი აღარ მაქვს, ბავშვებმა ჩამოირბინეს კივილ წივილით, მგელს შეეშინდა და გაიქცა.

May 22, 2010

Color Career Counselor-მორიგი ფსიქოლოგიური ტესტი

ფერების და ფსიქოლოგიის შესახებ ბევრი გსმენიათ, ასევე ალბათ გაგიგიათ რომ არსებობს უამრავი ტეტსი რომელიც ფერებით ტარდება, ამ პოსტში მინდა ერთ ერთი მათგანი შემოგთავაზოთ.

ტესტის შემქმნელი ფსიქიატრი - Rense Lange ამბობს, რომ იმის მიხედვით თუ რა ფერებს ვანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება განისაზღვროს ჩვენი მომავალი პროფესია. არ ვიცი ტესტი რამდენად ვალიდურია, ინფო არ მომიძებნია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გთავაზობთ. ტესტი შეგიძლიათ ნახოთ აი ამ ბმულზე - Color Career Counselor

ესეც ჩემი პასუხი:

”Best Occupational Category

You're a CREATOR

Keywords

Nonconforming, Impulsive, Expressive, Romantic, Intuitive, Sensitive, and Emotional

These original types place a high value on aesthetic qualities and have a great need for self-expression. They enjoy working independently, being creative, using their imagination, and constantly learning something new. Fields of interest are art, drama, music, and writing or places where they can express, assemble, or implement creative ideas.

CREATOR OCCUPATIONS
Suggested careers are Advertising Executive, Architect, Web Designer, Creative Director, Public Relations, Fine or Commercial Artist, Interior Decorator, Lawyer, Librarian, Musician, Reporter, Art Teacher, Broadcaster, Technical Writer, English Teacher, Architect, Photographer, Medical Illustrator, Corporate Trainer, Author, Editor, Landscape Architect, Exhibit Builder, and Package Designer.

CREATOR WORKPLACES
Consider workplaces where you can create and improve beauty and aesthetic qualities. Unstructured, flexible organizations that allow self-expression work best with your free-spirited nature.

Suggested Creator workplaces are advertising, public relations, and interior decorating firms; artistic studios, theaters and concert halls; institutions that teach crafts, universities, music, and dance schools. Other workplaces to consider are art institutes, museums, libraries, and galleries”

May 21, 2010

ასე უნდა მანიპულაცია

ჩემი დის უმცროსი გოგო, სულ ორი წლისაა მაგრამ ძალიან კარგად დაამუღამა მანიპულიაციის რამოდენიმე მეთოდი, ახლა ერთ ერთს დავწერ რადგან ჩემმა დამ რომ მომიყვა ძალიან ვიხალისე, იმედია თქვენც მოგეწონებათ :)

ორი წლის თამარს ძალიან უყვარს ”წანწალი”, ოღონდ ვინმემ სადმე წაიყვანოს და ყველას ყველგან გაყვება. ჩემ დას სად სცალია იმისათვის რომ ბავშვი სულ აქათ იქით ატაროს, ამიტომ ბავშმა მოიფიქრა მექნაიზმი თუ როგორ ატარებენ მას სხვები აქეთ იქით.

წარმოიდგინეთ სიტუაცია- შემოდის მეზობელი, იქვე თვალებაბრიალებული თამარი დგას და ძალიან საწყალი სახით ამბობს:
თამარი: ბაბა მინდა!
ჩემი და: მოდი მოგცემ.
თამარი: შენი ბაბა არ მინდა, იმის მინდა და მეზობელზე უთითებს ხელს.
მეზობელი (შემწყნარებელი ხმით): წამოდი თამარი, პური მოგცე.

თამარი ძალიან კმაყოფილი სახით მისდევს მეზობელს მის სახლში, რომელიც ქუჩის მეორე მხარესაა. სახლში მოსვლისას კი პურს ძირს ისვრის, რადგან პური მას არც ნდომებია, მისი მიზანი მეზობელთან ერთად სეირნობა იყო და პური კი მხოლოდ მიზეზია მიზნის მისაღწევად.

May 20, 2010

Google Translate ჩვენს ბლოგებზე

მეგობებო, რადგან Google Translate -ს უკვე ქართული ენაც დაემატა, ალბათ დროა ჩვენს ბლოგებზეც დავამატოთ ეს ლამაზი წკაპუნია ღილაკი :)

გაკეთება სულ ადვილია, შევდივართ აი ამ ბმულზე -Google Translate ვირჩევთ ჩვენი ბლოგის ენას და სასურველი ენებს, გირჩევთ რომ აირჩიოთ ”All languages”
მოცემულ HTML კოდს კი ვსვავთ ჩვენს ბლოგებზე შემდეგნაირად Layout => Add a Gadget => HTML/JavaScript Add და Save

აი ასეთი მარტივი პროცედურაა გასავლელი იმისათვის, რომ თქვენი ბლოგი მთელი მსოფლიოდან იკითხონ :)

May 19, 2010

ორი რქა :)

ასეთი ღირშესანიშნავი მოვლენა რომ ჩემ ბლოგზე არ დავწერო როგორ შეიძლება :)
ახლა ვნახე რომ ერთ ერთ ორქიდეას ორი საყვავილე ტოტი ამოსვლია - ორი პატარა რქა :)
ხოდა ისე მიხარიააა :) იმედია მაშინ არ იყვავილებს როცა მე სახლში არ ვიქნები.

One of my orchids is about to get two flower branches :) I am so happy :)

როცა ეზოში აყვავდა ბალი :)

ჩვენ ეზოში ბალი აყვავდა. ჯერ ცუდი ამინდები იყო, ახლა ცოტა გამოვიდა ამინდი, დათბა. ხეებმაც არ დააყოვნეს უცებ დაიძახეს ”ბახ” და სრულიად გადათეთრდნენ :) იმედია არ მოყინავს :) მიყვარს ზაფხულობით ამ ბლის ხეების ყურება, უმრავი თოლია ეხვევა და მიირთმევს გემრიელად მწიფე ნაყოფს :)

May 18, 2010

Race and Intelligence

დაფიქრებულხართ არის თუ არ განსხვავება ადამიანის რასას და ინტელექტს შორის?! მე აქამდე არ მიფიქრია მაგრამ ერთი დოკუმენტური ფილმის ყურების შემდეგ დავინტერესდი ამ საკითხით და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ინფორმაცია რაც მოვიპოვე.

თავად ინტელექტის საკვლევი ინსტრუმენტები რომ უნაკლო არაა ფაქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს მათი გამოყენება. ფსიქოლოგები, ბიოლოგები, ანთროპოლოგები და პედაგოგები რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

1. პირველი ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ რომ რასა განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტს. რაც უფრო ვუახოვდებით ეკვატორს, მით უფრო მცირდება ინტელექტის მაჩვენებელი. გარდა ამისა რაც უფრო ვუახლოვდებით ეკვატორის ადამინის ტვინის მასა მცირდება (ამ ჯგუფის წარმომადგენელი მკვლევარები რასისტებადაც მონათლეს).
2. მეორე ჯგუფში შესული მკვლევარები ამბობენ რომ ინტელექტის დონე და რასა საერთოდ არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და რომ ამ ორ ცვლადს არავითარი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან.
3. მესამე ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები კი ამბობენ რომ რასა არაა კავშირში ინტელექტთან, მაგრამ ის გარემო სადაც ესა თუ ის ადამიანი ცხოვრობს განაპირობებს ინტელექტის დონეს.

ძალიან საკამათოა არა, სამწუხაროდ მე არ ვიცი რა არის სინამდვილე, მაგრამ მინდა ჩემი აზრი დავწერო. ჩემი აზრით ადამიანის რასა მართლა არ განაპირობებს ინტელექტს, მაგრამ ის თუ რა გარემოში ცხოვრობს ადამიანი, როგორია მისი კვება, განათლების და განვითარების საშუალება, ელემენტარული ქონდა თუ არა სათამაშო ბავშვობაში ნამდვილად განაპირობებს ინტელექტის მაჩვენებელს?! ხოდა რა გასკვირია თუ ადამიანს რომელიც მთელი დღეები უდაბნოში ატარებს, მწყემსავს ცხოველებს +40 რადუსზე, არ იცის წერა, არ იცის კითხვა და ერთადერთი რას სჭირდება იცოდეს არის საძოვრის მიგნება და ცხოველის დაცვა?! რატომ უნდა ველოდოთ ასეთი ადამიანისაგან 120-110 IQ-ს?! მეორეს მხრივ კი მიკვირს ზოგიერთი სკეპტიკოსის პოზიცია, რომლებიც უგულვებელყოფენ რეგიონალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს.
Eng:
The post is about intelligence and race. Is there connection between intelligence and race? Or maybe there is connection between intelligence and the living area - country, continents, region?

May 16, 2010

კიდევ ერთი გემრიელი მიგნება :)

კერძის მომზადებამდე იცით რა მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად? როცა პროდუქტებში შეზღუდული ვარ და მინც მინდა რაიმე გემრილის მომზადება. შეზღუდვა სხვადასხვაგვარი არსებობს მაგლითად შეიძლება ბევრი სახეობის პროდუქტი მქონდეს მაგრამ ერთი პომიდორი, ერთი ბულგარული და ა.შ. დღეს მინდა გასწავლოთ მორიგი შეზღუდვის შედეგი.

ოთხი პორცია კერძისათვის გამოვიყენე 4 საშუალო ზომის სტაფილო, სამი პომიდორი, ძრიხის ხორცის ოთხი სიფრიფანა ნაჭერი, ერთი ყაბაყი, 4 კბილი ნიორი, ერთი ბულგარული და ბეეეეეევრი ბევრი ხახვი. შედეგად კი ძალიან გემრიელი კერძი გამოვიდა.
1. ვიღებთ ყაბაყს და ვჭრით ოთხ თაბანარ ნაწილად (იხილეთ სურათი 2) თითოეულ ნაწილს კარგად ამოვღრუტნით და შიგნეულობას შევინახავთ. შემდეგ ვამზადებთ ყაბაყის დასატენ მასას - ზეთში ვშუშავთ 2-3 თავ წვრილად დაჭრილ ხახვს, დახეხილ სტაფილოს, თხლად დაჭრილ ნახევარ ბულგარულ წიწაკას. გემოვნებით ვამატებთ პილპილს, ნიორს და მარილს. ვშუშავთ 15 წუთი და ამ მასით ვტენით ჩვენ ამოღრუტნულ ყაბაყს (ბადრიჯანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ)

2. ხორცის თხელ ფირფიტებს კარგად ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვაყრით მარილს და პიპლილს, შემდეგ ვწვავთ ზეთში, ნახევარი წუთი თითოეულ მხარეზე (ზეთის გამო რევოლუცია გექნებათ სამზარეულოში, მაგრამ ხანდახან მსხვერპლი უნდა გავიღოთ). ხორცის ნაჭრებს სათითაოდ ვახვევთ ჩვენს დატენილ ყაბაყებს და კბილის საჩიჩქნი ჩხირებით ვამაგრებთ.

3. საბოლოო სახე - ვიღებთ ღრმა, ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელს (თავსახური რომ ეფარებოდეს კარგად ისეთს) ვასხავთ 2-3 კოვზ ზეთს, ვაყრით ერთ დაჭრილ ხახვს, ყაბაყის გადანახულ შიგნეულობას, წვრილად დაჭრილ პომიდორს და ლამაზად ვდებთ ჩვენს ხორციან ყაბაყებს. თუ ყაბაყის ნაჭრები არ დაიფარა სასურველია ბულიონი დაამატოთ. თუ ბულიონი არ გაქვთ მაშინ თეთრი ღვინო პირდაპირ მისწრება იქნება. თვდახურულ ჭირჭელს ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე ასე 1 საათი, შიგდაშიგ ვამოწმებთ წყალმა ხომ არ დაიშრო. სულ ბოლოს ვამოწმებთ მარილზე, პილპილზე და ვამატებთ ერთ კონა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს.

კერძი მიირთვით მაკარონთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად, ან კიდე ისე უარაფროდ ::P :)

Eng:
If u like the dish, let me know and I will translate it in English.

May 15, 2010

ქუჩაში ტრაკის გამოჩენა

თუ გიფიქრიათ რატომ არის სირცხვილი და უხამსობა ქუჩაში ტრაკის გამოჩენა? თუ ადამიანს არ სცხვენია და დადის ასე ტრაკწამოხდილი, მე ვინ ვარ რომ მორალი ვასწავლო - ტრაკწამოხდილი სიარული უხამსობაათქო? თუ აქ საქმე იმას ეხება რომ მე, შენიშვნის მიმცემი ვგრძნობ თავს უხერხულად როცა სხვის წამოდხილ ტრაკს ვუყურებ?

ზოგადად ტაკო, ლამაზი ორგანია, თუ არ გჯერავთ აგერ ბატონო იხილეთ, მაგრამ მსჯელობა სკითხზე თუ რატომ გახდა ტაბუ, თქვენთვის მომინდვია :)

May 14, 2010

როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი პური?

დღეს ისეთი გემრიელი პურის გამოცხობა უნდა გასწავლოოოოოთ, ისეთი გემრიელი რომ პირდაპირ უგემრიელესი. ამ გემრიელი პურის გამოცხობისათვის სულ გვჭირდება 30-40 წუთი, მართლაც რომ არაჩვეულებრივია რადგან 1. ცომს არ სჭირდება ამოსვლა, ვზილავთ და ვაცხობთ და მეორეც გვჭიდება 3-4 ნაჭერი ლორი, ცოტაოდენი ყველი, მწვანე ხახვი, თუ გვაქვს ზეთისხილი, პომიდორი, პაპრიკა. თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაც მოგწონთ ის გამოიყენეთ. თქვენ აი ასეთი პური უნდა გამოგივიდეთ :)

ახლა კი დავიწყოთ მომზადება :) პირველ რიგში ვჭრით ჩვენს ინგრიდიენტებს თხელ და მოგრძო ნაჭრებად. ვათავსებთ თასში, ვსინჯავთ მარილზე და თუ აკლია ვამატებთ, ასევე გემოვნებით ვამატებთ პილპილს. წინასწარ ვხურებთ ღუმელს 200 გრადუსზე და ვიწყებთ ცომის მოზილვას: ორი ჭიქა ფქვილი, 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი (ან 1 ჩ.კ. სოდა) ერთი ჩაის ჭიქა წყალი, 1 ჩ.კ მარილი და 1 ჩ.კ. ზეთი. მოვზილოთ კარგი ერთგვარი ცომი, რომლის საბრტყელებელით გაბრტყელება შეგვეძლება. ( შენიშვნა: თუ ატყობთ რომ ფქვილი ან წყალი აკლია დაამტეთ!!)

მომზადება: ცომი გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გავაბრტყელოთ 3-4 მილიმეტრზე, მივცეთ სასურველი ფორმა, დავდოთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე და შიგთავსი თანაბრად დავადოთ. გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი და პირველს გადავაფაროთ. შენიშვნა: გვერდები ამოვუკეცოთ რომ წვენი და შიგთავსი არ გამოვიდეს! ჵური შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ. თავზე შეგიძლიათ დაფშხვნილი ყველი მოაყაროთ, გემრიელად დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით :)

Georgian Language :)

ჰორეეეე, აი ასრულდა ოცნება და ქართული ენა დაემატა Google Translate-ს. ჯერ ჯერობით გამართულად ვერ მუშაობს მაგრამ ეს მხოლოდ დასასწყისია :)

Eng: Finally the georgian language on Google Translate!!!! This means that u, my dear readers can read different georgian blogs and only!

May 13, 2010

Shocked!!!

სულ ოციოდე წუთის უკან ჩემი ქმარი დგას ფანჯარასთან და იძახის - ნახე გოგო ვეფხვს ასეირნებსო. მე მეგონა ჯერ ხუმრობდა. რა ვეფხვი არა კიდე ის.. მერე კიდე იმეორებს ნახე რამხელა კატაააოოო, მივედი ფანჯარასთან და .... ჯერ კიდევ შოკში ვარ.

ჯერ ვიფიქრე რომ გოგო გიგანთურ და ძალიან გამხდარ ძაღლს ასეირნებდა, მაგრამ ძაღლებს ასეთი გრძელი კუდი არ აქვთ, შეფერილობაც არ აქვთ დაკოპლილი. მერე სიარულის მანერა, მერე კიდევ კუდი, სიარული და ... კიდევ შოკში ვარ.

ეს დიდი ცხოველი ვეფხვი ნამდვილად არ ყოფილა მაგრამ იყო ან გეპარდი ან ლეპარდი. ცოტა მოშორებით იყო და თავი კარგად ვერ დავინახე, რომ გამერჩია რომელი ცხოველი იყო

Eng:
I am shocked. Just 20 minutes ago, my husband said - "look there is a girl with a tiger in the garden", i thought he was joking, or maybe there was a girl with a toy tiger, but he kept saying "what is this big cat?". I went to the window and ......

Well it was not a tiger, but.... it was a cheetah or a leopard. Amazing cat, with a very long tail, beautiful fur and gougers walk. Both of us sow it, so it was not my hallucination.

I am shocked!

May 12, 2010

Oh students, students :D

რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი სკანდინავიელი სტუდენტების ცხოვრებაზე ჩინეთში, როგორ სწავლობენ ჩინურ ენას, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითოეული სკანდინავიელი სტუდენტი იმას ”ამტკიცებდა” რომ ჩინური ენა მათ დაეხმარებათ სამსახურის შოვნაში, რადგან თავადაც იცით რა ძლიერი ეკონომიკური ზეგავლენა აქვს ჩინეთს დანარჩენ მსოფლიოზე.

მერეს მხრივ აჩვენეს ჩინელი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები რომლებიც ასევე ირწმუნებოდნენ რომ ათი წლის შემდეგ ჩინელ სტუდენთთა მინიმუმ 80% თავისუფლად ისაუბრებს ინგლისურად. ხოდა ვუყურე ამ ფილმს, ვუყურე და ბოლოს გამიჩნდა კითხვა სად არის ლოგიკა? ხალხი ამ შემთხვევაში სკანდინავიელები, სწავლობენ ჩინურს იმიტომ რომ უფრო ადვილად ქონდეთ ურთიერთობა ჩინელებთან, ჩინელები კი ირწუნებიან რომ მათი ინგლისურის დონე სულ მალე ძალიან მაღალი იქნება, და ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთაბ ბერად გაადვილდება.

პ.ს. ერთი პორცია საჭმელი თურმე სამოცი თეთრიდან 2 ლარამდე ჯდება. ყბა ჩამომივარდა, სკანდინავიელები რას იკიშკავებენ სტიპენდიის ფულით ხომ წარმოგიდგენიათ :D

Eng:
Long time ago when I was very bored, I started studying Chinese.. of course I could not learn more than 10-15 characters and the language was abandoned as a poor dog without the owner. But today after watching a documentary about Scandinavian students in china, the hidden aspiration to the Chinese language showed up... yes again, but the post is not about this :D

The Scandinavian students were talking why they were studying Chinese, they were hoping for better future, better jobs and good life. BUT on the other side, there were Chinese students and teachers who were sure that after ten years, the majority of Chinese students were going to have good english. Yesss, as u see there is a point where these students gonna meet each other and it gonna be very interesting:)

May 11, 2010

ძალიან სასარგებლო პეჩენიები :)

აბაააააა, მოვიდა გემრიელი და ძალიან სასრგებლო პეჩენიების რეცეპტი :)
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ სახლში მქონდა მიუსლი რომელსაც ვერ ვჭამდი მისი უცნაური გემოს გამო (კენკროვანი ხილით იყო), გადაყრა დამენანა ამიტომ ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ფორუმელმა რთულიმ (ნინო ქვია სინამდვილეში) მითხრა აბა სცადე და პეჩენიები მოამზადეო :) ხოდა მეც ვცადე, ამ პოტშიც ამ მცდელობის შედეგს ვწერ :) რთულის რეცეპტი ვერ დავიცავი, რადგან დილას გამოცხობამდე ნეტში ვერ შევედი და ინტუიციით და წინა საღამოს წაკითხული რეცეპტიდან დამახსოვრებული ინფოთი მომიწია ცხობა :)

გვჭირდება: მიუსლი, კვერცხი, ვანილი, გამაფხვიერებელი (ან სოდა), შაქარი ან თაფლი, კარაქი/მარგარინი, ქიშმიში/ან ნიგოზი, რძე, ფქვილი თვალის ზომით.
1. პირველ რიგში 80 გრამი კარაქი კარგად დავარბილოთ, ავურიოთ 6 ს.კ. თაფლი (ან შაქარი 150 გრამი, ან უფრომ მეტი თუ ძალიან ტკბილი პეჩენიები გიყვართ), 2 ცალი კვრცხი და ძაააალიან კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 ს.კ. ვანილი და ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (ან მწიკვი სოდა). დავამატოთ 300 გრამი მიუსლი (როგორიც გაქვთ, ან ქერის გერკულესი) , კიდევ ავურიოთ კარგად, 4 ს.კ. რძე. + 50 გრამი დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში ცომის კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი რომ ხელით ამოღება და პატარა ბრტყელი პეჩენიების გაკეთება შეგვეძლოს. ამიტომ თუ ცომი თხელია, ცოტა ფქვილი შეაზილეთ, ნელ ნელა და კარგად.

2. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ავიღოთ თუნუქის ფურცელი (იგივე ჟარუნა :D ) , დავაფინოთ საცხობი ქაღალდი (კალკა). ცომისაგან ხელით გავაკეთოთ პატარა გუნდები, და შემდეგ გავბრტყელოთ ხელის გულით. დავაწყოთ ”ფირფიტები” თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში :)
საბოლოოდ, თქვენ აი ასეთ პეჩენიებს გამოაცხობთ :)
გემრიელად მიირთვით :)

Suggestions:
Cookies - ხრაშუნა და გემრიელი
Killer Pie

May 10, 2010

დახმარებისათვის მუდამ მზად მყოფი ოთხი თათი

ასისტენტ ძაღლებზე თუ გსმენიათ? თუ არა მაშინ მე მინდა მოგიყვეთ ამ სპეციალური ძაღლების შესახებ რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ალამაზებენ, აადვილებენ და რაც მთავარია ძალიან ცვლიან.

ეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ორ ჯგუფად იყოფიან - ძაღლები პირველი ჯგუფიდან ღებულობენ გადაწყვეტილებებს, მეორე ჯგუფიდან ბრძანებებს ემორჩილებიან. ორივე კატეოგორიის ძაღლები ორი წლის განმავლობაში სპეციალურ სასწავლო პროგრამას გადიან. ადრეული ლეკვობიდან ისინი სწალობენ უამრავ რამეს მათ შორის მოძრაობის წესები, ბრძანებები - ჩააქვრე შუქი, გააღე /დაკეტე კარები, მომაწოდე დავარდნილი საგანი და ათასი სხვა რამე. მანამ სანამ პატრონი ძაღლს მიიღებს საჭიროა მისი მართვა იცოდეს ამიტომ მომავალი მეპატრონე ასევე გადის მინიმუმ ორ კვირიან ტრენინგს. ერთი პრობლემა ისაა რომ ეს ძაღლები ძალიან ძვირია 13 000 - 20 000 დოლარის ფარგლებში. (დაინტერესებული პირები ეწვიეთ ვებ გვერდს - 4 Paws for Ability)

ერთი ვიდეო რომელიც ძალიან საინტერესო საყურებელია.


ვისთვისაა რეკომენდირებული ასისტენტი ძაღლები? - განვითარება შეფერხებული ადამიანებისათვის, ადამიანებისათვის ვინც მიიღეს ტრამვა განვითარების გვიანდელ ეტაპებზე, ადამიანებისათვის ვისაც უჭირთ გადაადგილება და ა.შ. ყველაზე ეფექტურად ასისტენტი ძაღლები გამოიყენება აუტისტ ბავშვებთან, ეს უკანასკნელი სფერო ჩემი ინტერესის სფეროცაა.

ის თუ რატომ აქვს ძაღლს ასეთი დადებითი ეფექტი აუტისტ და ასპერგერის სინდრომიან ადამიანებზე ჯერ კიდევ დაუდგენელია. ფაქტია რომ ძაღლთან ურთიერთობის შედეგად, ადვილდება ამ ადამაინებთან კონტაქტის დამყარება, ადვილდება ურთიერთობა და რაღაც დონეზე მათი მართვაცაა შესაძლებელი (ამ სიტყვის დადებითი გაგებით).

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ორ ბიჭუნაზე. ერთს აუტიზმი აქვს, მის ძმას კი ასპერგერის სინდრომი.


რატომ ხდება ძაღლთან კონტაქტი ასე ადვილად? რატომ აქვს ძაღლს ასეთი დადებითი ეფექტი ამ ადამიანებზე? რატომ იცვლება მათი ქცევა ასე კარდინალურად? ის კითხვებია რომლებზეც მინდა პასუხი.

35 Days

ხუთი კვირა დარჩა სემესტრის დამთავრებამდე და უკვე ეკლებზე ვზივარ. ხუთი კვირა სულ რაღაც 35 დღე მაგრამ ორი რთული კურსი, რომლის არ ჩაბარება უბრალოდ არ შეიძლება, ბევრი მიზეზის გამო, ისევ და ისევ სტეპენდია და ისევ და ისევ ის რომ შეიძლება მომავალ სემეტრზე გადასვლასთან პრობლემები შემექმნას.

ანატომიისაგან და ფიზიოლოგიისაგან განსხვავებით, ამ ორი კურისის სირთულე სულ სხვა რამეა. არ არის საჭირო 24 საათი წიგნებს არტყა თავი და იზუთხო სიტყვა სიტყვით თითოეული ქვეთავი, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ კურსების გარშემო ინფორმაცია არის ძალიან მწირი და ცუდი. სემინარების მიზანი არ შესაბამება მოცემულ ლიტერატურას, ან მე ვერ ვპოულობ კავშირს. ისევ და ისევ უამრავი რაპორტი, რომლებსაც ხელმძღვანელის გარეშე ვწერთ და შესაბამისად შეცდომის დაშვების დიდი შანსია, ამის უფლებას კი თავს ვერ მივცემთ. მოკლეთ ისევ სტრესი მაგრამ ცოტა სხვაგვარი, თუმცა შედეგი მაინც ერთია.

ხუთი კვირის მერე კიდევ ალბათ კდიევ ერთი სადარდებელი გამიჩდება, ჩემები არ ჩამოდიან, მე კიდევ არ მინდა წასვლა, სახლშჳ მინდა ყოფნა. ყოველ შემთხვევაში ახლა ასეთ განწყობაზე ვარ. რა უბედურებაა რაც წინასწარ ვთქვი და მოვინდომე არაფერი არ გამომივიდა.


Eng:
Five weeks and no energy left. Day by day everything gets more difficult and complicated. On maybe not? Maybe I am just tired? Possible, everything is possible. 44 weeks of permanent stress is not easy to handle, even if I have some good coping strategies.

After five weeks or maybe earlier I have to make a decision. Fly to Tbilisi, and stay with my parents during 3 weeks or staying here, home. Honestly I prefer the last one. When I go home, I have to visit so many people, everybody wants to see me (us), but however most people are old, it is me who has to visit them. This makes me tired and sick - same words, same stories, same question... there are really few people who I want to see, and when I am there I meet them so rare.. (Maybe for you my dear reader this sounds strange but the relative system in my country is very strong and wide).

I wanted my parents to come here sooo much, but the only thing they are worried about is other people's opinion, what the others gonna say about them if they leave my grandma with the uncle. Shit, such life sucks!

May 9, 2010

სამი მიზეზი თუ რატომ არის 9 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი!

9 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, არა მხოლოდ იმიტომ რომ მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი პატარა დისშვილის დაბადების დღეა - ორი წელია უკვე რაც გვიხარებს გულს , არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო. 1960 წლის 9 მაისს აშშ -ში პირველად დაიწყო კომბინირებული და კონტრაცეფტიული აბების გაყიდვა.

1960 წლიდან ქალს უკვე შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ფერტილობა, დაგეგმოს მომავალი კარიერა და ოჯახი, იმუშაოს, ისწავლოს. ეს ყველაფერი კი გენდერული რევოლუციის საწყისია. აბების მიღება დღეში ერთელ დილაობით ხდებოდა, და მთელი დღის გამავლობაში მომხმარებლები დაცულად გრძნობდნენ თავს. აღმოჩნდა რომ პრევენციული აბების მოხმარებამ ასევე საგრძნობლად შეამცირა აბორტების რაოდენობა, რადგან ქალები თავიდან იცილებდნენ არასასურველ ორუსლობას ფერტილობის კონტროლის გზით.

მედიკამენტები ჰორმონალური იყო, და მომხმარებლებში ბევრ უკუჩვენებას იწვევდა. მაგრამ დღესდღეობით იმდენად დაიხვეწა პრეპარატები, რომ უკუჩვენებების ალბათობა ძალიან დაბალია, თან მათი შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური და ბილოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე.

არასასიამოვნო მხარე აბების მიღებასთან დაკავშირებით არის ის რომ წამალი ყოველთვის ერთიდაიგივე დროს უნდა მიიღოთ, თავი აარიდოთ ალკოჰოლს და ნიკოტინს, მეტი არაფერი. დაცულობის გარანტია მაღალია.

დაიცავით თავი და თქვენი ურთიერთობაც დაცული იქნება გაუთვალიწინებელი შედეგებისაგან.

Eng:
the post is about combined and contraceptive pills and what consequence do they have. How these pills have changed the millions of women' lives. To be able to control own fertility means that a woman can have long term goals, study and have plans for carrier and family.

May 8, 2010

ვარდი

ვარდი აყვავადა სახლში. ძალიან მომწონს ეს ფერი, არადა საჩუქრად რომ მივიღე მაშინ სპილოს ძვლის ფერი ვარდები ქონდა. ეს ყვითელი საიდან ამოძვრა არ ვიცი :)

My beautiful rose. She lives on the kitchen's window :) Just lives and makes me happy with her yellow/orange flower :)

May 7, 2010

ჩაქუჩი

აი ასეთი ურო გვჭირდება ეს დეგენერატები რომ შევაშინოთ
აი ასეთი უროთი კიდე ყვერები აქვთ დასაჩეჩქი, მაგრამ ვაი რომ პატრონი არ არის!

My Neighbor Totoro - ბაღი

რამე მსუბუქი და ლამაზი პოსტი მინდოდა პარასკევ საღამოსათვის, ხოდა მგონი ვიპოვე რაღაც სასიამოვნო. ჩემმა ბლოგის მკითხველმა იცის ჩემი და ტოტოროს სიყვარულის შესახებ :) ხოდა დღეს ამ საიტზე ვიპოვე ეს სურათები და თქვენც გიზიარებთ. იმედია თქვენც ისევე გაიღიმებთ როგორც ახლა მე ვიღიმი :)

1. Catbus :) Friend with everybody who believes that there is the furry and cute Catbus, who can take the passengers through the forest, cites and fields without touching the gourd.

2. Catbus again :)3. Special bus stop for the Cutbus
5. Biiig smiling Totoro and small not smiling one:) When the small one grows, it will smile as well, I promise.
6. And once again, biiig, soft, kind and always smiling Totoro.
Totoro is one of my favourite personages. I am in love from a very firs minute when I first saw it. :) I have even got from my Japanese friend. :) If I am sad or upset, I look at Totoro, and feel good becasue it is smiling all time, and I smile together with it :)